Home Blog Page 1850

სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი უკრაინას

აშშ-მა უკრაინას 1.3 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტი გამოუყო. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს.

დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის კრიტიკულად მნიშვნელოვან შესაძლებლობებსა და საბრძოლო მასალებს.

კერძოდ, სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შედის NASAMS-ის 4 საზენიტო სარაკეტო სისტემა და მათთვის საბრძოლო მასალა, 152 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები, TOW-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და ზუსტი მართვადი საავიაციო საბრძოლო მასალა.

20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
რთული და წინააღმდეგობრივი დღეა. ვარსკვლავების არახელსაყრელმა განლაგებამ შესაძლოა, თქვენგან ურთიერთობაში მაქსიმალური მოქნილობა და სიტუაციის მიხედვით მოქმედების ტაქტიკის შეცვლა გამოიწვიოს. შესაძლოა, ვითარება მოულოდნელად თქვენს სასარგებლოდ შეიცვალოს. მზად იყავით მეგობრებთან და ახლობლებთან სერიოზული პრობლემებისთვის. გამორიცხული არაა პრობლემები შვილებთანაც. დიდი ძალისხმევა მოგიწევთ, რომ მშობლის ავტორიტეტი გადაირჩინოთ.

 

კურო
დილიდან გაუგებრობები გელით. მოსალოდნელია ახლობელ ადამიანებთან დაკავშირებული უსიამოვნო ცნობა და პროფესიულ საქმიანობაში წარუმატებლობა. დროთა განმავლობაში პრობლემები მოგვარდება, ხოლო თქვენ წონასწორობასა და ხალისს დაიბრუნებთ.

 

ტყუპები
მძიმე და დაძაბული დღეა. ოჯახურ ურთიერთობებში ან პარტნიორებთან მოსალოდნელია ცრუ დაპირებები და პრობლემები. სავარაუდოდ, ახალი გატაცება გელით, რომელიც წყენით და ცრემლებით დასრულდება. მამაკაცებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ელით.

 

კირჩხიბი
ამ დღეს გრძნობების უჩვეულო გამოცოცხლება გელით. დაძაბულობას მხოლოდ საყვარელი საქმიანობა მოგიხსნით, ამიტომ ყველა საქმე დღის მეორე ნახევრისთვის გადადეთ. საღამო ბავშვებთან ერთად გაატარეთ.

 

ლომი
სულიერი განწმენდისა და ფილოსოფიურ პრობლემებში ჩაღრმავების დღეა. ნებისმიერი საქმე, რომელიც აქტიურ მოქმედებებს ან გადამჭრელ მოქმედებებს მოითხოვს, მძიმე ტვირთად დაგაწვებათ. გირჩევთ, ამ დღეს მოწყალება და დიდსულოვნება გამოიჩინოთ. გაითვალისწინეთ, რომ თხოვნაზე უარის თქმა არ შეიძლება.

 

ქალწული
სავარაუდოდ, ბავშვებისა და ახლო ნათესავების ინტერესები თქვენგან მეტ ყურადღებას მოითხოვს. სიბრძნე და მოთმინება გამოიჩინეთ. სწორედ ამ დღეს შეძლებთ ოჯახური პრობლემის გადაჭრას, რომელიც დიდხანს გაწუხებთ. ხელსაყრელი დღეა კოლექტიური საქმიანობისთვის, ფიზიკური დატვირთვისა და სუფთა ჰაერზე დასვენებისთვის.

 

სასწორი
ცდუნებების დღეა. სავარაუდოდ, მხიარული წვეულება გელით, რომელიც ძალიან დიდხანს დაგამახსოვრდებათ და უამრავ სასიამოვნო წუთს გაჩუქებთ. არაფერზე იდარდოთ. ყველა თავგადასავალი წარმატებით დასრულდება.

 

მორიელი
სავარაუდოდ, შარშანდელი ზაფხულის მოვლენები თქვენს ჯანმრთელობასა და განწყობაზე სერიოზულ გავლენას მოახდენს. მნიშვნელოვანი საკითხების წარმატებით დასრულება სიმშვიდესა და ხვალინდელი დღის რწმენას შეგმატებთ. გამორიცხული არაა ახალი გეგმები და იმედები. ამ დღეს მხოლოდ ჩვეული და კარგად ნაცნობი საქმეებით დაკავდით.

 

მშვილდოსანი
გაითვალისწინეთ, ამ დღეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ფულის დაბანდება და შოპინგი – ვარსკვლავების არახელსაყრელმა განლაგებამ შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ.

 

თხის რქა
ხელსაყრელი დღეა კოლექტიური ღონისძიებებისთვის, ფიზიკური დატვირთვისა და სუფთა ჰაერზე სეირნობისთვის. სავარაუდოდ, სწორედ ამ დღეს შეძლებთ ოჯახური პრობლემის გადაჭრას, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. ხელსაყრელია ოჯახური ურთიერთობები და რომანტიკული თავგადასავლები.

