Home Blog Page 1847

თიბისიმ საახალწლოდ ერთგულებით სავსე აპარატი მოგიმზადა

საახალწლო საყიდლებზე რომ გახვალ და მაღაზიების მარათონში ჩაერთვები, არ დაგავიწყდეს, რომ 26 დეკემბრიდან სითი მოლის  LG სართულზე ერთგულებით სავსე აპარატი დაგხვდება.

წინასაახალწლოდ, უფრო მეტი ერთგული ქულა რომ დააგროვო, თიბისიმ კიდევ ერთი სახალისო აქტივობა მოგიმზადა.

გადაიხადე თიბისის ნებისმიერი ბარათით ან ელექტრონული საფულით ერთგულებით სავსე ტერმინალზე და დააგროვე ერთგული ქულები მარტივად, რადგან აპარატიდან ჩამოვარდნილი 1 გული = 1 ქულას.
ეს კი, იმას ნიშნავს, რომ შეგიძლია ფერადი გული საჩუქრად ხელს გააყოლო და სანამ ამ პატარა საჩუქრით გულს იჯერებ, დახარჯული 1 ლარი, უკან 1 ერთგული ქულის სახით დაგიბრუნდება.

დღის მანძილზე შეგიძლია, ერთგულებით სავსე აპარატს მაქსიმუმ 5ჯერ ესტუმრო და 5 გულით სავსემ გააგრძელო ახალი წლისთვის მზადება.
თუ დაგაინტერესებს, რამდენი ფერადი გული შეგიგროვდა, გულზე QR კოდია გამოსახული და მისი დასკანერებით შენს ციფრულ ბანკში მოხვდები. იქ ქულების დათვლის გარდა, შეგიძლია, შეამოწმო, ერთგულის ლოიალობის პროგრამის რომელ ეტაპზე ხარ და კიდევ რამდენი გადახდა დაგრჩა იმისთვის, რომ ახალ ეტაპზე გადახვიდე.
გახსოვდეს, რომ დაგროვილი ქულები შეგიძლია გამოიყენო, როცა მოგესურვება და დახარჯო ერთგულის 300-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში.

R

“ჩვენს საბოლოო მიზანს წარმოადგენს ნატო-ში გაწევრიანება”-ვიქტორ დოლიძე

ჩვენს საბოლოო მიზანს წარმოადგენს ნატო-ში გაწევრიანება, საქართველოს უკვე აქვს ყველა არსებითი ინსტრუმენტი ალიანსში წევრობისთვის, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

ვიქტორ დოლიძის თქმით, ეს არაერთხელ უთქვამთ უმაღლესი დონის შეხვედრებზე.

„მოგეხსენებათ, ჩვენს საბოლოო მიზანს წარმოადგენს ნატო-ში გაწევრიანება, რაშიც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, თუმცა რა ფორმატით მოხდება, როგორ მოხდება, ეს იქნება MAP-ი, თუ MAP-ის გარეშე, ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. საქართველოს უკვე აქვს ყველა არსებითი ინსტრუმენტი ნატო-ში წევრობისთვის. ეს არაერთხელ თქმულა უმაღლესი დონის შეხვედრებზე და, მგონი, როგორც ნატო-ელები, ასევე ქართველები ამასთან დაკავშირებით ვყალიბდებით.

რაც შეეხება ვაშინგტონის სამიტს, მომავალი წელი გვაქვს ძალიან ამბიციური, რეალისტური და საქართველოსთვის კანდიდატობის მიცემა გზას უხსნის როგორც ევროპულ, ასევე ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს ამასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვართ, როგორც ვაშინგტონში, ასევე ბრიუსელსა და თბილისში შედგება უმაღლესი დონის დელეგაციების ვიზიტები და არა მხოლოდ პრაქტიკულად, შინაარსობრივად იქნება გამართული ჩვენი თანამშრომლობის მექანიზმები, წინ გადადგმული ნაბიჯები გვექნება როგორც ევროკავშირის, ასევე ნატო-ს მხრივ“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

,,ადამიანები, რომლებიც იყვნენ კომკავშირის მდივნები, გველაპარაკებიან მოსკოვის მიუღებლობაზე”- შალვა პაპუაშვილი ხაზარაძეზე

ქართველმა ხალხმა უკვე ორ არჩევნებზე გასცა პასუხი, რა არის მისი შეფასება „ლელოს“ საქმიანობის მიმართ. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამოვიდნენ, თავისი ამომრჩევლების ნახევარი დაკარგეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „ხელისუფლებაში იმ პოლიტიკოსების მოშვება არ შეიძლება, რომლებმაც უახლოეს წარსულში ადამიანის უფლებები დაარღვიეს. ხვდებით, ვისზეა საუბარი, ორი ძველი პარტია უნდა დამთავრდეს, ალტერნატივა ვართ ჩვენ“.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ლელოს“ საქმიანობა არის ცინიზმის პიკი.

