“ირაკლი ღარიბაშვილის ყველა გამოსვლა ეროვნულ ინტერესებზეა დაფუძნებული” – კახა კალაძე

91
spot_img

თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, საერთაშორისო ტრიბუნაზე და სხვაგან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ყველა გამოსვლა ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს ემსახურება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველომ 2008 წლის ომის დროს დაკარგა მშვიდობიანი მოქალაქეები და ტერიტორიების 20%, თუმცა საპასუხოდ, საერთაშორისო საზოგადოებისგან მხოლოდ შეშფოთება მიიღო.

„ირაკლი ღარიბაშვილის ყველა გამოსვლა და განცხადება გაჯერებულია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ეროვნულ ინტერესებზეა დაფუძნებული მისი ყველა გამოსვლა, მისი ყველა განცხადება. ირაკლი ღარიბაშვილი გამოდის და ამბობს სიმართლეს. მესმის, რომ ძალიან მტკივნეულია ეს ჩვენი პარტნიორებისთვის და რთულად მოსასმენია მათთვის, თუმცა, ჩვენ უნდა ვისაუბროთ სიმართლე. უნდა ვუთხრათ სიმართლე, თუნდაც მეგობრებს, ჩვენს უახლოეს გარემოცვას, ველაპარაკოთ სიმართლე. სიმართლე არის ის, რასაც ვლაპარაკობთ ბოლო თვეების, ბოლო დღეების განმავლობაში – ის, რასაც პრემიერ-მინისტრი ლაპარაკობს, რომ ყოველთვის უნდა გავატაროთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესები. ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. ჩვენ ძალიან რთული და ცუდი გამოცდილება გვაქვს, როდესაც ქვეყანამ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯი, გვქონდა ომი, დავკარგეთ ტერიტორიები, უამრავი გარდაცვლილი ადამიანი, მშვიდობიანი მოსახლეობა, დაკარგული ტერიტორიები, ჩვენი გმირი ჯარისკაცები და ამით რა მივიღეთ? მხოლოდ და მხოლოდ შეშფოთება და აღშფოთება. ასე, რომ უნდა გავატაროთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესი”, – განაცხადა კალაძემ.