Home Blog Page 1880

ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ მესხის სახელობის რეაბილიტირებული სტადიონი დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ მესხის სახელობის ახლად რეაბილიტირებული სტადიონი დაათვალიერა, რომელიც უეფას მე-4, უმაღლესი კატეგორიისაა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის მეთაურს დეტალურად გააცნო გაწეული სამუშაოები.

სტადიონზე ასევე იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფრო ლერი ბარნაბიშვილი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი დავით ტაბიძე.
კაპიტალური რეაბილიტაციის შედეგად, თავიდან მოეწყო საინჟინრო სისტემები – გაგრილების, გათბობის, წყალმომარაგების, წყალარინებისა და უსაფრთხოების.

სტადიონი აღჭურვილია აბსოლუტურად ყველა აუცილებელი სივრცით, როგორიცაა სივრცეები სპორტსმენებისთვის, ჟურნალისტებისთვის, ოპერატორებისთვის, კომენტატორებისთვის და მატჩის მსვლელობაში, გაშუქებასა თუ მომსახურებაში ჩართული პირებისთვის.

დამონტაჟდა გახმოვანებისა და უსაფრთხოების ახალი სისტემები, ახალი სკამები, ელექტრონული ტურნიკეტები, ლედსარეკლამო კედლები და სხვ.

სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა დაახლოებით 32.7 მილიონი ლარი.

საქართველოში უეფას, 21 წლამდე ნაკრებთა, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ღირსეულად ჩასატარებლად აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ინფრასტრუქტურულ ობიექტს. სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებისთვის 115 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობამ გამოყო. განხორციელდა თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონისა და ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის სრული რეაბილიტაცია. გამოიცვალა ბალახის საფარი და ტექნიკური აღჭურვილობა ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე და 3 საწვრთნელ-სათადარიგო სტადიონზე თბილისში, ასევე 1 საწვრთნელ-სათადარიგო სტადიონზე საგურამოში. აშენდა ახალი საწვრთნელ-სათადარიგო სტადიონები -1 სტადიონი წყალტუბოში, 1 – ქობულეთში და 2 – ბათუმში.

აბსოლუტურად ყველა სტადიონი აღჭურვილია უეფას სტანდარტის ბალახის საფარით და შესაბამისი სარწყავი და სადრენაჟე სისტემით. ბალახის საფარის პროექტირების, მოწყობისა და ზედამხედველობის სამუშაოები ყველა სტადიონისთვის ბრიტანულმა კომპანიებმა „Labosport”-მა და “SIS Pitches”-მა შეასრულეს.

თბილისის მიხეილ მესხის სახელობისა და ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონები, ასევე ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი უეფას მე-4, უმაღლესი კატეგორიისაა.

სტადიონების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა. სამუშაოები უეფას ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობდა.

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. ჩემპიონატი საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.

„მიმდინარე წლის ზაფხული ვერ იქნება ქართული პოლიტიკისთვის „მკვდარი სეზონი“ – ქართველიშვილი

„ამჟამად USAID-ი და Zink Network-ი ახორციელებენ პროექტს, რომლის სახელწოდებაა: “რუსული სახელისუფლებო პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა“ – რაც საკუთარ სახელწოდებაშივე მოიცავს პროვოკაციულ ხასიათს და რეალურ დამოკიდებულებას საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან (პროექტის განმახორციელებელია „მედიის ადვოკატირების კოალიცია“)“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

ქართველიშვილი მიმოიხილავს ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ მიმდინარე წლის ზაფხული ვერ იქნება „მკვდარი სეზონი“, ვინაიდან გარკვეული ძალები ქვეყნის „აყირავებისთვის“ ემზადებიან.

„მიმდინარე წლის ზაფხული ვერ იქნება ქართული პოლიტიკისთვის „მკვდარი სეზონი“ – ქვეყნის „აყირავების“ ბანაკში აქტიური მომზადება მიმდინარეობს მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლით: 1) საშემოდგომო „რევოლუციური“ სცენარით ან 2) 2024 წლის არჩევნების გზით. პრინციპიდან – „გაფრთხილებული ხარ, ესე იგი ხარ მომზადებული“ – ქვეყნის შიდა და გარე მტრების გეგმებს, მათში ჩართულ ძირითად მოთამაშეებს დღეიდან უნდა დავუთმოთ მეტი ყურადღება. მათ რიგებში დაქსაქსულობა, ურთიერთუნდობლობა, „ენის ტლიკინი“ – იძლევა ამის საშუალებას და რატომაც არ უნდა გამოვიყენოთ. ჩვენს მოკრძალებულ ანალიზს მივცემთ მრავალსერიიანი მიმოხილვის ფორმატს, რომელიც განკუთვნილი იქნება ამ ქვეყნის ყველა ჯანსაღ და პატრიოტულ სეგმენტზე – რიგითი მოქალაქიდან დაწყებული ხელისუფლების წარმომადგენლებით დასრულებული.

