Home Blog Page 1855

საშობაო მესისთვის გერმანიაში უსაფრთხოების ზომები უკიდურესად გაამკაცრეს

საშობაო მესისთვის მზადების ფონზე გერმანიაში უსაფრთხოების ზომები უკიდურესად გაამკაცრეს. განსაკუთრებული ზომები კიოლნის ყველაზე დიდ ტაძარში მიიღეს, რომელსაც ევროპის მასშტაბით საშობაოდ ყველზე მეტი მორწმუნე კათოლიკე სტუმრობს.

შემოწმების მიზეზი კი ცნობა გახდა, რომლის მიხედვითაც ქალაქში საახალწლო დღეებში თავდასხმა იგეგმებოდა.

ტაძარი საშობაო მესამდე დაიკეტა. მესაზე დასწრების მსურველები კი კატეგორიულად გააფრთხილეს, რომ ეკლესიაში ხელჩანთების გარეშე მივიდნენ.

ლელოს მიერ წარმოდგენილი ე.წ. „მარშალის გეგმა“ რეალურად „მამუკას გეგმა“ არის – დავით ჩიხელიძე

როდემდე შეიძლება ოპოზიცია არაპროფესიონალების თავშესაფარი იყოს? ლელოს მიერ წარმოდგენილი ე.წ. „მარშალის გეგმა“ რეალურად „მამუკას გეგმა“ არის, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მარშალის გეგმასთან, – ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ბანკის და სახელმწიფოს მართვა ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

„23 დეკემბერს პარტიამ „ლელო-საქართველოსთვის“ მეორე ყრილობა გამართა, აირჩეს თავმჯდომარე და პოლიტსაბჭოს წევრები, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და ა.შ. ყრილობას რა თქმა უნდა სრულად მოვუსმინე და გავაანალიზე მათი პოლიტიკური გზავნილები, რომელსაც არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან. როდემდე შეიძლება ოპოზიცია არაპროფესიონალების თავშესაფარი იყოს? ლელოს მიერ წარმოდგენილი ე.წ. „მარშალის გეგმა“ რეალურად „მამუკას გეგმა“ არის, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მარშალის გეგმასთან, თავის დროზე, ამერიკელების მიერ დაწერილმა მარშალის გეგმამ, ფუნდამენტური ცვლილებები გამოიწვია და მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა, მამუკას გეგმას კი ამის რესურსი არ აქვს, რადგან ის არაპროფესიონალების მიერ არის შედგენილი, მაგრამ დიდი უბედურება ის არის, რომ ამ ყველაფრის შესახებ მამუკა ხაზარაძე დიდი სიამაყით საუბრობს, რაც ხაზს მის არაპროფესიონალიზმს უსვამ, რადგან შესაძლოა დაგიწერონ სრული აბსურდი, მაგრამ მიხვდე რომ აბსურდია და არ გაიმეორო.

ბანკის და სახელმწიფოს მართვა ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, სახელმწიფოს მართვის დროს შენ ანგარიშვალდებული ხარ თითოეული მოქალაქის წინაშე, მიუხედავად მათი ადგილმდებარეობისა, არ გაქვს უფლება მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ზიანს მოუტანს შენს მოქალაქეს. მამუკა როგორც ჩანს სხვაზე ზრუნვას ჩვეული არ არის, რაზეც თიბისი ბანკში არსებული სახელფასო პოლიტიკა მეტყველებს.

ყრილობაზე მამუკა ხაზარაძემ რამდენიმე პუნქტი თქვა, რომელიც თურმე ქართულმა ოცნებამ დაიწუნა, მაგრამ დაამტკიცებენ როგორც კი ხელისუფლებაში მოვლენ.

რაც შეეხება ყრილობაზე გაჟღერებულ რამდენიმე პუნქტს. რუსებისთვის მკაცრი სავიზო რეჟიმის დაწესება, რათა მათ არ წალეკონ საქართველო. საქართველოში რუსებს უნდა შეეზღუდოთ მუშაობის უფლება, ჩვენ გვჭირდება მეტი სამუშაო ადგილი ქართველებისთვის.

ავკრძალოთ რუსული კომპანიების სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა. დაუყოვნებლივ შევწყვიტოთ პირდაპირ ფრენები რუსეთთან. სადღეგრძელოდ კარგია, მაგრამ პოლიტიკურად არაგონივრული. რუსების დამცველად არ გამოვდგები, მაგრამ ლოგიკას რომ მივყვეთ, მამუკას არაპოლიტიკოსობას და ორმაგ სტანდარტს მარტივად დავინახავთ, საქართველოს წალეკვა, მხოლოდ რუსებს შეუძლიათ? თუ მოტივაცია, მხოლოდ საქართველოს არ წალეკვა არის, მაშინ მკაცრი სავიზო რეჟიმი სხვა ქვეყნების წარმომადგენლებსაც დავუწესოთ, მერე რა თუ ტურიზმი რეგრესს განიცდის და სამუშაო ადგილების დეფიციტი გაჩნდება.

ქართველებს სამუშაო ადგილს მხოლოდ რუსები ართმევენ? თუ მოტივაცია ქართველებისთვის მეტი სამუშაო ადგილის შექმნა არის, მაშინ სამუშაო ადგილების გაზრდაზე უნდა ვიფიქროთ და არა მხოლოდ რუსების, არამედ საქართველოში დასაქმებული ევროპელები და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებისთვის სამუშაო უფლების შეზღუდვაზე, რადგან სამუშაოა ადგილს ისინიც ისევე გვართმევენ როგორც რუსები.

რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ტენდერის გამომცხადებელი საერთაშორისო კომპანია არის? მაგ: იბიარდიფრენების აკრძალვის შემთხვევაში ვინ ზარალდება? საქართველოს მოქალაქეები რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ თუ პირიქით? რას ვეუბნებით საქართველოს იმ მოქალაქეებს რომლებსაც საქართველოში ჩამოსვლისათვის გაორმაგებული და გასამმაგებული ხარჯის გაღება მოუწევს? დასაწყისში ვახსენე, რომ სახელმწიფოს მართვა ბანკის მართვისგან განსხვავდება, ალბათ მამუკას არ უფიქრია, რა შედეგები ექნება მის მიერ განხორციელებულ ცვლილებებს.

რა უნდა ვქნათ, საპასუხოდ რუსეთმა იქ მცხოვრები ეთნიკური ქართველების დეპორტაცია რომ მოახდინოს? მზად არის ხაზარაძე მიიღოს და დაასაქმოს 600 ათასი ადამიანი? მზად არის მყისიერად შექმნას ნახევარი მილიონი სამუშაო ადგილი ან ეს ადამიანები ღირსეული კომპენსაციით უზრუნველყოს? რა თქმა უნდა ამაზე არ უფიქრია და არც მზად არის, რადგან ხაზარაძე არ არის პოლიტიკოსი, მამუკას გეგმა ლელოს უმეცრების ლუსტრაციაა, რომელიც სრულად წარმოაჩენს, რომ ლელოს როგორც პოლიტიკურ სუბიექტს ინტელექტუალური კრიზისი აქვს“, – წერს დავით ჩიხელიძე.

 

 

 

საავტომობილო გზებზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმები ნარჩუნდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლსაწმენდი ტექნიკა, გზებზე განუწყვეტლივ იყრება ტექნიკური მარილი, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს.

„ამ დროისთვის, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ასევე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ37-კმ49 (თეთრიწყლები-ვერონა) მონაკვეთზე.

გადაადგილების სპეციალური რეჟიმები ნარჩუნდება შემდეგ საავტომობილო გზებზე:

👉 საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონის არსებობის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

👉 ქარბუქის და თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

👉 თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე და ასევე ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია

👉 თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია

👉 რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

👉 თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ185 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო კმ90-კმ185 (დიზი-უშგული) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

რუსეთი კვლავ მზად არის მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მხოლოდ თავისი მიზნების მისაღწევად“- პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი მზადაა მოლაპარაკებებისთვის, თუმცა მხოლოდ რუსეთის მიზნების მისაღწევად.

თეზისი იმის შესახებ, რომ პუტინი ომის გაყინვისთვის მზაობის შესახებ სიგნალებს აგზავნის პრეზიდენტის პრესმდივნის თქმით, ეს განცხადება არასწორია.

„პუტინი ნამდვილად მზად არის მოლაპარაკებებისთვის. რუსეთი კვლავ მზად არის [მოლაპარაკებებისთვის], მაგრამ მხოლოდ თავისი მიზნების მისაღწევად“,- ხაზგასმით აღნიშნა მან.

თურქეთმა ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში PKK-ს პოზიციებზე საჰაერო იერიში მიიტანა

თურქეთმა ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) პოზიციებზე იერიში მიიტანა.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო ოპერაცია ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში დილის 10 საათზე ჩატარდა.

უწყების ინფორმაციით, გაანადგურეს PKK-ის სამხედრო ბაზები, თავშესაფრები და ნავთობის საცავები.

ამავე ცნობით, ქურთისტანის მუშათა პარტიის 23 წევრი მოკლეს.

ქურთისტანის მუშათა პარტია (PKK) თურქეთს, აშშ-სა და ევროკავშირს, ტერორისტულ დაჯგუფებათა სიაში ჰყავთ შეყვანილი.

,, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის დეზინფორმაცია და ტყუილი”- თბილისის მერია

გვინდა, გამოვეხმაუროთ ე.წ. კრიტიკული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ნინოშვილის ქუჩა N21-ში, ძლიერი ქარის გამო დაზიანებული სახურავის შედეგად ღია ცის ქვეშ დარჩენილი მცხოვრებლების ბედი ამ დრომდე არ მოუკითხავს ჩუღურეთის რაიონის გამგეობას.

 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის დეზინფორმაცია და ტყუილი, რაც ემსახურება თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციას.

 

გუშინ საღამოს, ძლიერმა ქარმა, ნინოშვილის N21-ში საცხოვრებელ სახლს გადახადა სახურავი – დაახლოებით, 70-80 კვ.მ ფართობზე.

 

შეტყობინების მიღებისთანავე, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, მოადგილეები და გამგეობის თანამშრომლები მივიდნენ ადგილზე, შეხვდნენ და ესაუბრნენ მოსახლეობას, დაიგეგმა გადაუდებელი სამუშაოები.

 

ცუდი ამინდისა და დაბალი ხილვადობის გამო, გუშინ ღამით ვერ მოხერხდა სახურავის მოხსნა. სამუშაოები დღეს დაიწყო და ადგილზე იმყოფებოდნენ რაიონის გამგეობის თანამშრომლები და გამგებელი.

 

აღსანიშნავია, რომ ნინოშვილის N21-ში მცხოვრები ოჯახები არ საჭიროებენ ქირით გაყვანას. დღესვე, მიიღება პრევენციული ზომები. გადაუდებელი სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ მისამართზე უახლოეს მომავალში ახალი სახურავი მოეწყობა.

,,რუსეთმა ვერასდროს შეძლო ერად ჩამოყალიბება, ის ყოველთვის იყო და ახლაც არის იმპერია”- ბორელი

რუსეთმა ვერასდროს შეძლო ერად ჩამოყალიბება, ის ყოველთვის იყო და ახლაც არის იმპერია, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელის თქმით, პუტინი ელოდება, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები მისთვის უფრო ხელსაყრელ სცენარს შექმნის.

