Home Blog Page 1830

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 ივლისისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6003 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6003 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5771 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0232 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8837 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8673 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0164 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა

“სოფო ჯაფარიძეს ვთხოვე, გახდეს ჩემი წარმომადგენელი შინ თუ გარეთ”

სოფო ჯაფარიძის მეშვეობით მომაწოდეთ თქვენი მოსაზრებები და სოფოც მუდმივად გამომიგზავნის თავის ანალიზს. ასევე ვთხოვე, პერიოდულად იქამდე, სანამ ვარ რუსული რეჟიმის ტყვეობაში და არ მაქვს საზოგადოებასთან სრულფასოვანი კომუნიკაციის შესაძლებლობა, პირადად ჩემი განცხადებები მან გაავრცელოს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, სოფო ჯაფარიძეს საზოგადოების დიდი ნდობა აქვს.

„ვთხოვე სოფო ჯაფარიძეს ბევრ სხვა სასარგებლო საქმესთან ერთად, გახდეს ჩემი წარმომადგენელი შინ თუ გარეთ. ასევე მაქსიმალურად გვერდში დამიდგეს ჩემთვის და ქვეყნისთვის ძალიან რთულ დროს, ეს არ ანაცვლებს პარტიის რაიმე ფუნქციას (თუმცა სოფო პარტიის აქტიური ლიდერია საკრებულოში).

არსებობს ბევრი სხვა საჭირბოროტო საკითხი, რომლებიც შეიძლება ეხებოდეს, ან არ ეხებოდეს პოლიტიკას. სოფოსთან ვთანამშრომლობთ უკვე მრავალი წელია. ის არის უნიჭიერესი და აქვს საზოგადოების დიდი ნდობა. მიხარია, რომ დათანხმდა.

სოფოს მეშვეობით მომაწოდეთ თქვენი მოსაზრებები და სოფოც მუდმივად გამომიგზავნის თავის ანალიზს. ასევე ვთხოვე, პერიოდულად იქამდე, სანამ ვარ რუსული რეჟიმის ტყვეობაში და არ მაქვს საზოგადოებასთან სრულფასოვანი კომუნიკაციის შესაძლებლობა, პირადად ჩემი განცხადებები მან გაავრცელოს“,- წერს სააკაშვილი.

“ამერიკიდან ვიგებთ, თუ ვინ არიან უცხო ქვეყნის აგენტები ჩვენთან” -თამარ ჩიბურდანიძე

მართალია, FARA-ს კანონი, რომელიც ამერიკაში საუკუნეა, წარმატებით მოქმედებს, საქართველოში თავად ამერიკელებმა არ მიგვაღებინეს, მაგრამ სწორედ ამ ამერიკამ გაგვაგებინა, თუ ვინ არიან უცხო ქვეყნის აგენტები საქართველოში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, საეჭვოა, რომ მარგველაშვილი რამდენიმე ათასი დოლარის სანაცვლოდ იცავდეს სააკაშვილის მილიარდებს.

„წინაპრების გამონათქვამია: სირცხვილი (ცუდი ქმედება) რამდენიც არ უნდა მალო, თავს მაინც ვერ დამალავსო. ასე მოუვიდათ უცხო ქვეყნის აგენტებს საქართველოში. მართალია, FARA-ს კანონი, რომელიც ამერიკაში საუკუნეა, წარმატებით მოქმედებს, საქართველოში თავად ამერიკელებმა არ მიგვაღებინეს, მაგრამ სწორედ ამ ამერიკამ გაგვაგებინა, თუ ვინ არიან უცხო ქვეყნის აგენტები საქართველოში.

არ მეგონა, 11 000 დოლარადაც თუ აწერდნენ ხელს აგენტობაზე, ვფიქრობდი, უფრო „სარფიანად“ მუშაობდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, თურმე სინდისი ყველანაირ თანხაზე იყიდება. სააკაშვილმა მილიარდები წაართვა საკუთარ ხალხს და მარგველაშვილი რამდენიმე ათას დოლარად იცავს მის მილიარდებს? ასე გაუჭირდა? თუ დამკვეთები არაფერს გეკითხებიან და თანხების რაოდენობასაც თავად განსაზღვრავენ? ასე იცის მონობამ, აგენტობამ და საკუთარი თავის დაკარგვამ.

