Home Blog Page 1879

ევროკომისიამ კომპანია X-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ევროკომისიამ კომპანია X-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო ევროკავშირის შიგნით მოქმედი წესების შესაძლო დარღვევების გამოსავლენად. ეს პირველი ასეთი გამოძიებაა მას შემდეგ, რაც ევროკავშირში გასულ წელს „ციფრული მომსახურების აქტი“ ამოქმედდა.

სოციალური ქსელი ეჭვმიტანილია უკანონო კონტენტისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის წესების, ასევე გამჭვირვალობის ვალდებულებების დარღვევაში და  მომხმარებელთა შეცდომაში შესაძლო შეყვანაში, რაც დაკავშირებულია ვერიფიკაციის ნიშნებთან.

„ციფრული მომსახურების აქტი“, რომელიც ევროკავშირში გასული წლის ნოემბერში ამოქმედდა, მსხვილი ონლაინ-პლატფორმების მუშაობას არეგულირებს. ახალი წესები ეხება უკანონო კონტენტს, გამჭვირვალობას, დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე პერსონალური მონაცემების დაცვას. ახალი კანონმდებლობის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა კომპანიის გლობალური ბრუნვის 6%-მდე ოდენობით.

2011 წლისთვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმოებაში იყო მიღებული საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3000 -ზე მეტი საქმე- პრემიერი

2011 წლისთვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმოებაში იყო მიღებული საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3000 -ზე მეტი საქმე, წელს უკვე ეს რიცხვი შემცირდა 20-ჯერ 147-მდე –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ერთ ათწლეულში საქართველოს პენიტენციურ სისტემაში   რადიკალური გარდაქმნა და მთელი სისტემის რეალური ტრანსფორმაცია მოხდა.

“ახლა რაც შეეხება, ძალიან მოკლედ მოგახსენებთ, ციხეებში არსებულ მდგომარეობას, კიდევ რთხელ მინდა გითხრათ რომ ჩვენ ყველას  კარგად გვახსოვს რამდენად აუტანელი იყო ის მდგომარეობა რრომელიც არსებობდა ციხეებში. სისტემური იყო ეს დანაშაული, სისტემური იყო წამება, არაადამიანური მოპყრობა, გაუპატიურება და ა.შ. ადამიანის მკვლელობა ხდებოდა პირდაპირ ციხეებში ათეულობით ადამიანი კვდებოდა, კლავდნენ პირდაპირ უნდა ითქვას ციხეებში ყოველწლიურად. 2012 წლის შემდეგ სასამართლოს საქართველოს პენიტენციური სისტემიდან გაგზავნილი არც ერთი საქმე არ მიუღია წარმოებაში, მე ვგულისხმობ ევროპის სასამართლოს, არც ერთი საქმე არ მიუღია, მაშინ როცა, მოგეხსენებათ კარგად რომ ასობით და ათასობით საქმე შედიოდა საქართველოდან და აქედან ძალიან ბევრი გაგზავნილი იყო სწორედ პენიტენციური დაწესებულებიდან. ეს იყო საშინელი, ასე ვთქვათ პრაქტიკა თუ სისტემური დანაშუალი რომელიც დამკვიდრებული იყო ციხეებში.

მას შემდეგ, 2012 წლის შემდეგ, არაერთმა მინისტრმა და ყველა მინისტრს მინდა მადლობა გადავუხადო ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა პენიტენციურ დაწესებულებაში. შედეგად გაუმჯობესდა პატიმართა საცხოვრებელი პირობები, მსჯავრდებულთა დასაქმებაში, ხელსაქმეში დაფუძნდა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრები, მათ შორის ამოქმედდა ციფრული უნივერსიტეტი და ძალიან ბევრი, კარგი ჰუმანური, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება იქნა მიღებული ჩვენი მთავრობის მიერ და მინისტრების მიერ.

