Home Blog Page 1850

ინდოეთი არაბეთის ზღვაში მართვადი რაკეტების გამანადგურებელ ხომალდებს განათავსებს

ინდოეთი არაბეთის ზღვაში გამანადგურებელ ხომალდებს განათავსებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ინდოეთის საზღვაო ძალები ავრცელებს.

„არაბეთის ზღვაში განხორციელებული თავდასხმების ბოლო ტალღის გათვალისწინებით, ინდოეთის საზღვაო ძალებმა მართვადი რაკეტების გამანადგურებლები სხვადასხვა ზონებში განალაგეს“, – ნათქვამია ინდოეთის საზღვაო ფლოტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შაბათს, ინდოეთის სანაპიროებთან ახლოს ისრაელთან კავშირში მყოფ გემს დრონით დაესხნენ თავს.

აშშ-მა განაცხადა, რომ განხორციელებული თავდასხმის უკან ირანი იდგა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა.

ჯო ბაიდენმა ერაყში მოქმედ ირანის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო დაჯგუფებების წინააღმდეგ საპასუხო დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა

ჯო ბაიდენმა ერაყში მოქმედ ირანის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო დაჯგუფებების წინააღმდეგ საპასუხო დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა.

ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერის, ედრიენ უოტსონის ცნობით, ჩრდილოეთ ერაყში მდებარე სამხედრო ბაზაზე სამი ამერიკელი ჯარისკაცი ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავდა.

„პრეზიდენტისთვის ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების დაცვა უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. თუ ეს თავდასხმები გაგრძელდება, აშშ შესაბამის დროს მის მიერ არჩეული ფორმით იმოქმედებს“, – აღნიშნა უოტსონმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პრეზიდენტის მრჩეველ ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით, ჯეიკ სალივანთან და აშშ-ის თავდაცვის მდივან, ლოიდ ოსტინთან კონსულტაციების შემდეგ საპასუხო ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა.

„ეს შეტევა იმ ელემენტებზე პასუხისმგებლობის დაკისრებას ისახავს მიზნად, რომლებიც ერაყსა და სირიაში კოალიციის ძალებზე თავდასხმებზე არიან პასუხისმგებელი. ჩვენ ჩვენს ძალებს ყოველთვის დავიცავთ“, – განაცხადა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალმა მაიკლ ერიკ კურილამ.

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის კმ35-კმ60 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ35-კმ60 (სოფ. თეთრიწყლები-თელავის შესასვლელი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უკრაინის ძალებმა ანექსირებულ ყირიმში რუსული სადესანტო გემი „ნოვოჩერკასკი“ ააფეთქეს

უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ ყირიმში რუსეთის საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის სადესანტო გემი „ნოვოჩერკასკი“ ააფეთქეს.

ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა „ტელეგრამის“ არხზე წერს.

„რუსეთში ფლოტი მცირდება. ამჯერად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, კრეისერ „მოსკვას“ კვალს დიდი სადესანტო გემი „ნოვოჩერკასკი“ მიუყვება“, – აღნიშნავს ოლეშჩუკი.

ამასთან, ნიკოლაი ოლეშჩუკმა მადლობა გადაუხადა საჰაერო ძალების პილოტებს და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში.

როგორც საჰაერო ძალებში განმარტავენ, ნოვოჩერკასკის სადესანტო ხომალდს „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გადაჰქონდა.

მათი ძლიერი მხარე ფულია, სუსტი მხარე კი – პოლიტიკური აზროვნება -პოლიტიკა იაგო ხვიჩია „ლელოზე“

მათი ძლიერი მხარე ფულია, სუსტი მხარე კი – პოლიტიკური აზროვნება, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პარტია „ლელოზე“ საუბრისას განაცხადა.

„შესაბამისად თავისი ძლიერი მხარით სუსტ მხარეს დააკომპლექტებდა, მაგრამ პირიქით ხდება – ძლიერ მხარეს ფლანგავს და სუსტ მხარეს უფრო აძლიერებს“, – აცხადებს ხვიჩია.