რადგან ამერიკული კანონი არ მიგვაღებინეს საქართველოში სიმართლის გასაგებად და სხვისი მტრული ზრახვების დასამალად, ისევ გიული ალასანიას უნდა ვთხოვოთ, რაც შეიძლება მეტი ფული დახარჯოს და ამერიკიდან გაგვაგებინოს, ვინ არის ჩვენი ქვეყნის მოღალატე. ეს ისედაც ვიცით, მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდიდან მიღებულ ოფიციალურ ინფორმაციას სულ სხვა ძალა აქვს“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ცინცაძის ქუჩაზე კიდევ ერთი სკვერი განახლდა

საბურთალოს რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების რეაბილიტაციასა და მოწყობას განაგრძობს.

ამჯერად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ცინცაძის ქ. N3-ის მიმდებარედ არსებულ სკვერში განხორციელდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„სამუშაოების შედეგად, სკვერის ტერიტორია გაიზარდა. 1 200 კვ. მ ფართობზე განთავსდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა და მოეწყო საბავშვო-გასართობი ზონა. დამონტაჟდა გარე განათების ქსელი და სარწყავი სისტემაც.

კეთილმოწყობის დასკვნით ეტაპზე, დაირგო 100-ზე მეტი სხვადასხვა სახის ხე-მცენარე და გამწვანდა დასასვენებელი სივრცე.

დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 253 427 ლარი გამოიყო. სამუშაოები საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანიამ „მონოლითი 2005“ შეასრულა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

“მარგველაშვილის მდაბიო, ერთსაათიანი ტყუილი და მისი დისტრიბუცია საერთაშორისო მედიაში დაფინანსდა 11 500$-ით”-მამუკა მდინარაძე

გიორგი მარგველაშვილის მდაბიო, ერთსაათიანი ტყუილი და მისი დისტრიბუცია საერთაშორისო მედიაში დაფინანსდა 11 500$-ით და წარმოიდგინეთ რამხელა ფული სჭირდება იმ კამპანიას, რომელიც წარმოებს საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს 11 500 დოლარი სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ პეტიციაზე მუშაობისთვის ჩაერიცხა.

„მხოლოდ იმაში, რომ ერთ დღიანი რაღაც პეტიცია და კოალიცია შექმნა მარგველაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლის დასახსნელად თუ რაღაც სათაური რომ იყო ხომ გახსოვთ, აი ამ ნიუსის, ერთ საათიანი ტყუილის გავრცელებაში 11,500$ ია გადახდილი. ანუ მარგველაშვილის მხარდაჭერა ამ თანხით იყო ერთი „ფეიკის“ გავრცელებაში და თქვენ წარმოიდგინეთ მთლიან კამპანიას რამხელა ფინანსები სჭირდება, რომლის ფორმალიზებაც არ მომხდარა. როგორც ჩანს, ფულის გადახდა ხელშეკრულებაში ამის გაწერის გარეშე ვერ მოხდებოდა, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, ამერიკაში მოქმედი „რუსული კანონის“ თანახმად, რომ მარგველაშვილის მდაბიო, ერთ საათიანი ტყუილი და მისი დისტრიბუცია საერთაშორისო მედიაში დაფინანსდა 11 500$-ით. ერთ საათიანი ტყუილი და თქვენ წარმოიდგინეთ რამხელა ფული სჭირდება იმ კამპანიას, რომელიც წარმოებს საქართველოს წინააღმდეგ და მარტო ფული ამას არ ჰყოფნის. ამას მხარს და ზურგს უმაგრებენ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ერეკლე ასტახიშვილი, სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთევან გაბიტაშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრაში აგრეთვე მონაწილეობდნენ საავიაციო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები, აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი, დოქტორანტები და მაგისტრანტები. სამუშაო შეხვედრა გახსნა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ტეფნაძემ და მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისთვის.

ფონდის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია აქტიური ჩართულობა  უნივერსიტეტის მხრიდან   ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში   უნივერსიტეტის სტუდენტთა, პროფესორ-მასწავლებელთა, სამეცნიერო-კვლევითი და ინოვაციური პროცესების ხელშეწყობისა და შემდგომი განვითარების მიზნით.

სამუშაო შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმით დასრულდა და ბოლოს, სტუმრებმა დაათვალიერეს საავიაციო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, საინჟინრო ფაკულტეტის ლაბორატორიული ბაზა, საფრენოსნო საწაფები და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

ისტორიული მეცნიერების საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტი სამეცნიერო ფონდს ესტუმრა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი პროფესორი ერეკლე ასტახიშვილი,  ისტორიული მეცნიერების საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტს პროფესორ კატერინ ჰორელს შეხვდა.

შეხვედრაზე სტუმარი გაეცნო ფონდის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს,  აგრეთვე    საუბარი შეეხო ქართველ  ისტორიკოსთა ინტერნაციონალიზაციასა და  მსოფლიო სივრცეში ინტეგრაციას. გამოითქვა სურვილი,  რომ ისტორიული მეცნიერების საერთაშორისო კომიტეტის ღონისძიებებში ქართველმა ისტორიკოსებმა უფრო აქტიურად მიიღონ მონაწილეობა.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს  სამომავლო მნიშვნელოვანი გეგმებზე კერძოდ, 2024 წელს ტოკიოში  უნდა ჩატარდეს ისტორიული მეცნიერების საერთაშორისო კომიტეტის გენერალური ასამბლეა, სადაც მონაწილეობას საქართველოდან წარდგენილი დელეგატი მიიღებს,  ხოლო  2026 წელს დაგეგმილია  ისტორიკოსთა მსოფლიო კონგრესი იერუსალიმში,  სადაც ქართველი ისტორიკოსები წარდგებიან მოხსენენბებით.  აგრეთვე გამოითქვა  სურვილი, რომ  2028 წელს  გენერალური ასამბლეა ჩატარდეს თბილისში.

პროფესორმა კატერინ ჰორელმა  ქართულ მხარეს  ის ძირითადი მიმართულებები წარუდგინა, რაც საქართველოსთან ახალი კავშირების საფუძველი შეიძლება გახდეს.

შეხვედრის ბოლოს კი, სტუმარმა მადლობა გადაუხადა ფონდის დირექტორს  გულთბილი დახვედრისთვის.

 

 

 

 

“ნაციონალური მოძრაობა“ არის ლიდერთა თანავარსკვლავედი – ყველა ვარსკვლავია” – ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ლიდერთა თანავარსკვლავედი და დღეს აქ რომ დგახართ, საკრებულოს გამარჯვებული მინიმუმ 60 წევრია და ყველა ვარსკვლავია, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი არსებულ მოსაზრებას, რომ ხაბეიშვილი-ვაშაძის გაერთიანება „ნაციონალურ მოძრაობაში“ ლიდერთა სიმცირემ განაპირობა.

ამასთან, როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, გამარჯვების პარტია კიდევ ბევრ ლიდერს შემოიკრებს გარშემო.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ლიდერთა თანავარსკვლავედი და დღეს აქ რომ დგახართ, საკრებულოს გამარჯვებული მინიმუმ 60 წევრია და ყველა ვარსკვლავია დაწყებული გიგიტელაშვილით, 22 წლის ახალგაზრდა ბიჭით, რომელმაც 62% აიღო თელავში და დაამარცხა “რუსული პარტია”. ცოტნე აბესაძე არის ვარსკვლავი, რომელმაც ტყიბულში პირველსავე ტურში დაამარცხა “რუსული პარტიის” წარმომადგენელი და ასეთი ათეულობით ადამიანია აქ. ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ლიდერები არ უჭირს, თუმცა ჩვენ რომ ჩვენს პლატფორმაზე კიდევ ბევრ ლიდერს გავაჩენთ და იქნება ეს, არის აპრიორი, ინერვიულონ სახელისუფლებო მედიებმა, რუსულმა პარტიებმა, ინერვიულონ ძალიან ბევრი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, ის სხვა პარტიების პოლიტიკურ გაერთიანებასაც მიესალმება, თუმცა გამარჯვების პლატფორმა პირველობას აპირებს.