განახლებაში მთლიანად, მთელი ინფრასტრუქტურის განახლებაში 180 მილიონ ლარზე მეტი არის დახარჯული. თითქმის ყველა ციხის თუ პენიტენციური დაწესებულების განახლება მოხერხდა ბოლო 10 წელიწადში, დაინერგა ძალიან, ვფიქრობ ინოვაციური მოწყობილობა პრობოქსი, ქვეყნის მასშტაბით 20 ახალ ლოკაციაზე განთავსდა პრობაციონერებისთვის, ვფიქრობ ეს საინტერესო ინოვაციაა რომლითაც დაინტერესდა ძალიან ბევრი, მათ შორის ჩვენი ევროპელი სახელმწიფო, ჩვენი მეგობრები და მათი სურვილი არის ამ გამოცდილების გაზიარება.

წელს მიღებული იქნა ახალი პენიტენციური კოდექსი, რომელთა მიზნები არის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის გარანტიების კიდევ უფრო მეტად გამყარება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. პენიტენციური სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესება, თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიების გაფართოება და ამდენად ერთ ათწლეულში შეიძლება ითქვას საქართველოს პენიტენციურ სისტემაში შეიძლება ითქვას რომ რადიკალური გადატეხა მოხდა და რადიკალური გარდაქმნა მოხდა, რეალური ტრანსფორმაცია მოხდა მთელი სისტემის როგორც იტყვიან. რომელიც მოგეხსენებათ რომ ადრე სახე პენიტენციური სამსახურის იყო, წარმოადგენდა სიმბოლოს ადამიანის წამების და არაადამიანური მოპყრობის შემზარავი მეთოდებით ამის თაობაზე ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და საზოგადოებამ ნახა თუ როგორი მეთოდებით ექცეოდნენ ისინი პატიმრებს, ამაზე უღირსი საქმე, საქციელი არ შეიძლება, რა შეიძლება იყოს როცა პატიმარს ექცევი, აწამებ და საშინლად ეპყრობოდნენ ჩვენს პატიმრებს, და ჩვენს ადამიანებს, ჩვენს მოქალაქეებს.

ასევე მინდა ვთქვა რომ, შევახსენოთ საზოგადოებას რომ 2011 წლისთვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმოებაში იყო მიღებული საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3000 -ზე მეტი საქმე წელს უკვე ეს რიცხვი შემცირდა 20-ჯერ 147-მდე შემცირდა და რა თქმა უნდა ესეც არის მთავარი ინდიკატორი იმისა თუ როგორ სწორად იმართება დღეს პენიტენციური სამსახური და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ რატო ბრეგაძეს და მის გუნდს”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“სწორედ ეკონომიკის ზრდის შედეგია, რომ ქვეყანაში ფიქსირდება საშუალო ხელფასის ზრდა” – ირაკლი კობახიძე

სამი წლის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკა დოლარში გაიზარდა თითქმის ორჯერ, ლარში გვქონდა 30 მილიარდი ლარით ზრდა ეკონომიკის, ეს თავისთავად, ბუნებრივია, იშლება ქვეყანაში და მათ შორის აისახება მოსახლეობის საშუალო ხელფასის, ბიზნესის ბრუნვის ზრდაზე და ა.შ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, როდესაც ეკონომიკა იზრდება, ეს საბოლოო ჯამში გადის ბიზნესსექტორში.

„პრემიერს ჰქონდა დეტალურად საუბარი ამ თემებთან დაკავშირებით. როდესაც ეკონომიკა იზრდება და საუბარია მით უმეტეს 30 მილიარდი ლარით ამ წელიწადში ეკონომიკის ზრდაზე, ეს, რა თქმა უნდ,ა გადის საბოლოო ჯამში ბიზნესის სექტორში და ზოგადად ამისგან სარგებელს იღებს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ფიქსირდება საშუალო ხელფასის ზრდა მთლიანად ქვეყანაში. რაც შეეხება ინფლაციას, საუბარი იყო პრემიერის ანგარიშში, მათ შორის ინფლაციაზე. წელს ინფლაციის მაჩვენებელი არის ოპტიმალურზე დაბალი 1%-იანი ინფლაციის მაჩვენებელი წლევანდელ წელს“, – განაცხადა კობახიძემ.

