ბათუმში, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

72
spot_img

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 2005 წ. დაბადებული ჰ.მ. და 2000 წელს დაბადებული ჰ.ს. დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ჰ.მ. – ს პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 ცალი მჭიდი და 46 ცალი ვაზნა, ხოლო ჰ.ს. – ს საცხოვრებელი ბინიდან ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი 7 მჭიდი და 268 ცალი ვაზნა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.