Home Blog Page 1859

,,დღეს მთელი მსოფლიოს ელიტა ყვირის – მოკალი უკრაინაში”- ხაინდრავა

დღეს მთელი მსოფლიოს ელიტა ყვირის, მოკალი უკრაინაში, ჩვენ არ ვიცით მასშტაბი, რადგან ყველა გვატყუებს, დაინგრა ის ქვეყანა, გაანადგურეს უკრაინა, ასეულობით მილიარდი დოლარია დახარჯული, რომ დახოცონ ერთმანეთი, – განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას.

„ხშირად მახსენდება, რით დაიწყო ეს ცივილიზაცია, დაიწყო კოლოსეუმით, რომში ელიტა იჯდა ცოლებით და ბავშვებით, იქ ბარბაროსები იყვნენ გლადიატორები, დაიჭერდნენ, აჩვენებდნენ, მოკალი, ყვიროდნენ. დღეს მთელი მსოფლიოს ელიტა ყვირის, მოკალი, უკრაინაში. ჩვენ არ ვიცით მასშტაბი, რადგან ყველა გვატყუებს. მედია მსოფლიოში აღარ არსებობს. არის ნაწილი, რომელიც ცდილობს რაღაცას, მაგრამ ტრენდის ეშინია. დაინგრა ის ქვეყანა, გაანადგურეს უკრაინა. ასეულობით მილიარდი დოლარია დახარჯული, რომ დახოცონ ერთმანეთი. მთელი მსოფლიო ელიტა, დემოკრატიახუხულა თავზე ჩამონგრეული, ვითომ ლიბერალიზმით მოწამლული მსოფლიო საზოგადოება უყურებს ამას და არცერთი მათგანი, ე.წ. დემოკრატიული ქვეყნის ლიდერი არ ამბობს, გაჩერდით. ოთხი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ამას ბედავს. ჩემდა საამაყოდ, ერთ-ერთი არის საქართველო და ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც მთელ მსოფლიოში დადის და ამბობს მშვიდობა ხალხო, იქნებ, დავამთავროთ ეს ომი. არა, ეს ომი არ დამთავრდება, რადგან ეს ორი მონსტრი ერთმანეთთან ომობს. არმაგედონი ხდება. უკრაინელები და რუსები არიან ერთი ხალხი, ერთი ფესვიდან ამოსული. კახელსა და სვანს შორის უფრო მეტი განსხვავებაა, ვიდრე უკრაინელსა და რუსს შორის. ეს არის ცალსახა. ეს ხალხი უმოწყალოდ ხოცავს ერთმანეთს. მეორე მხარეს არის მეორე მხეცი, რომელიც ცდილობს, გაჟუჟონ ერთმანეთი. ჩვენს ხელისუფლებასაც აქვს ნაკლი, მაგრამ ერთი დიდი უპირატესობა ყველა დანარჩენ ქვეყნებთან არის ის, რომ ეს ხელისუფლება ასრულებს საკუთარი ხალხი დავალებას, ნებას და იცავს საკუთარ ინტერესებს. იცავს მშვიდობას. მარტო ის არის საკმარისი, რომ ამბობს, მშვიდობა. ერთი დღეს შეხედონ, რა ხდება იმ ქვეყანაში. სულ გვეუბნებიან, ვადაგასული ელჩი რომ არის, დიღომში რომ ზის, ამდენი ფული ჩავდეთ ქვეყანაში, ვკითხულობთ, რაში ჩადეთ, ორ რამეში – ჯარი და ამაში ნამდვილად ჩადეს, მეორე ნაწილი წავიდა იმ ჯოჯოხეთში, რომელსაც არასამთავრობოები ჰქვია. როგორ შეიძლება, ვილაპარაკოთ იმ ხალხზე, რომელთათვისაც სამშობლო არაფერს წარმოადგენს“, – განაცხადა ხაინდრავამ.

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ვახშამზე უმასპინძლა.

მთავრობის მეთაურმა დიპლომატებთან ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი არაფორმალურ გარემოში განიხილა.

საუბარი შეეხო კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკას.

ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.

