ევროკომისიამ კომპანია X-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

31
spot_img

ევროკომისიამ კომპანია X-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო ევროკავშირის შიგნით მოქმედი წესების შესაძლო დარღვევების გამოსავლენად. ეს პირველი ასეთი გამოძიებაა მას შემდეგ, რაც ევროკავშირში გასულ წელს „ციფრული მომსახურების აქტი“ ამოქმედდა.

სოციალური ქსელი ეჭვმიტანილია უკანონო კონტენტისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის წესების, ასევე გამჭვირვალობის ვალდებულებების დარღვევაში და  მომხმარებელთა შეცდომაში შესაძლო შეყვანაში, რაც დაკავშირებულია ვერიფიკაციის ნიშნებთან.

„ციფრული მომსახურების აქტი“, რომელიც ევროკავშირში გასული წლის ნოემბერში ამოქმედდა, მსხვილი ონლაინ-პლატფორმების მუშაობას არეგულირებს. ახალი წესები ეხება უკანონო კონტენტს, გამჭვირვალობას, დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე პერსონალური მონაცემების დაცვას. ახალი კანონმდებლობის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა კომპანიის გლობალური ბრუნვის 6%-მდე ოდენობით.