გერმანიაში, ავსტრიასა და ესპანეთში, საშობაოდ ტერაქტების საფრთხის გამო, უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს

36
spot_img

გერმანიაში, ავსტრიასა და ესპანეთში, საშობაოდ ტერაქტების საფრთხის გამო, უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, გერმანიის ქალაქ კიოლნში, საკათედრო ტაძართან სამართალდამცველების დამატებითი ძალების მობილიზება მოხდა. როგორც პოლიციაში აცხადებენ, საშობაო მესაზე დასწრების მსურველებს ტაძარში შესვლამდე შეამოწმებენ.

ძალოვან უწყებაში არ აკონკრეტებენ, აქვთ თუ არა ინფორმაცია კონკრეტული პირების მიერ დანაშაულის მზადების შესახებ.

მანამდე გერმანულმა გამოცემა „ბილდმა“ გაავრცელა ცნობა, რომ გერმანიის, ავსტრიისა და ესპანეთის ხელისუფლებამ მიიღო ინფორმაცია, რომ ისლამისტი ტერორისტები საშობაოდ და ახალ წელს ტერაქტებს გეგმავენ.

ავსტრიაში განაცხადეს, რომ საშობაო ბაზრობებთან და ეკლესიებთან უსაფრთხოების ზომები გამკარდება. საშობაოდ ტერორისტული თავდასხმის საფრთხე გაზარდა ესპანეთის ხელისუფლებამაც.