„ლელო“, როგორც რაღაც წარმონაქმნი, არის ცინიზმის პიკი. ადამიანები, რომლებიც იყვნენ კომკავშირის მდივნები, გველაპარაკებიან მოსკოვის მიუღებლობაზე. ადამიანები, რომლებიც კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მხილებული არიან თაღლითობაში, გველაპარაკებიან კეთილსინდისიერებაზ; ადამიანები, რომლებიც იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ რუპორები, გველაპარაკებიან „ნაციონალური მოძრაობის“ მიუღებლობაზე. ამაზე მეტად უტიფარი წარმონაქმნი, როგორიც არის „ლელო“, ქართულ პოლიტიკაში არ არსებობს. რთულია, ამაზე რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება. ქართველმა ხალხმა უკვე ორ არჩევნებზე გასცა პასუხი, რა არის მისი შეფასება „ლელოს“ საქმიანობის მიმართ. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამოვიდნენ, თავისი ამომრჩევლების ნახევარი დაკარგეს. ეს არის მარგინალური ჯგუფი, რომელიც არის მაგალითი იმისა, რას ნიშნავს უტიფრობა პოლიტიკაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შოთის პური და ლობიანი მსოფლიოს საუკეთესო პურის ასეულში მოხვდა

მსოფლიო კულინარიის ონლაინ გიდმა TasteAtlas პურის საუკეთესო სახეობის გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარა.

10 ათასზე მეტი მომხმარებლის აზრით, რეიტინგის სამეულში მალაიზიური Roti Canai, ინდური კარაქიან-ნივრიანი პური ნაანი და კოლუმბიური Pan de bono მოხვდა.

აღნიშნულ ასეულში მომხმარებელმა 53-ე ადგილი შოთის პურს, 94-ე კი ლობიანს მიაკუთვნა.

ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ შოთის პური თონეში ოქროსფერ შეფერილობამდე ცხვება და მას განსაკუთრებულ დღესასწაულებზე – აღდგომაზე, შობასა და დაბადების დღეზე სუფრაზე საპატიო ადგილი უკავია, ხოლო ლობიანი ბარბარობის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია და მისი სახელი მთავარი ინგრედიენტიდან – ლობიოდან მომდინარეობს. ანოტაციაში აღნიშნულია რაჭული ლობიანიც, რომლის შიგთავსსაც განსაკუთრებული გემოსთვის ლორი ემატება.

“ოპოზიციამ და მათმა პატრონებმა ზუსტად იციან, რომ არავითარი შანსი არ აქვთ და ისინი ამ არჩევნებს უსასტიკესად წააგებენ”

ოპოზიციამ და მათმა პატრონებმა ზუსტად იციან, რომ არავითარი შანსი არ აქვთ და ისინი ამ არჩევნებს უსასტიკესად წააგებენ, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

„დეზინფორმაციის კამპანიის გაძლიერებას ველოდებით და ამას უნდა დავუპირისპიროთ ერთადერთი რამ – სიმართლე და სიმართლით ხალხის ინფორმირება. ამის კარგი მაგალითია რაც ხდება დღეს სერბეთში. ზუსტად იგივე ძალები, იგივე ადამიანები, რომლებიც საქართველოში ატარებდნენ ტრენინგებს როგორ მოაწყონ არეულობა და სისხლიანი გადატრიალება, ზუსტად ისინი არიან, ვინც არ ცნობენ დღეს არჩევნების შედეგს სერბეთში და ეს გვინახავს ჩვენ უფრო ადრეც, 2003-ში“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 27 დეკემბრისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6908 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6908 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6905 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9645 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9636 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0009 ლარი შეადგინა.