საფუძვლიანი და ყოვლისმომცველი დაკვირვების შედეგად დღეს უკვე დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ: ქვეყნის „აყირავების“ ავანგარდში, ამ გეგმების ორგანიზება/დაფინანსება/განხორციელების სათავეში დგას აშშ-ს ამჟამინდელ ადმინისტრაციაში შემავალი „გლობალური ომის პარტიის“ ფრთა და მისი წარმომადგენელი საქართველოში – საელჩოს სახით. იქ უკვე მიმდინარეობს საკადრო ცვლილებები, მორგებული მომავალი ელჩისა და მისი ახალი მოადგილის ჩამოსვლაზე. ნურავის ექნება ილუზია, რომ ამ ახალი „სტაფით“ რაიმე შეიცვლება ჩვენთვის სასიკეთოდ: ელჩი რობინ დენიგანი და მისი მოადგილე ალენ პურსელი „ქორების“ ბანაკს წარმოადგენენ, რომლებიც კარგად ფლობენ „ფერადი რევოლუციების“, „მაიდანის“ მოწყობისა თუ წერტილოვანი სანქციების გამოცხადების ტექნოლოგიებს. მათი მჭიდრო ურთიერთობები ნაცმოძრაობის უკრაინული ფილიალისა თუ ადგილობრივ წარმომადგენლებთან არანაირ ეჭვს არ იწვევს.

ჩვენ შეგვიძლია საელჩოს ბოლოდროინდელი აქტივობების სისტემატიზება მოვახდინოთ, რათა გავფანტოთ ნებისმიერი ეჭვი ჩვენს მიკერძოებაში. აქ რაიმე ცრუ-პოლიტკორექტულობის დრო აღარაა – გამოუცხადებელი ომი საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისადმი შედის თავის ყველაზე სახიფათო ფაზაში:

✅საელჩოს ძირითად სამიზნედ რჩება საარჩევნო ტექნოლოგიები, ტრენინგები საარჩევნო „განათლების“ ამაღლებისა და საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდობის ჩართვის კუთხით. სენატორ ჯინ შაჰინის დონეზე უკვე შეთანხმებულია გადაწყვეტილება არჩევნებზე საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნის თაობაზე, რომლისთვისაც USAID-ის ბიუჯეტში თანხა უკვე გამზადებულია

✅გასულ თვეს USAID-ის ოფისში შედგა შეხვედრები ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან (“IRI”, “ISFED”, “NDI”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და სხვები). მონაწილეები USAID-ის მხრიდან გაფრთხილებული იყვნენ, რომ განსაკუთრებული ყურადღება გაემახვილებინათ ამომრჩეველთა საგანმანათლებლო ტრენინგებზე, რაზეც იქნება დამოკიდებული მათი დაფინანსების ზრდა

✅იმ პირობებში, როდესაც ოპერაცია „რუსული კანონის“ პირველი სტადიის წარმატებულად ჩატარებით, აშშ-ს საელჩომ მოახდინა საკუთარი ფინანსურ გამჭვირვალობაზე „შავი ღრუბლის“ მოცილება – „ISFED“-მა უკვე დააანონსა რეგიონული ტრენინგების ჩასატარებლად პირველი ეტაპისთვის (2023 წლის 30 სექტემბრამდე) 148 763 აშშ დოლარის ოდენობის „ტრანშის“ გამოყოფა: პროექტი ემსახურება ახალგაზრდების აქტივაციასა და მზადებას 2024 წლის არჩევნებისთვის

✅გაგრძელდება საელჩოს ზეწოლა სასამართლო სისტემაზე: ამჟამად კელი დეგნანი პირადად მართავს შეხვედრებს არასამთავრობო ორგანიზაციების ვიწრო წრესთან და ინტერესდება სასამართლო სისტემაში არსებული ვითარებით, მუშაობა ხორციელდება თითოეულ რეგიონში სასამართლო სისტემაში მომუშავე კონტაქტების გაფართოებისთვის, აშშ-ის ელჩის რეგიონებში ოფიციალური ვიზიტებისას მის განრიგში აუცილებლად შედის სასამართლოების მონახულება და სასამართლოს თავმჯდომარეებთან და მოსამართლეებთან შეხვედრა

✅არ გაჩერებულა საელჩოს მუშაობა „სამოქალაქო საზოგადოებასთან“: „რუსული კანონისა“ და გამჭვირვალობის მიღმა გატანილი მათი უამრავი პროგრამები მოიცავენ არამარტო დიდ თუ პატარა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე პოლიტიზებულ მოძრაობებს, ცალკეულ აქტივისტებს. მათ უტარებენ ტრენინგებს ჯინ შარფისა და პიტერ აკერმანის მეთოდოლოგიური მასალების თანახმად: „არაძალადობრივი“ აქტივობების და ქმედებების მიმართულებით, რომლისთვისაც სხვა ტრენერებთან ერთად, ასევე ჩამოყვანილი ჰყავდათ სერბული ორგანიზაცია „Canvas”-ის წარმომადგენლები, რეგიონული აქტივისტების ქსელის შექმნისთვის. საელჩოს უშუალო პატრონაჟით, ხსენებული მიმართულებით ამჟამად მუშაობს ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველები“, რომლებიც „ფრანკლინის კლუბთან“ ერთად იყვნენ მარტის აქციების პროპაგანდის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა

✅„სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა“ ასევე ირიბად ჩართულია სხვადასხვა პოლიტიკური აქციების მიმდინარეობაში, მიუხედავად თითქმის ტოტალური გაუმჭვირვალობისა, პირდაპირი დაფინანსება აქციების ორგანიზებისთვის რა თქმა უნდა, არ გამოიყოფა, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც გამოყოფილი აქვთ დაფინანსებები სხვადასხვა პროგრამების განხორციელებისთვის, ახდენენ საკუთარი ბიუჯეტის გადათამაშებას და აქციების ორგანიზებისთვის საჭირო ფინანსების მოძიებას