 

მერწყული
ეს დღე ილუზიებსა და თავის მოტყუებას განასახიერებს. მერკურის რეგრესიული მოძრაობა კომერციულ ოპერაციებში არახელსაყრელი იქნება. შოპინგი უკეთესი დროისთვის გადადეთ. სამთავრობო სტრუქტურებთან და საბუთებთან ურთიერთობის დროს ნუ აჩქარდებით და ნებისმიერ წვრილმანს ყურადღება მიაქციეთ. პარტნიორებს ბრმად ნუ ენდობით.

 

თევზები
მშვიდი და ჰარმონიული დღეა. სასურველია, სიტუაცია ფხიზლად შეაფასოთ და აუცილებელი დასკვნები გააკეთოთ. საშუალება მოგეცემათ, პრობლემები წარმატებით დაძლიოთ. თუ შინაური ცხოველი გყავთ, ეცადეთ, მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ.

“მარტო დავამარცხებ ქართულ ოცნებას“ – არ გამოდის”- მანჯგალაძე

თუ ვინმე ამბობს: „მარტო დავამარცხებ „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე“ – არ გამოდის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებში პროდასავლურმა ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ უნდა მოუგოს.

„მოქალაქეს აინტერესებს ცვლილება და იმ პრობლემებიდან და სიდუხჭირიდან ამოსვლა, რომელიც შეუქმნა „ქართულმა ოცნებამ“. როდესაც ამ ისტორიულ შანსს ვკარგავ, არაგულწრფელი ვიქნები, არასამართლიანი ვიქნები თუ ვიტყვი, რომ აქეთ არის საქართველოს ისტორიული შანსი, საქართველოს გადარჩენის ამოცანა და – „კი გადავარჩენ საქართველოს, მაგრამ თუ 5 ნომერი იქნება, ვერ გადავარჩენ“ – ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ არ იფიქროთ, რომ სხვის ბოსტანში ვისროდე კენჭებს, ან ქვებს. „ლელოც“ ძლიერი პლატფორმა უნდა იყოს და იმას, რასაც ჩვენ ვერ დავფარავთ ჩვენი ერთობით თუნდაც, დანარჩენზე გავიდეს „ლელო“ , გახარიაც იყოს. „ქოციდან“ წამოსული ადამიანი შეიძლება ნაცების და ჩვენს პლატფორმაზე არ მოვიდეს. ჩვენ გვჭირდება პლატფორმები. პროდასავლურმა ოპოზიციამ უნდა მოვუგოთ „ქართულ ოცნებას“.

თუ საკითხი მოითხოვს იმას – ქვეყანა გადარჩეს, თუ ჩემი პირველი ნომერი – მირჩევნია საქართველო გადარჩეს. მთავარი პრობლემაა „ქართული ოცნება“, მე მართლა მინდა ყველა პროდასავლურმა ოპოზიციამ აიღოს მაქსიმალური შედეგი, რომ ჯამში მოვუგოთ „ქართულ ოცნებას“, თუ ვინმე ამბობს, რომ – მარტო დავამარცხებ „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე – არ გამოდის, რადგან მაშინ ერთმა პარტიამ უნდა აიღოს 50%-ზე მეტი და ღმერთმა ქნას საქართველოში არსებობდეს პარტია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე აიღებს 50%-ს და მარტო დაამარცხებს „ქართულ ოცნებას“.

მერაბიშვილთან დაკავშირებითაც ვიტყვი, არ ვმალავ რამდენჯერმე „ნაციონალური მოძრაობა“ იყო „სტრატეგია აღმაშენებელში“ მოსული და რამდენჯერმე ჩვენ ვიყავით – მე მაგალითად, მაგიდასთან არ მინახავს ხაბეიშვილს დაერეკოს ვინმესთან მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის დროს. ქარის წისქვილებს დონ კიხოტივით ვებრძოლო – „მერაბიშვილი, სად არის, სად არის?!“, არ მინახავს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

,,კიდევ არის ბევრი ისეთი რაღაც, რის შესახებ ჩვენ უბრალოდ ინფორმაცია არ გვაქვს“, – ეკა სეფაშვილი

მესამე პრეზიდენტის ოჯახი თურმე რამდენ თანხებს ხარჯავს იმისათვის, რომ არა მარტო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ააგორონ საერთაშორისო მასშტაბით ფეიკ-პიარკამპანია, არამედ ისინი ითხოვენ და ამაში ჩართულნი არიან აშშ-ს, ბრიტანეთის, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები და მათთან კოორდინაციით ცდილობენ, მიაღწიონ საქართველოს დასანქცირებას, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

სეფაშვილის თქმით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა რომ „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

„ამ ინფორმაციის გამოქვეყნებით ახალი არაფერი არ გაგვიგია. უბრალოდ ეს არის დადასტურება იმ ინფორმაციის, დასკვნებისა და პოზიციისა, რასაც ჩვენ ისედაც ვსაუბრობდით. მე ვიტყოდი სამარცხვინოა და ეს არის ძალიან რბილად ნათქვამი. მესამე პრეზიდენტის ოჯახი თურმე რამდენ თანხებს ხარჯავს იმისათვის, რომ არა მარტო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ააგორონ საერთაშორისო მასშტაბით ფეიკ-პიარკამპანია, არამედ ისინი ითხოვენ და ამაში ჩართულნი არიან აშშ-ს, ბრიტანეთის, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები და მათთან კოორდინაციით ცდილობენ, მიაღწიონ საქართველოს დასანქცირებას. ეს არის ყველაზე აღმაშფოთებელი საქციელი, რაც ჩვენ შეიძლება ამ ვებ-გვერდიდან მიღებულ ინფორმაციაში ამოვიკითხოთ. ასევე, ძალიან სამარცხვინოა ის, რომ ფეიკ-კამპანიის ფარგლებში დეზინფორმაცია და ასეთი ლობისტური საქმიანობიდან გამომდინარე, მათ მიერ გავრცელებული ფეიკ ინფორმაციები გაევრცელებინათ ისეთი წამყვანი მედია-საშუალებებით, როგორიც არის „The guardian“ „Politico“ და ა.შ.. ერთია, რომ მიშა სააკაშვილის ოჯახი ფულს იხდის ამ ყველაფერში. მეორეა, ამ გარიგების მეორე მხარე, რომელიც იღებს ფულს იმისათვის, რომ ამ ყველაფერში ხელი შეუწყონ, უწერენ ევროპარლამენტარებს ტექსტებს, აწყობენ ტყუილ ბრალდებებს, ავრცელებენ ფეიკ-ინფორმაციებს „Tweeter“- ში, მედიაში და ა.შ… სხვადასხვა საშუალებებში. უტიფარი, დეზინფორმაციული, საქართველოს რეპუტაციისათვის დამაზიანებელი ინფორმაციების უკან, როგორც აღმოჩნდა, ამ ინფორმაციით დგას კარგად კოორდინირებული ერთი ხელი, რომელიც ამ ყველაფერს აწარმოებს. ეს არის დაქირავებული ლობისტური კომპანია”, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის დღევანდელ განცხადებაზე, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე მიმართავს იმ ევროპარლამენტარებს, რომლებმაც საქართველოს საწინააღმდეგო კამპანია წამოიწყეს.

ეკა სეფაშვილის თქმით, ოპოზიციამ პაპუაშვილის განცხადება მაშინვე ანტიდასავლურად მონათლა, რადგან მათთვის ანტიდასავლურია განცხადებები, რომლებიც საქართველოს ინტერესებს გამოხატავს.

„ბატონი შალვა პაპუაშვილის მსგავსი ტიპის განცხადება პირველი არ არის. პასუხი ევროპარლამენტარებისაგან ჩვენ არ მიგვიღია, სამაგიეროდ, მივიღეთ ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან განცხადებები – თურმე ეს ანტიდასავლური განცხადებაა. თურმე ანტიდასავლურია განცხადება, როდესაც ადამიანი და ამ შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს საკუთარ ქვეყანაზე და საკუთარი სამშობლოს იმიჯზე. რადიკალური და ხშირ შემთხვევაში, ექსტრემისტული ოპოზიციის წარმომადგენლები იმდენად უსუსურები არიან თავიანთ ნარატივში, ბრალდებებში, რომ სხვა არაფერი არ დარჩენიათ, რომ ყველაფერზე იძახიან რუსულია, ანტიდასავლურია იმიტომ, რომ არგუმენტი და მტკიცებულება არ აქვთ, ეს არის ერთადერთი რამ, რითაც მათ შეუძლიათ თავი იმართლონ საზოგადოების და თუნდაც, საკუთარი თავის წინაშე. თუმცა ესეც ძალიან სუსტი არგუმენტია, ფაქტობრივად, ეს არაა არგუმენტი. რაც მთავარია, ამ ყველაფრიდან ჩვენ ეს ინფორმაცია გავიგეთ ამერიკული კანონის „FARA“-ს მეშვეობით. კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად გამოჩნდა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის მოწესრიგებას ჩვენ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, გასაგებია, რატომ ატყდა ასეთი დიდი პანიკა საქართველოში, როდესაც ჩვენ შევეცადეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას. ადვილი წარმოსადგენია, თუ რა სახის და მოცულობის უცხოური ჩარევები გამოაშკარავდებოდა, ეს კანონი რომ ძალაში იყოს. ახლა, რა თქმა უნდა, ვიგებთ გარკვეულწილად, თუმცა სრულ მასშტაბებზე წარმოდგენა არ გვაქვს. იგივე „FARA“-ში დაფიქსირებული მილიონ-ნახევარი დოლარის იქეთ კიდევ რა თანხები არის არ ვიცით; ევროპაში რა დაიხარჯა, ან თუნდაც საქართველოში რა დაიხარჯა, ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ასევე ძნელი მისახვედრი არაა, როდესაც ასეთი ჩანაწერებია ლობისტური საქმიანობის ჩანაწერში, იმის იქით სავარაუდოდ, კიდევ არის ბევრი ისეთი რაღაც, რის შესახებ ჩვენ უბრალოდ ინფორმაცია არ გვაქვს“, – განაცხადა სეფაშვილმა.

,,მოდი, საზოგადოებას სიმართლე ვუთხრათ”- ყაველაშვილი

„საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ ევროპარლამენტარები ჩვეულებრივი მოკვდავები არიან, რომლებთან მიმართებითაც ლობიზმის კანონი მოქმედებს, ანუ მათი დაფინანსება ჩვეულებრივად შეიძლება.“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან განაცხადა.