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ დისტანცირება „ლელომაც“ გადაწყვიტა. მამუკა ხაზარაძეს „ქართული ოცნების“ დამარცხებისა და ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია გაუჩნდა. ხაზარაძისთვის „ლელოა“ ერთადერთი ალტერნატივა, რომელმაც ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

დღეს თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 26 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის  გამზირის (ნაწილობრივ),  26  მაისის  მოედნის,  დიდი დიღმის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ),  პეტრე  იბერის,  გაგარინის,  ალექსიძის,  ბერბუკის,  იყალთოს,  მიროტაძის,  ოჟიოს,  აფაქიძის,  ბალანჩივაძეების,  ნასიძის,  ახალშენის, ჩიქოვანის,  სულხან  ცინცაძის,  მიცკევიჩის,  დოლიძის,  გამსახურდიას,  ბოლქვაძის  და  ხაზინის  ქუჩების  მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პუშკინის,  მანჯგალაძის, გუდიაშვილის,  ვაჩნაძის და  თაბუკაშვილის  ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიქოძის,  ასათიანის,  იაშვილის და ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კეკელიძის და პეტრიაშვილის ქუჩების  მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი  გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ) და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის  მოსახლეობას.

გლდნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის  III მიკრორაიონის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე  II მოედნის,  ყავლაშვილის,  შავთელის,  ჩახრუხაძის და ჩიკვაიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდიაშვილის  მოედნის  მიმდებარე  ტერიტორიის,  კუფტინის,  აბესაძის,  ლერმონტოვის  ანტონ  კათალიკოსის,  ხანძთელის,  საიათნოვას, ბერიძის,  აბო თბილელის,  კოტე  აფხაზის და ჯიბლაძის ქუჩების  მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ტრანსპორტის და სამტრედიის ქუჩების მოსახლეობას.

ახალციხე-ვალეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ76–კმ94 (ახალციხე-ვალე) მონაკვეთზე, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აღდგენილია.

26-28 დეკემბერს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება – ელჩების კონფერენცია გაიმართება

26-28 დეკემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება – „ელჩების კონფერენცია 2023, საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა” გაიმართება.

კონფერენციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი გახსნის და მასში მონაწილეობას მიიღებენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები.

2023 წლის ელჩების კონფერენციის მთავარი ფოკუსი ევროკავშირის გადაწყვეტილება იქნება, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. მონაწილეები კიდევ ერთხელ იმსჯელებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაოების და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ, კანდიდატის სტატუსის პოლიტიკურ, პრაქტიკულ ასპექტებსა და საქართველოს ახლებურ როლზე რეგიონში და ევროინტეგრაციის გზაზე შექმნილ ახალ შესაძლებლობებზე.

ღონისძიების ფარგლებში ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა 2023 წელს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებით გაწეულ სამუშაოებს და 2024 წლის გეგმებსა და ამოცანებს. საუბარი შეეხება რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს როლს რეგიონული მშვიდობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის, სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სამშვიდობო პოლიტიკას, ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობარ სახელმწიფოებთან და სხვა.

სამუშაო სესიების ფარგლებში, ასევე განიხილავენ საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა საკონსულო მომსახურების, სახელმწიფოს მხრიდან ქართული დიასპორის ხელშეწყობის საკითხები და სამინისტროს ინსტიტუციური განვითარების საკითხები.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

26 დეკემბერს ქუთაისში +10 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3. ბათუმშიც წვიმს. დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი. +13 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +2 გრადუსი და თოვლია ნავარაუდევი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც თოვს, ჰაერი +5გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით თოვლი და +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +1 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში თოვლია მოსალოდნელი. დღისით +5, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით თოვლი და +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც თოვს. დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში თოვლი და +4 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +3, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. თოვს.

უნალექო დღე იქნება ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.