ბათუმში, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 2005 წ. დაბადებული ჰ.მ. და 2000 წელს დაბადებული ჰ.ს. დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ჰ.მ. – ს პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 ცალი მჭიდი და 46 ცალი ვაზნა, ხოლო ჰ.ს. – ს საცხოვრებელი ბინიდან ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი 7 მჭიდი და 268 ცალი ვაზნა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ოპოზიციას საამაყო არაფერი აქვს, შესაბამისად, ცდილობენ, რომ იქნებ ხელისუფლებას მოცხონ ჩირქი -ნიკოლოზ სამხარაძე

ოპოზიციას საამაყო ამ პროცესში არაფერი აქვს, საკუთარ თავზე რომ ილაპარაკონ, შესაბამისად, ცდილობენ, რომ რაღაცნაირად იქნებ ხელისუფლებას მოცხონ ჩირქი, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„ოპოზიციისთვის ახლა მთავარია, როგორმე თავი მიიტანოს საპარლამენტო არჩევნებამდე. საამაყო ამ პროცესში არაფერი აქვთ, საკუთარ თავზე რომ ილაპარაკონ. შესაბამისად, ცდილობენ, რომ რაღაცნაირად იქნებ ხელისუფლებას მოცხონ ჩირქი. ჩვენი ამოცანაა დავიწყოთ რეკომენდაციების შესრულება. მოლოდინი საკმაოდ პოზიტიურია ჩვენი მხრიდან, თუმცა, იმასაც ვითვალისწინებთ, რომ ერთ-ერთი რეკომენდაცია იქ არის არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ არჩევნები 26 ოქტომბერსაა, ჩვენ ამ რეკომენდაციების სრულად შესრულებას ნოემბრამდე ვერ შევძლებთ და ეს პერიოდიც უნდა იყოს გათვალისწინებული“,- აღნიშნა სამხარაძემ.

საქართველოს მთავრობამ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯების შესრულების სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა.

“სერიოზული გამოწვევები გვაქვს როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით”

ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ახლო მოკავშირე რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს ელჩმა აშშ-ში დავით ზალკალიანმა ელჩების კონფერენციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე აშშ-ის მხარდაჭერა უაღრესად ფასეული, საჭირო და დროული იყო.

„ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და სწორედ ამ კუთხიდან გამომდინარე ჩვენი მიმდინარე წლის თანამშრომლობა, აქტიური კომუნიკაცია და კონტაქტები სწორედ განპირობებული იყო ამ დატვირთვით. ყველამ კარგად ვიცით, თუ რაოდენ დიდი როლი ენიჭება ამერიკის შეერთებულ შტატებს და მათ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მიმდინარე წელს უმაღლესი დონის შეხვედრები იყო და ერთ-ერთი ასეთი გადამწყვეტი შეხვედრა იყო ნიუ-იორკში საქართველოს პრემიერსა და ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველთან ჯეკ სალივანთან. ვფიქრობ, რომ მათი მხარდაჭერა იყო უაღრესად ფასეული, საჭირო და ძალიან დროული და ეს თანამშრომლობა დარწმუნებული ვარ რომ თვისობრივად უფრო მაღალ დონეზე გადავა 2024 წელს. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ახლო მოკავშირე რეგიონში. ჩვენი თანამშრომლობა უკვე 30 წელზე მეტს ითვლის და ყოველ წელს ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მყარდება და ძლიერდება. ჩვენ ვასრულებთ უაღრესად მნიშვნელოვან ფუნქციას რეგიონში ყველა იმ საკითხში, სადაც აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ინტერესი. მინდა განსაკუთრებით გამოვყო სამხრეთ კავკასიაში საქართველოს როლი და პრემიერის აქტიური მედიაცია სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიან მშვიდობის დამყარების საქმეში. ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ძალიან აფასებენ ამას ისე, როგორც ყველა ჩვენს ჩართულობას სერიოზული გეოპოლიტიკური გამოწვევების კონტექსტში, რომელიც ადრე დაკავშირებული იყო ავღანეთთან, რომელიც არის დაკავშირებული დღეს თანამშრომლობასთან საერთო გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წელი გამორჩეული იქნება ჩვენ გვექნება ძალიან საინტერესო და აქტიური კონტაქტები ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან“, – განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში გერმანია ჩამოყალიბდა, როგორც მტკიცე მხარდამჭერი -ლევან იზორია

საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ჩამოყალიბდა, როგორც მტკიცე მხარდამჭერი, ლიდერი ქვეყანა, ამას მოწმობს მაღალი დონის, ორმხრივი შეხვედრების უპრეცედენტო დინამიკა, რომელიც ბუნებრივია, მომავალ წელსაც გაგრძელდება, – ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ლევან იზორიამ განაცხადა.

იზორიას განცხადებით, გერმანიაში გამართული შეხვედრების დღის წესრიგის მთავარი, პრიორიტეტული თემა არის და იქნება ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანება.