“ისტორიული იყო ჩემი ვიზიტი ჩინეთის რესპუბლიკაში” – ირაკლი ღარიბაშვილი

ისტორიული მნიშვნელობის იყო ჩემი ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სადაც გავემგზავრე ჩინეთის პრეზიდენტის მიწვევით და ჩვენ შევთანხმდით და გავაფორმეთ ერთობლივი დეკლარაცია, შედეგად სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აწიონ ურთიერთობა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა ცენტრალური აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობის სურვილია, 2024 წელს კულტურის ცენტრის მშენებლობა დაიწყოს.

 

„ასევე, მნიშვნელოვანი იყო, ვიტყოდი ისტორიული მნიშვნელობის იყო ჩემი ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სადაც მე გავემგზავრე ჩინეთის პრეზიდენტის მიწვევით და ჩვენ შევთანხმდით და გავაფორმეთ ერთობლივი დეკლარაცია, შედეგად სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აწიონ ურთიერთობა, თანამშრომლობა.

ჩინეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოა ჩვენთვის. სიდიდით მეორე ეკონომიკაა მსოფლიოში და ბუნებრივია, ჩვენ ვართ დაინტერესებული ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებით. ამ მიზნის შემადგენელი ნაწილი იყო ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის შემოვიღეთ უვიზო რეჟიმი.

მე ასევე მინდა ვთქვა, რომ ზოგადად ცენტრალური აზიის ქვეყნებში ჩვენ გვქონდა საკმაოდ წარმატებული ვიზიტები. შარშან გვქონდა ძალიან საინტერესო, ვფიქრობ, პროდუქტიული ტურნე, მე ასე ვიტყოდი, ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მე ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ვიზიტად იმყოფებოდნენ ჩვენთან ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი და ასევე, უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი. ხელი მოეწერა ორივე ქვეყანასთან თანამშრომლობის განვითარების დოკუმენტებს.

ინტენსიური დინამიკით გამოირჩევა საქართველოს ურთიერთობა ახლო აღმოსავლეთის და ყურის ქვეყნებთან. გვქონდა ძალიან საინტერესო, წარმატებული შეხვედრა საუდის არაბეთში შარშან, ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ისრაელში. მნიშვნელოვანი იყო ზოგადად არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება.თავისუფალი ვაჭრობის გაფორმება, რაც ახალი შესაძლებლობა არის ჩვენი ბიზნესისთვის, მეწარმეებისთვის.

მინდა ასევე შევეხო ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელზეც ძალიან მალე გვექნება კონკრეტული შედეგი. შარშან გადმოგვეცა ჩვენ იორდანიის სამეფოში 4000 კვ მ მიწის ნაკვეთი, სადაც ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობა. პროექტი ხორციელდება მისი უწმინდესობის, პატრიარქის კურთხევით და ჩვენ ეს პროექტი უკვე დავასრულეთ, მზად არის პროექტი. ახლა მიმდინარეობს, აქტიურად ვემუშავებით ადგილობრივ კომპანიას, მიმდინარეობს მშენებელი კომპანიის შერჩევა და ჩვენი სურვილია 2024 წელს დავიწყოთ აღნიშნული კულტურის ცენტრის მშენებლობა. უნდა ითქვა, რომ 300 წლის შემდეგ საქართველო ბრუნდება წმინდა მიწაზე. ეს არის ძირითადი მიღწევები საგარეო პოლიტიკის მიმართულებით”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“რეგიონებში აქტიურად დავიწყეთ თანამედროვე, ევრო-5-ის სტანდარტის ავტობუსების შეძენა, წელს უკვე შევიძინეთ 150 ავტობუსი, ნაგავმზიდები და ა.შ.” – პრემიერი

ჩვენ ასევე დავიწყეთ შიდა საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის რეფორმირება წელს და გვინდა, რომ 2024-2025 წლებში დასრულდეს ეს რეფორმაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, შედეგად, რა თქმა უნდა, გაუმჯობესდება მგზავრთა გადაყვანის მომსახურების ხარისხი.

„კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა და უსაფრთხოების დონის ამაღლება არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ რეფორმის. პარლამენტში არის უკვე, მოგეხსენებათ, წარდგენილი ეს პაკეტი.

რეგიონებში აქტიურად დავიწყეთ თანამედროვე, ევრო-5-ის სტანდარტის ავტობუსების შეძენა, წელს უკვე შევიძინეთ 150 ავტობუსი, ნაგავმზიდები და ა.შ. ასევე დაგეგმილი არის სხვა უფრო მცირე ავტობუსების შეძენაც. ჩვენ გვინდა, რომ სრულად ჩავანაცვლოთ ეს ავტობუსები, სამარშრუტო ტაქსები და ჩვენმა მოქალაქეებმა იმგზავრონ კომფორტული ტრანსპორტით”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“ოპოზიცია ფაქტობრივად განადგურებულია – კიდევ ერთხელ დამარცხდა ქართველი ხალხისა და ისტორიის წინაშე” – შალვა პაპუაშვილი

განადგურებულია ფაქტობრივად ოპოზიცია – აღარ ვსაუბრობ მათი მხრიდან დამოკიდებულებაზე, როგორ ჩამოსტიროდათ ცხვირ-პირი, როდესაც კანდიდატის სტატუსის ამბავი გაიგეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.

პაპუაშვილის შეფასებით, ოპოზიციას სურდა, რომ საქართველოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არ მიეღო კანდიდატის სტატუსი.

მისივე თქმით, ქართული ოპოზიცია კიდევ ერთხელ დამარცხდა ქართველი ხალხის და საქართველოს ისტორიის წინაშე.

„რაც შეეხება ოპოზიციას, ვნახეთ, განადგურებულია ფაქტობრივად ოპოზიცია. პარასკევს, როდესაც გვქონდა საშემოდგომო სესიის ბოლო სხდომა, რომელიც ისედაც მნიშვნელოვანია, რადგან სესია იხურება, ჰიმნი უნდა გაჟღერდეს, ვნახეთ, რომ ოპოზიციის თითო-ოროლა წარმომადგენელი იმყოფებოდა სხდომაზე. როდესაც მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, მეორე დღეს სხდომაზეც კი არ მოვიდნენ, რომ არ აღენიშნათ. აღარ ვსაუბრობ საერთოდ მათი მხრიდან დამოკიდებულებაზე, როგორ ჩამოსტიროდათ ცხვირ-პირი, როდესაც ეს ამბავი გაიგეს.

მთელი ეს პერიოდი ვაკვირდებოდით იმას, რომ ოპოზიცია საუბრობდა, რომ საქართველო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ეს გეგმა ჩაუვარდათ. მეორე, ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ვერ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. დადიოდნენ კაბინეტიდან კაბინეტში. ატალახებული ჰქონდა ბრიუსელი თუ სხვა დედაქალაქის კაბინეტები, იმისთვის, რომ ევროპელი კოლეგები დაერწმუნებინათ, რომ საქართველოსთვის არ მიეცათ კანდიდატის სტატუსი. მათ და რამდენიმე მილიონერ „ენჯეოს“ ჰქონდათ ზუსტად ეს მიზანი დასახული. სტატიებს აქვეყნებდნენ ამაზე, „ენჯეობი“ წერდნენ სტატიებს, რომ გადაეწიათ კანდიდატის სტატუსის მიცემა ან ისე მოეცათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი, რომ ეს ოპოზიციის ხელში იარაღად ქცეულიყო. ქართული რადიკალური ოპოზიცია და, სამწუხაროდ, ზოგჯერ ზოგიერთი არარადიკალურიც, კიდევ ერთხელ დამარცხდა ქართველი ხალხის და საქართველოს ისტორიის წინაშე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უწყებათაშორისი კომისიის მიერ დამტკიცებულია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა, რომელიც გასაჯაროვდება.

