“ძნელი დასაჯერებელია, რომ ოპოზიციური პარტიის წამყვან კანდიდატს ბრალი წაუყენეს” – ტრამპი

100
spot_img

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით მისთვის ბრალის წაყენებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

„ძნელი დასაჯერებელია, რომ ოპოზიციური პარტიის წამყვან კანდიდატს ბრალი წაუყენეს. ეს მესამე მსოფლიოა“, – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ის გვერდზე.

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით ბრალდება 37 პუნქტის მიხედვით წარუდგინეს.

49-გვერდიან საბრალდებო დასკვნაში ფიგურირებს ისეთი პუნქტები, როგორებიცაა „საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვა“, „ყალბი ჩვენების მიცემა“, „შეთქმულება მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის მიზნით“.

თეთრი სახლის ყოფილი ლიდერი ბრალს არ აღიარებს და აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს პოლიტიკური მოტივით დევნაში ადანაშაულებს. მაიამის სასამართლოს წინაშე 76 წლის ტრამპი 13 ივნისს უნდა წარდგეს.

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით იუსტიციის დეპარტამენტში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალი წაუყენეს.