„ჩვენ მივესალმებით ყველა პროდასავლური პარტიის თუნდაც ცალკე გაერთიანებას. პირველებმა გაერთიანება გავაკეთეთ ჩვენ, შესაბამისად, მეტად სწრაფად მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რა კონფიგურაციით იქნება პროდასავლური პარტიები რუსული პარტიის წინააღმდეგ. ჩვენ არავის კონკურენტად არ მივიჩნევთ. ჩვენ გვაქვს გამარჯვების პარტია შექმნილი – ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას, ჩვენ ვაპირებთ პირველობას და მივესალმებით ყველა პროდასავლური პარტიის გაერთიანებას. მეტიც, ჩვენი მხრიდან „მათ ეზოში კენჭი ნასროლი არ იქნება“. მივესალმებით, ითანამშრომლონ, გამსხვილდნენ, ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

“ნაყიდი მხარდაჭერა, ნაყიდი თანაგრძნობა, ნაყიდი ავადმყოფობა – კანდიდატის სტატუსის მოლოდინში ჩვენ ამ ფეიკებს არ უნდა ვებრძოდეთ” – მამუკა მდინარაძე

როდესაც ჩვენ ვნახეთ, რომ თურმე ამ ქვეყნის (ხელისუფლებას რა უჭირს) საწინააღმდეგო რეზოლუციები ლობიზმის შედეგი ყოფილა, ეს, რა თქმა უნდა, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ FARA-ს დოკუმენტებში არსებულ იმ დეტალებზეც ისაუბრა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის საკითხში ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ჩართულობას ეხება.

„რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უხერხულია, როდესაც მარგველაშვილი გამოვიდა და თქვა: „მე შევქმენი პეტიცია, მოვაწერინე ხალხს ხელი“ და თურმე არაფერი შეუქმნია – ვიღაცამ დაუწერა, ვიღაც თავის ხალხს უთხრა: „ახლა თქვენც მოაწერეთ ხელი“ და მხოლოდ ამ პატარა,​ მინი-კამპანიაში, ამ დამაზიანებლობის გავრცელებაში გადაიხადეს 11 500 დოლარი. ეს, რაც, როგორც ჩანს, აუცილებელი გახდა ფურცელზე მოხვედრილიყო. და თქვენ წარმოიდგინეთ, რასაც ეს ხალხი ერთად აკეთებდა თვეებისა და წლების განმავლობაში, ეს რა ჯდება.

მაგრამ მხოლოდ ფული საკმარისი არ არის. ამას სჭირდება მერე სხვა მხრივ მხარდაჭერა, რომელიც, ხედავთ, რომ არსებობს, სამწუხაროდ. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი იყრის თავს იმაში, რომ აზიანებენ საქართველოს.

ნაყიდი მხარდაჭერა, ნაყიდი თანაგრძნობა, ნაყიდი ავადმყოფობა, თან მხარდაჭერილი დავალების მიმცემების მიერ – ეს არის როგორც მინიმუმ ძალიან უხერხული და ძალიან დამაზიანებელი ამ ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა დგას ევროპის გზაზე. კანდიდატის სტატუსის მოლოდინში ჩვენ ამ ფეიკებს არ უნდა ვებრძოდეთ – ერთად უნდა ვიბრძოდეთ ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

და დღეს ყველა სიტყვაში – რუსული კანონი (მოგონილი ამბავი), რუსული ნაბიჯები, რუსული გამომეტყველება – მივალთ აქამდე. არჩევნებამდე აუცილებლად მივალთ იქამდე, რომ ჩემს ჟესტიკულაციაზე შეიძლება თქვან: „რუსული მანერები“ და ამ მდაბიო პიარის, ფეიკის მსხვერპლი უნდა გახდეს ჩვენი ქვეყანა. ეს არის ძალიან ცუდი“, – განაცხადა მდინარაძემ.

FARA-ს დოკუმენტების მიხედვით, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს 11 500 დოლარი სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ პეტიციაზე მუშაობისთვის ჩაერიცხა.

“ეს ქვეყანა აგენტებს და სხვების დავალებების შემსრულებლებს არ უნდა დავუთმოთ და ამაზე უნდა შევთანხმდეთ”-მამუკა მდინარაძე

ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ამ ქვეყანაში აგენტები, რამდენ კლასტერადაც არ უნდა დაიყონ, რამდენჯერაც არ უნდა დაბრუნდნენ უკან თუ სხვაგან გადავიდნენ, ვერ გაიმარჯვებენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძის თქმით, ლოგიკურია, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე შესაძლებელია, საქმე გვქონდეს „ნაცმოძრაობის“ რიგებში გადაჯგუფებასთან, ანუ დიდ კლასტერში, რომელიც საქართველოში რამდენიმე პარტიად არის გაშლილი.

„იგივე ლოგიკა გვეუბნება, რომ ყველაზე რადიკალი და ყველაფერზე წამსვლელი ადამიანები დღეს 5 ნომრის ქვეშ შეიკრიბნენ. ვაშაძის პოლიტიკური ხასიათი ძალიან ჰგავს „ნაცმოძრაობის“ ე.წ. თავმჯდომარის, ხაბეიშვილის პოლიტიკურ ხასიათს, რადგან ისინი არიან ყველაფერზე წამსვლელები, ყველაზე რადიკალები და ასე პოზიციონერებენ. როგორც ჩანს, ეს ჯგუფი ერთ მხარეს დააჯგუფეს. მათ არაფერს ეკითხებიან, დავალებას აძლევენ და რასაც ეტყვიან, ყველაფერს აკეთებენ. ალბათ მეორე კლასტერს ვნახავთ, რომელიც ლიბერალებზე იმუშავებს, მაგრამ, რეალურად, ფსევდოლიბერალური ღირებულებებით იქნებიან, რადგან მათ ლიბერალიზმთან საერთო არაფერი აქვთ. ამ ნაწილში იქნებიან ზურა-გირჩი ჯაფარიძე და მისი მხარე. შესაძლოა, მათთან ვიხილოთ „ლელო“, გახარია და სხვა პოლიტიკური წარმონაქმნები. ყველანი ცდილობენ, ერთად მიიღონ ხმები, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მოუგებს, რაც წარმოუდგენელია.

ერთ რამეში ცდებიან. მაგალითად, პირველკლასელი ბავშვი რომ გააკეთებს, „ნაცმოძრაობის“ 18 პროცენტს და ვაშაძის ორ პროცენტს მარტივად შეკრებს და ეს 20 პროცენტია, საარჩევნო არითმეტიკა ასე არ ჯდება ხოლმე. „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლის ქცევა შეიძლება ისეთი იყოს, რომ 18 პროცენტს ორი პროცენტი მიუმატო და აღმოჩნდეს 15. გამარჯვებაზე ფსონს ვერ დადებენ, რადგან ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ამ ქვეყანაში აგენტები, რამდენ კლასტერადაც არ უნდა დაიყონ და რამდენჯერაც არ უნდა დაბრუნდნენ უკან თუ სხვაგან გადავიდნენ, ვერ გაიმარჯვებენ. სულ რომ ხვალ ან რამდენიმე წლის შემდეგ იყოს, ჩვენს ხელისუფლებას დავუთმობთ იმ ხალხს, ვინც აგენტები არ არიან და ამ ქვეყანაზე ზრუნავენ. შეიძლება, მათ პლიუს-მინუსი ჰქონდეთ, მაგრამ უნდა იყვნენ ამ ქვეყნის პატრიოტები. ეს ქვეყანა აგენტებს და სხვების დავალებების შემსრულებლებს არ უნდა დავუთმოთ და ამაზე უნდა შევთანხმდეთ. სრული კონსენსუსი უნდა იყოს. რეალური ევროპული მომავალი, რეალური პატრიოტიზმი და სიმართლე უნდა იყოს დომინირებული და გამარჯვებული არჩევნებში. ამ შემთხვევაში ოპოზიციაში დიდი სიამოვნებით გადავალთ. ხელისუფლებაში ყოფნა უდიდესი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ოპოზიციაში მხოლოდ მაშინ გადავალთ, როცა მივხვდებით და ქართველი ხალხი დაინახავს, რომ ოპოზიციაში არიან ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, რომ კარნახით კი არ იმოქმედონ, არამედ შეუძლიათ ქართველი ხალხის კარნახით მოქმედება და ქვეყნის ეროვნული ინტერესებით მოქმედება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

“რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით არანაირი პროცედურა არ მიმდინარეობს” – განათლების სამინისტრო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რუსულ-ქართული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნის მოთხოვნით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განცხადება არ შესულა.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია, თითქოს საქართველოში რუსეთის დაფინანსებით იხსნება რუსულ-ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სიმართლეს არ შეესაბამება.

გაცნობებთ, რომ რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნის მოთხოვნით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განცხადება არ შემოსულა.

როგორც მოგეხსენებათ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ავტორიზაციის მინიჭების გარეშე არც ერთ სასწავლებელს არ აქვს საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების უფლება. საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვებისთვის დაწესებულებამ უნდა გაიაროს ავტორიზაცია, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. ავტორიზაციის გავლა სავალდებულოა როგორც საჯარო, ასევე კერძო სუბიექტისთვის.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში არანაირი პროცედურა არ მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით არის დეზინფორმაცია, რომელიც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, განათლების სისტემისა და ხელისუფლების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.

“გვინდა, რომ ბევრი ხორვატიული კომპანია იყოს საქართველოში” – ანდრეი პლენკოვიჩი

გვინდა, რომ ბევრი ხორვატიული კომპანია იყოს საქართველოში და ველით, რომ გაიზრდება ქართული კომპანიების ინტერესი, ხორვატიაში ექსპორტის მიმართულებით,-ამის შესახებ ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ანდრეი პლენკოვიჩის თქმით, საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკას ევროინტეგრაციის გზაზე ტექნიკურ პროექტებში გამოცდილების გაზიარების და თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვთ.

„მას შემდეგ, რაც თბილისში იმყოფებოდა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, გადაწყდა, რომ ჩვენ გავაუმჯობესებთ ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებს, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ, დინამიკაც, ეკონომიკური ურთიერთობების, უნდა გაუმჯობესდეს. ასევე, მივესალმებით სხვადასხვა კომპანიის ჩართულობას, ხორვატიის მხრიდან საქართველოში-„კონჩარი”, „იანდერ ლაბორატორი”, „დოკინგ სპან” და სხვა კომპანიები, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ საქართველოში, საქართველოს ბაზარზე, თავიანთი პროექტებით და გვინდა, რომ ბევრი ხორვატიული კომპანია იყოს საქართველოში. ასევე, ველით, რომ გაიზრდება ქართული კომპანიების ინტერესი, ხორვატიაში ექსპორტის მიმართულებით. ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ჩვენ ბევრჯერ მიგვიღია მონაწილეობა ტექნიკურ პროექტებში. გვითანამშრომლია დაძმობილების პროექტის ფარგლებში და ჩვენი ექსპერტები საქართველოს მთავრობას მივამაგრეთ, ევროკავშირის პროექტების ფარგლებში. ასევე, საქართველოდან გვყოლია ექსპერტები, რომლებიც ხორვატიაში ჩამობრძანდნენ და იხილეს, რა არის ჩვენი გამოცდილება იმიტომ, რომ ჩვენი გამოცდილება ძალიან ახალია, შეიძლება ასე ითქვას და ჩვენ კარგად ვიცით, როგორ უნდა მოხდეს ევროკავშირთან ჰარმონიზაცია, ევრო დირექტივების გადმოტანა ქვეყნის კანონმდებლობაში. ყველა ეს მიმართულება ძალიან მომთხოვნია. რამდენიმე კლასტერი არსებობს, რომელიც კარგად განსაზღვრავს ამ პუნქტებს”,- განაცხადა ანდრეი პლენკოვიჩმა.