გურჯაანშიც ნალექიანი დღეა. დღისით +11 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +10 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღე იქნება რუსთავში. დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

26 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თუ სამსახურში კონფლიქტი წარმოიშვა, ეცადეთ კეთილი სიტყვის დახმარებით მოაგვაროთ. ამ დღეებში თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან და ეცადეთ, მიმდინარე საქმეები ახალ წლამდე დაასრულოთ. მშვენიერი დღეა რომანტიკული ურთიერთობისთვის.

კურო

ამ დღეს კრიტიკას ყურადღება არ უნდა მიაქციოთ. ვიღაც ცდილობს, რომ ამ გზით წონასწორობა დაგირღვიოთ და განწყობა გაგიფუჭოთ და ნუ დაუშვებთ, რომ მიზანს მიაღწიოს. თავადაც აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები და ემოციები, რათა კარგი ადამიანი უნებურად არ შეურაცხყოთ. ხელსაყრელი დღეა მუშაობისთვის – შეიძლება ისეთი საქმეც კი გამოგივიდეთ, რომელსაც დიდი ხანია უშედეგოდ ებრძვით. ამჯერად ყველაფერი გამოგივათ.

ტყუპები

გარშემო მყოფებში მოჭარბებული ემოციურობა და გაღიზიანება იგრძნობა, ამიტომ ნებისმიერ კამათსა და დაპირისპირებას უნდა ერიდოთ. ეცადეთ, სამსახურში განსაკუთრებით მეგობრული იყოთ. დალიეთ ჩაი კოლეგებთან ერთად და რამე გემრიელით გაუმასპინძლდით. მარტოხელა ტყუპებისთვის გამორიცხული არ არის კოლეგასთან ფლირტი. მისი გაგრძელება მხოლოდ თქვენს სურვილზე იქნება დამოკიდებული.

კირჩხიბი

ამ დღეს დილა სტრესული იქნება და ამაში დამნაშავეა არა გარემოებები, არამედ თქვენი განწყობის ცვალებადობა. გამუდმებით გეჩვენებათ, რომ ვიღაც თქვენს დამცირებას ცდილობს. მოვლენების დრამატიზაცია საჭირო არ არის. დღის ბოლომდე ყველაფერი შეიცვლება. უფრო აქტიური გახდებით და დავალების დროულად შესრულებას შეძლებთ. როგორი მაცდურიც არ უნდა ჩანდეს, გირჩევთ ამ დღეს ნებისმიერ შემოთავაზებას უარით უპასუხოთ.

ლომი

შესაძლოა, დილის გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. ამ დღეს საყვარელ ადამიანთან კომუნიკაცია ცოტა დაძაბულია – ერთმანეთისთვის გამუდმებით რაღაცის დამალვა და თუნდაც უმნიშვნელო ტყუილი ნდობას ნელ-ნელა საძირკველს უთხრის. დღის მეორე ნახევარი შესაფერისი დროა განმარტოებით ფიქრის ან სახლის საახალწლოდ მორთვისთვის.

ქალწული

კონფლიქტებს სახლშიც და სამსახურშიც უნდა ერიდოთ. გირჩევთ, მიღებული წინადადებები ყურადღებით შეისწავლოთ და ფიქრისთვის დრო ითხოვოთ. თუ საჭიროა, რჩევა გამოცდილ ადამიანებს სთხოვეთ, რათა სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. მარტოხელა ქალწულებისთვის ხელსაყრელი დღეა რომანტიკული პაემნისთვის, დაქორწინებულმა ქალწულებმა კი ჯობს, პარტნიორთან კამათისგან თავი შეიკავონ.

სასწორი

შეხვედრებითა და ურთიერთობებით სავსე, აქტიური დღეა. მთავარია ზედმეტი არ თქვათ, რათა მოწინააღმდეგე არ განაწყენოთ. საახალწლო საჩუქრების შესარჩევად მშვენიერი დღეა, ამიტომ შეგიძლიათ საღამოს მაღაზიებში გაისეირნოთ. ეცადეთ, უფრო კომუნიკაბელური იყოთ – ეს საჭირო ადამიანებთან ურთიერთობის დამყარებაში დაგეხმარებათ.

