ლელოს მიერ წარმოდგენილი ე.წ. „მარშალის გეგმა“ რეალურად „მამუკას გეგმა“ არის – დავით ჩიხელიძე

67
spot_img

როდემდე შეიძლება ოპოზიცია არაპროფესიონალების თავშესაფარი იყოს? ლელოს მიერ წარმოდგენილი ე.წ. „მარშალის გეგმა“ რეალურად „მამუკას გეგმა“ არის, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მარშალის გეგმასთან, – ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ბანკის და სახელმწიფოს მართვა ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

„23 დეკემბერს პარტიამ „ლელო-საქართველოსთვის“ მეორე ყრილობა გამართა, აირჩეს თავმჯდომარე და პოლიტსაბჭოს წევრები, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და ა.შ. ყრილობას რა თქმა უნდა სრულად მოვუსმინე და გავაანალიზე მათი პოლიტიკური გზავნილები, რომელსაც არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან. როდემდე შეიძლება ოპოზიცია არაპროფესიონალების თავშესაფარი იყოს? ლელოს მიერ წარმოდგენილი ე.წ. „მარშალის გეგმა“ რეალურად „მამუკას გეგმა“ არის, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მარშალის გეგმასთან, თავის დროზე, ამერიკელების მიერ დაწერილმა მარშალის გეგმამ, ფუნდამენტური ცვლილებები გამოიწვია და მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა, მამუკას გეგმას კი ამის რესურსი არ აქვს, რადგან ის არაპროფესიონალების მიერ არის შედგენილი, მაგრამ დიდი უბედურება ის არის, რომ ამ ყველაფრის შესახებ მამუკა ხაზარაძე დიდი სიამაყით საუბრობს, რაც ხაზს მის არაპროფესიონალიზმს უსვამ, რადგან შესაძლოა დაგიწერონ სრული აბსურდი, მაგრამ მიხვდე რომ აბსურდია და არ გაიმეორო.

ბანკის და სახელმწიფოს მართვა ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, სახელმწიფოს მართვის დროს შენ ანგარიშვალდებული ხარ თითოეული მოქალაქის წინაშე, მიუხედავად მათი ადგილმდებარეობისა, არ გაქვს უფლება მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ზიანს მოუტანს შენს მოქალაქეს. მამუკა როგორც ჩანს სხვაზე ზრუნვას ჩვეული არ არის, რაზეც თიბისი ბანკში არსებული სახელფასო პოლიტიკა მეტყველებს.

ყრილობაზე მამუკა ხაზარაძემ რამდენიმე პუნქტი თქვა, რომელიც თურმე ქართულმა ოცნებამ დაიწუნა, მაგრამ დაამტკიცებენ როგორც კი ხელისუფლებაში მოვლენ.

რაც შეეხება ყრილობაზე გაჟღერებულ რამდენიმე პუნქტს. რუსებისთვის მკაცრი სავიზო რეჟიმის დაწესება, რათა მათ არ წალეკონ საქართველო. საქართველოში რუსებს უნდა შეეზღუდოთ მუშაობის უფლება, ჩვენ გვჭირდება მეტი სამუშაო ადგილი ქართველებისთვის.

ავკრძალოთ რუსული კომპანიების სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა. დაუყოვნებლივ შევწყვიტოთ პირდაპირ ფრენები რუსეთთან. სადღეგრძელოდ კარგია, მაგრამ პოლიტიკურად არაგონივრული. რუსების დამცველად არ გამოვდგები, მაგრამ ლოგიკას რომ მივყვეთ, მამუკას არაპოლიტიკოსობას და ორმაგ სტანდარტს მარტივად დავინახავთ, საქართველოს წალეკვა, მხოლოდ რუსებს შეუძლიათ? თუ მოტივაცია, მხოლოდ საქართველოს არ წალეკვა არის, მაშინ მკაცრი სავიზო რეჟიმი სხვა ქვეყნების წარმომადგენლებსაც დავუწესოთ, მერე რა თუ ტურიზმი რეგრესს განიცდის და სამუშაო ადგილების დეფიციტი გაჩნდება.

ქართველებს სამუშაო ადგილს მხოლოდ რუსები ართმევენ? თუ მოტივაცია ქართველებისთვის მეტი სამუშაო ადგილის შექმნა არის, მაშინ სამუშაო ადგილების გაზრდაზე უნდა ვიფიქროთ და არა მხოლოდ რუსების, არამედ საქართველოში დასაქმებული ევროპელები და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებისთვის სამუშაო უფლების შეზღუდვაზე, რადგან სამუშაოა ადგილს ისინიც ისევე გვართმევენ როგორც რუსები.

რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ტენდერის გამომცხადებელი საერთაშორისო კომპანია არის? მაგ: იბიარდიფრენების აკრძალვის შემთხვევაში ვინ ზარალდება? საქართველოს მოქალაქეები რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ თუ პირიქით? რას ვეუბნებით საქართველოს იმ მოქალაქეებს რომლებსაც საქართველოში ჩამოსვლისათვის გაორმაგებული და გასამმაგებული ხარჯის გაღება მოუწევს? დასაწყისში ვახსენე, რომ სახელმწიფოს მართვა ბანკის მართვისგან განსხვავდება, ალბათ მამუკას არ უფიქრია, რა შედეგები ექნება მის მიერ განხორციელებულ ცვლილებებს.

რა უნდა ვქნათ, საპასუხოდ რუსეთმა იქ მცხოვრები ეთნიკური ქართველების დეპორტაცია რომ მოახდინოს? მზად არის ხაზარაძე მიიღოს და დაასაქმოს 600 ათასი ადამიანი? მზად არის მყისიერად შექმნას ნახევარი მილიონი სამუშაო ადგილი ან ეს ადამიანები ღირსეული კომპენსაციით უზრუნველყოს? რა თქმა უნდა ამაზე არ უფიქრია და არც მზად არის, რადგან ხაზარაძე არ არის პოლიტიკოსი, მამუკას გეგმა ლელოს უმეცრების ლუსტრაციაა, რომელიც სრულად წარმოაჩენს, რომ ლელოს როგორც პოლიტიკურ სუბიექტს ინტელექტუალური კრიზისი აქვს“, – წერს დავით ჩიხელიძე.