“იქ, სადაც ოლიგარქიული მმართველობა არსებობს, ოლიგარქიული მმართველობის შესახებ კანონის მიღებას აზრი არა აქვს”-რომან გოცირიძე

99
spot_img

იქ, სადაც ოლიგარქიული მმართველობა არსებობს, ოლიგარქიული მმართველობის შესახებ კანონის მიღებას აზრი არა აქვს, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის “ევროოპტიმისტების” ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემ განუცხადა.

გოცირიძის განცხადებით, კონტექსტის გათვალისწინებით “ოლიგარქიული მმართველობის შესახებ” კანონი საქართველოსთვის რეპრესიული იქნება.

მისი თქმით, ამ მხრივ უკრაინა და მოლდოვა სხვა მდგომარეობაშია, ხოლო საქართველო სხვა მდგომარეობაში იმყოფა.

“თურმე ხელისუფლებაში ოლიგარქები არ არიან, მასთან დაკავშირებული ბიზნესმენები ოლიგარქები არ არიან და ჩვეულებრივი ბიზნესმენები არიან, თურმე ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის და მას ხელისუფლებაზე არავითარი გავლენა არა აქვს… და ვინ არიან ოლიგარქები? – ოლიგარქები ოპოზიციურად განწყობილი დეპუტატები არიან! პრაქტიკულად ამას ნიშნავს ადამიანების ოლიგარქთა რეესტრში შეყვანა, რის შემდეგაც მათ მიმართ პოლიტიკური რეპრესიები დაიწყება.

ვენეციის კომისიამ ისტორიული დასკვნა დადო – თუკი ვამბობდით, რომ საქართველოში არის ოლიგარქიული მმართველობა და ეს უფრო მეტად აღიქმებოდა როგორც პოლიტიკური შეფასება და ტერმინი, ყველაზე დიდმა სამართლებრივმა ექსპერტმა – ვენეციის კომისიამ დაადგინა, რომ საქართველოში არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა არსებობს და იქ, სადაც ოლიგარქიული მმართველობა არსებობს, ოლიგარქიული მმართველობის შესახებ კანონის მიღებას აზრი არა აქვს”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტმა 13 ივნისის პლენარული სხდომის ბოლო საკითხად „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი განიხილა და 81 – მომხრე, 2 – წინააღმდეგი, მეორე მოსმენით მიიღო.