✅გარდა ამისა ე.წ. „რუსულ კანონთან“ და ე.წ. „შინ ევროპისაკენ“ აქციებთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენების დროს „სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის“ პროგრამა, აქტიურ კომუნიკაციაში იყო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რა დროსაც სავარაუდოდ აძლევდნენ პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ უნდა წარემართათ პროცესები. კულუარული სანდო ინფორმაციით, ხსენებულ პროგრამას (გარდა უკვე დამტკიცებული ბიუჯეტისა) USAID-მა დაუმატა სხვადასხვა აქტივობებისთვის დამატებით 2 მილიონი აშშ დოლარი

✅მიუხედავად ტელეკომპანია „იმედზე“ გასული სიუჟეტისა, „IRI“-მ არ შეწყვიტა „გირჩის“ რადიკალური სემინარების დაფინანსება – პირიქით ამ ეტაპისთვის ისინი აპირებენ “სფეროების გაფართოებას“. კერძოდ, იგეგმება „გირჩის“ მიერ ეთნიკური უმცირესობებისთვის ცალკე ბანაკების შექმნაც, რაც სავარაუდოდ ასევე დაფინანსდება ა.შ.შ.-ს მიერ. არ არის შემთხვევითი, რომ “გირჩის” იდეასთან ერთად ა.შ.შ.-ს საელჩომ გამოაცხადა სტაჟირება აზერბაიჯანელი და სომხურენოვანი სტუდენტებისთვის

✅USAID-ის მიერ იქნა ჩამოყვანილი ბრიტანელი კომუნიკაციების ექსპერტი ბლერ მაკდუგალი (ივნისის დასაწყისში დაგეგმილია კიდევ არაერთი კომუნიკაციების ექსპერტის ჩამოყვანა), რომელსაც აღებული აქვს ინტერვიუები ბევრ ცნობილ პოლიტიკურ ლიდერთან, მათ შორის ვოლოდიმირ ზელენსკისთან და გორდონ ბრაუნთან. საქართველოში მათი მივლინების ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად განიხილება მოქმედი ხელისუფლების მხრიდან, რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების “გვერდის ავლის” გაშუქება და ქვეყნის “რუსული კურსით” წაყვანა

✅ამჟამად USAID-ი და Zink Network-ი ახორციელებენ პროექტს, რომლის სახელწოდებაა: “რუსული სახელისუფლებო პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა“ – რაც საკუთარ სახელწოდებაშივე მოიცავს პროვოკაციულ ხასიათს და რეალურ დამოკიდებულებას საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან (პროექტის განმახორციელებელია „მედიის ადვოკატირების კოალიცია“)

ეს არის მხოლოდ აისბერგის მწვერვალი, რომლის სიღრმისეულ მიმოხილვას ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ. საქართველოს ხელისუფლების „აყირავების მრავალსერიიანი სერიალის“ ტრანსლირება დღეიდან მხოლოდ გაგრძელდება. მაგრამ ამერიკული კინემატოგრაფის საუკეთესო ტრადიციებში – მისი ფინალი საქართველოსთვის აუცილებლად „ჰეპი-ენდი“ იქნება“, – წერს დავით ქართველიშვილი.

“ირაკლი ღარიბაშვილის ყველა გამოსვლა ეროვნულ ინტერესებზეა დაფუძნებული” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, საერთაშორისო ტრიბუნაზე და სხვაგან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ყველა გამოსვლა ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს ემსახურება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველომ 2008 წლის ომის დროს დაკარგა მშვიდობიანი მოქალაქეები და ტერიტორიების 20%, თუმცა საპასუხოდ, საერთაშორისო საზოგადოებისგან მხოლოდ შეშფოთება მიიღო.

„ირაკლი ღარიბაშვილის ყველა გამოსვლა და განცხადება გაჯერებულია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ეროვნულ ინტერესებზეა დაფუძნებული მისი ყველა გამოსვლა, მისი ყველა განცხადება. ირაკლი ღარიბაშვილი გამოდის და ამბობს სიმართლეს. მესმის, რომ ძალიან მტკივნეულია ეს ჩვენი პარტნიორებისთვის და რთულად მოსასმენია მათთვის, თუმცა, ჩვენ უნდა ვისაუბროთ სიმართლე. უნდა ვუთხრათ სიმართლე, თუნდაც მეგობრებს, ჩვენს უახლოეს გარემოცვას, ველაპარაკოთ სიმართლე. სიმართლე არის ის, რასაც ვლაპარაკობთ ბოლო თვეების, ბოლო დღეების განმავლობაში – ის, რასაც პრემიერ-მინისტრი ლაპარაკობს, რომ ყოველთვის უნდა გავატაროთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესები. ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. ჩვენ ძალიან რთული და ცუდი გამოცდილება გვაქვს, როდესაც ქვეყანამ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯი, გვქონდა ომი, დავკარგეთ ტერიტორიები, უამრავი გარდაცვლილი ადამიანი, მშვიდობიანი მოსახლეობა, დაკარგული ტერიტორიები, ჩვენი გმირი ჯარისკაცები და ამით რა მივიღეთ? მხოლოდ და მხოლოდ შეშფოთება და აღშფოთება. ასე, რომ უნდა გავატაროთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესი”, – განაცხადა კალაძემ.