„რაც შეეხება რეკომენდაციებს და შემდეგ სამუშაოებს, იცით, რომ სამოქმედო გეგმა დამტკიცებულია უწყებათაშორისი კომისიის მიერ, რომელიც გასაჯაროვდება. ჩვენ ამ გეგმის მიხედვით გავაგრძელებთ მუშაობას“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

“ღარიბაშვილი ზღაპრებს ჰყვება” – ლევან ხაბეიშვილი

ღარიბაშვილი ზღაპრებს ჰყვება და უყვება ბიძინა ვანიშვილის წარმომადგენლებს. აბა, ის ხალხს ვერ შეხვდება, ხალხთან არაფერი სალაპარაკო არ აქვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის,ირაკლი ღარიბაშვილის 2023 წლის ანგარიშს.

ხაბეიშვილის შეფასებით, ხელისუფლება რუსულ რიტორიკით საუბარს აგრძელებს.

„უნდა გვესმოდეს, რომ რუსული რიტორიკაა. ისიც რიტორიკაა, თითქოს პუტინი კი არ არის ტერორისტი და პუტინს კი არ უნდოდა ომი, რომ თითქოს ჩვენ ვგიჟდებით ახლა ომზე და გვიხარია და ა.შ. ეს ხომ სრული სიგიჟეა, არანორმალური დამოკიდებულება ხალხის, ქვეყნის, სახელმწიფოს მიმართ. შესაბამისად, ისინი აგრძელებენ რუსული რიტორიკით საუბარს. რაც შეეხება ევროკავშირისკენ სწრაფვას, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში „ნაციონალური მოძრაობა“ და პრეზიდენტ სააკაშვილი იყო პირველი, ვინც ევროკავშირის დროშა პარლამენტის წინ აღმართა და ყველაზე დიდი ნაბიჯებით სწორედ იმ დროიდან დავიწყეთ ევროკავშირისკენ სწრაფვა. რაც შეეხება ამ საქმის ბოლომდე მიყვანას, ამასაც სჭირდება ქართველი ხალხის გამარჯვება რუსულ პარტიაზე. ეს სტატუსიც ქართველმა ხალხმა მიიღო. საზოგადოებას შევახსენებთ, კანდიდატის სტატუსზე განაცხადის შეტანა რუსულ პარტიას არ უნდოდა. ამას დასჭირდა ჩვენი ასიათასობით თანამოქალაქის პროტესტი და მხოლოდ ამის შემდეგ ძალდატანებით შეიტანეს განაცხადი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, ქართველ ხალხს მოკლე მახსოვრობა არ აქვს და კარგად ახსოვთ „რუსული ოცნების ლიდერების“ სტატუსთან დაკავშირებით.

„ღარიბაშვილი ზღაპრებს ჰყვება და უყვება ბიძინა ვანიშვილის წარმომადგენლებს. აბა, ის ხალხს ვერ შეხვდება, ხალხთან არაფერი სალაპარაკო არ აქვს და მეტიც, ხალხი, რომელზეც ის ლაპარაკობს, 2020 წლიდან ემიგრაციაში გაიქცა და ასეთია 298 000. წარმოიდგინეთ, ბათუმი და ქუთაისი დაიცალა ან დედაქალაქში – გლდანსა და სამგორში გამოიხურა ყველამ კარები და წავიდა ქვეყნიდან. ამ რაოდენობის ადამიანი თავ-ქუდმოგლეჯილი გარბის ქვეყნიდან. ამიტომ უნდა გესმოდეს, რომ საბოლოო გამარჯვება ქართველი ხალხის მოსაპოვებელია. ანგარიშს, რომელზეც ვლაპარაკობთ, ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ იყენებს რუსული რიტორიკისთვის, რუსული პროპაგანდისთვის და იმისათვის, რომ თურმე რაღაც ომს აარიდებდა ვინმეს, როდესაც პუტინს ეს ზრახვები საქართველოსთან, უკრაინასთან დაკავშირებით და კიდევ სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით ჰქონია, აქვს და ექნება სანამ, საბოლოო ჯამში, ის არ დამარცხდება“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

