Home Blog Page 1856

„ჰამასი” განცხადებას ავრცელებს

„ჰამასში“ აცხადებენ, რომ კავშირი დაკარგეს მებრძოლებთან, რომლებსაც 5 ისრაელელი მძევალი ჰყავდათ აყვანილი. ამის შესახებ NBC News-ი იტყობინება.

„ჰამასის“ ოფიციალური წარმომადგენლის, აბუ უბაიდას განცხადებით, ღაზის სექტორზე ისრაელის ავიაიერიშების შედეგად მოძრაობამ დაკარგა კავშირი მებრძოლების ჯგუფთან, რომელსაც 5 ისრაელელი მძევალი ჰყავდა დატყვევებული.

აბუ უბაიდას თქმით, დიდი ალბათობით მძევლები „ცაჰალის“ ერთ-ერთ რეიდს ემსხვერპლნენ.

პრაღის ვაცლავ ჰაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა

პრაღის ვაცლავ ჰაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მცირე ხნით ევაკუაცია გამოცხადდა.

როგორც მედია წერს, ამის მიზეზი იყო შეტყობინება, რომ შენობაში 5 ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო განთავსებული.

პოლიციის ცნობით, მათ დაურეკა ინგლისურად მოსაუბრე კაცმა, რომელმაც თქვა, რომ ერთ-ერთ ნაწილში 5 ბომბი იყო.

„ინგლისურ ენაზე მოსაუბრე პირმა განაცხადა, რომ ვაცლავ ჰაველის აეროპორტში ხუთი ბომბი იყო განთავსებული. ამჟამად უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია და ჩვენ ვთხოვთ მგზავრებს გამოიჩინონ მოთმინება და დაემორჩილონ პოლიციის ინსტრუქციებს“, – აცხადებენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები.

პოლიციამ სამძებრო სამუშაოები ჩაატარა და აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა.

როგორც აღმოჩნდა, მათ ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. პოლიციას კი ეძებს პირს ვინც ეს შეტყობინება განახორციელა.

საქართველოში აკრედიტებული პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ატაშეებისთვის 2023 წლის შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა

თავდაცვის ატაშეების ასოციაციის ყოველწლიური გეგმის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ატაშეები მიმდინარე წლის განმავლობაში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით განხორციელებულ პროექტებსა და რეფორმებს გაეცნენ.

2023 წლის შემაჯამებელი ბრიფინგი თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ჩატარდა. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ პარტნიორებს თავდაცვის სფეროში მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა დიპლომატებთან ათწლიანი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ თავდაცვის ძალების განვითარების ძირითად პროექტებსა და საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევებიც განიხილეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოში აკრედიტებული პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ატაშეებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. მთელი წლის განმავლობაში, სამხედრო ატაშეები თავდაცვის უწყების სხვადასხვა ქვედანაყოფს სტუმრობენ და მიმდინარე ღონისძიებებს ეცნობიან.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

24 დეკემბერს ქუთაისში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ტემპერატურა +6 იქნება, ღამით კი 0 გრადუსი. ოზურგეთშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება ჰაერი, ხოლო ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +6 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი. +7 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით -2 გრადუსი და თოვლი, ღამით კი -7 გრადუსია მოსალოდნელი. ამბროლაურში ძლიერი ქარი და თოვლია მოსალოდნელი, ჰაერი +2 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც დღისით ძლიერი ქარი და თოვლია მოსალოდნელი, ჰაერი დღისით +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში თოვლიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +3, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით ძლიერი ქარი და თოვლია მოსალოდნელი, დღისით ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება, ღამით -7 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც მოთოვს. დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება და მოთოვს.

გუდაურში ძლიერი ქარი და თოვლია მოსალოდნელი დღე და -1 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -11 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +5, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსია ნავარაუდევი.

სიღნაღში დღისით +7 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი დღე იქნება რუსთავშიც. დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსი იქნება და მოსალოდნელია თოვლი.

ვაკის რაიონის გამგებელმა 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ვაკის რაიონის გამგებელმა, დავით კვინიკაძემ საზოგადოებას 2023 წლის განმავლობაში  შესრულებული პროექტების ანგარიში წარუდგინა. საუბარია სხვადასხვა სახის  ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, თანამშრომლობაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან, სოციალურ, ასევე კულტურულ, სპორტულ და საბავშვო პროექტებზე.