“ეს არის კეზერაშვილის იმიჯის გასამყარებლად გადაყრილი ფული” – კახა კალაძე „ფორმულას“ მიერ გაფორმებული კონტრაქტის შესახებ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტელეკომპანია „ფორმულას” მიერ, ამერიკულ საკომუნიკაციო/ლობისტურ ფირმა Cornerstone Government Affairs-თან გაფორმებული კონტრაქტი სინამდვილეში დავით კეზერაშვილის იმიჯის გამყარებას ემსახურება.

როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციურმა ძალებმა უკვე სცადეს ფულის დახარჯვა ქვეყნის რეპუტაცია რომ შეელახათ სააკაშვილის თემით, რაც არ გამოუვიდათ და არც ამჯერად გამოუვათ.

„ტელეკომპანია „ფორმულა“ აქ არაფერ შუაშია. იცით, რომ კეზერაშვილი გამოვლენილია კონკრეტულ თაღლითობაში. ამაზე საერთაშორისო გამოძიებაც მიმდინარეობს. გარდა ამისა, „ბიბისის“ ჰქონდა ჟურნალისტური გამოძიება უამრავი გაუბედურებული ადამიანის შესახებ. ამ ყველაფრის შემოქმედი გახლდათ კეზერაშვილი. ახლა კი, ეს ადამიანი ცდილობს იმავეს, რასაც ეცადნენ „მიშა კვდებას“ თემაზე.  ამაში უზარმაზარი ფული დახარჯეს, რათა ქვეყნის რეპუტაცია შეელახათ, ჩვენი ქვეყანა გაეშავებინათ. რა თქმა უნდა, საზოგადოება ყველაფერს კარგად  ხედავს და მათ არაფერი გამოუვიდათ. იგივე იქნება ახლაც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის განცხადებებიდან იკვეთება, რომ ძალიან აცდენილია რეალობას” – კახა კალაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის განცხადებებიდან აშკარად იკვეთება, რომ ძალიან აცდენილია რეალობას, ოპოზიცია თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რა ფორმით გამოვა 2024 წლის არჩევნებზე,” – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძე გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის იმ განცხადებას, სადაც ის ამბობს: „ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით, რომ 5-7 პროცენტი მიიღონ, რათა ხვალ, ზეგ იყოს კოალიციური მთავრობა“.

„არ ვიცი, რა ტაქტიკით გამოვლენ არჩევნებზე, ეს მათი გადასაწყვეტია. რამდენად სწორი იქნება, ხაბეიშვილს ვუპასუხოთ, ესეც არ ვიცი. ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის განცხადებებიდან აშკარად იკვეთება, რომ ძალიან აცდენილია არსებულ რეალობას. ოპოზიცია თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რა ფორმით გამოვა 2024 წლის არჩევნებზე. ცალკე პარტიები იქნებიან, თუ გაერთიანდებიან, ეს მათი გადასაწყვეტია. ერთი რამ ვიცი, რომ ამ ქვეყანაში მომავალი ნამდვილად არ აქვს რადიკალიზმს, ბოროტებას, იმას, რაც ხდებოდა ქვეყანაში 2012 წლამდე. ეს ყველაფერი წარსულია და ამის მთავარი შემოქმედები გახლდათ ზუსტად ის კონკრეტული პარტია და პარტიები, რომლებიც ადრე ერთად იყვნენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

“აღარ მახსოვს, ბოლოს როდის ვიყავი ასეთი ბედნიერი” – რას წერს გიორგი კეკელიძე

“ჩემთვის ურთულეს დროს, ეს ადამიანი, ზუსტად ერთ დღეში გარდაისახა და წერდა: “კეკელიძე, დიდი ხანია ვიცოდი, რომ უსაშინელესი ადამიანი იყო და აუცილებელი ჩაქოლვა ეკუთვნისო”, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში და მომხმარებლებს ერთ ამბავს უზიარებს:

“წუხელ ჩემი ცხოვრების ერთი უდიდესი გამარჯვების საღამო გამოდგა. მოულოდნელად და დაუგეგმავად.

რაღაც მიღებაზე ვიყავი. ერთი უცხოელი, საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გამომეცნაურა. რუტინული ლაპარაკი გავაბით – სკოლებზე, განათლებაზე. დასასრულს მითხრა – ,,ესა და ეს ადამიანი, თავის დროზე თქვენი რეკომენდაციით მოვიდა ჩვენთან და რა კარგი თანამშრომელიაო”.

როცა ვხედავ ვინმეს, ახალგაზრდაა და თავის დამკვიდრებას ცდილობს, მით უფრო, თუ რეგიონიდან არის, საკუთარი გზა მახსენდება და ალბათ ნაწილობრივ ამ სუბიექტური განცდითაც, თვითონ რომ არ მომაკითხოს, მე ვეძახი და ვცდილობ, რამე მცირედი მაინც შევძინო მის ბრძოლას.

ჰოდა, უცხოელის მიერ ხსენებულ ადამიანს თავის დროზე მუშაობა დავაწყებინე ეროვნულ ბიბლიოთეკაში – უმსუბუქეს და დისტანციურ საქმეზე, რომ პარალელური სამსახურიც შეძლებოდა. ჩვენთან თანამშრომლობის შემდეგ, ახალი ვაკანსიის ძიებაში როცა იყო, რამდენჯერმე დავურეკე და უმნიშვნელოდ წავეშველე. თქვენობით მიმართვას და ზრდილობიან, უიშვიათეს კომუნიკაციას არ გასცდენია ჩვენი ურთიერთობა – მიმოწერას, სადაც ის ხშირად აღნიშნავდა, რომ სიცოცხლის ბოლომდე მადლიერი იქნებოდა ჩემი და მისთანანი (მერე, რამდენჯერ ჩამიხედავს ტექსტებისთვის – მისი და სხივისი მოწერილებისთვის – სევდიანადად და გაოგნებით).