 

მისი თქმით, „ხალხის ძალამ“ სწორედ მსგავსი პროცესები ამხილა და არ მოერიდა არავის კრიტიკას, მათ შორის, არც ევროპარლამენტარების.

 

„თქვენი აზრით, რა ავალდებულებს ამ 44 ევროპარლამენტარს, როცა ხელს აწერენ მოწოდებას, რომ სააკაშვილი ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში გადაიყვანონ სამკურნალოდ? რა აიძულებთ, რომ ღირსებას, რეპუტაციას, თავიანთ სახელს გვერდზე დებენ? მოდი, საზოგადოებას სიმართლე ვუთხრათ: ეს არის ის, რამაც მარტის მოვლენები გამოიწვია, როცა გამჭვირვალობის შესახებ კანონზე ამბები ატყდა. როგორ შეიძლება უბრალო მოქალაქეს ნებისმიერი ინსტიტუციის გამჭვირვალობა არ სურდეს, რომელიც მის ქვეყანაში ფუნქციონირებს? მაგრამ, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც სხვადასხვა აქტივობას გეგმავენ, გადაწყვიტეს, რომ თურმე მათი საქმიანობა არ შეიძლება საზოგადოებისთვის ცნობილი იყოს და ამიტომ გამოიწვიეს ასეთი ვნებათაღელვა.

 

საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ ეს 44 ევროპარლამენტარი ჩვეულებრივი მოკვდავები არიან, რომლებთან მიმართებითაც ლობიზმის კანონი მოქმედებს, ანუ მათი დაფინანსება ჩვეულებრივად შეიძლება. ამერიკაში ეს საკითხი არ იმალება, ევროპის დეპუტატებთან კი გასარკვევია. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩავეძიებით, ევროპელებთანაც ვნახავთ, რომ პოლიტიკური პროცესის ლობიზმში მათთვის გადახდილია თანხები. ეს ადამიანები სხვადასხვა საკითხზე არიან ხელმომწერები იმიტომ, რომ ჩართულნი არიან ლობიზმში და მათთვის გადახდილია თანხა. მათ სულ არ ანაღვლებთ, საქართველოში როგორ შეაფასებენ. ფიქრობენ, რომ არავინ იცნობს მათ საქართველოში, შეგროვებულია მასალა, რაზეც ხელი უნდა მოაწერონ და რა უჭირს, თუ ამაში თანხას აიღებენ? თან, ეს ყველაფერი იქ კანონიერად არის და მხარის დაჭერა თანხის სანაცვლოდ შესაძლებელია. ამაზე ღიად უნდა ვისაუბროთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენს საზოგადოებას აღარ გაუჭირდება, რომ მარტივად შეაფასოს ყველაფერი.

 

„ხალხის ძალა“ არ მოვერიდეთ კრიტიკას, მათ შორის, ევროპარლამენტარების და ყველაფერს თავისი სახელი ვუწოდეთ. სიმართლეზე დავიწყეთ საუბარი და ყველაფერი მკაფიო გავხადეთ. აშშ-ის FARA-ს კანონით ისიც გავიგეთ, რომ საკმაოდ სოლიდური თანხა ჰქონდათ გადახდილი პიარ-ჯგუფისთვის. სააკაშვილზე დადგმული რეპორტაჟები გავიდა CNN-ზე და BBC-ზე, რისთვისაც  მან წინასწარგანზრახვით, წვერი მოუშვა, „ბომჟს“ რომ დამსგავსებოდა. ამ სიუჟეტებს მთელ მსოფლიოში ყველა მედიასივრცე აქვს მოვლილი. ეს შეკვეთილი სიუჟეტებიც ვამხილეთ. შესაბამისად, აღარაფერი დარჩა ღირებული და ავტორიტეტი, რომელთანაც დაპირისპირება არ შეიძლება. დღეს მით უმეტეს, სოციალურ ქსელების ეპოქაში, შეუძლებელია რაიმეს დამალვა.“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

,,საკუთარი თავი არა მხოლოდ რუსეთისგან გვქონია დასაცავი, არამედ – პარტნიორებისგანაც” – ხუნდაძე

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაციის გამოქვეყნებას განცხადებით ეხმაურება.

 

როგორც დიმიტრი ხუნდაძე წერს, თუკი ამერიკისა და ევროპარლამენტის მაღალი რანგის თანამდებობის პირები ფულის სანაცვლოდ ამ ბინძურ პოლიტიკურ თამაშში ერთვებიან, მაშინ დეზინფორმაცია სწორედ მათგან მომდინარე ყოფილა.

 

„თუ დასავლეთისთვის მიხეილ სააკაშვილი უფრო ღირებულია, ვიდრე საქართველო და კანონის უზენაესობა, მაშინ პრობლემა თავად დასავლეთს ჰქონია.

 

თუკი სისხლის სამართლის დამნაშავე ჰუმანიტარული მიზნით უნდა გათავისუფლდეს და მისი ბიოლოგიური მასალა „საერთაშორისო სანდოობის“ ევროპელმა ექიმებმა წინდებით უნდა ატარონ, თუკი დიდი ფულის ფასად ამ ყველაფრის ლობიზმში ევროპარლამენტარებმა რეზოლუციები უნდა „აცხონ“ და სანქციები არიგონ, მაშინ საკუთარი თავი არა მხოლოდ რუსეთისგან გვქონია დასაცავი, არამედ – პარტნიორებისგანაც.

