Home Blog Page 1815

“შევძელით, რომ ასოცირებული ქვეყანა გავმხდარიყავით, მიგვეღო ვიზალიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობის გარემო გვქონოდა”

„ქართულმა ოცნებამ“ შევძელით, რომ ასოცირებული ქვეყანა გავმხდარიყავით, შევძელით მიგვეღო ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის გარემო გვქონოდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირი დღეს არის საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი,

„შევახსენებ ყველას, რომ ასოცირების ხელშეკრულების მოლაპარაკებების პროცესი გაჭედილი იყო და მეც ბრიუსელში არაერთ ევროპელი ჩინოვნიკისგან მსმენია, რამდენად ეწინააღმდეგებოდა და არ იყო სათანადო პოზიციით ხელისუფლება საქართველოში, გაჭედილი იყო შეთანხმება კარგა ხანს ვერ იქნებოდა ეს რომ არა „ოცნება“, რომელმაც 2014 წელს ხელი მოაწერა და შემდეგ ეტაპებზე გაიყვანა საქართველო. დღეს რომ ლიბერალებს და პროევროპელებს ეძახდნენ თავის თავს, თავად ვერც კი იღებდნენ, მათ შორის ანტიდისკრიმინაციული კანონს. რატომ ვერ მიიღეს ლიბერალებს ხომ ეძახიან თავს? სინამდვილეში ეს არის ჩვეულებრივი ძალა, რომელსაც ჰქონდა ავტორიტეტული რეჟიმი და საერთო არ აქვს ლიბერალიზმთან არანაირი. შეგახსენებთ ევროკავშირის როგორ მოიხსენიებდნენ, ჩახედეთ არქივს 2012 წლამდე, რა დამოკიდებულება ჰქონდათ ასოცირების ხელშეკრულების მიმართ. „ქართულმა ოცნებამ“ შევძელით, რომ ასოცირებული ქვეყანა გავმხდარიყავით, შევძელით მიგვეღო ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის გარემო გვქონოდა, ევროკავშირი დღეს არის საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

“მუდმივად მონური ხელისუფლებები გვყავს”-დავით ჭიჭინაძე

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობს, რომ რუსულმა კომპანიებმა „ერთი დიდი მონსტრი შექმნან, რომელიც მთელი ქართველი ხალხის სიკეთეს მიითვისებს“.

როგორც ჭიჭინაძე აცხადებს, „საქართველოს მუდმივად მონური ხელისუფლება ჰყავს“.

„მუდმივად მონური ხელისუფლებები გვყავს. ემორჩილებიან მათ, ვინც ხელისუფლებაში დარჩენას დაპირდება და მათ ყველა უმსგავსობაზე თვალს დახუჭავს. ეს მთავრობაც ხელს უწყობს, რომ რუსულმა კომპანიებმა ერთი დიდი მონსტრი შექმნან, რომელიც მთელი ქართველი ხალხის სიკეთეს მიითვისებს, სამაგიეროდ ამათ „კარგად გაუმაზავს“, თორემ ხალხი, ან მათი ინტერესი ვის ადარდებს?!“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე, რომლის კომენტარს მოძრაობა „ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.

„სწრაფად ნუ განვსჯით ადამიანებს“ – ნუცა ბუზალაძე

ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე იტალიაში, კომოს ტბაზე ისვენებს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოს აღწერაში ნუცა ადამიანებს მოუწოდებს უყვარდეთ ერთმანეთი და სწრაფად ნუ განსჯიან ადამიანებს.

„ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას… ვიაზრებ, რომ მთავარი შეცდომა ჩემი რუსეთში ჩასვლა იყო და არა ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობრის დაბადების დღეზე დასწრება” – ნუცა ბუზალაძე მოქალაქეებს მიმართავს.

„რთული პერიოდი დიდხანს არ გრძელდება, მაგარი ადამიანები აგრძელებენ ცხოვრებას. ასე რომ, მუდამ გაიღიმეთ და იყავით ბედნიერი იმით, რომ თქვენ გაქვთ შანსი შეცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ. ერთმანეთის სიყვარული და მხარდაჭერა გვჭირდება. ვიყოთ კეთილები და სწრაფად ნუ განვსჯით ადამიანებს, ასევე მათ სიტუაციებს“, – წერს ნუცა სოციალურ ქსელში.

“ოპოზიცია საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ტაქტიკას იყენებს” – შალვა პაპუაშვილი

ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლებს საკუთარი ქვეყანა არ უყვართ და აქედან მოდის ყველა დანარჩენი პრობლემა, რომ დაგვასანქცირეთ, რაიმე ცუდი გვიქენით, რაღაცნაირად დაგვჩაგრეთ, ეს დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას საკუთარი ქვეყნის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია ჰიბრიდული ომის ტაქტიკას იყენებს საქართველოს წინააღმდეგ.