 

მიმდინარე წელს გამწვანებული დასასვენებელი სივრცე 13 მისამართზე მოეწყო. სხვადასხვა მისამართზე 1 160 ძირი მცენარე დაირგო – სკვერებს შეემატა ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეები, ბუჩქები და ბალახის საფარი.

 

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით, 7 მისამართზე სპორტული მოედნები განთავსდა, მათ შორის, ერთი – ჩინეთის საელჩოს მიერ გამოყოფილი გრანტით რეაბილიტირდა.

 

საგზაო ინფრასტრუქტურა 161 მისამართზე განახლდა – მოწესრიგდა 77 000 კვ. მ ფართობის გზა.

 

უსაფრთხოების მიზნით, 2023 წელს ფერდის გასამაგრებელი და დამცავი რკინა-ბეტონის კედლები 5  მისამართზე მოეწყო. 9 მისამართზე კი, საერთო სარგებლობის კიბე აშენდა და ბაზალტის ფილებით მოპირკეთდა. მიმდებარედ მოეწყო განათების ქსელიც.

 

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სახის 190 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. რეაბილიტირდა 84 ლიფტი. მათ შორის, 19 მისამართზე ე.წ. „კარაჩაროვის“ ტიპის  კონსტრუქცია თანამედროვე სრულიად ახალი ლიფტებით ჩანაცვლდა. 59 მისამართზე – სტანდარტული ლიფტი, ხოლო 6-ზე სატვირთო ლიფტი გამოიცვალა.  დაზიანებული გადახურვა 33 მისამართზე განახლდა, 12 მისამართზე კი, ახალი წყალსაწრეტი მილები დამონტაჟდა. პროექტების ჩამონათვალს სადარბაზოების შიდა სივრცეების გამაგრების სამუშაო დაემატა – 5 მისამართზე რეაბილიტირდა და გამაგრდა დაზიანებული ნაწილები, ე.წ. შიდა აივნები, აღდგა არსებული ნაპრალები და სხვა პრობლემური მონაკვეთები. შვიდ მისამართზე საერთო სარგებლობის კიბეები განახლდა. ოთხ მისამართზე კორპუსების სართულშუა ნაპრალები რეაბილიტირდა.

 

ამხანაგობებისთვის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი – წყალარინების შიდა ქსელების განახლებაა.  მიმდინარე წელს წყალარინების 21 ქსელი განახლდა.

გარდა ამისა, 2023 წელს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების პროგრამებისთვის 3 320 800 ლარი იყო გათვალისწინებული.

ამასთან, ხუთი სპორტული ტურნირი, სამი საბავშვო და კულტურული ღონისძიება და ერთი ინტელექტუალური თამაში დაფინანსდა.

ვაკის რაიონის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, დედაქალაქის მერის მოადგილე კახა გულედანი, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ნოდარ ტურძელაძე, რაიონების გამგებლები და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

 

 

 

 

 

გერმანიაში, ავსტრიასა და ესპანეთში, საშობაოდ ტერაქტების საფრთხის გამო, უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს

გერმანიაში, ავსტრიასა და ესპანეთში, საშობაოდ ტერაქტების საფრთხის გამო, უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, გერმანიის ქალაქ კიოლნში, საკათედრო ტაძართან სამართალდამცველების დამატებითი ძალების მობილიზება მოხდა. როგორც პოლიციაში აცხადებენ, საშობაო მესაზე დასწრების მსურველებს ტაძარში შესვლამდე შეამოწმებენ.

ძალოვან უწყებაში არ აკონკრეტებენ, აქვთ თუ არა ინფორმაცია კონკრეტული პირების მიერ დანაშაულის მზადების შესახებ.

მანამდე გერმანულმა გამოცემა „ბილდმა“ გაავრცელა ცნობა, რომ გერმანიის, ავსტრიისა და ესპანეთის ხელისუფლებამ მიიღო ინფორმაცია, რომ ისლამისტი ტერორისტები საშობაოდ და ახალ წელს ტერაქტებს გეგმავენ.