 

კარგად გვესმის, რომ უკრაინაში ომი სასურველი შედეგით უნდა დასრულდეს,  მაგრამ თუ წინასწარ დაწერილი სცენარი საქართველოს ინტერესებს უგულებელყოფს, ასეთ შემთხვევაში ჩვენი არჩევანი საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა იქნება.

 

თუკი ამერიკისა და ევროპარლამენტის მაღალი რანგის თანამდებობის პირები ფულის სანაცვლოდ ამ ბინძურ პოლიტიკურ თამაშში ერთვებიან, მაშინ დეზინფორმაცია სწორედ მათგან მომდინარე ყოფილა.

 

და რადგან მიხეილ სააკაშვილის ლობისტები დასავლეთშიც და საქართველოშიც მხოლოდ დეზინფორმაციით იბრძვიან, მათი ბრძოლის შედეგი მოახლოებულ არჩევნებში ბევრად უფრო მწვავე იქნება, ვიდრე – 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ხალხი პოლიტიკოსებს ასეთ ტყუილებს არასოდეს პატიობს.“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

 

ცნობისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.

 

როგორც ირკვევა, ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტების შედგენილია.

რომელი ქვეყნები ყიდულობენ რუსულ ნავთობს

საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს (IEA) ცნობით, რუსეთის ნავთობის ექსპორტმა ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია აპრილში, 2022 წლის თებერვლის შემდეგ. რუსეთი აპრილში დღეში საშუალოდ 8,3 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტს ახორციელებდა, რაც მარტთან შედარებით 50 000 ბარელით გაიზარდა.

რუსეთიდან ნავთობის ექსპორტი 2022 წლის თებერვლის შემდეგ დაეცა 7,4 მილიონ ბარელამდე დღეში, სანქციებით კი მისი ვაჭრობა დაზარალდა.

IEA-ს ყოველთვიური ანგარიშის მიხედვით, ეს ზრდა შეესაბამება რუსეთის გაზრდილ ძალისხმევას ბაზრების ძიებასთან დაკავშირებით იმ ქვეყნებში, რომლებსაც ჯერ კიდევ არ დაუწესებიათ სანქციები უკრაინის ომის გამო. რუსეთის ბაზრის გადანაცვლება აღმოსავლეთისაკენ აპრილში რუსული ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 80% მიდიოდა ინდოეთსა და ჩინეთში, რაც წარმოადგენს IEA-ს ყოველთვიური ანგარიშების მიერ დაფიქსირებულ ტენდენციას. BBC-ის მოხსენების თანახმად, ინდოეთის ნავთობის იმპორტი ათჯერ გაიზარდა. ინდოეთი ნავთობის სიდიდით მესამე იმპორტიორია მსოფლიოში. ამავდროულად, ევროკავშირის ნავთობის იმპორტი შემცირდა. ის სტაბილური იყო 0,6 მილიონ ბარელზე დღეში აპრილში მესამე თვის განმავლობაში, რუსეთზე სანქციების განმეორებითი რაუნდის ფონზე.

ევროკავშირის სანქციების პირველი რაუნდი რუსეთის ნედლ ნავთობზე ამოქმედდა 2022 წლის დეკემბერში, ხოლო მეორე, რომელიც ეხება რაფინირებულ ნავთობს, თებერვალში. არსებობს დროებითი გამონაკლისი მილსადენებით ნედლი ნავთობის იმპორტისთვის ევროკავშირის ქვეყნებში, რომლებიც ზედმეტად არიან დამოკიდებულნი რუსეთის ნავთობის მიწოდებაზე. თუმცა, რუსული ექსპორტის ზრდამ კრიტიკა გამოიწვია – ინდოეთს ადანაშაულებენ იმაში, რომ ეხმარებოდა მოსკოვს ევროპული სანქციებისგან თავის არიდებაში.

ბორელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ინდური ფირმები ყიდულობენ რუსულ ნავთობს და ყიდიან რაფინირებულ პროდუქტს. თუმცა, ბორელმა თქვა, რომ ინდოეთი ყიდის “რადგან ვიღაც ყიდულობს”. და რომ ევროკავშირმა უნდა აკონტროლოს მყიდველები. ინდოეთის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს ცნობით, ინდოეთის ძირითადი საექსპორტო ბაზრები მოიცავს ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანას, მათ შორის ნიდერლანდებს, გერმანიას, იტალიას და საფრანგეთს. ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ს ჯაიშანკარი ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა ბორელის განცხადებას და მოუწოდა ევროკავშირს, დაფიქრდეს საკუთარ წესებზე.

„ნახეთ ევროკავშირის საბჭოს რეგულაციები, რუსული ნედლეული არსებითად ტრანსფორმირებულია მესამე ქვეყანაში და აღარ განიხილება როგორც რუსული“, – უპასუხა ჯაიშანკარმა. “მე მოგიწოდებთ, გადახედოთ საბჭოს დებულებას.” ინდოეთი და რუსეთი მზად არიან გაზარდონ ვაჭრობა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილებოდეს იმპორტი, როგორც “ომის დაფინანსების პირდაპირი გზა”.

,,ეს აზიანებს საქართველოს ინტერესებს, საქართველოს სახელმწიფოს“- მაკა ბოჭორიშვილი

ამ ანგარიშების ნახვის შემდეგ, მგონი აღარავის უნდა ჰქონდეს კითხვა, რომ კამპანია „თავისუფლება მიშას“ თავის თავში გულისხმობს საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებულ ლობისტურ კომპანიებთან დაკავშირებით განაცხადა.

ბოჭორიშვილის განმარტებით, „ყველაფერი, რაც გაკეთდა ვითომცდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის, აზიანებს საქართველოს ინტერესებს, საქართველოს სახელმწიფოს“.

„დღეს როცა ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე და შემაფერხებელ გარემოებად როდესაც გვისახელებენ მხოლოდ და მხოლოდ წარმოდგენებს საქართველოს შესახებ, და მცდარ წარმოდგენებს, ახლა უკვე ცხადია, საიდან ჩნდება ასეთი აღქმები ქვეყანაზე. ამას ხელს უწყობს და ამაში ფულს ხარჯავს კონკრეტული ძალა, რათა არათუ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე იზრუნონ, არამედ ამისთვის მაქსიმალურად დააზიანონ ქვეყნის ინტერესები და საერთაშორისო მაშტაბით შელახონ ქვეყნის რეპუტაცია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. დოკუმენტებით დგინდება, რომ ლობისტურმა კომპანიებმა „აკერმანმა“ (Akerman) და „ჯიპი ინთერნეშენალმა“ (GP International) ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობა განახორციელეს, რომლებიც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციებს, სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ, სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის მცდელობას, აგრეთვე პოლონელ ექიმებს.

„გაიცა შესაბამისი გაფრთხილებები მეზღვაურებისთვის“- რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

19 ივლისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხვალიდან, 20 ივლისიდან, შავი ზღვის წყლებში მცურავი, უკრაინის პორტებისკენ მიმავალი გემები სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩაითვლება.

„შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ ფუნქციონირების შეწყვეტასთან და საზღვაო ჰუმანიტარული დერეფნის დახურვასთან დაკავშირებით, 2023 წლის 20 ივლისს, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან, შავი ზღვის წყლებში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება, როგორც სამხედრო ტვირთის პოტენციური გადამზიდი“, – დაწერა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ Telegram-ზე და აღნიშნა, რომ ასეთი გემების მფლობელი ქვეყნები აღიქმება „კიევის რეჟიმის მხარეს უკრაინის კონფლიქტში“.

გარდა ამისა, შავი ზღვის საერთაშორისო წყლების ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე რამდენიმე საზღვაო ზონა დროებით, სანაოსნოდ სახიფათო ზონადაა გამოცხადებული.

„გაიცა შესაბამისი საინფორმაციო გაფრთხილებები მეზღვაურებისთვის“, – წერია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

,,უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილის ჩამოსვლის დროს იყო ინფორმირებული წინასწარ”- ღარიბაშვილი

პრემიერი მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის უკანონოდ კვეთის  საკითზე: კითხვა ისმის, რატომ არ მოხდა დღემდე რაიმე რეაგირება? უფრო მეტიც, არათუ რეაგირება და არათუ გამოძიება არ დაიწყეს, არამედ სააკაშვილი დღემდე, პატიმარი სააკაშვილი დღემდე იკავებს თანამდებობას

კითხვა ისმის, რატომ არ მოხდა დღემდე რაიმე რეაგირება? უფრო მეტიც, არათუ რეაგირება და არათუ გამოძიება არ დაიწყეს, არამედ სააკაშვილი დღემდე, პატიმარი სააკაშვილი დღემდე იკავებს თანამდებობას – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ უკრაინას წარუდგინა მტკიცებულებები, ასევე მძღოლის აღიარება, ადამიანის, რომელიც უშუალოდ განახორციელა სააკაშვილის გადაყვანა, მძღოლის აღიარება, რომ იგი იღებდა ინსტრუქციებს ლორთქიფანიძისგან, კონკრეტული ხმოვანი შეტყობინებები, პრემიერის თმით ეს ყველაფერი წარდგენილი და მიწოდებულია უკრაინული მხარისთვის და მათ არავითარი რეაგირება არ მოუხდენიათ.

“ესე იგი, პირველ რიგში, უკრაინის ინტერესი და უკრაინის რადა ახსენეთ თქვენ, საერთოდ მე მინდა გავიმეორო, რამდენიმე დღის წინ კითხვა დავსვი მე უბრალოდ: საკვირველი კი არა, ეს არის გამაოგნებელი, როცა ომში მყოფი ხელისუფლება, იცლის და დროს ხარჯავს, კარგავს ერთ-ერთ კრიმინალზე, რომელიც სიმულიანტობით ასე ვთქვათ, მთელს მსოფლიოს ცდილობს თავს მოახვიოს საკუთარი ძალიან ბევრი, ძალიან ბევრი ტყუილი, რომ ვითომ იგი მოწამლეს, აწამეს, კლავენ და ასე შემდეგ.

საერთოდ გაუგებარია და კითხვა მინდა დავსვა ახლა საჯაროდ: მე ამას წინათ, რამდენიმე დღის წინ მქონდა საშუალება თქვენთან გავაკეთე კომენტარი, ეს ხომ არ ადასტურებს კიდევ ერთხელ ჩვენს მიერ მანამდე გაცხადებულ და  წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ხომ არ ამყარებს ეს ყველაფერი, ეს თუნდაც მათი დაინტერესება განსაკუთრებით სააკაშვილის თემით, რომ სამწუხაროდ უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილის ჩამოსვლის დროს იყო ინფორმირებული წინასწარ? მე ლოგიკური კითხვები მიჩნდება, ამას რა თქმა უნდა ამყარებს ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენს სამსახურებს ჰქონდათ მიღებული და ის მტკიცებულებები, რომელიც მოიპოვა გამოძიებამ, იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად: როცა ჩამოვიდა სააკაშვილი, შემოიპარა კონტეინერით, მან უკრაინაშიც დაარღვია კანონი, რომ უკრაინაშიც ანალოგიურად გადაკვეთა, უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი, უკრაინის კანონმდებლობით საზღვრის კვეთა უკანონოდ, ნიშნავს დანაშაულის ჩადენას. კითხვა ისმის: რატომ არ მოხდა დღემდე რაიმე რეაგირება?

 

უფრო მეტიც, არათუ რეაგირება და არათუ გამოძიება არ დაიწყეს, არამედ სააკაშვილი დღემდე, პატიმარი სააკაშვილი დღემდე იკავებს თანამდებობას, თუ არ ვცდები, მრჩეველი არის იგი უკრაინის პრეზიდენტის და კიდევ ერთი ლოგიკური კითხვა მაქვს: ყოფილი მინისტრის მოადგილე ლორთქიფანიძე, რომელიც ჩართული იყო აი ამ პირდაპირ გამოგზავნის სპეცოპერაციაში, კონტრაბანდული გზით, რომ შეამოაპარეს და სრული კოლაფსი განიცადეს, ჩავარდნა სრული, რატომ დააწინაურა უკრაინის ხელისუფლებამ კონტრდაზვერვის მოადგილედ მას შემდეგ, რაც ჩვენ მათ წარვუდგინეთ, უკრაინულ მხარეს წარვუდგინეთ, ომამადე ხდება ეს ყველაფერი, მტკიცებულებები თუ როგორ იყო, ასევე მძღოლის აღიარება, ადამიანის, რომელიც უშუალოდ განახორციელა გადაზიდვა სააკაშვილის, მძღოლის აღიარება, რომ იგი იღებდა ინსტრუქციებს ლორთქიფანიძისგან, კონკრეტული ხმოვანი შეტყობინებები, ეს ემ ესენი, ყველაფერი იქნა წარდგენილი და მივაწოდეთ უკრაინულ მხარეს, არავითარი რეაგირება არ მოუხდენიათ“- განაცხადა პრემიერიმა.

,,მათი ინტერესია, რომ მშვიდობა დასრულდეს და ქვეყანაში იყოს ომი და ნგრევა”- ღარიბაშვილი

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, ჩვენმა საზოგადოებამ ნახა მტკიცებულებები იმისა, თუ როგორ მტრობს სააკაშვილის ოჯახი ჩვენს სახელმწიფოს და არა მხოლოდ სააკაშვილის ოჯახი და პირადად სიმულიანტი სააკაშვილი, მისგან მოდის ყველაფერი რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩართულნი არიან ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ძალები. როგორც დამნაშავე სააკაშვილის ოჯახის წევრები და მათი ლობისტები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, რომ ჩვენს ქვეყანაში არ იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მათი ინტერესია, რომ მშვიდობა დასრულდეს და ქვეყანაში იყოს ომი და ნგრევა.

„მათი ინტერესია, რომ ეს მშვიდობა და ყველაფერი დასრულდეს, აქ იყოს ომი, ნგრევა და უბედურება, ისეთი რაც ახლა ხდება უკრაინაში. აი, ეს არის რეალური მიზეზი. ამის თავი და თავი არის რა თქმა უნდა ისევ ვიმეორებ სიმულიანტი სააკაშვილის ოჯახი. მთელმა მსოფლიომ და საზოგადოებამ ნახა, რომ ეს იყო სამარცხვინო კამპანია, რომელშიც ჩართულნი იყვნენ სამწუხაროდ მათ მიერ მოსყიდული კორუმპირებული ზოგიერთი ყოფილი პოლიტიკოსი და მათ შორის სამწუხაროდ სხვა ზოგიერთი ასე ვთქვათ ევროპელიც, სიმართლე არის ერთი – ამ სამარცხვინო კამპანიას წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლომ. ეს არის მთავარი.