„მიდის ბულინგი, რამე ისე თუ არ თქვი, როგორც მათ უნდათ, მონა ხარ, აგენტი ხარო”- ცაგურია

ვერ წარმოვიდგენდი, აქამდე თუ მივიდოდით, რომ ადამიანი იტყოდა საქართველო უპირველეს ყოვლისაო და ეს საფუძველი იქნებოდა ვიღაცისთვის, აგენტია, ნახეთ, კრემლის მონაა, რას ამბობსო, ასე თუ მივუშვით ესენი, ამ სიტყვის თქმას აგვიკრძალავენ, – ამის შესახებ დაჩი ცაგურიამ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი შეკრების მიმდინარეობისას განაცხადა.

ცაგურიას თქმით, საქართველოს ჰყავს პატრიოტები, რომლებიც არ დაუშვებენ, რომ ქვეყანას ცეცხლი წაუკიდონ.

„მიდის ბულინგი, რამე ისე თუ არ თქვი, როგორც მათ უნდათ, მონა ხარ, აგენტი ხარო. სწორედ ქრისტიანული ღირებულებებია, რაზეც ევროპა აშენდა. შეიძლება, ვიღაცა სადღაც რაღაცას ასცდა, მაგრამ ჩვენ იქ ვართ, ძირძველი ევროპელები. ძალიან გაგვიხარდება, თუ გავხდებით გაერთიანების წევრი, სამართლიანად გვეკუთვნის, დავიმსახურეთ, მაგრამ უსამართლოდ არ მოგვცეს. ათჯერ ვჯობდით უკრაინასაც და მოლდოვასაც. ამ კავშირში გაერთიანების წინა ეტაპი თუ იმის ფასია, რომ ჩვენ აქ გინდა თუ არა, ცეცხლი უნდა წავუკიდოთ ქვეყანას. დიდი ბოდიში, მაგრამ ეს არ გვიღირს. არ მიღირს, რომ აქაურობას ცეცხლი ეკიდოს იმისთვის, რომ სადღაც, ოდესღაც მიგვიღებენ.  ომის დროს არცერთმა ქართველმა არ იკადრა, რომ რამე მიეთვისებინა, მარტო გიული ალასანიამ გაგვძარცვა, კეზერაშვილმა გაგვძარცვა. მეტი არავის უკადრებია მსგავსი რამ. ვანო მერაბიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ჩვენ შევთავაზეთ, სტალინის ძეგლი აეფეთქებინათო. საქართველოში რუსებს ჩვენი ქვეყნის შს მინისტრი თურმე სთავაზობდა ტერაქტს გორში. იმ ადგილას მერე ბომბი ჩამოვარდა. გასარკვევია ეს ამბავი. ვანოს ფული რომ ჰქონდა გადახდილი, გადაიხადა, არგადაიხადა, მაგიტომ ხომ არ მოხდა ეს ყველაფერი. ხალხი დაიხოცა, ამათგან არაფერია გამორიცხული. რომ ჰკითხო, რუსებს ებრძოდნენ და ყველაფერი მათ გადასცეს. ქვეყანა გააუბედურეს. არასდროს შეეგუება ქართველი ერი, რომ ასეთი ნაძირლები ბოგინობდნენ.

გუშინ ჭყონიას გაუვრცელებია, ბავშვი რომ მივა „მაკდონალდსში“ და რაღაცას იყიდის, ჩუქნიან წიგნს, სადაც მოთხრობილია, როგორი კარგი და რა მაგარია ელტონ ჯონის და მისი ქმრის თუ ცოლის ცხოვრება. მინდა, მივმართო თემურ ჭყონიას, თემურ, ჩვენ არ გვაინტერესებს შენი პირადი ცხოვრება, შენ შეგიძლია, გათხოვდე ხვალ, ცოლად მოიყვანო სააკაშვილი ან დანარჩენები, არ გვაინტერესებს, თქვენი პირადი ცხოვრებაა, ჩვენს შვილებს დაანებეთ თავი. ჩვენს მომავალს დაანებეთ თავი. ეგ სისაძაგლე მოაშორე მაგ ქსელიდან, თორემ სადაც მიხვალ, დაგასხამთ თავზე მაგ შენს „კოკა-კოლას“. მოაშორე მაგ ქსელიდან ეს სისაძაგლე. ვისაც როგორ უნდა, ზრდასრულმა ადამიანმა ისე იცხოვროს, არ გვაინტერესებს, ჩემი საქმე არ არის, ჩვენს შვილებს დაანებეთ თავი“, – განაცხადა ცაგურიამ.

