ღაზას სექტორში ომის შეწყვეტის მოთხოვნით ბერლინში პროპალესტინური აქცია გაიმართა

53
spot_img

ღაზას სექტორში ომის შეწყვეტის მოთხოვნით ბერლინში პროპალესტინური აქცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ალჯაზირა“ ავრცელებს.

აქციის მონაწილეები გერმანიის დედაქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ და ღაზაში ისრაელის სამხედრო მოქმედებების შეჩერება მოითხოვეს.

„შეაჩერე მკვლელობა, შეაჩერე ომი, შეაჩერე ღაზას სექტორის გენოციდი“, – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეებს ღაზაში მოსახლეობის მხარდასაჭერად პალესტინის დროშები ჰქონდათ მიტანილი.

ინფორმაციისთვის, მას შემდეგ რაც 7 ოქტომბერს „ჰამასი“ მოულოდნელად დაესხა თავს ისრაელს, ისრაელმა ღაზას სექტორში საპასუხო სამხედრო მოქმედებები დაიწყო.

ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ არ გაჩერდება იქამდე, სანამ „ჰამასს“ საბოლოოდ არ გაანადგურებს.