Home Blog Page 1885

10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა

10 დეკემბერს მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღეს. სწორედ ამ დოკუმენტის მიღების თარიღი აღინიშნება ყოველწლიურად, როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე.

1948 წელს მიღებული დეკლარაცია ეხება როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს.

მართალია საყოველთაო დეკლარაცია არ არის იურიდიულად სავალდებულო და სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს, მაგრამ მისი დაცვა თითქმის ყველა ქვეყანამ მისთვის სავალდებულო ნორმების შემცველ საერთაშორისო ჩვეულებით სამართლად აქცია.

დეკლარაციამ საფუძველი ჩაუყარა ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ მრავალ საერთაშორისო ხელშეკრულებას, მათ შორის, ისეთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს, როგორებიცაა: ხელშეკრულება საერთაშორისო სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ და საერთაშორისო პაქტი ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ, რომლებიც 1966 წელს მიიღეს და ძალაში  1976 წელს შევიდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

 

როგორი ამინდია დღეს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.

„10 დეკემბერს გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს, ტემპერატურაც დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოში 12 დეკემბრამდე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება.
ქ. თბილისში 10 დეკემბრამდე პერიოდულად წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 10 დეკემბერს გაწვიმდება, ტემპერატურაც დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი):  10 დეკემბერს გაწვიმდება, ტემპერატურაც დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო):10 დეკემბერს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 10 დეკემბერს  ზოგან მოთოვს.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 12 დეკემბრამდე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 12 დეკემბრამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 12 დეკემბრამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 12 დეკემბრამდე დროგამოშვებით თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.“ – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჰამასის“ ტყვეობიდან მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით თელ ავივში ხალხმრავალი დემონსტრაცია გაიმართა

ჰამასის“ ტყვეობიდან მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით თელ ავივში დემონსტრაციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა.

თელ ავივში გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ ერთ-ერთი მძევლის, 19 წლის იტაი ჩენის მშობლები. ისინი მოითხოვენ, რომ „წითელმა ჯვარმა“ მათი შვილის მონახულება შეძლოს.

„ჰამასსა“ და ისრაელს შორის შვიდდღიანი პაუზის დროს ისლამისტურმა დაჯგუფებამ დაახლოებით 100 მძევალი გაათავისუფლა. ისრაელის ხელისუფლებიც ცნობით, ღაზაში ამ დრომდე რჩება 130-ზე მეტი მძევალი.

ნეთანიაჰუ მიესალმება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს რეზოლუციაზე აშშ-ის მიერ ვეტოს დადებას

GIF resized on https://ezgif.com/resize

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მიესალმება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს რეზოლუციაზე აშშ-ის მიერ ვეტოს დადებას და ამ პოზიციას სწორს უწოდებს.

როგორც ნეთანიაჰუს განცხადებაშია აღნიშნული, სხვა ქვეყნებმაც უნდა გააცნობიერონ, რომ შეუძლებელია, ერთი მხრივ, ეხმარებოდა „ჰამასის“ სრულ განადგურებას და მეორე მხრივ, ომის შეწყვეტის მოწოდებით გამოდიოდე, რაც „ჰამასის“ განადგურებას შეაჩერებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, შესაბამისად „ისრაელი გააგრძელებს გამართლებულ ომს, რომელიც „ჰამასის“ განადგურებისკენ არის მიმართული და სხვა დასახული მიზნების მიღწევას“.

ამასთან, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე ცახი ჰანეგბი აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან მოკლულია სულ მცირე შვიდი ათასი ტერორისტი. ამასთან, უცნობია, მოიცავს თუ არა ეს რიცხვი 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს ისრაელში მოკლულ ათასზე მეტ მებრძოლს.

ჰანეგბის თქმით, შეუძლებელია თქმა, რამდენ ხანს გაგრძელდება ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ ომი. მისი განცხადებით, მისი ხანგრძლივობა შესაძლოა, თვეებით არ გაიზომოს.

ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას აშშ-მა ვეტო დაადო.

,,ღაზის სექტორში საჭირო მარაგების მხოლოდ ნაწილი შედის”- გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის წარმომადგენელი

გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორის მოადგილე კარლ სკაუ აცხადებს, რომ ღაზის მოსახლეობის ნახევარი შიმშილობს. ღაზაში მცხოვრები 10 ადამიანიდან ცხრა ყოველდღიურად საკვებს ვერ იღებს.

გაერო-ს პროგრამის წარმომადგენლის ცნობით, ღაზის სექტორში საჭირო მარაგების მხოლოდ ნაწილი შედის. როგორც სკაუმ განაცხადა, ადგილზე შექმნილი პირობების გამო ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება თითქმის შეუძლებელია.

კარლ სკაუ და მსოფლიოს სასურსათო პროგრამის გუნდი ღაზის სექტორში მიმდინარე კვირას იმყოფებოდნენ.

„ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, რომელსაც 1 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ისრაელმა სექტორში სამხედრო ოპერაცია დაიწყო და ანკლავში ჰუმანიტარული ტვირთისა და საწვავის შეტანა შეზღუდა. „ჰამასის“ დაქვემდებარებაში არსებული ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ღაზაში დაღუპულთა რაოდენობა 17 700-ს აჭარბებს, საიდანაც 7 000-ზე მეტი ბავშვია.

10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სერიოზული საქმეები გვერდით გადადეთ და ეს დღე საყვარელ საქმიანობას და სასიამოვნო ურთიერთობას დაუთმეთ. გავლენიან და თავისი საქმის მცოდნე ადამიანთან საუბარი საინტერესო იდეებით აგავსებთ. მოერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს – მაღალია ვირუსის რისკი. საღამოს შეიძლება სიტუაცია უკონტროლო გახდეს, რაც ძალიან განერვიულებთ და გაღიზიანებთ. გირჩევთ, დინებას მიჰყვეთ – პრობლემები არც ისე სერიოზულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

კურო

თუ უახლოეს წარსულში სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, ეს დღე წარმატებული იქნება. გეგმების შეცვლა და სიტუაციის მიხედვით მოქმედება მოგიწევთ. ნუ მოგერიდებათ ახლობლებისთვის დახმარების თხოვნა – ისინი შესანიშნავად გაგიგებენ. დააკვირდით თქვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებს – თუ სწორ დასკვნებს გამოიტანთ, მომავალში ბევრ პრობლემას აიცილებთ თავიდან.

ტყუპები

ამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები საყვარელი ადამიანების პრობლემებს უკავშირდება. ცოტა ხნით საკუთარი ინტერესები უნდა დაივიწყოთ და დაეხმაროთ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებით. საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება, მაგრამ ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ. თუ ხვდებით, რომ ყველა და ყველაფერი გაღიზიანებთ, ეცადეთ ცოტა ხნით განმარტოვდეთ.

კირჩხიბი

დილიდან თავს მოდუნებულად გრძნობთ, თითქოს გამოღვიძება გიჭირთ, ამიტომ გირჩევთ, სამომავლოდ გადადოთ საქმეები, რომლებიც სწრაფ რეაქციას ან ყურადღების კონცენტრაციას გაზრდას მოითხოვს. სასურველია, რომ პირად ურთიერთობებში გრძნობები არ დამალოთ და მეტი ინიციატივა გამოიჩინოთ. ამ დღეს ასაკით უფროს ადამიანებთან ურთიერთობა სასარგებლოა – მათი სიბრძნე და ცხოვრებისეული გამოცდილება ძალიან დაგეხმარებათ.