,,საქართველოში არ იქნება არც რევოლუცია, არც ომი”- ვატო შაქარიშვილი

ჩვენი სახალხო, საერთო მოძრაობის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა იქნება, ჩვენი ქმედითი წვლილი შევიტანოთ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებაში და ვთქვათ, რომ საქართველოში არ იქნება არც რევოლუცია, არც ომი“, – ამის შესახებ ვატო შაქარიშვილმა რუსთაველის თეატრში, ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ვიდრე უკრაინაში ომი მიმდინარეობს, კვლავ აქტიურია საფრთხე იმისა, რომ სურთ საქართველოს ომში ჩართვა.

„ამ დარბაზში თქვენი ყოფნა ცხადყოფს, რომ უკიდურესად გაწუხებთ და შეშფოთებული ხართ იმ რეალობით, რაც ჩვენ გარშემო უკვე წლებია, ხდება. იმ რეალობით, რომელშიც თეთრი არის შავად წარმოჩენილი, ყოველგვარი უკუღმართობა არის ნორმად წარმოჩენილი, სამშობლოს სიყვარულს უწოდებენ პრორუსობას და ა.შ. ეს არ არის ჩვენი ლოკალური პრობლემა. მართალია, ჩვენ ჩვენი გვტიკვა, მაგრამ ზოგადად მსოფლიოში არის ძალიან რთული ეპოქა, ყველგან კრიზისებია. აგერ ჩვენ თვალწინ, წელიწადზე მეტია, მიმდინარეობს ომი, რომელსაც არ უჩანს დასასრული და პირიქთ, რჩება განცდა, რომ კონკრეტული ძალები ყველაფერს აკეთებენ, რათა ეს ომი გახანგრძლივდეს, მასშტაბები გაიზარდოს და იცით, მასშტაბების გაზრდაში იგულისხმებოდა საქართველოც. ვიდრე ეს ომი მიმდინარეობს, ვიდრე მშვიდობა არ დაისადგურებს, ეს საფრთხე არსად წასულა, კვლავ რჩება, კვლავ აქტიურია საფრთხე იმისა, რომ მათ სურთ საქართველოს ომში ჩართვა. ჩვენი მოძრაობა არ არის პერსონალური ან აქ გამოსვლელების, თუნდაც აქ მობრძანებულების. თქვენ ხართ ამ მოძრაობის დამფუძნებლები, ინიციატორებიც, წევრებიც, სახეებიც და სულის ჩამდგმელები. ჩვენი მოძრაობის, ჩვენი სახალხო, საერთო მოძრაობის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა იქნება, ქმედითი წვლილი შევიტანოთ ამ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაში და ვთქვათ, რომ საქართველოში არ იქნება არც რევოლუცია და საქართველოში არ იქნება არც ომი“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა

„ნაციონალური მოძრაობა“ არის „ქართული ოცნება“, მისი აგრესიული ფრთა“ – ელისაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ არის „ქართული ოცნება“, მისი აგრესიული ფრთა“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გადაცემა მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ხელისუფლება არ იცვლება, რადგან მთავარი ოპოზიციური ძალა („ნაციონალური მოძრაობა“) მხოლოდ რევანშზე საუბრობს.

„ამ ხელისუფლებას ვერ ვცვლით, რადგან რესურსები და ტელევიზიები ვის ხელშიცაა, ის პოლიტიკური ძალა ლაპარაკობს მარტო რევანშზე, მარტო იმაზე, რომ „მოვალთ და დაგიჭერთ“. იძახოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომ ვინმეს დაიჭერს და კარგი „ჩიტი“ აქვს დაჭერილი უკვე 11 წელია. ხელისუფლების ცვლილების გასაღები ჩვენ გვაქვსო, თუ გასაღები გაქვს რატომ ვერ აღებ? კლიტეს ვერ არგებ?“, – განაცხადა ელისაშვილმა.