„რუსეთი ვერასდროს გადაიქცა ერად. ის ყოველთვის იყო იმპერია ჯერ მეფით, შემდეგ საბჭოთა მმართველობისას და ახლა, პუტინის პირობებშიც. ეს არის რუსეთის მუდმივი მდგომარეობა და მისი პოლიტიკური იდენტობა. როგორც შედეგი კი, რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს მეზობლებისთვის და განსაკუთრებით ჩვენთვის“, – აღნიშნა ბორელმა.

ჯო ბაიდენი  ბენიამინ ნეთანიაჰუს შაბათს ტელეფონით ესაუბრა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შაბათს ტელეფონით ესაუბრა.

როგორც Reuters თეთრ სახლზე დაყრდნობით წერს, მათ ისრაელის სამხედრო ოპერაციების მიზნები და მიმდინარეობა განიხილეს. ასევე, ისაუბრეს სამოქალაქო პირთა სიცოცხლის დაცვის საჭიროებასა და “ჰამასის” მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების აუცილებლობაზე.

ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის თქმით, პრემიერმა “ცხადად თქვა, რომ ისრაელი გააგრძელებს ბრძოლას, სანამ მისი ყველა მიზანი არ შესრულდება.”

ბაიდენმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას “არ უთხოვია ცეცხლის შეწყვეტა” ნეთანიაჰუსთვის. პრემიერმა მადლობა გადაუხადა მას გაეროს უშიშროების საბჭოში დაკავებული პოზიციისთვის.

,,რუსეთი სიამოვნებით გააგრძელებს აზერბაიჯანთან კონსტრუქციულ დიალოგს და მჭიდრო ერთობლივ მუშაობას” – პუტინი

აზერბაიჯანი მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონულ და საერთაშორისო საქმეებში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისალოც წერილშია აღნიშნული, რომელიც, კრემლის ინფორმაციით, მან აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს გაუგზავნა.

„პატივცემულო ილჰამ ჰეიდარის ძევ, გთხოვთ, მიიღოთ გულწრფელი მილოცვები თქვენს დაბადების დღესთან დაკავშირებით. თქვენ სამართლიანად სარგებლობთ მაღალი პატივისცემით როგორც თანამემამულეებს შორის, ასევე საზღვარგარეთ. თქვენი ხელმძღვანელობით, მეგობარი აზერბაიჯანი მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონულ და საერთაშორისო საქმეებში. ძნელია ჩვენს ქვეყნებს შორის მოკავშირე ურთიერთობების განმტკიცებაში თქვენი წვლილის შესაბამისად შეფასება“, – აღნიშნულია წერილში.

პუტინის მტკიცებით, რუსეთი სიამოვნებით გააგრძელებს აზერბაიჯანთან კონსტრუქციულ დიალოგს და მჭიდრო ერთობლივ მუშაობას.

სად აღდგა მოძრაობა – განახლებული ინფორმაცია მძღოლებისთვის

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზებზე განუწყვეტლივ იყრება ტექნიკური მარილი, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს.

ამ დროისთვის, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ასევე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ37-კმ49 (თეთრიწყლები-ვერონა) მონაკვეთზე.

გადაადგილების სპეციალური რეჟიმები ნარჩუნდება შემდეგ საავტომობილო გზებზე:

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონის არსებობის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ქარბუქის და თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე და ასევე ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ185 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო კმ90-კმ185 (დიზი-უშგული) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რუსთავში რამდენიმე ბინა გაქურდეს – ბრალდებულები დააკავეს

რუსთავში რამდენიმე ბინა გაქურდეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

ბინები ქალაქის სხვადასხვა მისამართებზე 3 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა გაქურდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულები დაკეტილ ბინებში სხვადასხვა საშუალებებით აღწევდნენ და უმოკლეს ვადაში გაჰქონდათ საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ძვირფასეულობა და თანხა.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს და ბრალდებულები სამართალდამცველებმა დააკავეს.

ახალციხე-ნინოწმინდის კმ90-კმ112 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქარბუქის და თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.