მორიელი

შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა – შეძენილი ნივთებით მალე იმედგაცრუებული დარჩებით. დღეს გამორიცხული არ არის, რომ სხვისი პრობლემების მოგვარება მოგიწიოთ, მაგრამ არ უნდა ინერვიულოთ, ოდესმე ვინმე თქვენც დაგეხმარებათ. შესაძლოა, რაღაც დაუგეგმავმა მოვლენამ ცოტა ხნით ყურადღება გაგიფანტოთ, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანას მაინც შეძლებთ.

მშვილდოსანი

შესაძლოა, გეგმების შეცვლა მოგიწიოთ, მაგრამ არ ინერვიულოთ, ყველაფერი რაც ხდება, უკეთესობისკენაა. გირჩევთ, შემოსულ ინფორმაციას კრიტიკული თვალით შეხედოთ და რამდენჯერმე გადაამოწმოთ. გირჩევთ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას მეტი დრო დაუთმოთ.

თხის რქა

შესაძლოა, ზოგმა თხის რქამ გარშემო მყოფთა იმედები ვერ გაამართლოს, მაგრამ ნუ ინერვიულებთ, რადგან ყველაფერს სწორად აკეთებთ. მთავარია, საკუთარ გზას გაჰყვეთ და სხვის ცხოვრებაში არ ჩაერიოთ. ეცადეთ, საკუთარი გეგმები საიდუმლოდ შეინახოთ. ხელსაყრელი დღეა დამოუკიდებელი მუშაობისთვის. მთლიანობაში, ეს დღე ნაყოფიერად ჩაივლის, მით უმეტეს, თუ წვრილმან გაუგებრობებზე არ მოცდებით.

მერწყული

თუ თქვენთვის მტკივნეულ პრობლემებზე ვინმესთან ლაპარაკი გსურთ, ეცადეთ, ისეთი თანამოსაუბრე მოძებნოთ, რომელიც თქვენს საიდუმლოს არ გაამხელს. განწყობა სწრაფად გეცვლებათ, ამიტომ მნიშვნელოვანი საქმეების დაწყებისგან თავის შეკავება ჯობს. თუ სახლი საახალწლოდ არ მოგირთავთ, დღეს ამისთვის ხელსაყრელი დღეა.

თევზები

ამ დღეს თქვენს მომხიბვლელობას ვერავინ უძლებს. ეცადეთ ამით ისარგებლოთ და კოლეგებს დახმარება, მენეჯმენტს კი ბონუსი ან დასვენება სთხოვოთ. შესაძლოა საინტერესო შეთავაზება მიიღოთ, მაგრამ სანამ დათანხმდებით, საკუთარ თავს ფიქრის დრო უნდა მისცეთ. საღამო შესაფერისია ოჯახური შეკრებებისთვის.

“მე მინდამ” არ უნდა გადაყლაპოს „მე უნდა” -გია მურღულია

„მე მინდამ” არ უნდა გადაყლაპოს „მე უნდა”. ეგოისტებს წარმატებული ქვეყანა არსად აუშენებიათ,- ამის შესახებ ფილოლოგი, გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.

„როგორც ამბობენ, ადამიანი “აღუვსებელი საწყაულია” – მის სურვილთა ყულაბა არასდროს იცლება.
ერთს შეისრულებს, მეორე ებადება, მეორეს შეისრულებს – მესამე და ასე დაუსრულებლად – სიკვდილამდე.
თუ ამ სურვილებს ვერ ისრულებს, უბედური ხდება, დეპრესიაში ვარდება, ჰგონია, რომ ღმერთმაც მიატოვა და ადამიანებმაც.

რუსთველი კი ასწავლის: “რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა”, ანუ შენს სურვილებს მონად ნუ დაუდგები, თავად გაუბატონდიო, მაგრამ მას ვინღა უსმენს?!