“როგორც გვითხრეს, მომავალ წელს, დეკემბერში საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხი იქნება განხილული” – ირაკლი კობახიძე

როგორც გვითხრეს, მომავალ წელს, დეკემბერში საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხი იქნება განხილული. ჩვენ მანამდეც და უფრო ადრეც, ვიქნებით მზად იმისთვის, რომ საქართველოს გზა გაიხსნას მოლაპარაკებებისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, 9 პრიორიტეტის შესრულება უკვე დაწყებულია და ინტენსიურად გაგრძელდება.

„9 პრიორიტეტი შესრულდება, ჩვენ წარვადგენთ დეტალურ გეგმას იმასთან დაკავშირებით, როგორ ვხედავთ კონკრეტულად თითოეული პუნქტის შესრულებას. რაც შეეხება ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას, ეს თავად სამოქმედო გეგმით არის გათვალისწინებული, რაც დამტკიცებულია სამთავრობო კომისიის ფორმატში, შეგვიძლია თითოეული პუნქტი დეტალურად წარვადგინოთ, როგორ არის ეს პუნქტები ასახული და ამის მიხედვით, მყისიერად დაიწყება ცხრავე პრიორიტეტის განხორციელება. ინტენსიურად წარიმართება სამუშაო პროცესი იანვრიდან, პარლამენტი სამუშაო პროცესში აქტიურად იანვარ-თებერვალში ჩაერთვება. შესაბამისად, ცხრავე პრიორიტეტის შესრულება უზრუნველყოფილი იქნება იმისათვის, რომ მომდევნო ეტაპზე გადავიდეთ, გაიხსნას მოლაპარაკებები და ა.შ. ეს შრომატევადი პროცესია, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ევროკავშირში გაწევრიანებას არაერთი და ორი წელი სჭირდება, მაგრამ მთავარია, ჩვენ თანმიმდევრულად ვიაროთ ამისთვის.

ჩვენ როგორც გვითხრეს, მომავალ წელს, დეკემბერში იქნება განხილული მოლაპარაკებების გახსნის საკითხი საქართველოსთვის, ჩვენ მანამდეც და უფრო ადრეც, ვიქნებით მზად იმისთვის, რომ საქართველოს გზა გაიხსნას, ამისთვის დაწყებულია 9 პრიორიტეტის შესრულება და ინტენსიურად გაგრძელდება. ჩვენ უფრო ადრეც ვიქნებით მზად იმისთვის, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებები გაიხსნას. ყველამ იცის, რომ რეალურად ყველა თვალსაზრისით, საქართველო წინ უსწრებს, როგორც უკრაინას და მოლდოვას, ისე მთელ რიგ კანდიდატ სხვა ქვეყნებს, რომლებთანაც მოლაპარაკეები უკვე გახსნილია. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ჩვენ დეკემბრისთვის თავიდან ბოლომ

“პრემიერ-მინისტრის ანგარიში იყო ძალიან კომპლექსური” -ლევან დავითაშვილიი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიშში ცალსახად ჩანდა ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ბოლო 11 წლის განმავლობაში. პრემიერმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რამხელა სხვაობაა ქვეყნის განვითარების კუთხით, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

ლევან დავითაშვილის შეფასებით, ეს ეხება არამხოლოდ ეკონომიკურ წინსვლას და პროგრესს, არამედ, ფაქტობრივად ქვეყნის ცხოვრების ყველა ასპექტს.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, პრემიერის მიერ წარმოდგენილი ანგარიში ცხადჰყოფს, რომ ქვეყანა წინსვლის პროცესშია ფაქტობრივად ყველა თვალსაზრისით, იქნება ეს უსაფრთხოების საკითხები, განათლების, ჯანდაცვის სფეროები, სამოქალაქო წესრიგი, სასჯელაღსრულების, სასამართლოების მიმართულება თუ სხვა.