,,ამ ქვეყანაში, ვერავინ ვერასდროს შეძლებს, პროპაგანდას დაარქვას უფლებების დაცვა” – მამუკა მდინარაძე

გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ საერთოდ არ აინტერესებთ [ოპოზიციის წარმომადგენლებს] უმცირესობის არც ერთი წარმომადგენლის უფლება, რაზეც რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიყოთ მყარად, რომ ვინც არ უნდა იყოს, რა ორიენტაციაც უნდა ჰქონდეს ადამიანს ეს იქნება სექსუალური თუ სხვა – მისი უფლებები უნდა იყოს ზედმიწევნით დაცული. ამავდროულად, კატეგორიულად მიუღებელია ლგბტ მიმართულების პროპაგანდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ნაწილი სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს პოლიტიკურ იარაღად იყენებს, სინამდვილეში კი, მათი უფლებები არ აინტერესებთ. მან ასევე ისაუბრა „მაკდონალდსის“ საბავშვო ე.წ. „ჰეფი მილის“ მენიუში არსებული ლგბტ პროპაგანდის შემცველი წიგნის შესახებ და აღნიშნა, რომ ამ თემასთან პატარა ასაკიდან შეგუება, მომავალი თაობისთვის დამაზიანებელია.

„დღეს ჩვენ ვნახეთ ამაზრზენი ფაქტი, რომ ბავშვებს „ჰეფი მილში“ სასაჩუქრე პაკეტში სთავაზობენ და აწვდიან ლგბტ პროპაგანდის შემცველ დოკუმენტაციას და არა უფლებების დაცვის – არ სჭირდება ბავშვს 2, 3, 7 და 10 წლის ასაკში ლგბტ უფლებების დაცვის სწავლა – რაც არის ამ თემის შემოპარება და ამიტომ არის ამაზრზენი. ამ თემის პროპაგანდის შეგუება პატარა ასაკიდან, არის დამაზიანებელი. ამ ქვეყანაში, ვერავინ ვერასდროს ვერ შეძლებს, რომ პროპაგანდას დაარქვას უფლებების დაცვა, სხვადასხვა რამეა და უნდა გავმიჯნოთ. უფლებების დაცვის სადარაჯოზე, რეალურად ჩვენ ვართ და მათი ბედი და უფლებები არავის აინტერესებს, მათ პროპაგანდა აინტერესებთ იმიტომ, რომ შემდეგ იყენებენ ხოლმე პოლიტიკურ იარაღად, როგორც ეს მსოფლიოში ძალიან ბევრ ადგილას ხდება სამწუხაროდ. მათ არ აინტერესებთ ვინმეს მიერ ამ თემის შესახებ სწორად ნათქვამის აღქმა, იმიტომ რომ პოლიტიკურ იარაღად იყენებენ ამას. მათ არ აინტერესებთ ვინმე ჰომოფობია თუ არა, იმიტომ, რომ არიან იმ მხარეს, სადაც ლგბტ პროპაგანდის ავანგარდში ადამიანები კომფორტულად გრძნობენ თავს. ამ ქვეყანაში ეს ამბავი არ გავა: წარმოუდგენელია, ამ ქვეყანაში გავიდეს ლგბტ პროპაგანდა და ეს მათ თავისუფლად შეძლონ. ისინი არიან ერთ მხარეს და ჩვენ ვართ სხვა მხარეს, საქართველოა სხვა მხარეს. ამ ქვეყნის ნებისმიერი ხელისუფალი იძულებული, ვალდებული იქნება გამიჯნოს უფლებების დაცვა პროპაგანდისგან, რომელიც დამაზიანებელია ჩვენი მომავალი თაობისთვის.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მათი ლოგიკითაც, ქვეყნის ეს წარმატება ითარგმნება „ქართული ოცნების“ წარმატებად – მამუკა მდინარაძე

„საქართველო თუ წელს მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება უდიდესი ბიძგი „ქართული ოცნების“ ისედაც მზარდი რეიტინგისთვის, უდიდესი წარმატება და 2024 წლის არჩევნებში კიდევ უფრო მყარი გარანტია „ქართული ოცნებისათვის“, ამიტომ, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, სუბეიქტურადაც კი აწყობს ეს „ქართულ ოცნებას“, ნეიტრალური პოზიციიდანაც უნდა დავინახოთ,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების უმრავლესობას არ სურს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, ვინაიდან მათი ლოგიკითაც კი, ეს ქვეყნის წარმატებასთან ერთად, მმართველი გუნდის წარმატებაც იქნება.