რა შეიძლება იყოს იმაზე სამარცხვინო, როცა ყოფილი პრეზიდენტი, 9 წელი რომ მართავდა ამ ქვეყანას ეს სიმულიანტი კაცი, მისი ოჯახი იხდის მილიონობით დოლარს, მილიონებს ხარჯავს მთელ მსოფლიოში იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს იმიჯი დაზიანეს, ჩვენი რეპუტაცია შეილახოს, სახელმწიფოს და არა მმართველი პარტიის. საქმე ეხება ჩვენს სახელმწიფოს მეგობრებო და ვინც ჩვენს სახელმწიფოს მიზანმიმართულად ებრძვის, ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი, სამწუხაროდ. ეს ყველაფერი არის ამ კამპანიის გაგრძელება, შემადგენელი ნაწილი, ცნობილი გვარები, რომლებიც ყოველდღურად აკეთებენ კომენტარებს, მე აღარ  გავიეორებ ჩემთვის არაფერს ნიშნავს მათი გვარები, ისინი ჩართულნი არიან ამ კორუფციულ კამპანიაში და ესაა ქვეყნის წინააღმეგ მიმართული მტრული კამპანია, ამას სახელი უნდა დავაქრვათ მეგობრებო, მაგრამ ერთი მინდა ვთქვა, სიმართლეს, რომელიც ჩვენს მხარეს არის ვერავინ შეეწინააღმდეგება, ვერც ერთი ათეულობით მილიონი დოლარი, რაც არ უნდა ხარჯოს საააკაშილის ოჯახმა, სხვათაშორის კიხთვები უდნა დაუსვათ თქვენ საიდან აქვს 100 მლნ-ზე მეტი ქონება სააკაშვილის დედას, მაგალითად. საიდან ფინანსდება ეს მრავალმილიონიანი ანტისახელმწიფოებრივი კამპანია. კითხვა დაუსვით თქვენს მფლობელებს, რატომ არ უსვამთ ამ კითხვას, საიდან ფინანსდება, საიდან აქვთ ეს არადეკლარირებული მილიონები და რატომ ხარჯავენ სახელმწფოს წინააღმდეგ მტრულ კამპანიაში ამ მილიონებს, ესაა უბედურება,“- განაცხადა პრემიერმა.

,,დღეს ისევ ცდილობენ, რომ საქართველოში სისხლის გუბეები მეორედ დააყენონ”- თამარ ჩიბურდანიძე

მიუხედავად იმისა, რომ მიშას პრეზიდენტობისა და მისი მთავრობის თანამედროვე ვარ, ყველაფერი ვიცი, თუ რა სისაძაგლეს ჩადიოდა ეს ადამიანი და წესით არაფერი არ უნდა გამკვირვებოდა, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, ანუ სააკაშვილის მტრობა საკუთარი ქვეყნის მიმართ, მაინც ზენიტში იყო, – ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვინც დღეს „ნაცმოძრაობის“ და იმ ოპოზიციის მხარდამჭერია, რომლებიც ერთობლივად იბრძვიან „გმირი მიშას“ გადასარჩენად, უკლებლივ ყველა საქართველოს დაუნდობელი მტერია.

„სააკაშვილმა, როდესაც პრეზიდენტი იყო, თავის პირსისხლიან გუნდთან ერთად, ქართველი ხალხის სისხლით და ასობით გვამით მილიარდები იშოვა. ქართველი ხალხის, ქართველი ჯარისკაცების სისხლით, 150 სოფლის, კოდორის ხეობის, მთელი ქართული ეკონომიკის რუსეთისთვის მიყიდვის ფულით, დღეს ისევ ცდილობენ, რომ საქართველოში სისხლის გუბეები მეორედ დააყენონ. ვისაც დღეს სააკაშვილი მოსწონს, ვინც დღეს „ნაცმოძრაობის“ და იმ ოპოზიციის მხარდამჭერია, რომლებიც ერთობლივად იბრძვიან „გმირი მიშას“ გადასარჩენად, უკლებლივ ყველა, პატარა თუ დიდი, მოხუცი თუ პატარა, არის საქართველოს დაუნდობელი მტერი – ამ განცხადების უფლება აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ მაქვს.

წაიკითხონ – ეს არის FARA-ს კანონით აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე დადებული ინფორმაცია, ფაქტები და დოკუმენტები, რომელიც სიმართლეს ასახავს. ეს ის კანონია, რომელიც საქართველოში ამერიკის ელჩმა რუსულად მონათლა. როგორ შეიძლება ვინმემ ასე მოგატყუოს, სულ მცირე, წერა-კითხვა თუ იცი? თუ ინგლისური არ იცი, სხვას გადაათარგმნინე – როგორ შეიძლებოდა ჩვენს მიერ, FARA-ს საფუძველზე შექმნილი გამჭვირვალობის შესახებ კანონისთვის რუსული ეწოდებინათ იმ რიგით მოქალაქეებს, რომლებმაც ეს გააკეთეს? დღეს მაინც ხომ მიხვდნენ, რა მნიშვნელოვან კანონს აინიცირებდა „ხალხის ძალა“. მართალია, ეს კანონი არ მიგვაღებინეს, მაგრამ მადლობა ისევ ამერიკას და იმ საუკუნის წინანდელ ხელისუფლებას, რომელმაც FARA-ს კანონი მიიღო თავის დროზე, რომელიც არ შეუცვლიათ, პირიქით, გაამკაცრეს და სწორედ ამ ამერიკული კანონის წყალობით (რომლის მიღებაც საქართველოში გვინდოდა), გავიგეთ სიმართლე. თურმე, რამხელა ბოროტებას, მტრობას სჩადიან ქვეყნის წინააღმდეგ.“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.