Home Blog Page 1862

რა იდო ქაღალდში, რომელიც პოლონელმა ექიმმა სააკაშვილისგან გამოიტანა

რა იდო ქაღალდში, რომელიც პოლონელმა ექიმმა სააკაშვილისგან გამოიტანა? – როგორც კლინიკა “ვივამედი”-ს დირექტორმა ნინო ნადირაძემ განაცხადა, ეს იყო თმისა და ფრჩხილის ნიმუში.

ნადირაძე იხსენებს ამ დღესაც. კერძოდ, მისი თქმით, ექიმმა პირველი გამოსვლის შემდეგ კვლავ მოითხოვა სააკაშვილთან შესვლა და დამშვიდობება, რა დროსაც მან ნახევარ საათზე მეტი დრო დაჰყო, ხოლო გამოსვლისას, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა საეჭვო ქცევა შენიშნეს და უთხრეს, რომ თავადვე გაეხადა ფეხზე, რა დროსაც აღმოჩენილი იყო სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ნიმუში.

მისივე თქმით, სოციალურ ქსელში ნიმუშების შესახებ სხვა ვარიანტები გავრცელდა, რაც სიმართლე არ არის.

რა წერია კინოცენტრის შესახებ გაკეთებულ აუდიტის დასკვნაში

კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი სოსო სუთიძე „იმედის კვირასთან“ კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ კინოცენტრში არსებული სიტუაციის შესახებ 2021 წელს გაკეთებულ დასკვნას ეხმაურება.

დასკვნა 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში კინოცენტრში არსებულ სიტუაციას ეხება, რომელმაც არაერთი დარღვევა გამოავლინა, რის საფუძველზეც 2022 წლის მარტში პროკურატურამ გამოძიება კინოცენტრის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე დაიწყო.

„აუდიტის დასკვნაში იყო საკმაოდ მრავალფეროვანი ხარვეზები, რომელიც შეეხებოდა როგორც სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივ და არაეფექტურ ხარჯვას, ასევე გარკვეული საკითხები შეეხებოდა კომისიების მუშაობას და ხარვეზს მათ მუშაობაში. ასევე იყო საკითხები, რომელიც შეეხებოდა ისეთ პროექტებს, რომელიც გარკვეული ხარვეზების გამო არ იქნა დისკვალიფიცირებული კონკურსიდან და მოხდა მათი შემდგომში დაშვება ამ კონკურსზე და უფრო მეტიც, მათ გაიმარჯვეს ამ კონკურსში. იყო შემთხვევები, როდესაც იყო დისკრიმინაციული მიდგომა კონკურსანტებს შორის“, – აცხადებს სუთიძე.

17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
არახელსაყრელი დღეა. სასიცოცხლო პოტენციალი იმდენად დაბალია, რომ პარტნიორებთან და უფროსთან ურთიერთობას ვერ ახერხებთ. ნებისმიერი საქმე უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს, ხოლო შედეგი მოლოდინს არ გაამართლებს. ერიდეთ ახალ ნაცნობობას და საბუთებთან მეტი ყურადღება გამოიჩინეთ. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, ნუ დაუჯერებთ დაპირებებს და მოთოკეთ ემოციები. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია გაუგებრობა კოლეგებთან ან მეზობლებთან.

 

კურო
ამ დღეს ქალებს ვენერა მფარველობს. სავარაუდოდ, ახალი გატაცება გელით. შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, რომელსაც ცხოვრებას დაუკავშირებთ. მამაკაცებს საკუთარი პოზიციების დაცვა მოუწევთ. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

 

ტყუპები
მოსალოდნელია სერიოზული კამათი თანამშრომლებთან ან მეზობლებთან. როგორც არასდროს, ისე გჭირდებათ მოთმინება და გამძლეობა. კატეგორიულად აკრძალულია კაპიტალდაბანდება ან შეძენა – პლანეტების არახელსაყრელმა განლაგებამ შეიძლება ბევრი უსიამოვნება შეგიქმნათ. ხანდაზმულ ადამიანებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ელით, ამიტომ სპეციალისტს მიმართეთ.

 

კირჩხიბი
თქვენი პიროვნული მომხიბვლელობისა და ორიგინალურობის დამსახურებით ნებისმიერი კამპანიის გული ხართ. შესაძლოა, საკუთარი პრინციპების დაცვა მოგიწიოთ. მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელ ორგანოსთან დაკავშირებული პრობლემები.