„ცუდ სიზმარშიც კი არ უნდათ ამის გაგონება ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლების უმრავლესობას სამწუხაროდ, იმიტომ რომ, მათი მსჯელობიდან და ლოგიკიდანაც კი გამომდინარეობს, რომ ისინი კატასტროფას ხედავენ ქვეყნის ამ წარმატებაში, რაც მათი აზრითაც ითარგმნება ქართული ოცნების წარმატებად. ამიტომაც არის რომ ისინი და შემთხვევით არ ვამბობ, მათი პატრონები, იბრძვიან იმისათვის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამაში პირად უბედურებას ხედავენ, რადგან მიაჩნიათ, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან დიდი ხანი ვერაფერს მოუხერხებენ. ამიტომ აგუებენ ახლა საზოგადოებას იმ აზრს, რომ რეალურად, თავად რასაც აფუჭებენ, ამ გაფუჭებულს შესაბამისი შედეგი – კანდიდატის სტატუსის ვერმიღება რომ მოჰყვეს, შემდეგ ეს დააბრალონ „ქართულ ოცნებას“, ამით გამოიწვიონ ქაოსი, არეულობა, შეცვალონ ხელისუფლება და ასე გააგრძელონ ქვეყნის ომში ჩართვის ის გეგმა, რომელიც ახალი არ არის და წელზე მეტს ითვლის უკვე,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ჩეჩნურმა ბატალიონმა „ახმატმა“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმა

ჩეჩნურმა ბატალიონმა „ახმატმა“, რომელიც უკრაინაში რუსეთის არმიასთან ერთად საომარ მოქმედებებში მონაწილეობს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმა. რუსული მედიის ცნობით, შესაბამის ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის უწყება ავრცელებს.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს რუსეთის გენშტაბის უფროსის მოადგილემ, ალექსეი კიმმა და რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტის დირექტორმა, ადამ დაშაევმა.

რუსული მედიის ცნობით, კონტრაქტი განსაზღვრავს მოხალისეთა დანაყოფის, „ახმატის“ სამართლებრივ რეგულირებასა და საქმიანობას „სპეცოპერაციის ზონაში“, ასევე, ბატალიონის წევრებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სახელმწიფოს მიერ დადგენილი სოციალური დაცვის ზომებს.

მანამდე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც უკრაინაში, ფრონტზე მყოფ ყველა კერძო სამხედრო კომპანიას პირველ ივლისამდე ავალდებულებს, კონტრაქტები გააფორმონ თავდაცვის სამინისტროსთან, რაც მათ „აუცილებელ სამართლებრივ სტატუსს მიანიჭებს“. ეს განკარგულება ეხება ყველა „მოხალისეთა რაზმს“

მალევე, კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა უარი განაცხადა თავდაცვის უწყებასთან კონტრაქტის გაფორმებაზე.

პუტინმა ე.წ. სპეცოპერაციის მონაწილეებს „მამაცობის“ ორდენები გადასცა

„რუსეთის დღესთან“ დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვიშნევსკის ცენტრალურ სამხედრო კლინიკურ ჰოსპიტალში მოთავსებული ე.წ. სპეცოპერაციის მონაწილეები მოინახულა.

პუტინმა რუსეთის გმირის ვარსკვლავი პირადად გადასცა ოცეულის მეთაურს, იური ჟულანოვს, რომელმაც, რუსული მხარის განცხადებით, „დაჭრილი თანამებრძოლები ბრძოლის ველიდან გამოიყვანა“.

გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა რამდენიმე მებრძოლს „მამაცობის“ ორდენი გადასცა.

“საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს მიმდინარე კვირაში დაძლევს” – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს მიმდინარე კვირაში დაძლევს.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, ვეტოს დაძლევის საკითხზე დღევანდელ უმრავლესობის სხდომაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს.