ავსტრიაში განაცხადეს, რომ საშობაო ბაზრობებთან და ეკლესიებთან უსაფრთხოების ზომები გამკარდება. საშობაოდ ტერორისტული თავდასხმის საფრთხე გაზარდა ესპანეთის ხელისუფლებამაც.

ბათუმი-თბილისის მიმართულებით მატარებლის მოძრაობა შეფერხებულია

უამინდობის შედეგად შექმნილი პრობლემების გამო, ბათუმი-თბილისის მიმართულებით მატარებლის მოძრაობა შეფერხებულია.

„ძვირფასო მგზავრებო!

დასავლეთში არსებული ძლიერი ქარის გამო, მახინჯაურში ხე წაიქცა და დააზიანა საკონტაქტო ქსელი. საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები მთელი ღამე მუშაობდნენ. ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოების დასრულება რამდენიმე საათში იგეგმება. მომხდარის გამო შეყოვნება აქვს რამდენიმე რეისს, თუმცა მოძრაობა სრულად დაახლოებით 12 საათისთვის განახლდება.

აქვე აღსანიშნავია, რომ სურვილის შემთხვევაში მგზავრებს ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ, საქართველოს რკინიგზა მათ ბილეთის საფასურს სრულად აუნაზღაურებს“, – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.

მარშრუტები, სადაც უამინდობის გამო მოძრაობა აიკრძალა – გაფრთხილება მძღოლებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ185 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო კმ90-კმ185 (დიზი-უშგული) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ხაშური-ახალციხე-ვალეს და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ხაშური-ახალციხე-ვალეს და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ხაშური-ახალციხე-ვალეს და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია

24 დეკემბერს ყველა წმინდანის დღეს აღინიშნება

24 დეკემბერს ქართული ეკლესია ყველა ქართველი წმინდანის ხსენებას დღესასწაულობს.

ეს დღე არის საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებული დღესასწაული და ქართველთა დიდი ნაწილის ანგელოზის დღე.
შეგეწიოთ ყველა ქართველი წმინდანის მადლი და ძალა.

საქართველოს ისტორია გვანახებს, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.
არავინ იცის, რამდენმა მოიბანა მიწიერი მწიკვლი ქრისტესთვის თავდადებით უსჯულოებთან ბრძოლისას, რამდენმა განიწმიდა სული მონასტრის ცივ კელიებში ლოცვით, მარხვითა და მოღვაწეობით, მხოლოდ ღმერთმა იცის ჩუმად მოღვაწე იმ ერისკაცთა და დედათა შესახებ, რომლებიც დაუღალავად ჭედდნენ საქართველოს ეკლესიისა და ჩვენი ქვეყნის მომავალს.

და აი ამიტომ, დედაეკლესიამ დააწესა ეს საოცარი დღე, რომ ერთად იზეიმოს ყველა ქართველის ხსენება

გაფრთხილება ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან, 26 დეკემბრამდე საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების გართულებაა მოსალოდნელი, კერძოდ: წვიმა – ზოგან ძლიერი, ასევე, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები ჩასასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ღაზას სექტორში ომის შეწყვეტის მოთხოვნით ბერლინში პროპალესტინური აქცია გაიმართა

ღაზას სექტორში ომის შეწყვეტის მოთხოვნით ბერლინში პროპალესტინური აქცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ალჯაზირა“ ავრცელებს.

აქციის მონაწილეები გერმანიის დედაქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ და ღაზაში ისრაელის სამხედრო მოქმედებების შეჩერება მოითხოვეს.

„შეაჩერე მკვლელობა, შეაჩერე ომი, შეაჩერე ღაზას სექტორის გენოციდი“, – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეებს ღაზაში მოსახლეობის მხარდასაჭერად პალესტინის დროშები ჰქონდათ მიტანილი.

ინფორმაციისთვის, მას შემდეგ რაც 7 ოქტომბერს „ჰამასი“ მოულოდნელად დაესხა თავს ისრაელს, ისრაელმა ღაზას სექტორში საპასუხო სამხედრო მოქმედებები დაიწყო.

ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ არ გაჩერდება იქამდე, სანამ „ჰამასს“ საბოლოოდ არ გაანადგურებს.