ბევრს უკვე მოსწონს კიდეც, აღუსრულებული სურვილებით რომ იტანჯება და მსოფლიო სევდის მიმდევართა რიგში დგება.
ამიტომ არის საჭირო ნებისყოფა, რომლის გარეშეც სრულფასოვანი პიროვნება საერთოდ არ არსებობს.

ჩვენ რამეს ვაკეთებთ, ბავშვებში ნებისყოფა რომ ჩამოვაყალიბოთ და განვავითაროთ? – არა, “უფრო მნიშვნელოვანი” საქმეები გვაქვს.

სხვა უნარებზეც უნდა ვფიქრობდეთ:

მოქმედების ალგორითმის გააზრებაზე, შრომის კულტურაზე, მიზანსწრაფვაზე, წარუმატებლობის მიმართ მდგრადობაზე, მყარ პასუხისმგებლობაზე…

ამათ გარეშე არც წესიერი ადამიანი არსებობს, არც ოჯახი, არც საზოგადოება და არც სახელმწიფო.

ოჯახიც ამაზე უნდა ზრუნავდეს და სკოლაც.

“მე მინდამ” არ უნდა გადაყლაპოს “მე უნდა”.

ეგოისტებს წარმატებული ქვეყანა არსად აუშენებიათ.

მარტო ცოდნა საკმარისი არ არის, თუ მას ნებისყოფა, პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და მომავლის ხედვა არ წარმართავს.

ქართველებმა ამაზე უნდა ვიფიქროთ, თუ გვსურს “დავდგეთ ერად სხვა ერთა შორის”.

ყოველდღიურად დიდი გარჯა გვმართებს, სასურველ წარმატებას რომ მივაღწიოთ.
აბა, დასვენება და გართობაო? – იკითხავს ზოგიერთი.

მაგას დამსახურება უნდა”,- წერს გია მურღულია.

საქართველოს მთავრობა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯების შესრულების სამოქმედო გეგმას აქვეყნებს

საქართველოს მთავრობამ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯების შესრულების სამოქმედო გეგმის დოკუმენტი გამოაქვეყნა.

დოკუმენტში, რომელიც ევროკომისიაში უკვე გადაიგზავნა, ჩამოთვლილია ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯები, განსახორციელებელი აქტივობები, ვადები და პასუხისმგებელი უწყებები. დოკუმენტი საქართველოს მთავრობის გვერდზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტის თანახმად, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯებია:

  1. ევროკავშირისა და მისი ფასეულობების საწინააღმდეგო დეზინფორმაციასთან, გარე საინფორმაციო მანიპულაციებსა და ჩარევასთან ბრძოლა;
  2. ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს დაახლოების გაუმჯობესება;
  3. შემდგომი მუშაობა პოლიტიკური პოლარიზაციის დასაძლევად, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მეტად ინკლუზიური საკანონმდებლო პროცესის უზრუნველყოფის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე;
  4. თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით 2024 წელს, და ეუთო-ოდირის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. არჩევნების დღემდე გაცილებით ადრე საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩევლის ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
  5. საპარლამენტო ზედამხედველობის აღსრულების შემდგომიგაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუციების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების კომისიის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა;
  6. ჰოლისტიკური და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმის ჩათვლით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად განხორციელებისა და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფის გზით;
  7. ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პირად მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტიანობის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შემდგომი უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან მიმართებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება ინკლუზიური პროცესის გზით; კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საქმეების გამოძიების ძლიერი გამოცდილების შექმნა;
  8. დეოლიგარქიზაციის არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება მრავალსექტორული, სისტემური მიდგომის განსახორციელებლად, ვენეციის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის წარმოებით, რომელშიც ჩართულები იქნებიან ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება;
  9. ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესება, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის ამბიციური სტრატეგიის განხორციელების და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის გზით. მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებების დაწყება ინციდენტებზე, რომლებიც ეხება დაუცველი ჯგუფების, მედიის სფეროში მომუშავე პროფესიონალებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების უსაფრთხოებას, და ძალადობაში დამნაშავე პირებისა და ორგანიზატორების გასამართლება. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების წარმოება და თანამშრომლობა, რაც მათ საშუალებას მისცემს არსებითად ჩაერთონ საკანონმდებლო და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში, და მათი თავისუფალი მუშაობის უზრუნველყოფა.