 

ლომი
არახელსაყრელი დღეა. სავარაუდოდ, თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანები გამოჩნდებიან და ურთიერთობის წრე გაფართოვდება. ვარსკვლავები გაფრთხილებენ ღალატის, ფარული მტრობის ან პირდაპირი აგრესიის შესახებ. პროფესიულ საქმიანობაში ყურადღება ყველაზე მთავარს მიაქციეთ და წვრილმანებზე ნუ მოსცდებით. გამორიცხული არაა, რომ უაზრო კამათმა და ცარიელმა საუბრებმა დიდი დრო წაგართვან.

 

ქალწული
თავი შეიკავეთ კომერციულ საქმიანობაში აქტიურობისგან, რადგან ფინანსური დანაკარგი გელით. გაითვალისწინეთ, რომ აჩქარებამ და დაბნეულობამ შეიძლება ნეგატიური შედეგები მოგიტანოთ. საბუთებთან მუშაობის დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია გაუგებრობა კოლეგებთან ან მეზობლებთან.

 

სასწორი
მძიმე და ჯანმრთელობისთვის სახიფათო დღეა. მოჭარბებულმა ემოციებმა შესაძლოა, უფროსთან ან კოლეგებთან უთანხმოება გამოიწვიოს, რაც, თავის მხრივ, ჯანმრთელობის გაუარესებას გამოიწვევს. კატეგორიულად აკრძალულია მკითხაობა ან მაგია – ამან შეიძლება ბოროტი ძალები მიიზიდოს. სასარგებლო იქნება წყლის პროცედურები.

 

მორიელი
ეს დღე დაპირისპირებას და გაუგებრობებს განასახიერებს. ეცადეთ, საქმის მიმართ მეტი ლოიალობა გამოიჩინოთ – ეს მალე სასურველ შედეგს მოგიტანთ. ეცადეთ, აკონტროლოთ საკუთარი ხარჯები, რადგან ფინანსური სირთულეები გელით. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის სასურველია წყლის პროცედურები და კონტრასტული შხაპი.

 

მშვილდოსანი
ამ დღეს კომერციული ოპერაციები სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ. მოულოდნელი ცნობა გარშემომყოფებთან ურთიერთობას გაგირთულებთ. ნუ დაგეგმავთ მოგზაურობას და თავი შორს დაიჭირეთ ცეცხლისგან.

 

თხის რქა
მაღალი პასუხისმგებლობა და სიტუაციის სწორად შეფასების უნარი პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას მოგიტანთ და კოლეგებს შორის ავტორიტეტს აგიმაღლებთ. საღამოს რომანტიკული შეხვედრა გელით, რომელიც სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზრდება.

 

მერწყული
ხელსაყრელი დღეა კომერციული საქმიანობისთვის. დიდი ძალისხმევის გარეშე მოახერხებთ ხელსაყრელი პროექტების განხორციელებას და წარმატების მწვერვალზე ასვლას.

 

თევზები
ხელსაყრელი დღეა საქმიანი კონტაქტებისთვის, გარიგებებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან და ნუ მიანდობთ ფინანსური საქმეების მართვას შემთხვევით ადამიანებს.

,,გიორგი ვაშაძის ძმა თანხის პირად ანგარიშზე გადარიცხვას ითხოვდა”- ოდიშარია

კინოცენტრის კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბაჩო ოდიშარია „იმედის კვირასთან“ ამბობს, რომ გიორგი ვაშაძის ძმა დავით ვაშაძე კინოცენტრის მიერ მოგებული გრანტიდან თანხის პირად ანგარიშზე გადარიცხვას ითხოვდა.

„ის, რაც უნდა შესრულებულიყო მაგალითად წელიწად ნახევრის მანძილზე, პოზიტიური ცვლილებების ნაცვლად, ისევ სტატიკა დადგა შედეგად, ქალბატონმა მინისტრმა გადაწყვიტა, რომ საჭირო იყო რეორგანიზაცია. მგონია, რომ ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ ქმნის ქართულ კინოს და გულშემატკივრობს, მისთვის ალბათ ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვანი პროცესი არის ის, რაც ახლა მიმდინარეობს. წინა წელს კინოცენტრმა მოიგო გრანტი, რომლის ფარგლებში ბატონი ვაშაძე და თუ ზუსტად მახსოვს ის ორი მოადგილე, რომლებიც გათავისუფლებულები არიან მინისტრის ბრძანებით, წავიდნენ რომელიღაც ევროპულ ქვეყანაში ფილმის ჩვენებაზე და შემდეგ გამართეს კითხვა-პასუხის სესია. ამაში მიიღეს რა თქმა უნდა გრანტით გათვალისწინებული ჰონორარი, მგზავრობის და ცხოვრების ხარჯები და ა.შ. ვაშაძის განცხადება შემოვიდა სადღაც ორი-სამი კვირის წინ, რომ მან მოიკვლია და აღმოაჩინა, რომ გრანტიდან დარჩენილი არის ფული და ითხოვდა პირად ანგარიშზე ამ ფულის ჩარიცხვას და ელოდებოდა, რომ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მოუწერდა ამაზე ხელს, რამაც მე ის მაჩვენა, რომ მიდგომა არსებობდა ასეთი, რომ თუ გაგვივა, გაგვივა“, – ამბობს ოდიშარია.

,,თუ რაიმე სიბინძურე და ცილისწამება იყო, გვარამიასგან მოდიოდა”- კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტის არგუმენტი და ნარატივი იმის შესახებ, რომ გვარამიას გათავისუფლება პოლარიზაციის შემცირებას ისახავდა მიზნად, ევროპარლამენტში გვარამიას და ევროპარლამენტარების გამოსვლით გაქარწყლდა, სადაც გვარამია ხალხს აქტიურობისკენ და ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებდა.

„ეს [გვარამიას შეწყალება] არის წახალისება პოლარიზაციის. ძალიან დამაზიანებელი და მძიმეა ასეთი განცხადებები თუნდაც ქმედებები კონკრეტული ევროპარლამენტარების მხრიდან. [გვარამია] დაკავებული იყო ადამიანების გაშავებით, შეურაცხყოფით. მე შემიძლია საკუთარ თავზე ვისაუბრო და გავიხსენო ის საარჩევნო კამპანია, რომელიც მქონდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს. თუკი რამე სიბინძურე, ცილისწამება მოდიოდა, ყველაფერი იყო ამ ადამიანისგან. შეუძლებელია უბრალოდ გვარამია დღეს რადიკალურად შეიცვალოს და განსხვავებული ადამიანი წარსდგეს საზოგადოების წინაშე“, – აცხადებს კალაძე „იმედის კვირასთან“ საუბარში.

,,ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ საზოგადოების მოტყუებისგან”- ბრეგაძე

მსჯავრდადებულ სააკაშვილთან უცხოელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებული გაუგებარი ინციდენტის გაუბრალოებითა და გადაფარვით დაინტერესებული ძალები მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, რომ თითქოს, გასარკვევია, ნამდვილად მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გაჰქონდა პოლონელ ექიმს თუ უბრალოდ რაიმე ედო წინდაში და შემთხვევით შემოჰყვა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბრეგაძე აღნიშნავს, პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მსჯავრდადებულისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი

“მსჯავრდადებულ სააკაშვილთან უცხოელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებული გაუგებარი ინციდენტის გაუბრალოებითა და გადაფარვით დაინტერესებული ძალები მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, რომ თითქოს, გასარკვევია, ნამდვილად მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გაჰქონდა პოლონელ ექიმს თუ უბრალოდ რაიმე ედო წინდაში და შემთხვევით შემოჰყვა.

ფაქტი ჯიუტია, ჩვენ ვიყავით და ვართ ჩვენი პირობის ერთგული, შევუშვით პოლონელი ექიმები და გავატანეთ მათ ასევე ოფიციალურად აღებული ნიმუშები. თუმცა, მოგვიანებით, ვიხილეთ ექიმის მიერ, ყველა წესის დარღვევით, მსჯავრდადებულისგან აღებული ნიმუშების ფეხსაცმლის მეშვეობით მალულად გატანის მცდელობა.
საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, დამატებით, გეტყვით, რომ პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მსჯავრდადებულისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი. ამ ეტაპზე მეტ დეტალებზე არ ვისაუბრებთ.

ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებების გაკეთებისა და საზოგადოების მოტყუებისგან.
დაველოდოთ ოფიციალურ განმარტებას”, – წერს რატი ბრეგაძე.

„ოდიოზურ ევროპარლამენტარებს არაფერი აქვთ საერთო საქართველოსთან ”- კობახიძე

რადიკალურ ოპოზიციაში რაც უფრო მეტი ოდიოზური ფიგურა წამოიწევს წინა პლანზე, მით უკეთესი. არა მგონია, რომ ნიკა გვარამიამაც შეძლოს რაიმე არსებითი წვლილის შეტანა იმ სცენარში, რომელიც აქვთ მოაზრებული ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ გვარამიას სტრასბურგში ვოიაჟზე საუბრისას განუცხადა.

„ოდიოზურ ევროპარლამენტარებს არაფერი აქვთ საერთო საქართველოსთან, მეგობრობასთან. სინამდვილეში ისინი მოქმედებენ სწორედ იმ ძალების კარნახით, რომლებსაც არ სურთ სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის რეალობა. სავარაუდოდ ამზადებენ რადიკალური ოპოზიციის ლიდერად ან ერთ-ერთ ლიდერად. ესეც კარგია. რაც უფრო მეტი ოდიოზური ფიგურა წამოიწევს წინა პლანზე რადიკალურ ოპოზიციაში მით უკეთესი. არა მგონია, რომ გვარამიამაც შეძლოს რაიმე არსებითი წვლილის შეტანა იმ სცენარში, რომელიც აქვთ მოაზრებული ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს,

რაც შეეხება იმას, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო დამკვეთი, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვსაუბრობთ ევროპარლამენტარების დონეზე. ეს ევროპარლამენტარებიც გარკვეული ძალების ზემოქმედების ქვეშ არიან. საბოლოო ჯამში, არიან ძალები, რასაც ჩვენ ვეძახით გლობალური ომის პარიას, რომლებიც დაინტერესებული არიან ქვეყანაში ვითარება აირიოს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ნიკა გვარამია ასოცირდება მედიის წინააღმდეგ გალაშქრებასთან და წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა, რათა ჩვენი ეროვნული ინტერესები დაეზიანებინა.

„ეს კამპანია არ შეწყვეტილა წლების განმავლობაში”- ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგ წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს სასულიერო პირების, პატრიარქის და მისი მოსაყდრის ნეგატიურ ჭრილში წარმოჩენის კამპანია.

„ეს კამპანია არ შეწყვეტილა წლების განმავლობაში. თითქოს ვიღაცას აქვს დავალება, რომ მუდმივად იყოს დღის წესრიგში თემა – ეკლესიის, სასულიერო პირების, პატრიარქის, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ნეგატიურ ჭრილში გამოჩენის“, -ჯაღმაიძემ მედიასთან განაცხადა

ჯაღმაიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი აბსურდული შეტევები, როგორიც მაგალითად ცოტა ხნის წინ გაისმა ნიკა გვარამიას გადაცემიდან, თითქოს მეუფე შიო რუსეთის აგენტია, მასზე იმ დღიდან მიმდინარეობს, რაც პატრიარქმა მოსაყდრედ დაასახელა.

„მეუფე შიოს მდივანი არის ამერიკის მოქალაქე. 30 წელი ხელმძღვანელობდა მის მეუღლესთან ერთად „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მის მდივანს ჰქონდეს რუსეთის მოქალაქეობა, როგორი საფუძველი გახდებოდა იმის მტკიცების, რომ უეჭველი კავშირი არსებობს რუსეთთან და ამ შემთხვევაში კი ეს იგნორირებულია. მსგავსი აბსურდული შეტევები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც მოსაყდრედ გამოარჩია პატრიარქმა და დაასახელა“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

ევროპაში ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს ( ფოტოები)

ევროპაში უახლოეს დღეებში ტემპერატურის კიდევ უფრო მატებაა მოსალოდნელი. Meteo.it-ის სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, რომში მომავალ სამშაბათს უპრეცედენტოდ მაღალი ტემპერატურა – 43 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი, რაც 2007 წლის რეკორდს (40.5) რამდენიმე გრადუსით აჭარბებს.

„ძლიერი სიცხეებისთვის უნდა მოვემზადოთ, რომელიც ყოველდღიურად მოიცავს მთელ ქვეყანას. ზოგ ადგილას, უძველესი რეკორდები მოიხსნება“, – აფრთხილებენ იტალიელი მეტეოროლოგები მოსახლეობასა და ტურისტებს. 

აღსანიშნავია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტემპერატურა 8 გრადუსით არის მომატებული, ვიდრე ჩვეულებრივ, წელიწადის ამ დროს ფიქსირდება ხოლმე.

როგორც The Telegraph წერს, ჰაერის მაღალი ტემპერატურა გამოწვეულია ანტიციკლონით, რომელიც ჩრდილოეთით მოძრაობს.

გასულ კვირაში, ძლიერი სიცხეების გამო ათენში დღის საათებში აკროპოლისი ტურისტებისთვის დაიხურა. 4 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა ტყის ხანძრის გამო კანარის კუნძულებზე, ძლიერმა სიცხეებმა მოიცვა მთელი ესპანეთი.

 

საავტომობილო გზების დეპარტანტი განცხადებას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მორიგ სიცრუეს უწოდებს, თითქოს რუსეთთან დამაკავშირებელ გზაზე ოთხზოლიანი მაგისტრალი შენდება.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ გავრცელებულ მორიგ სიცრუეს, თითქოს რუსეთთან დამაკავშირებელ გზაზე ოთხზოლიანი მაგისტრალი შენდება.

ტენდერი, რომელსაც სიუჟეტში ტყუილის დამადასტურებელ ფაქტად იყენებენ, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, გამოაცხადა თბილისის გასასვლელი გზის გაფართოებისთვის. ეს არის მონაკვეთი თბილისის გასასვლელიდან ნატახტრამდე.

უფრო ზუსტად, ტენდერი გამოცხადებულია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 11 კმ-იანი მონაკვეთის (კმ17-კმ28, თბილისი-ნატახტარი) მოდერნიზაცია-მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და პროექტის მოსამზადებლად.

აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისი-ნატახტრის მონაკვეთი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის), ანუ სწორედ ევროპული საერთაშორისო მაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და არ წარმოადგენს რუსეთთან დამაკავშირებელ გზას, როგორც ამას სიუჟეტის ავტორები ამტკიცებენ.

პროექტის მიზანია თბილისის შემოსასვლელი გზის გამტარობის გაზრდა და საგზაო უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესება.

ინფორმაცია ტენდერზე არის საჯარო და ხელმისაწვდომი, საიდანაც ნათლად ჩანს, თუ რომელ გზაზე და რა სახის სამუშაოებზეა გამოცხადებული ტენდერი. ამასთან, ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ტენდერის გამოცხადებისთანავე გაავრცელა.

შესაბამისად, ვინაიდან ამ ინფორმაციის მიღება ან დამუშავება არ წარმოადგენს რაიმე სირთულეს და, ასევე, ჟურნალისტს არც უცდია მისი კომპეტენტურ უწყებასთან გადამოწმება, სიუჟეტი შეგნებულად არის აგებული ტყუილზე და ემსახურება მხოლოდ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ინტერესებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

,,არცერთი ვერსია იქნება ისეთი, რომელსაც შეუძლია გააკეთილშობილოს ის, რაც მოხდა” – სარჯველაძე

აქ შეიძლება არაერთი ვერსია იყოს, მაგრამ ვერსიების დონეზე რომ არ ვისაუბროთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არცერთი ვერსია არ იქნება ისეთი, რომელსაც შეუძლია გააკეთილშობილოს ის, რაც რეალურად ვიხილეთ, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე პენიტენციური სამსახურის განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ პოლონელმა ექიმმა კლინიკიდან სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის გატანა მალულად სცადა.

„ფაქტია, რომ არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება არსებობდეს რაიმე ისეთი ახსნა, რომელიც დამაჯერებლად დაარწმუნებს ობიექტურ დამკვირვებელს, რომ რამე კეთილსინდისიერი მოტივი ამოძრავებდა ადამიანს, რომელიც წინდაში ჩადებული ნიმუშების გატანას ცდილობს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.

ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს იწყებენ

ჩინეთის საზღვაო ფლოტილა რუსეთის საზღვაო და საჰაერო ძალებთან ერთად იაპონიის ზღვაში წვრთნების გასამართად გაემგზავრა, – ამის შესახებ, Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

უწყების განმარტებით, წვრთნების მიზანი “სტრატეგიული წყლის გზების უსაფრთხოების დაცვაა”.

როგორც მედია წერს, წვრთნები კოდური სახელწოდებით „ჩრდილოეთი/ინტერაქცია-2023“, ჩინეთსა და რუსეთს შორის გაძლიერებულ სამხედრო თანამშრომლობაზე მიანიშნებს.

ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩინეთის ფლოტილამ, რომელიც ხუთი ხომალდისგან და ოთხი შვეულმფრენისგან შედგება, დატოვა ცინგდაოს აღმოსავლეთი პორტი და შეხვდება რუსულ ძალებს “წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიაზე”.

უწყების ცნობით, რუსეთის საზღვაო და საჰაერო ძალები მონაწილეობას მიიღებენ წვრთნებში, რომელიც იაპონიის ზღვაში გაიმართება.

ჩინური სახელმწიფო გამოცემა, Global Times-ი წერს, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის როგორც საჰაერო, ისე საზღვაო ძალები წვრთნებში ჩინეთთან ერთად ჩაერთვება.