31 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2152
spot_img

ვერძი

ეს დღე ძალიან აქტიურად დაიწყება. საოჯახო საქმეების პარალელურად, ნათესავებისა და მეგობრებთან დარეკვას და მოკითხვასაც მოახერხებთ. თუ საჩუქრების ყიდვა ვერ მოასწარით, დღეს ამის საშუალება მოგეცემათ. მოკლედ, ამ დღეს თქვენი დევიზი სისწრაფე და მოქმედებაა და ამ გზას არ უნდა გადაუხვიოთ.

კურო

დილიდან ბევრ ახალ ინფორმაციას მიიღებთ და ეცადეთ, საკუთარი თავი და ემოციები აკონტროლოთ. შესაძლებელია ახალი ადამიანების გაცნობა, რომლებთან ურთიერთობაც ენერგიით აგავსებთ. პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, რაღაც მოულოდნელი ცვლილებისთვისაც უნდა მოემზადოთ.

ტყუპები

კრიტიკული დღეა. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მაღალია, მაგრამ ზედმეტი შინაგანი ენერგია და ემოციურობა შეიძლება თქვენთვის დამანგრეველი იყოს. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ წყენის გამო საქმის გარჩევას და კამათს მაქსიმალურად მოერიდოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ეცადეთ ბიუჯეტი სწორად გაანაწილოთ. ურთიერთობებში კი მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ, რადგან თქვენმა მახვილგონივრულმა შენიშვნებმა შეიძლება ვიღაც გაანაწყენოს და მოწმენდილ ცაზე პრობლემები შეგიქმნათ.

ლომი

დღეს ოჯახისგან ან ბიზნეს-პარტნიორისგან სასიხარულო სიახლეები გელით. დღის მეორე ნახევარში სადღესასწაულო საქმეებს შეუდგებით. თუ ეცდებით, შეიძლება თქვენს მრავალმხრივ ნიჭს უამრავი გამოყენება მოუძებნოთ, თუმცა ზოგადად, გირჩევთ, ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და რეალურად იაზროვნოთ.

ქალწული

მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს უამრავი საქმე გაქვთ, ცდილობთ ლოგინში რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ. დღის მეორე ნახევარში სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება. ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და შეძლებთ ყველა საახალწლო ამოცანას გაუმკლავდეთ. ამით განსაკუთრებით იმ ადამიანებს გაახარებთ, რომლებსაც თქვენი ხელმძღვანელობა სჭირდებათ. გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატების საიდუმლო მონდომებასა და სისწრაფეშია.

სასწორი

ნუ გადადებთ საოჯახო საქმეების მოგვარებას, გამოყავით დრო ძველი ნივთების მოსაშორებლად და, ამასთანავე, მოიკითხეთ ის ადამიანები, ვინც თქვენს ყურადღებას იმსახურებს – თქვენ ხომ საოცარი უნარი გაქვთ, ყველგან და ყველაფერი მოასწროთ! ელოდეთ დიდი ხნის უნახავი მეგობრის ზარს, რომელიც სასიამოვნო სიახლეს მოგაწოდებთ.

მორიელი

სავარაუდოდ, დილას უფროს ნათესავებს თქვენი ყურადღება დასჭირდებათ. გირჩევთ, სანამ მოინახულებთ, მათთვის სასიამოვნო საჩუქარი შეარჩიოთ. ბევრი მორიელი ახალ წელს ოჯახურ გარემოცვაში შეხვდება. შეიძლება ამ დღეს გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

მშვილდოსანი

დილიდან ენერგიით სავსე ხართ, რაც საშუალებას მოგცემთ, რომ საახალწლო საქმეებს წარმატებით გაუმკლავდეთ. სავარაუდოდ, შორიდან ახალი ამბები გელით – ვიღაცას თქვენთვის ახალი წლის განსაკუთრებულად მოლოცვა მოუნდება. შესაძლოა, მიიღოთ საჩუქარი, რომელზედაც დიდი ხანია, ოცნებობთ.

თხის რქა

სავარაუდოდ, გეგმების შეცვლა მოგიწევთ. სახლშიც და სამსახურშიც ენერგიის დაზოგვის რეჟიმი უნდა ჩართოთ. დღის მეორე ნახევარში მდგომარეობა გაუმჯობესდება და საყვარელი კერძის მომზადებაც კი შეძლებთ. შესაძლოა, ყველაფერი იდეალურად არ გამოვიდეს, მაგრამ წარმატების შანსი საკმაოდ მაღალია.

მერწყული

გაატარეთ დღე მშვიდ გარემოში და ნუ იჩქარებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. დღის მეორე ნახევარში ზოგი მერწყულის გეგმები შეიძლება გარემოებების ან განწყობის გამო მკვეთრად შეიცვალოს. შეიძლება, მეგობრებმა ან ოჯახის წევრებმა საახალწლო სიურპრიზი მოგიმზადონ, რომელიც დიდხანს გემახსოვრებათ.

თევზები

ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან და ამ დღეს თქვენი ინტუიცია ძალიან ძლიერია. დღის პირველ ნახევარში ეცადეთ მთელი ყურადღება საყოფაცხოვრებო საკითხებზე და ოჯახის უფროს წევრებზე გადაიტანოთ. ეცადეთ, კრიტიკულ შენიშვნებს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ. არსებობს ძალიან მნიშვნელოვან ადამიანთან შეხვედრის შანსი, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.