ბოლოს იყო ეს რეკომენდაცია და სულ ბოლოს საოცრება: ჩემთვის ურთულეს დროს, ეს ადამიანი, ზუსტად ერთ დღეში გარდაისახა და წერდა: ,,კეკელიძე, დიდი ხანია ვიცოდი, რომ უსაშინელესი ადამიანი იყო და აუცილებელი ჩაქოლვა ეკუთვნისო”. სადაც შეეძლო, ყველგან და გამორჩეული ომახიანობით.

განა ვინმესადმი სოლიდარობის გამო ხდებოდა ეს საქმე, ან რამე გლობალური სატკივარი ახუჭინებდა თვალს უახლოეს წარსულზე.

არა!

მთავარი იმ ვიწრო წრეში დამკვიდრების სურვილი იყო და ფიქრობდა, რომ დაზეპირებული ფრაზების ტრიალით იოლად მიიღწეოდა სასურველ ადგილამდე. და ალბათ მიაღწია კიდეც. შემდეგი განვითარებისთვის მე ყურადღება აღარ მიმიქცევია – უკვე ჯოჯოხეთში მივაბიჯებდი.

უბრალოდ, მაშინ დადასტურებით მივხვდი, რომ სამყარო სამართლიანობის განცდას არ ეფუძნება, რომ მადლიერებას ნებისმიერი ადამიანი იოლად აუქმებს საჭიროებისამებრ, თვით საოცრად ჰუმანური იდეოლოგიის წევრიც კი და სამწუხაროდ.

ჰოდა, ვუყურებდი ამ უცხოელს და მთელი წელიწადი ტრიალებდა თავში. გამახსენდა, როგორ ვიჯექი საავადმყოფოს აბაზანაში იატაკზე – 57 კილო, აცახცახებული. როგორ ვიჯექი დეპრესიით, დერეალიზაციით, შფოთვით და შიშით შეპყრობილი. ვიჯექი საათობით, ტრანკვილიზატორებით გამოწვეული შეუჩერებელი სლოკინის თითით შეჩერებას ვცდილობდი, ღრმად, ყელში ვაგნებდი რაღაც წერტილს, რომელზე შეხებისასაც ეს სლოკინი ერთი წუთით ჩერდებოდა და მერე ისევ გრძელდებოდა. რაღაც განწირული და უიმედო გეენა იყო და ასე გრძელდებოდა დღეები. თვეები. თავბრუ დამეხვა და მივხვდი, რომ უცებ მომინდა უცხოელისთვის რაღაც საშინელება მეთქვა – სიმართლე, მაგრამ საშინელება. ძალიან მომინდა.

დავალაგე აზრი, რომელიც ისედაც დიდი ხანია თავში მიტრიალებს. დავალაგე, თავი ავწიე, თვალებში ჩავხედე, გავიღიმე და ვუთხარი: ,,დიახ, სრულიად შესანიშნავი ადამიანი და პროფესიონალია!”

აღარ მახსოვს, ბოლოს როდის ვიყავი ასეთი ბედნიერი.

საუკეთესო კვირას გისურვებთ ყველას.

თქვენი #გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze”

“კახოვსკას ჰესის აფეთქება რუსი ტერორისტების მორიგი სამხედრო დანაშაულია” – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთ – უკრაინის ომის 468-ე დღე

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობისა და ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონის ოლქში კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს.

„ახლა ზუსტდება ნგრევის მასშტაბები, წყლის სიჩქარე და მოცულობა, დატბორვის სავარაუდო ადგილები“, – განაცხადა ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა.

მისი თქმით, ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს და მიმდინარეობს ვითარების მონიტორინგი.

პროკუდინის ინფორმაციით, სახიფათო ტერიტორიებიდან ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. მისი ინფორმაციით, წყალი კრიტიკულ დონეს დაახლოებით 5 საათში მიაღწევს.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებასთან დაკავშირებით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო შეხვედრას გამართავს.

იმ სოფლებიდან, სადაც დატბორვის საშიშროება არსებობს, მოსახლეობის ევაკუაცია დაწყებულია.

რუსული ძალები უკრაინას წუხელ X-101/X-555 ტიპის ფრთოსანი რაკეტებით დაესხნენ თავს, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა 35-ვე რუსული რაკეტა გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსებმა თავდასხმა კასპიის ზღვის ტერიტორიიდან Tu-95ms ტიპის ექვსი სტრატეგიული ბომბდამშენიდან განახორციელეს.

უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რაკეტების უმეტესობა დედაქალაქის მიმართულებით მიემართებოდა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას ეკოციდად აფასებს.

„კახოვსკას ჰესი. რუსი ტერორისტების მორიგი სამხედრო დანაშაული. პრეზიდენტი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს კრებს. ეს არის ეკოციდი. რუსები პასუხისმგებლები იქნებიან ხერსონის ოლქის სამხრეთით და ყირიმში ადამიანებისთვის სასმელი წყლის შესაძლო წართმევაზე, დასახლებების ნაწილისა და ბიოსფეროს შესაძლო განადგურებაზე“, – დაწერა ერმაკმა „ტელეგრამზე“.

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობისა და ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე იმ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ევაკუაცია გამოაცხადა, რომლებსაც დატბორვა ემუქრება.

“რუსი ტერორისტები. კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურება მხოლოდ უდასტურებს მთელი მსოფლიოს, რომ ისინი უნდა განიდევნონ უკრაინის მიწის ყოველი კუთხიდან”, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებას.

„მათ არც ერთი მეტრი მიწა არ უნდა დარჩეს, რადგან ყველა მეტრს ტერორისთვის იყენებენ. მხოლოდ უკრაინის გამარჯვება დააბრუნებს უსაფრთხოებას და ეს გამარჯვება მოვა. ტერორისტები ვერ შეაჩერებენ უკრაინას წყლით, რაკეტებით და სხვა რამით“, – აცხადებს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტი საზოგადოებას მოუწოდებს, მხოლოდ ოფიციალური და გადამოწმებული ინფორმაცია გაავრცელონ.

თავისუფლების აღკვეთისა და თანხის გამოძალვის ფაქტებზე ოთხი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით 4 პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულები 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„2003 წელს დაბადებული მ.ბ., 2001 წელს დაბადებული გ.მ., 1989 წელს დაბადებული მ.ს. და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1994 წელს დაბადებული თ.ლ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობის გამოყენებით, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით არიან დაკავებულები.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ფულადი სარგებლის მიღების მიზნით, 1972 წელს დაბადებული გ.ც. მისი საცხოვრებელი სახლიდან მოტყუებით გამოიყვანეს, ფიზიკურად იძალადეს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თავისუფლება აღუკვეთეს.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირები, მომხდარიდან მალევე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტით, ასევე, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოლაფ შოლცი ირაკლი ღარიბაშვილს 9 ივნისს შეხვდება

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს 9 ივნისს შეხვდება.

შესაბამის ინფორმაციას კანცლერის ოფისი ავრცელებს.

გერმანიის კანცლერის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილსა და ოლაფ შოლცს შორის მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება მიმდინარე საერთაშორისო, უსაფრთხოებისა და ევროპული პოლიტიკის საკითხებზე, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის თემებზე.

ორმხრივი შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია დაგეგმილი არ არის.

“მე აქ ვარ იმისთვის, რომ თქვენს ხალხს გადავცე მკაფიო გზავნილი – ევროკავშირის კარი ღიაა”-მიხაელ როტი

ევროპაში ჩვენ ვდგავართ ჩვენს სამეზობლოში საშინელი ომის წინაშე, მინდა, მადლობა გადავუხადო თქვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც სოლიდარობას გამოხატავენ უკრაინელებისადმი არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ყოველდღიური საქმით, მადლობა, ეს არის აღსანიშნავი და შესანიშნავია, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როტმა განაცხადა.

როგორც მიხაელ როტმა თბილისში გამართული პრესკონფერენციისას განაცხადა, „საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ევროპის გულს ეკუთვნის“.

„თქვენ ხართ ევროპაში მრავალი ქვეყნისთვის მაგალითი, რადგან უკრაინელ ხალხს სჭირდება ჩვენი სოლიდარობა, ჩვენი ფინანსური, ეკონომიკური პოლიტიკური და ასევე სამხედრო მხარდაჭერა. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ევროპის გულს ეკუთვნის. მე აქ ვარ იმისთვის, რომ თქვენს ხალხს გადავცე მკაფიო გზავნილი – ევროკავშირის კარი ღიაა. გასულ წელს, ივნისში იყო ყველა ჩვენგანისთვის გარდამტეხი მომენტი. პირველად ევროკავშირის ისტორიაში ევროკავშირმა გადაწყვიტა, გაუღოს თავისი კარი აღმოსავლეთ ევროპას. ევროკავშირმა გადაწყვიტა კანდიდატის სტატუსის მინიჭება მოლდოვისa და უკრაინისთვის. მე, ზოგადად, მხარს ვუჭერ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის, თუმცა ჯერ ბევრია გასაკეთებელი. ჩემთვის უკიდურესად შთამბეჭდავია, რომ ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა ძლიერ უჭერს მხარს ევროკავშირს, ევროკავშირში გაწევრიანება არის თქვენს ქვეყანაში ბევრი ადამიანისთვის ნამდვილი ოცნება. ეს არ არის მხოლოდ ვალდებულება თქვენს ქვეყანაში პოლიტიკოსებისთვის, თუმცა ეს ასევე არის ვალდებულება ჩვენთვის, ევროკავშირში, რომ გავაკეთოთ მაქსიმუმი თქვენ დასახმარებლად, თუმცა არის გარკვეული შეშფოთებები, რომელთა თქვენთან გაზიარებაც მსურს“, – განაცხადა მიხაელ როტმა.

გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეკომენდაციების შესრულება უნდა განაგრძოს.

„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ მივიღეთ რამდენიმე უცნაური გზავნილი თბილისისგან და მე არ ვარ მთლად დარწმუნებული, რომ ჩემ მიერ მიღებული ეს სიგნალები სრულად შეესაბამება ქართველი ხალხის სურვილს, გაწევრიანდნენ ევროკავშირში. ჩემთვის სრულად მისაღებია თქვენს ქვეყანაში არსებული მოლოდინებები, რომ ევროკავშირმა უნდა აიღოს თავის პასუხისმგებლობა. თუმცა, ასევე ველოდები თქვენი მთავრობისგან, თქვენი პარლამენტისგან სამუშაოს შესრულებას. ევროკავშირმა თბილისს გადასცა 12 რეკომენდაცია. ვფიქრობ, ახლა არის გადამწყვეტი დრო ამ 12 საკითხის შესასრულებლად და ეს არ არის ძალიან რთული. ერთ-ერთი ყველაზე სადავო საკითხი არა მხოლოდ თქვენს ქვეყანაში, არამედ ევროკავშირშიც, იყო ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონი. მე ვერ გავიგე, რატომ წარადგინეს თქვენს ქვეყანაში პოლიტიკოსებმა ასეთი კანონპროექტი, ის ძალიან რუსულად გამოიყურება. ევროკავშირი არ არის უბრალოდ ერთიანი ბაზარი, ეკონომიკური პროექტი, ჩვენ უპირველესად და უმთავრესად ვართ საერთო ღირებულებების კავშირი, ეს არის სამოქალაქო საზოგადოება. სწორედ ამიტომ, მინდა, მოვუწოდო ჩემს პატივცემულ კოლეგებს აქ თბილისში, სამოქალაქო საზოგადოება განიხილონ არა მტრებად, ისინი არიან პარტნიორები და მოკავშირეები. თუ მათ სურთ ევროკავშირში რაც შეიძლება მალე გაწევრიანება, თქვენ გჭირდებათ სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის მისი კრიტიკული ნაწილი“, – განაცხადა მიხაელ როტმა.

მიხაელ როტის თქმით, ევროპამ გააღო კარი საქართველოსთვის და ახლა დროა, საქართველომ შეასრულოს დავალებები.

„მე შეხვდი ზოგიერთ პოლიტიკოსს თქვენს ქვეყანაში და მათ თქვეს, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეკლესია და ჩვენი კულტურა არის ცოტა კრიტიკული ლგბტ უფლებების მიმართ. ჩემი გზავნილი იყო, რომ მე პატივს ვცემ თქვენ ტრადიციებს, პატივს ვცემ თქვენ კულტურას, თუმცა მე არ ვცემ პატივს, არ ვარ ტოლერანტული საქართველოს პოლიტიკური ლიდერების ჰომოფობიური განცხადებების მიმართ. პოლიტიკოსებს ეკისრებათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობები. ლგბტ უფლებები კი ადამიანის უფლებებია, ადამიანის უფლებები კი ევროპული იდეის ერთ-ერთი წამყვანი პრინციპია. ასე რომ, გთხოვთ, დააცხრეთ ემოციები, გთხოვთ, შეწყვიტეთ სტერეოტიპები და კლიშეები, როდესაც საქმე ეხება ეთნიკურ, რელიგიურ, კულტურულ და ასევე სექსუალურ უმცირესობებs. არ მესმის, რატომ შექმენით გაუგებრობის ასეთი სტრატეგია. სწორედ ახლა არის დრო, რომ გაუგზავნოთ მკაფიო გზავნილი ბრიუსელს – ჩვენ ველოდებით რაღაცას თქვენგანაც, თუმცა ჩვენ მზად ვართ შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები, ჩვენი სამუშაო. ვფიქრობ, ეს არ არის ძალიან მარტივი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში არის რეალური შანსი უფრო მეტის გაკეთების დეოლიგარქიზაციასთან, სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერებასთან, სხვა აუცილებელი რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით. არავის სურს, საქართველოს ასწავლოს, თუმცა ვფიქრობ, თქვენს ქვეყანაში ხალხის ხმა ისმის საკმაოდ ხშირად და ეს ხმა არის ძალიან მკაფიო, გულწრფელი, ემოციური – გთხოვთ, გააღეთ კარი. ჩვენ უკვე გავაღეთ კარი, ახლა მოქმედების და საშინაო სამუშაო შესრულების დროა ორივე მხრიდან – ბრიუსელის და თბილისის. ტრადიციულად, გერმანიას სურს, შეასრულოს პატიოსანი შუამავლის როლი, ჩვენ ხიდების შენება გვინდა, რომელიც მისაღები და კომფორტულია არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ ასევე მისაღები და კომფორტულია მოქალაქეებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის და სწორედ ამიტომ ვარ აქ“, – განაცხადა მიხაელ როტმა.

6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს მარტო მუშაობა გუნდურ მუშაობაზე ნაყოფიერი იქნება, რადგან კოლეგებთან საუბარში დროს არ დაკარგავთ და მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილებას შეძლებთ. ეცადეთ, კამათის დროს კეთილგანწყობა გამოიჩინოთ და ადამიანებს საკუთარი აზრი თავზე არ მოახვიოთ.

კურო

ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ, თუნდაც არაკეთილგანწყობილი თანამოსაუბრე თქვენი წონასწორობიდან გამოყვანას ცდილობდეს. ამ დღეს სასურველი შედეგის მიღწევას მხოლოდ მარტო მუშაობის დროს შეძლებთ – ასე ყურადღებას ვერავინ და ვერაფერი გაგიფანტავთ. ხელსაყრელი დღეა შედეგების შეჯამებისა და ახალი მიზნების დასასახვისთვის.

ტყუპები

დაფიქრდით, გაქვთ თუ არა სურვილების ასრულებისთვის საკმარისი რესურსი? თუ გაქვთ, შეგიძლიათ საქმეს შეუდგეთ და სასურველ მიზანს მიაღწიოთ. თუ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული არ ხართ, გირჩევთ მომავლის სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და ეტაპობრივად განხორციელებას შეუდგეთ.

კირჩხიბი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ არ გასცეთ დაპირება, რომლის შესრულებასაც ვერ შეძლებთ, ასევე, არ გადადოთ ხვალისთვის საქმე, რომლის დასრულებაც დღეს შეგიძლიათ. პრობლემების სწრაფი მოგვარება სირთულეებს და შეფერხებებს თავიდან აგაცილებთ. ეცადეთ პირად ურთიერთობებში მეტი ტაქტი და თავაზიანობა გამოიჩინოთ და თანამოსაუბრე არ შეურაცხყოთ.

ლომი

ამ დღეს რაც უფრო მეტ შეხვედრას და ღონისძიებას დაესწრებით, მით უფრო მეტი შანსი გაქვთ, რომ გავლენიან ადამიანებს შეხვდეთ და ხელსაყრელი შეთავაზება მიიღოთ. ეცადეთ საუკეთესო შედეგისთვის განეწყოთ. პირად ცხოვრებაში მეტი დიპლომატიის და მოქნილობის გამოჩენას გირჩევთ.

ქალწული

ამ დღეს ისე თავდაჯერებული ხართ როგორც არასდროს. საბრძოლო განწყობა ჩანაფიქრის განხორციელებაში და რთული საკითხების გადაჭრაში დაგეხმარებათ. სამსახურის ხელმძღვანელთან ან გავლენიან ადამიანებთან საუბარი პროფესიულ სფეროში წინსვლას მოგიტანთ. ხელსაყრელი დღეა სამომავლო გეგმებზე ფიქრისა და განვითარების ახალი გზების მოსაძებნად.

სასწორი

ეს დღე ნათელ ემოციებს და მოვლენების ხელსაყრელ განვითარებას გპირდებათ. ეცადეთ, მეტი სიმტკიცე გამოიჩინოთ და ეს დღე მიზანთან მიახლოებისთვის გამოიყენოთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის დროს საკუთარი სიტყვები უნდა აკონტროლოთ, რომ უნებურად არავინ შეურაცხყოთ. გირჩევთ საღამოს ურთიერთობები შეზღუდოთ და ხმაურიან ადგილებს მოერიდოთ.

მორიელი

სასიყვარულო ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი დღეა. მარტოხელა მორიელი შეიძლება მნიშვნელოვან ადამიანს, შეხვდეს, რომელიც მის ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. ეცადეთ ეს დღე სახლის გარეთ გაატაროთ, ახალ ადამიანებს შეხვდეთ და ახალი კავშირები დაამყაროთ. მუშაობაში დროს ეცადეთ წვრილმანებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ – საქმის წარმატება მთლიანად ამაზეა დამოკიდებული.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღე ელით. გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რომელსაც ბედი გთავაზობთ. თუ ვიღაც ცდილობს, რომ თქვენი ცხოვრებიდან გაქრეს, ნუ შეეწინააღმდეგებით – მის ადგილს ახალი და საინტერესო ადამიანი დაიკავებს. ფინანსური თვალსაზრისით წარმატებული დღეა – შეიძლება სოლიდური თანხა მიიღოთ.

თხის რქა

ამ დღეს შეგიძლიათ თქვენთვის კომფორტულად, აუჩქარებლად იმუშაოთ. სავარაუდოდ, ბევრი საქმის სწრაფად და ერთდროულად კეთების სურვილი შეცდომებს გამოიწვევს. გირჩევთ თითოეულ მოქმედებაზე ან გადაწყვეტილებაზე იფიქროთ, რომ საქმე სანანებლად არ გაგიხდეთ. გირჩევთ საღამო ოჯახთან ერთად გაატაროთ.

მერწყული

თუ ვინმესგან დახმარების მიღება გსურთ, უფრო მოქნილად და დიპლომატიურად უნდა იმოქმედოთ და ეს ადამიანი ალერსიანი სიტყვებით აავსოთ. გირჩევთ საყვარელი ადამიანი სასიამოვნო სიურპრიზით გაახაროთ და რომანტიკული ვახშამზე დაპატიჟოთ. გირჩევთ დღის მეორე ნახევარი მარტოობაში გაატაროთ.

თევზები

საინტერესო და პოზიტიური დღე გელით, თუმცა შესაძლებელია, რაღაც შეხვედრამ თქვენი გეგმები მკვეთრად შეცვალოს. ნუ ინერვიულებთ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება – ზაფხულის ხანმოკლე წვიმას ყოველთვის მზის ამოსვლა მოჰყვება.

“უკრაინას აქვს საკმარისი იარაღი, რომ რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევა დაიწყოს” – დმიტრო კულება

უკრაინას აქვს საკმარისი იარაღი, რომ დაიწყოს კონტრშეტევა რუსეთის წინააღმდეგ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისი თქმით, კონტრშეტევა უკრაინას მოუტანს გამარჯვებას, რომელიც მას ნატო-ში გასაწევრიანებლად სჭირდება.

კითხვაზე, დაიწყო თუ არა უკრაინამ კონტრშეტევა, კულებას პასუხი არ გაუცია, თუმცა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია არა ის, თუ როდის დაიწყო, არამედ ის, რომ ეს უკრაინის გამარჯვებით დასრულდება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ნატო-ში გაწევრიანებაზე.

„ნატო-ს წევრობა ვერ შეაჩერებს ამ ომს, მაგრამ შეაჩერებს შემდგომ ომებს. სწორედ ამიტომ, რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საუკეთესო გზა არის იმ მომენტამდე მისვლა, როდესაც უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი“, – განაცხადა კულებამ.