,,რუსეთი სიამოვნებით გააგრძელებს აზერბაიჯანთან კონსტრუქციულ დიალოგს და მჭიდრო ერთობლივ მუშაობას” – პუტინი

44
spot_img

აზერბაიჯანი მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონულ და საერთაშორისო საქმეებში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისალოც წერილშია აღნიშნული, რომელიც, კრემლის ინფორმაციით, მან აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს გაუგზავნა.

„პატივცემულო ილჰამ ჰეიდარის ძევ, გთხოვთ, მიიღოთ გულწრფელი მილოცვები თქვენს დაბადების დღესთან დაკავშირებით. თქვენ სამართლიანად სარგებლობთ მაღალი პატივისცემით როგორც თანამემამულეებს შორის, ასევე საზღვარგარეთ. თქვენი ხელმძღვანელობით, მეგობარი აზერბაიჯანი მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონულ და საერთაშორისო საქმეებში. ძნელია ჩვენს ქვეყნებს შორის მოკავშირე ურთიერთობების განმტკიცებაში თქვენი წვლილის შესაბამისად შეფასება“, – აღნიშნულია წერილში.

პუტინის მტკიცებით, რუსეთი სიამოვნებით გააგრძელებს აზერბაიჯანთან კონსტრუქციულ დიალოგს და მჭიდრო ერთობლივ მუშაობას.