„საქართველოს ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, ეროვნული ბანკის მართვა ხორციელდებოდეს სწორად, კომპეტენტური, დამოუკიდებელი კადრებით იყოს დაკომპლექტებული და მართვა ხორციელდებოდეს ის გამოწვევების შესაბამისად, რაზეც შემდეგ ხშირად არის ხოლმე საუბარი – დევალვაცია, ინფლაცია, ფასები და ა.შ. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია და უმრავლესობაც იზიარებს ამ პოზიციას, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო უნდა იქნას დაძლეული, საბოლოოდ იქნა დღეს ეს გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენ მიმდინარე კვირაში ვეტოს დავძლევთ. ერთადერთი განსხვავება, რაც არის ჩვენს პოზიციასა და პრეზიდენტის შენიშვნებს შორის, ეს არის ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის საკითხი. სხვა განსხვავება არ არის. ამ ერთმა საკითხმა გამოიწვია კამათი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა კრიტიკა ამ საკითხზე არის სუბიექტური, არ გამომდინარეობს რეალური საფუძვლებიდან, ამიტომ საქართველოს პარლამენტი დაძლევს პრეზიდენტის ვეტოს“, – განაცხადა მდინარაძემ.

“ძნელი დასაჯერებელია, რომ ოპოზიციური პარტიის წამყვან კანდიდატს ბრალი წაუყენეს” – ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით მისთვის ბრალის წაყენებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

„ძნელი დასაჯერებელია, რომ ოპოზიციური პარტიის წამყვან კანდიდატს ბრალი წაუყენეს. ეს მესამე მსოფლიოა“, – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ის გვერდზე.

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით ბრალდება 37 პუნქტის მიხედვით წარუდგინეს.

49-გვერდიან საბრალდებო დასკვნაში ფიგურირებს ისეთი პუნქტები, როგორებიცაა „საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვა“, „ყალბი ჩვენების მიცემა“, „შეთქმულება მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის მიზნით“.

თეთრი სახლის ყოფილი ლიდერი ბრალს არ აღიარებს და აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს პოლიტიკური მოტივით დევნაში ადანაშაულებს. მაიამის სასამართლოს წინაშე 76 წლის ტრამპი 13 ივნისს უნდა წარდგეს.

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით იუსტიციის დეპარტამენტში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალი წაუყენეს.

“სამედიცინო დაწესებულება არ არის ავეჯის მაღაზია” – ვატო სურგულაძე

ეს არის პოლიტიკური კანონი, როგორც საბავშვო ბაღებს, სკოლებს მართავენ, ასე უნდათ მართონ სამედიცინო დაწესებულებები, – ამის შესახებ “ლელოს” წევრმა, ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში ვატო სურგულაძემ ადამიანის უფლებათა კომიტეტზე „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონში ცვლილებების განხილვის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კანონი უნდა იყოს არა სადამსჯელო, არამედ მხარდამჭერი.

“კანონი, რომელიც მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ გამოვასწოროთ ხარისხი, რომელიც არც ისე მაღალია ჩვენს სამედიცინო სფეროში, არ უნდა იყოს დამსჯელი, უნდა იყოს მხარდამჭერი.

სამინისტრო არ უნდა ზრუნავდეს იმაზე, მოდით, შევიდეთ, დავსაჯოთ, დავიჭიროთ, ამოცანა უნდა იყოს მხარდამჭერი კონტროლი – შევიდეთ, გამოვასწოროთ.

სამედიცინო დაწესებულება არ არის ავეჯის მაღაზია, თუ ის შეაჩერე, პაციენტი არ შემოვიდა, არ მიეცი თანხა, გაკოტრების წინაშე დადგება და ვინ აგებს პასუხს, რომ დაუყოვნებლივი აღსრულება იქნება სწორი, მერე რომ აღმოჩნდეს, რომ სწორი არ არის? “, – განაცხადა სურგულაძემ.

ინფორმაციისთვის, მთავრობის საკანონმდებლო პაკეტის საფუძველზე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებების გაზრდა და ფუნქციების გაძლიერება იგეგმება.

“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მაკონტროლებელ ორგანოს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე თავისუფლად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს შესვლის, მასალის, ნივთის და ა.შ. გამოთხოვის შესაძლებლობა, ასევე საზედამხედველო ობიექტის (ან მისი ნებისმიერი ნაწილის) დათვალიერების, ხელშეუხებლობის მოთხოვნის, დალუქვის და ამოღების უფლებამოსილებები ენიჭება.