,,რუსეთს ფინეთთან ნატოში შესვლამდე პრობლემები არ ჰქონია. ახლა გვექნება”- პუტინი

30
spot_img

ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთს ფინეთთან პრობლემები არ ჰქონია მანამ, სანამ ეს ქვეყანა „ნატოში არ შეათრიეს“. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა.

„ჩვენ რა, ფინეთთან რაიმე კამათი გვქონდა? ყველა კამათი, მათ შორის ტერიტორიული, რომლებიც მე-20 საუკუნის შუაში გვქონდა, დიდი ხანია გადაწყვეტილია. პრობლემები არ გვქონდა. ახლა გვექნება. იმიტომ რომ ახლა ლენინგრადის სამხედრო ოლქს შევქმნით და იქ დამატებით სამხედრო ქვედანაყოფებს განვათავსებთ. რაში სჭირდებათ ეს? რაღაც სისულელეა“, – განაცხადა პუტინმა.

ამასთან, მან დასძინა, რომ რუსეთს ნატოს ქვეყნებთან ომის არც გეოპოლიტიკური, არც ეკონომიკური და არც სამხედრო ინტერესი არ აქვს.

ფინეთი ნატოს წევრი 4 აპრილს გახდა. ქვეყანას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ განაცხადი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიტანა.