„გაიცა შესაბამისი გაფრთხილებები მეზღვაურებისთვის“- რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

76
spot_img

19 ივლისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხვალიდან, 20 ივლისიდან, შავი ზღვის წყლებში მცურავი, უკრაინის პორტებისკენ მიმავალი გემები სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩაითვლება.

„შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ ფუნქციონირების შეწყვეტასთან და საზღვაო ჰუმანიტარული დერეფნის დახურვასთან დაკავშირებით, 2023 წლის 20 ივლისს, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან, შავი ზღვის წყლებში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება, როგორც სამხედრო ტვირთის პოტენციური გადამზიდი“, – დაწერა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ Telegram-ზე და აღნიშნა, რომ ასეთი გემების მფლობელი ქვეყნები აღიქმება „კიევის რეჟიმის მხარეს უკრაინის კონფლიქტში“.

გარდა ამისა, შავი ზღვის საერთაშორისო წყლების ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე რამდენიმე საზღვაო ზონა დროებით, სანაოსნოდ სახიფათო ზონადაა გამოცხადებული.

„გაიცა შესაბამისი საინფორმაციო გაფრთხილებები მეზღვაურებისთვის“, – წერია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.