რაც შეეხება განსახორციელებელ აქტივობებს, ესენია:

  • საქართველოს მთავრობის კომუნიკაციის კამპანიის სამოქმედო გეგმის შემუშავება საქართველოში ევროკავშირისა და მისი ღირებულებების ხელშეწყობის მიზნით.
  • სამოქმედო გეგმის განხორციელება.
  • ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) ფარგლებში ევროკავშირის პოზიციებთან მიერთების მაჩვენებლის გაუმჯობესება.
  • არსებული პრაქტიკის საფუძველზე, აქტიური თანამშრომლობის გაგრძელება ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან, რათა საქართველოს ტერიტორია არ იქნას გამოყენებული ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციებისგან თავის არიდების მიზნით, მათ შორის გაგრძელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რეგულარული ანგარიშგება ევროკომისიის (FISMA, DG TAXUD), აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს შესაბამის უწყებეთან არსებული საკომუნიკაციო არხებით, სანქცირებული და სენსიტიურ საბაჟო კოდებზე საბაჟო ოპერაციების სანქციებთან შესაბამისობის თაობაზე.
  • ყველა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიის ჩართვა ევროინტეგრაციის და სხვა ძირითად რეფორმებთან დაკავშირებულ სამუშაო ფორმატებში. საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოებასთან (საქართველოს ეროვნულ პლატფორმასთან ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში) თანამშრომლობის გაგრძელება.
  • 2024 წლის არჩევნებზე ეუთო/ოდირი-ს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევა.
  • ხელისუფლების შესაბამის ორგანოებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობისთვის სამუშაო ფორმატების შექმნა.
  • საარჩევნო კოდექსში პარტიების/არჩევნების დაფინანსების საკითხზე ცვლილებების შეტანა (პოლიტიკური პარტიებისთვის იურიდიული პირების შემოწირულობების აკრძალვა; მშპ-თან მიმართებით წლიური ხარჯების ზედა ჭერის შემცირება).
  • რეგულარული დიალოგის ხელშეწყობა ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ზედამხედველობის პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.
  • საპარლამენტო ნდობის ჯგუფის შემადგენლობის შევსება.
  • სამუშაო ფორმატის შექმნა ყველა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით სასამართლო და პროკურატურის რეფორმის საკითხებზე. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განახლება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება.
  • საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით, რომლებიც 15 დეკემბერს გამოქვეყნდება. ყველა საპარლამენტო პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციასთან შეხვედრების გამართვა ამ ორგანოების წლიური ანგარიშების განსახილველად.
  • დეოლიგარქიზაციის გეგმის დამტკიცება საპარლამენტო პოლიტიკური პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ. (ცნობა: 2023 წლის 22 ნოემბერს, თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, პარლამენტმა სამოქმედო გეგმა წარადგინა და განიხილა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს, ეროვნულ პლატფორმასთან მესამე ერთობლივ კონფერენციაზე.)
  • საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრების გამართვა დეოლიგარქიზაციის გეგმის განხორციელების ეფექტიანი მონიტორინგის მიზნით.
  • სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების გაერთიანებული შეხვედრა. შეხვედრაზე განხილული იქნება ადამიანის უფლებების დაცვის 2024-2026 წწ. ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი.
  • ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წწ. ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცება საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ.
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან შეხვედრების გამართვა მიმდინარე გამოძიებებზე; ევროკომისიისთვის ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიწოდება გამოძიებებთან დაკავშირებით.
  • არასამთავრობო ორგანიზაციებთან რეგულარული შეხვედრების გამართვა საკანონმდებლო და პოლიტიკის ფორმულირების პროცესებში მათი ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით.