“რუსეთის ჯარებმა უკრაინაში 2023 წლის მთავარი ამოცანა შეასრულეს” – შოიგუ

53
spot_img

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 2023 წლის მთავარი ამოცანა შეასრულეს – უკრაინის კონტრშეტევა ჩაშალეს.

​ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

„გასულ წელს ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევაზე. მთავარი იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის ჩაშლა, რომელიც ხმამაღლა გამოაცხადეს უკრაინამ და მისმა ნატოს მოკავშირეებმა. ეს ამოცანა წარმატებით დასრულდა“, – განაცხადა მან.

ამავე დროს, შოიგუ ამბობს, რომ რუსეთის არმია სულ უფრო ხელსაყრელ პოზიციებს იკავებს და ყველა მიმართულებით აფართოებს მის კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებს.

“რუსეთის არმია მუდმივად იკავებს უფრო ხელსაყრელ პოზიციებს და აფართოებს მის კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებს ყველა მიმართულებით. თანმიმდევრულად მივდივართ სპეცოპერაციის დასახული მიზნების შესრულებისკენ”, – თქვა მან.