„ასევე როგორ შეიცვალა ქვეყანაში მმართველობა, როგორ გაუმჯობესდა ქვეყანაში დემოკრატია, ეს ყველაფერი საბოლოოდ პრემიერმა შეაჯამა იმ საერთაშორისო ინდექსებში, რომელიც აღიარებს საქართველოს ცალსახა ლიდერობას რეგიონში. საქართველო ლიდერია ძალიან ბევრი მაჩვენებლის მიხედვით, მათ შორის მმართველობის კუთხით, კორუფციის აღქმის, ზოგადად ეკონომიკის პროგრესის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეკონომიკის ნაწილში, მიუხედავად ამ შედეგისა, ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, რომ სიღარიბე დავძლიოთ და ქვეყანა იყოს წარმატებული“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, იმ პროგრესის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ არის შეფასებული, საქართველო შემდეგ წლებში ლიდერი ქვეყანა იქნება არამხოლოდ აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, არამედ ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანასთან და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანასთან მიმართებაში.

„ასე რომ, პრემიერის ანგარიში იყო ძალიან კომპლექსური, მოიცავდა საზოგადოებრივი ცხოვრების, მათ შორის ეკონომიკის ბევრ მიმართულებას და მასში ცალსახად ჩანდა, თუ როგორია განსხვავება ჩვენს ხელისუფლებას და წინა ხელისუფლებას შორის. და ეს ყველაფერი ობიექტურ მონაცემებს ეფუძნება“, – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.

“ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი მონაპოვარი, ბუნებრივია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა”

ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი მონაპოვარი, ბუნებრივია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, ეს არის დიდი გამარჯვება, მათ შორის ჩვენი დიპლომატიური კორპუსის, მე მინდა ჩვენს საგარეო უწყებას, პირადად მინისტრს, ჩვენს დიპლომატებს მადლობა გადავუხადო,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ეფუძნება ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ბუნებრივია, ოკუპაციაა და ჩვენი ტერიტორიების მშვიდობიანი დეოკუპაცია არის მთავრობის გაცხადებული მიზანი.

„რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას- მთავარი საგარეო პოლიტიკის და ზოგადად ჩვენი ქვეყნის მთავარი მონაპოვარი, ბუნებრივია არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება. ეს არის დიდი გამარჯვება, მათ შორის ჩვენი დიპლომატიური კორპუსის და მე მინდა ჩვენს საგარეო უწყებას მადლობა გადავუხადო და პირადად მინისტრს, ჩვენს დიპლომატებს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო ის პოლიტიკა, რომელიც შემუშავდა 2012 წლიდან დღემდე. ჩვენი პოლიტიკა რა თქმა უნდა, ეფუძნება ეროვნულ ინტერესებს, კიდევ ვიმეორებ. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ბუნებრივია, ოკუპაციაა და ჩვენი ტერიტორიების მშვიდობიანი დეოკუპაცია არის ჩვენი გაცხადებული მიზანი. ჩვენ გაცხადებული გვაქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა და ჩვენ აქაც რა თქმა უნდა, ვხელმძღვანელობთ სწორედ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. მინდა ასევე ვთქვა, რომ ბოლო 10 წელში უმაღლეს დონეზე გადავიდა პარტნიორული ურთიერთობები ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, ევროპის სახელმწიფოებთან. დაფუძნდა ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის მაღალი დონის ფორმატები, მათ შორის საფრანგეთთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, იტალიასთან, პოლონეთთან. ასევე, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან არის მაღალ დონეზე ჩვენი ურთიერთობები და პარტნიორობა. მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს პარტნიორებს მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