„ის შეხვედრები, რომელიც წლის განმავლობაში შედგა, იყო განმსაზღვრელი ფაქტორი, რომ მიგვეღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ამაში თავისი განსაკუთრებული როლი შეიტანა პრემიერ-მინისტრის აქტიურმა დინამიკამ, მისმა ვიზიტებმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ათი თვის განმავლობაში თითქმის ოთხჯერ შედგა მაღალი დონის კომუნიკაცია. წელსაც ეს იყო დაკავშირებული პირისპირ შეხვედრასთან. მინდა, ასევე გავიხსენო ქალბატონი ბერბოკის ვიზიტი მარტის თვეში. განმსაზღვრელი გახლდათ 2 ნოემბრის კონფერენცია, სადაც ბატონი მინისტრის მოხსენებით გამოსვლამ გადამწყვეტი როლი ითამაშა პოზიტიური გადაწყვეტილების გაცემის თვალსაზრისით. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ასევე პოზიტიურად შეხვდა მთავრობის მყისიერ რეაგირებას, როდესაც 27 ნოემბერს სახელმწიფო კომისიის მიერ განისაზღვრა რეკომენდაციების განხორციელების მიზნით კონკრეტული გეგმა. ჩვენ ახლა უკვე გვაქვს სამოქმედო გეგმა, რომ ჩვენი თანამშრომლობის პლატფორმა, როგორც ევროკავშირთან, ისე განსაკუთრებით მის ლიდერ ქვეყანასთან, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან იყოს კონკრეტული ფორმატებით განსაზღვრული“, – განაცხადა იზორიამ.

ლევან იზორიას თქმით, მომავალი წელი საქართველო-გერმანიის ურთიერთობებში არანაკლებ საინტერესო იქნება.

„მომავალი წელი უფრო მეტი სამუშაო ვიზიტით იქნება დახუნძლული. ამას კარგი წინაპირობა აქვს. იცით, რომ სულ რაღაც ერთი კვირის წინ პირველად, ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში, გახლდათ შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრი სტუმრად. მოეწერა ხელი მნიშვნელოვან დოკუმენტს და გერმანიამ, ჩვენ, როგორც უსაფრთხო ქვეყანა გვაღიარა იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთან ადამიანის უფლებებს იცავენ“, – აღნიშნა იზორიამ.

“რუსეთის ჯარებმა უკრაინაში 2023 წლის მთავარი ამოცანა შეასრულეს” – შოიგუ

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 2023 წლის მთავარი ამოცანა შეასრულეს – უკრაინის კონტრშეტევა ჩაშალეს.

​ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

„გასულ წელს ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევაზე. მთავარი იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის ჩაშლა, რომელიც ხმამაღლა გამოაცხადეს უკრაინამ და მისმა ნატოს მოკავშირეებმა. ეს ამოცანა წარმატებით დასრულდა“, – განაცხადა მან.

ამავე დროს, შოიგუ ამბობს, რომ რუსეთის არმია სულ უფრო ხელსაყრელ პოზიციებს იკავებს და ყველა მიმართულებით აფართოებს მის კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებს.

“რუსეთის არმია მუდმივად იკავებს უფრო ხელსაყრელ პოზიციებს და აფართოებს მის კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებს ყველა მიმართულებით. თანმიმდევრულად მივდივართ სპეცოპერაციის დასახული მიზნების შესრულებისკენ”, – თქვა მან.

“მთავრობის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი ფარატინა ქაღალდია” – თინა ბოკუჩავა

ეს არის მთავრობის სამოქმედო გეგმა სხვადასხვა მიმართულებით სამოქმედო გეგმების შექმნის შესახებ – მთავრობის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი ფარატინა ქაღალდია, – ასეთია ოპოზიციონერი დეპუტატის თინა ბოკუჩავას შეფასება.

ბოკუჩავას განცხადებით, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე მთავრობის ე.წ. სამოქმედო გეგმაც დეზინფორმაციის ინსტრუმენტია, რომლითაც ხალხის მოტყუებას ცდილობენ, თითქოს „ქართული ოცნება“ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად რაიმეს აკეთებს ან მომდევნო თვეებში გააკეთებს.

„ქართული ოცნება“ დოკუმენტს ამდენი ხანი ასაიდუმლოებდა და ვიხილით სამოქმედო გეგმა იმის თაობაზე თუ როგორ შეიქმნება სამოქმედო გეგმები სხვადასხვა მიმართულებით. სხვა ეს დოკუმენტი არაფერს ამბობს. ეს არის არაფრისმთქმელი ფარატინა ქაღალდი, რომელიც ცხადყოფს, რომ ხელისუფლებას არანაირი ნება და პოლიტიკური გეგმა რეფორმების განსახორციელებლად არ გააჩნია – ეს არის ფარატინა ქაღალდი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.