„ნაციონალური მოძრაობა“ არის „ქართული ოცნება“, მისი აგრესიული ფრთა“ – ელისაშვილი

78
spot_img

„ნაციონალური მოძრაობა“ არის „ქართული ოცნება“, მისი აგრესიული ფრთა“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გადაცემა მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ხელისუფლება არ იცვლება, რადგან მთავარი ოპოზიციური ძალა („ნაციონალური მოძრაობა“) მხოლოდ რევანშზე საუბრობს.

„ამ ხელისუფლებას ვერ ვცვლით, რადგან რესურსები და ტელევიზიები ვის ხელშიცაა, ის პოლიტიკური ძალა ლაპარაკობს მარტო რევანშზე, მარტო იმაზე, რომ „მოვალთ და დაგიჭერთ“. იძახოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომ ვინმეს დაიჭერს და კარგი „ჩიტი“ აქვს დაჭერილი უკვე 11 წელია. ხელისუფლების ცვლილების გასაღები ჩვენ გვაქვსო, თუ გასაღები გაქვს რატომ ვერ აღებ? კლიტეს ვერ არგებ?“, – განაცხადა ელისაშვილმა.