“15 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილი იყო არა ხალხთან, არამედ ხალხში” – შალვა პაპუაშვილი

სალომე ზურაბიშვილი იყო ხალხში და არა ხალხთან, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომლის მიხედვითაც, 15 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილი საზეიმო კონცერტზე იმყოფებოდა, თუმცა მას სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა.

პაპუაშვილის თქმით, ხალხთან იყო საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც მოქალაქეებს მოუტანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

„საუბარი იყო, თითქოს სალომე ზურაბიშვილი იყო ხალხთან და ხელისუფლება არ იყო. სინამდვილეში, ხალხთან იყო საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც ხალხს მოუტანა კანდიდატის სტატუსი, ხოლო ქალბატონი სალომე ხალხთან კი არ იყო, ხალხში იყო. ხალხში ის ნამდვილად იყო, მაგრამ ხალხთან ის არ არის, განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც ღვთისა და ერის წინაშე დადებული ფიცი დაარღვია, რაც დადასტურებულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. როდესაც ადამიანი არღვევს მის მიერ დადებულ ფიცს, არღვევს კონსტიტუციას, განზრახ და უხეშად, თავისთავად ამით აყენებს თავის თავს ხალხის მიღმა. ამიტომ ქალბატონმა სალომემ თავადვე ჩაიყენა თავი ამ მდგომარეობაში იმით, რომ დაარღვია კონსტიტუცია. კონსტიტუციური განაჩენი მის წინააღმდეგ გამოტანილია უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და ასევე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სახელით. მათ შორის მისი ეს ქცევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთლიანად მომართულია, რამენაირად განხეთქილებები შეიტანოს საზოგადობაში და ცუდ სურათში, ცუდი მხრივ წარმოაჩინოს საკუთარი ქვეყანა. ხელისუფლება ზოგიერთი აჟიტირებული ოპოზიციონერისგან იმით გამოირჩევა, რომ ჩვენ ვართ თანმიმდევრული და არა იმპულსური. თანმიმდევრობა გულისხმობს, რომ ქალბატონმა სალომემ დაარღვია პრეზიდენტის ფიცი, დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, ეს დადასტურებულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში. რაც მთავარია, აცხადებს, რომ კვლავაც დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ამიტომ ადამიანი, რომელიც არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ვერ იქნება ხალხთან ერთად, რომლის კონსტიტუციაც ეს არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“ყველა კვლევა მეტყველებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს ალტერნატივა” – კახა კალაძე

ყველა კვლევა მეტყველებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს ალტერნატივა , – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისით ნებით დატოვა პოლიტიკა, პარტია „ ქართული ოცნება“ კი მისგან დამოუკიდებლად, 2024 წლის არჩევნებში, საზოგადოებისგან დიდ მხარდაჭერას მოიპოვებს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, 2024 წელს „ქართული ოცნება“ დიდი ალბათობით, კონსტიტუციურ უმრავლესობას მოიპოვებს.

„დიდი ხანია ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ არის. ადამიანმა თავისი ნებით დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, პარტია „ქართული ოცნებიდან“ წავიდა. აღნიშნული პარტიაა ის პოლიტიკურიო ძალა, რომელიც 2024 წელს დიდ მხარდაჭერას მოიპოვებს. ამის თქმის საშუალებას საზოგადოების განწყობები მაძლევს. ყველა კვლევა მეტყველებს იმაზე, რომ ამ პარტიას არ ჰყავს ალტერნატივა, შესაბამისად, დიდი ალბათობით, კონსტიტუციურ უმრავლესობასაც მოიპოვებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.