ლომი

შესაძლოა, ნათესავებთან ურთიერთობა დაიძაბოს – ერთმანეთის გაგება და შეთანხმება გიჭირთ. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ, გონიერი მომრიგებელი იპოვოთ და პრინციპულ საკითხებზე კომპრომისების დაშვება შეძლოთ. ნუ დაიჯერებთ თქვენთვის ძვირფას ადამიანთან დაკავშირებულ ჭორებს. მიეცით მას მეტი თავისუფლება და დამოუკიდებლობა – ეს ორივეს სარგებელს მოგიტანთ.

ქალწული

შესაძლოა, ამ დღეს ინფორმაციულმა ნაკადმა მთლიანად დაგფაროთ და მნიშვნელოვანი საქმეებისთვის დრო აღარ დაგრჩეთ. გირჩევთ, რამდენიმე ყველაზე სასწრაფოდ დასასრულებელი დავალება შეარჩიოთ და ყურადღება მათ შესრულებაზე გაამახვილოთ. ხელსაყრელი დღეა რთული ოჯახური პრობლემებისა და ახლობლებს შორის კონფლიქტების მოსაგვარებლად. შეხვედრები წარმატებული იქნება.

სასწორი

თქვენმა კრიტიკულმა შენიშვნამ ან უხეშობამ შეიძლება თანამოსაუბრე შეურაცხყოს, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი ემოციები აკონტროლოთ და ურთიერთობებს გაუფრთხილდეთ. გასული დღეების დაღლილობა თავს იჩენს – ძალები აღდგენისთვის სრულფასოვანი დასვენება გჭირდებათ.

მორიელი

ამ დღის სირთულეების გადალახვაში შემოქმედებითი აზროვნება დაგეხმარებათ. გირჩევთ, საკუთარი აზრი თამამად გამოხატოთ, უჩვეულო მეთოდებით იმოქმედოთ და იღბალი აუცილებლად გაგიღიმებთ. უახლოეს ადამიანებთან ურთიერთობა უფრო თბილი და ნდობით სავსეა. შეგიძლიათ, მათ საკუთარი პრობლემები და გამოცდილება გაუზიაროთ და კარგ რჩევას, მორალურ მხარდაჭერას ან რეალურ დახმარებას მიიღებთ.

მშვილდოსანი

დილიდან უჩვეულო გაღიზიანებას გრძნობთ და გარშემო მყოფების ნებისმიერ სიტყვას მწყობრიდან გამოჰყავხართ. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, ურთიერთობები შეზღუდოთ და ეს დღე განმარტოებით გაატაროთ. გირჩევთ, საკუთარ თავს პატარა საჩუქარი გაუკეთოთ და მასაჟი ან კოსმეტიკური პროცედურები ჩაიტაროთ. ეს განწყობას გაგიუმჯობესებთ და საშუალებას მოგცემთ, მიმდინარე მოვლენებს ოპტიმისტურად შეხედოთ.

თხის რქა

მოვლენებითა და საინტერესო შესაძლებლობებით სავსე დღე გელით, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ. რაც უფრო მეტ ადამიანს შეხვდებით, საინტერესო იდეის ან პარტნიორული შეთავაზების მოსმენის შანსი მით უფრო მაღალია. ნუ აწყობთ გეგმებს, ინტუიციურად იმოქმედეთ.

მერწყული

უმიზეზო შფოთვა და გაღიზიანება მალე გაივლის. ეცადეთ, თქვენი აზრი ღიად გამოხატოთ და ადამიანებს ენდოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება სხვა დღისთვის გადადოთ და ეს დღე დაგეგმვას და მომავალზე ფიქრს დაუთმოთ.

თევზები

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. მოზღვავებული ენერგია და კარგი განწყობა საშუალებას გაძლევთ, საუკეთესო შედეგებს მიაღწიოთ. არ ინერვიულოთ, თუ ვიღაცამ გაგჭორათ – რადგან თქვენი შურთ, ესე იგი, მათზე უკეთესად ცხოვრობთ.

ღაზას სექტორში კიდევ 5 ისრაელელი სამხედრო დაიღუპა, 12 კი მძიმედ დაშავდა – IDF

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ღაზას სექტორში კიდევ 5 ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. როგორც IDF-ში აღნიშნავენ, ერთი მათგანი ჯერ კიდევ 7 ოქტომბერს მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, ხოლო დანარჩენი ოთხი ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში, ამ უქმეებზე მომხდარ შეტაკებებს ემსხვერპლა.

The Times of Israel-ის ცნობით, ამით, ღაზას სექტორში დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების რაოდენობა 97-მდე გაიზარდა.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ კიდევ 12 ჯარისკაცი სხვადასხვა დანაყოფიდან სერიოზულად დაშავდა ღაზაში პარასკევს და შაბათს მომხდარი ბრძოლების დროს.

,,დეზინფორმაციის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ და გადმოვიღოთ ევროპული კანონმდებლობა”- სუბარი

დეზინფორმაციასთან ბრძოლა არის ერთ-ერთი საკითხი, რაზეც მრავალი წელია ვითხოვ და მივესალმები. დეზინფორმაცია არის მავნებელი, ცუდი და დამანგრეველი ქვეყნისთვის. დეზინფორმაციის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ და გადმოვიღოთ ევროპული კანონმდებლობა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, გლობალური ომის პარტიაში არიან ადამიანები, რომლებსაც უნდოდათ საქართველო გამოეყენებინათ მეორე ფრონტად და კანდიდატის სტატუსი სწორედ ზეწოლის მექანიზმი იყო.

„იმ განცხადებების გამო, რაც ჩვენ გავაკეთეთ და იმ სიმართლის გამო, რაც ხალხს ვუთხარით, ხალხმა დაინახა, რომ აქ ისე არ არის საქმე, როგორც ლამაზად გვიფუთავენო, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება დღეს რუსეთის მხარეს დგას და მოძმე უკრაინას არ ეხმარებაო. ყველა მიხვდა, რომ საქართველოს ომში ჩათრევა ასე ადვილად ვერ მოხდებოდა. აქ უკვე გარდამტეხი მნიშვნელობა მოახდინა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაში და ამის შემდეგ გადაწყვეტილებები დავიდა ობიექტურ მოცემულობამდე“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

 

პატრიარქი ზურაბ ჟვანიას დაბადების 60 წლისთავთან დაკავშირებით წერილს ავრცელებს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ყოფილი პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას დაბადების 60 წლისთავთან დაკავშირებით წერილს ავრცელებს.

„დღეს ბატონ ზურაბ ჟვანიას დაბადებიდან 60 წელი შეუსრულდა. იგი 20 წლის წინ, 40 წლის ასაკში, გახდა საქართველოს პრემიერი და ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა. მიუხედავად ასეთი ხანმოკლე პერიოდისა, მან დიდი წვლილი შეიტანა ახალი საქართველოს აღმშენებლობის საქმეში და წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. იგი ახალგაზრდობიდანვე დაუღალავ მოღვაწეობას ეწეოდა და იმ დროის ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს დგამდა.

ბატონი ზურაბის სახელს უკავშირდება სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების გაფორმებაში აქტიური მონაწილეობაც. იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ამ ფაქტს და მიიჩნევდა, რომ ეს იყო ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის ურთიერთობის ახალი ეტაპი, მაგალითი დემოკრატიული მმართველობის პერიოდში ორივე სუბიექტის თანაარსებობისთვის შესაბამისი პირობების შექმნისა, რაც სხვა ადგილობრივი ეკლესიებისთვისაც შეიძლებოდა მაგალითის მიმცემი გამხდარიყო.

