Home Blog Page 1854

ისნის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, რაიონში ახალი ლიფტების მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს

ისნის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, რაიონში ახალი ლიფტების მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
ამჯერად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის N15-სა და N17-ში, სალოსის მე-5 შესახვევში N8 და N10 კორპუსების მიმდებარედ 3 ლიფტი უკვე დამონტაჟდა, 3-ის მოწყობა კი მიმდინარეობს. ასევე სალოსის მე-5 შესახვევის N6 კორპუსში რეაბილიტირდა ნაპრალები.
პროექტები ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან, ჯამში, 315 000 ლარით დაფინანსდა.
რაიონის მოსახლეობისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნა ისნის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით სამუშაოები სხვადასხვა მისამართზე აქტიურად მიმდინარეობს.

ისნის რაიონის გამგეობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ახალი ლიფტების მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს

ისნის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, რაიონში ახალი ლიფტების მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
ამჯერად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის N15-სა და N17-ში, სალოსის მე-5 შესახვევში N8 და N10 კორპუსების მიმდებარედ 3 ლიფტი უკვე დამონტაჟდა, 3-ის მოწყობა კი მიმდინარეობს. ასევე სალოსის მე-5 შესახვევის N6 კორპუსში რეაბილიტირდა ნაპრალები.
პროექტები ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან, ჯამში, 315 000 ლარით დაფინანსდა.
რაიონის მოსახლეობისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნა ისნის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით სამუშაოები სხვადასხვა მისამართზე აქტიურად მიმდინარეობს.

“შემთხვევით დასავლეთმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღებით საფრთხე ხომ არ დაინახა?”

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება:

“ვერ გავიგე ვენეციის კომისიის. მოდით გვერდზე გადავდოთ საქართველოს საკითხი.

თუ შარშან უკრაინის კანონს ყველა მიესალმა, ახლა რატომ დაუწუნეს და რატომ ურჩიეს უკრაინას კანონის დაპაუზება იმ მოტივით, რომ ეს კანონი ვერ მოახდენს გავლენას სახელმწიფოს მზადყოფნაზე ებრძოლოს ამ პრობლემას.
რას ნიშნავს ეს?

დავუშვათ კანონი, რომელსაც ყველა ასეთი აღფრთოვანებით შეხვდა, არ ყოფილა ეფექტიანი. რა იქნება უკეთესი, საერთოდ არ იყოს კანონი, თუ მიიღონ ნაკლებეფექტიანი, რომელიც მეტ-ნაკლებად შეამცირებს ოლიგარქთა გავლენას სახელმწიფოზე?

შემთხვევით დასავლეთმა საფრთხე ხომ არ დაინახა ამ კანონის მიღებით?

საქართველოს რაც შეეხება, თურმე პირველი გადაგზავნის შემდეგ, გაითვალისწინეს ვენეციის კომისიის შენიშვნები და მეორედ იყო გადაგზავნილი.

ოპოზიციის კომენტარებისგან ვერაფერს გაიგებ. ამათ ყველაფერზე საპირისპირო პოზიცია აქვთ და ყველაფერს აუკუღმართებენ.

მართლა არ მესმის რატომ ურჩიეს უკრაინას უკვე მიღებული კანონის დაპაუზება, ხოლო საქართველოს, არ მიიღონ დეოლიგარქიზაციის კანონი.

როგორაა ევროპულ ქვეყნებში, მაგალითად იტალიაში, ან სხვაგან, ეს კანონი სხვა ქვეყნებთან ხომ არ მოდიოდა წინააღმდეგობაში?

თუ არა, მაშინ რატომ არ მოისურვეს თუნდაც ამ რეგულაციების დაწესება, ვის და რას უფუჭებდა?

ოპოზიციამ თქვა, პირდაპირ წერია დემოკრატიას უთხრის ძირსო. თუ კანონი უკრაინულიდანაა ნათარგმნი, ერთხელ ჩაასწორა ვენეციამ და შარშან ევროკავშირის ხელმძღვანელობასაც მოსწონდა და თავიდან აქაურ ე.წ. ოპოზიციასაც, ახლა გახდა ძირგამომთხრელი?

როცა ჩვენც და უკრაინასაც არ გვირჩიეს ეს კანონი, ე.ი. სტატუსის მონიჭებაზე ვერ უნდა იქონიოს გავლენა. ლოგიკურად ასეა.

თუ ვინმე კვალიფიციურად ამიხსნის, მადლობელი ვიქნები,”- წერს ამირან სალუქვაძე.

შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიამ “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტზე საბოლოო მოსაზრება გამოაქვეყნა.

ვენეციის კომისიის დასკვნით, კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული და არ უნდა მოხდეს „სისტემური“ მიდგომიდან გადახვევა.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ კანონპროექტი არ იქნეს მიღებული, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ ოლიგარქიულ ზეგავლენასთან ბრძოლისთვის შეიმუშაოს მაკორექტირებელი, დამატებითი კანონები და ზომები.

“დემოკრატია და „ნაცმოძრაობა“ ერთმანეთთან შეუთავსებელი ცნებებია”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დემოკრატია და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთთან შეუთავსებელი ცნებებია.

„ნაცმოძრაობას“ რომ დემოკრატიულ პროცესთან რაიმე საერთო ჰქონდეს, ეს გამორიცხულია. ეს პარტია ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში ყოფნის დროს ერთადერთი რითაც გამოირჩევა, ძალადობა ან ძალადობისკენ მოწოდებაა, ასევე, წამების სისტემის შექმნით და ადამიანის სიტყვიერად ღირსების შელახვით. დემოკრატია და „ნაცმოძრაობა“ ერთმანეთთან შეუთავსებელი ცნებებია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრს ალექსანდერ დე კროოს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრს ალექსანდერ დე კროოს შეხვდა. პრემიერ-მინისტრებს შორის შეხვედრა ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში გაიმართა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებზე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური, ინვესტიციების, ტურიზმის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მიმართულებით.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე. აღინიშნა, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაცია საქართველოს მიერ თითქმის შესრულებულია. ამ ფონზე, ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კრიტიკული მნიშვნელობა როგორც საქართველოს ევროპული მომავლის, ისე გეოპოლიტიკურ კონტექსტში. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას.

ბელგიის სამეფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორმხრივი ვიზიტი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის – „ევროპალია-საქართველოს“ პროგრამის წარდგენის პარალელურად იმართება. ფესტივალი წელს სრულად ეძღვნება საქართველოს, რაც უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის ევროპის პოლიტიკურ ცენტრში საქართველოს ევროპული ისტორიის, იდენტობისა და კულტურის წარმოსაჩენად. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ევროპალია-საქართველოს“ განსაკუთრებული დატვირთვა აქვს იმ ფონზე, როდესაც წლის ბოლოს ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელოდება.

პრემიერ-მინისტრებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბელგიის სამეფოს ფედერალური საჯარო სამსახურის საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და განვითარების თანამშრომლობის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

“იქ, სადაც ოლიგარქიული მმართველობა არსებობს, ოლიგარქიული მმართველობის შესახებ კანონის მიღებას აზრი არა აქვს”-რომან გოცირიძე

იქ, სადაც ოლიგარქიული მმართველობა არსებობს, ოლიგარქიული მმართველობის შესახებ კანონის მიღებას აზრი არა აქვს, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის “ევროოპტიმისტების” ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემ განუცხადა.

გოცირიძის განცხადებით, კონტექსტის გათვალისწინებით “ოლიგარქიული მმართველობის შესახებ” კანონი საქართველოსთვის რეპრესიული იქნება.

მისი თქმით, ამ მხრივ უკრაინა და მოლდოვა სხვა მდგომარეობაშია, ხოლო საქართველო სხვა მდგომარეობაში იმყოფა.

“თურმე ხელისუფლებაში ოლიგარქები არ არიან, მასთან დაკავშირებული ბიზნესმენები ოლიგარქები არ არიან და ჩვეულებრივი ბიზნესმენები არიან, თურმე ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის და მას ხელისუფლებაზე არავითარი გავლენა არა აქვს… და ვინ არიან ოლიგარქები? – ოლიგარქები ოპოზიციურად განწყობილი დეპუტატები არიან! პრაქტიკულად ამას ნიშნავს ადამიანების ოლიგარქთა რეესტრში შეყვანა, რის შემდეგაც მათ მიმართ პოლიტიკური რეპრესიები დაიწყება.

ვენეციის კომისიამ ისტორიული დასკვნა დადო – თუკი ვამბობდით, რომ საქართველოში არის ოლიგარქიული მმართველობა და ეს უფრო მეტად აღიქმებოდა როგორც პოლიტიკური შეფასება და ტერმინი, ყველაზე დიდმა სამართლებრივმა ექსპერტმა – ვენეციის კომისიამ დაადგინა, რომ საქართველოში არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა არსებობს და იქ, სადაც ოლიგარქიული მმართველობა არსებობს, ოლიგარქიული მმართველობის შესახებ კანონის მიღებას აზრი არა აქვს”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტმა 13 ივნისის პლენარული სხდომის ბოლო საკითხად „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი განიხილა და 81 – მომხრე, 2 – წინააღმდეგი, მეორე მოსმენით მიიღო.

“განვიხილეთ რეგიონული და გლობალური გამოწვევები” – პრემიერი ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე

ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე რეგიონული და გლობალური გამოწვევები, ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა განვიხილეთ-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.

მთავრობის მეთაური ბელგიის სამეფოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„ძალიან კარგი საუბარი შედგა ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან ალექსანდერ დე კროოსთან. განვიხილეთ რეგიონული და გლობალური გამოწვევები, ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის ბელგიის სამეფოს მადლობელი ვართ”,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

“მეშინია, რომ „ქართულ ოცნებას“ თავისმა კარმამ არ უწიოს”- იაგო ხვიჩია

დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით ყოველგვარი ინტერესი დავკარგე. სამწუხაროდ, ეს კანონი „გირჩს“ არანაირად შეეხება, ნეტავ, ის ფინანსური საშუალება გვქონდეს, რაც გათვალისწინებულია იმ ხალხისთვის, ვისზეც კანონის რეგულირება ვრცელდება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, „ეს კანონი ყველაზე მეტად „ქოცებზე“ ვრცელდება“.

„ღმერთი სამართლიანია, ზემოდან გვიყურებს და ეს ძალიან საშიში ამბავია. მეშინია, რომ „ქართულ ოცნებას“ თავისმა კარმამ არ უწიოს და ამ კანონით გასამართლება თავად არ მოუწიოს, რასაც ასე თავგამოდებით იღებს და თან დასავლეთთან ცინიკური საუბრის საგანია. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღების არანაირი საჭიროება არაა, მაგრამ ვინაიდან „ქართულ ოცნებას“ აქვს და ძირითადად მასზე ვრცელდება, მიიღონ და ამ კანონით მართლმსაჯულების წინაშე თავად წარდგებიან“, – განაცხადა ხვიჩიამ.

თბილისის მერია შშმ პირებისთვის ცხრა პროგრამას ახორციელებს

14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის არსებულ პროგრამებზე ისაუბრა.

მისი თქმით, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური ცხრა ასეთ პროგრამას ახორციელებს, რომელთა ბიუჯეტი 16 მლნ ლარამდეა.

„დედაქალაქში მიმდინარე წელს 2 400–მდე საკურორტო ვაუჩერი გაიცა „შშმ ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში. სოციალურად დაუცველი არასრულწლოვანი შშმ პირებისთვის არსებული პროგრამა ყოველწლიურად, 800-ლარიანი დახმარების გაცემას ითვალისწინებს. მის ფარგლებში, 1 300-მდე პირი იღებს ფინანსურ დახმარებას. გარდა ამისა, გვაქვს სოციალურად დაუცველი, მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირთა დახმარების პროგრამა, რომლის ფარგლებში, 900-ლარიან დახმარებას 600-ზე მეტი უსინათლო პირი იღებს. აღსანიშნავია, რომ ისინი, მათ გამცილებლებთან ერთად, მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტმა უნდა შექმნას ყველა პირობა, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ დამოუკიდებლად ცხოვრებისა და გადაადგილების, ასევე, საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის შესაძლებლობა.

„შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, შშმ პირთა და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების განცხადებები და პროექტები ფინანსდება. წლის დასაწყისიდან დღემდე, მერიამ 58 ასეთი განაცხადი დააფინანსა. ამასთან, შშმ პირები მერიის სამედიცინო საჭიროებების დაფინანსების პროგრამაში, პრიორიტეტულ ჯგუფს მიეკუთვნებიან. რაც მთავარია, აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ქალაქში დაცული იყო ინკლუზიურობის პრინციპი, ეს იქნება ქუჩა, მუნიციპალური ტრანსპორტი, რეკრეაციული სივრცე და სხვა ადგილები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის განხორციელებაში დედაქალაქის მერიაც ერთვება

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და იუსტიციის სამინისტროს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც თბილისის ტერიტორიის შერჩეულ არეალებში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„აღნიშნული პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან უამრავი ადამიანი, ოჯახია, რომელიც ვერ ახერხებს მიწის რეგისტრაციას, სხვადასხვა რაიონსა და უბანში. ამ პროგრამაში, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, დედაქალაქი არ იყო ჩართული. შესაბამისად, გავაფორმეთ მემორანდუმი, რომელიც მოგვცემს შესაძლებელობას, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს. დღეის მდგომარეობით, თბილისის ტერიტორიაზე არსებობს არაერთი დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი, რომელზეც, სხვადასხვა ობიექტური გარემოების გამო, ვერ რეგისტრირდება ვერც მუნიციპალიტეტის და ვერც სხვა დაინტერესებული პირების საკუთრების უფლება. ვინაიდან, საჯარო რეესტრი წარმოადგენს ამ მიმართულებით უფლებამოსილ და კომპეტენტურ ორგანოს, პროექტს განახორციელებს საჯარო რეესტრი, ხოლო მის ფინანსურ მხარდაჭერას სრულად უზრუნველყოფს თბილისის მუნიციპალიტეტი. შესაბამისად, მოქალაქეებისთვის აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდება სრულიად უფასოდ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის შედეგად, შერჩეულ არეალებში, საკუთრების უფლებისა და მართლზომიერი მფლობელობის დამდგენი დოკუმენტების საფუძველზე და ასევე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების სტატუსით, ათასობით მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდება. საუბარია 27 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე.

დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ იდენტიფიცირებული იქნება მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები და განხორციელდება მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების ფონდის მონაცემების სრულყოფაც.

„პროექტი განხორციელდება ეტაპობრივად. ამ ეტაპზე შერჩეულია რამდენიმე პრობლემური ლოკაცია: დიდგორი, ძველი ვეძისი, დიღომი, კვესეთი, ბეთანია, წყნეთი, ახალდაბა, კიკეთი-საღორისი, კოჯორი, წავკისი, შინდისი, ტაბახმელა“, – აღნიშნა მერმა.

მისივე ინფორმაციით, პროექტი 2024 წლის 31 დეკემბრამდე დასრულდება.

2024 წლის პირველი იანვრიდან ავტომობილების გამონაბოლქვის შემცირების მიზნით, ახალი რეგულაციები ამოქმედდება

მაღალი გაფრქვევების მქონე ავტომობილების შემოყვანის შეზღუდვის გზით, გამონაბოლქვის შემცირებისკენ მიმართული რეგულაციების დადგენა, ქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას შეუშლის ხელს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც 2024 წლის პირველი იანვრიდან ავტომობილებისთვის გამონაბოლქვის ევრო 5 სტანდარტის შესაბამისი ზღვრული ნორმების დაწესებას ეხება.

„ცხადია, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს დედაქალაქში მომრავლებული კერძო ავტომობილები. სტატისტიკას გეტყვით: 2012 წლამდე თბილისში, პიკის საათებში, დაახლოებით, 180 000 კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა. დღეის მონაცემებით, თბილისში 600 000-ზე მეტი კერძო ავტომობილი მოძრაობს. ეს კი გამონაბოლქვის და ჰაერის დაბინძურების მხრივ, უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. ასევე, სამწუხაროდ, ძალიან ცუდი პრაქტიკა დაინერგა საქართველოში, როცა ავტომობილების უდიდეს ნაწილს ე.წ. კატალიზატორს აცლიან, ჰყიდიან და ამ დროს, ავტომობილი ჰაერის საშინლად და სახიფათოდ დაბინძურებული ხდება. სწორედ ესაა უმთავრესი მიზეზი აზოტის ოქსიდებით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების და ამ მხრივ, დედაქალაქში მართლაც არასახარბიელო მდგომარეობაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტის მხრიდანაც გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ აღნიშნული მიმართულება მოწესრიგდეს.

„არსებული ვითარების გათვალისწინებით, მივესალმები იმ ძალიან სწორ და საჭირო ინიციატივას, რაც პრემიერ-მინისტრმა დაანონსა. ამ რეგულაციების დადგენა, რასაკვირველია, შეზღუდავს მოძველებული და მაღალი გაფრქვევების მქონე ავტომობილების შემოყვანას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუშლის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას. ასევე, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ქალაქში მოძრაობს ისეთი ავტომობილები, რომლებიც ტექდათვალიერების მიმართულებით, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ამ მიმართულების მოსაწესრიგებლადაც გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ ყველას ჩართულობით, ჰაერის გასუფთავებას მივაღწიოთ, რაც ჩვენი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ისაუბრა ტრანსპორტის რეფორმასა და ყველა იმ აქტივობაზე, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ 2017 წლის შემდეგ, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით განახორციელა.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს რომ დედაქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და ყველამ, როგორც მუნიციპალიტეტმა, ასევე ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ამ ქალაქში მცხოვრებმა ადამიანებმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აღნიშნული მიმართულება მოწესრიგდეს. ჩვენ 2017 წელს რაზეც დავიწყეთ აქტიური  მუშაობა, ერთ-ერთი იყო ეს თემა და ბევრი სასიკეთო ნაბიჯიც გადაიდგა. გავამკაცრეთ რეგულაციები ამტვერებადი მასალების ტრანსპორტირებაზე და განთავსებაზე; მოეწყო არაერთი რეკრეაციული სივრცე, სადაც დაირგო ათასობით ნერგი და ეს პროცესი გრძელდება; სრულად განახლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსები და მიკროავტობუსები. გვახსოვს, როგორი გამონაბოლქვი ჰქონდა, როგორც ავტობუსს, ასევე მიკროავტობუსს, რომელიც უდიდესი პრობლემა იყო. ამ ყველაფერს ვსუნთქავდით ჩვენ, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა. დღეს დედაქალაქს ჰყავს სრულად განახლებული ევრო 6-ის ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პროცესში ცვლილებები შედის

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პროცესში 2023-2024 სააღმზრდელო წელს კიდევ ერთი პრიორიტეტული ჯგუფი დაემატება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ახალი წესით, საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია სამ ეტაპად განხორციელდება.

„რეგისტრაციისას გამოყოფილია სოციალური ჯგუფები, რომელთაც პრიორიტეტი ენიჭება. ამ ჯგუფებს დაემატება მუნიციპალური საბავშვო ბაღების თანამშრომელთა შვილები, რადგან ამ ადამიანებსაც ისევე სჭირდებათ მხარდაჭერა და პირობების შექმნა მათი მოვალეობების სრულფასოვნად შესრულებისას, როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიის წარმომადგენელს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, დღემდე, პირველ ეტაპზე, პრიორიტეტული სოციალური ჯგუფების, ხოლო მეორე ეტაპზე, საყოველთაო რეგისტრაცია მიმდინარეობდა.

„პირველ  ეტაპზე, პრიორიტეტული სოციალური ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები დარეგისტრირდებიან, მეორე ეტაპზე, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები, ხოლო მესამე ეტაპზე, გამოცხადდება საყოველთაო რეგისტრაცია. აღნიშნული ცვლილებებისთვის მივმართავთ საკრებულოს და დამტკიცების შემდეგ, ივლისში რეგისტრაციის პროცესს დავიწყებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღების მშენებლობას განაგრძობს.

„გრძელდება თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღების მშენებლობა.  სექტემბერში  თბილისს სამი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება. საერთო ჯამში,  ამ ეტაპზე, 10 საბავშვო ბაღის მშენებლობა და ორის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.