საუკეთესო ოჯახისშვილი, გონიერი, ღრმა და ფართო მასშტაბის მოაზროვნე, ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული და წინმსწრაფი, ძლიერი და, რაც მთავარია, მაზიარებელი პიროვნება… ასეთად დარჩება იგი ჩვენს მეხსიერებაში.ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს და სავანესა მართალთასა განუსვენოს, ხოლო მისი ოჯახის წევრები და ახლობლები დალოცოს და მშვიდობით აკურთხოს“, – ნათქვამია პატრიარქის წერილში. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

,,სალომე ფარისეველი ურცხვად იდგა და კმაყოფილი იკრიჭებოდა გეგონება მის წინ მართლაც მარშმა ჩაიარა..”- ლევან ნიკოლეიშვილი

სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ ამბობდა, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუს, დღეს ურცხვად ცდილობს მიიწეროს სხვისი მონაპოვარი“-წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი რუსთაველის გამზირზე გამართულ მარშზე, სადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა. ექსპერტის თქმით, ეს არ არის მარში, ეს არის ფარსი, რომელიც ფარისეველმა სალომე ზურაბიშვილმა შესთავაზა ქართველ ხალხს, თუმცა მხოლოდ 500-მდე ადამიანი გამოეხმაურა, რომელთაგან ნახევარზე მეტმა არც კი იცოდა, რატომ, რის გამო შეიკრიბა და გაიარა ამ სუსხიან დღეს რუსთაველის პროსპექტზე.

„მარში, მარში, მარში…ევროპული მარში…ნეტავ რა იხარშება ზოგიერთების თავში (კინაღამ სხვა რამე წამომცდა…თქვენ რა იფიქრეთ?!) სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, მარტო ტვ პირველის რეპორტაჟი გეყოფა ადამიანს გაიგო რა ხდებოდა დღეს რუსთაველის პროსპექტზე, მაშ ასე დავიწყოთ: „დღეს ევროპულ მარშზე იმყოფებოდა ლაზარე გრიგორიადის დედა, რომლის შვილი თურმე ევროპული მომავლის გამო ეწირება“…მამის უკანალში დამჭრელი ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც შეეცადა მოლოტოვის კოქტეილით ცოცხლად დაეწვა ქართველი პოლიციელები! „ქვეყნის მთავარსარდალი ეგებება ევროპული მომავლის მოსურნე უამრავ ქართველ ხალხს“-ისე უწოდებენ მთავარსარდალს, სააკაშვილსა და ზურაბიშვილს, თითქოს ვერ ითვლიან რამდენ ბრძოლაში წარუძღვა ან ერთი ან მეორე ქართულ ჯარს მტრებისგან ძირძველი მიწების გამოსახსნელად…პრეზიდენტად წოდებულ, კონსტიტუციური სასამართლოს მიერ იმპიჩმენტ დადგენილი, ქართული პოლიტიკის გამსკდარი ფურუნკული სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ ამბობდა, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუს, დღეს ურცხვად ცდილობს მიიწეროს სხვისი მონაპოვარი (თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ არის ასე იძახოდა მაგალითად რუსეთის ბაზების შესახებ); სააკაშვილის პირადი დამცველი ნინო ლომჯარია, რომელსაც მიაჩნია, რომ მხოლოდ უკრაინასთან ერთად უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ლომჯარია რომელიც სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს თავზე ბომბების ცვენას ნატრულობდა…

ეს არ არის მარში, ეს არის ფარსი, რომელიც უმადურმა, ქართულისა და საქართველოს არ მცოდნე, ფარისეველმა სალომე ზურაბიშვილმა შესთავაზა ქართველ ხალხს, თუმცა მხოლოდ 500-მდე ადამიანი გამოეხმაურა, რომელთაგან ნახევარზე მეტმა არც კი იცოდა, რატომ რის გამო შეიკრიბა და გაიარა ამ სუსხიან დღეს რუსთაველის პროსპექტზე…სალომე ფარისეველი კი ურცხვად იდგა და ასე კმაყოფილი იკრიჭებოდა გეგონება მის წინ მართლაც მარშმა ჩაიარა…“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.