„პრობლემა ეს არის ჩვენს ოპოზიციაში, მათ უბრალოდ საკუთარი ქვეყანა არ უყვართ და აქედან მოდის ყველა დანარჩენი პრობლემა, რომ დაგვასანქცირეთ, რაიმე ცუდი გვიქენით, რაღაცნაირად დაგვჩაგრეთ, ეს დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას საკუთარი ქვეყნის მიმართ, რადგან ფიქრობენ, რომ ამით იქნებ რაიმენაირად დააზიანონ ხელისუფლება, იმას არ ფიქრობენ, რომ ქვეყანას აზიანებენ.

რაც შეეხება ფაქტებს, დოკუმენტებს, ან ეჭვებს, არ არსებობს არც ერთი, არსებობს, მხოლოდ ჰიბრიდული ომის ტაქტიკები, რომელსაც იყენებს ოპოზიცია, იგონებს. გაიხსენეთ მაგალითად, პარტია „დროას“ ხელმძღვანელი ელენე ხოშტარია რვა, თუ ათამდე ბრიფინგი აქვს ჩატარებული, სადაც ყოველ ჯერზე უბრალოდ გამოდიოდა, ამბობდა ტყუილს, საქართველოს აბრალებდა რაღაცებს, დასტურდებოდა რამდენიმე საათში, რომ ეს იყო ტყუილი, და ეს ადამიანი დღესაც ურცხვად,კიდევ ერთხელ საუბრობს და თქვენი რესპონდენტიც არის ხოლმე საქმე ის არის, რომ როდესაც ჩვენ გვყავს ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც ჰიბრიდული ომის ტაქტიკით ეომებიან საკუთარ ქვეყანას დეზინფორმაციის გავრცელებით და ერთხელ, ხუთჯერ, შვიდჯერ და რვაჯერ რომ ჩაატარებენ ბრიფინგს და რვაჯერ მოიტყუებიან, მე მგონი მედიამაც და საზოგადოებამაც თავის დამოკიდებულება უნდა აჩვენონ“, – განაცხადა  შალვა პაპუაშვილმა.

საგამოცდო ცენტრების მიმართულებით სპეციალური მარშრუტები დაწესდება

ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო, მასწავლებელთა გამოცდებიდან და სტუდენტთა საგრანტო კონკურსიდან გამომდინარე, საგამოცდო ცენტრების მიმართულებით სპეციალური მარშრუტები დაწესდება.

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მიმდინარე წლის 3 ივლისიდან 8 აგვისტომდე, ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო, მასწავლებელთა გამოცდებიდან და სტუდენტთა საგრანტო კონკურსიდან გამომდინარე, აღნიშნულ პროცესში ჩართული ყველა პირის შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, ვგეგმავთ, დავაწესოთ სპეციალური მარშრუტები საგამოცდო ცენტრების მიმართულებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გლდანისა და მუხიანის დასახლებაში არსებული საგამოცდო ცენტრების მიმართულებით, ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“, კერძოდ, გობრონიძისა და ვეკუას ქუჩების კვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან; მესამე მასივში არსებული საგამოცდო ცენტრის მიმართულებით, ავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან; მეტრომშენის დასახლებაში არსებული საგამოცდო ცენტრის მიმართულებით კი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან.

დედაქალაქის მერმა აქვე, გამოცდების ყველა მონაწილეს წარმატებები უსურვა.

“რეფორმები, რომლებიც ასოცირების შეთანხმებას ეფუძნება, მნიშვნელოვანი ნაბიჯია, საქართველო ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდეს”

რეფორმები, რომლებიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებას ეფუძნება, მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსთვის, გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ტექსტშია აღნიშნული, ასოცირების შეთანხმებიდან ცხრა წელი გავიდა და საქართველოს ამ დღეს ულოცავენ.

„დღეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან ცხრა წელი შესრულდა. ასოცირების შეთანხმება არის ეტაპი, რომელიც აძლიერებს კავშირს პარტნიორებს შორის. რეფორმები, რომლებიც აღნიშნულ შეთანხმებას ეფუძნება, მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსთვის, გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ვულოცავთ საქართველოს ამ განსაკუთრებულ დღეს“, – წერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლ

“ზუსტად 9 წლის წინ საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა” – ირაკლი ღარიბაშვილი

ზუსტად 9 წლის წინ საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა. ამ თავისთავად ისტორიულმა მოვლენამ სათავე დაუდო სხვა მიღწევებს, თანმიმდევრულ სვლას ევროკავშირში საქართველოს საბოლოო ინტეგრაციისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ შესაძლებლობა მისცა ქართველ მეწარმეებს, პროდუქცია ევროკავშირში ყოველგვარი ბარიერების გარეშე გაიტანონ.

„ზუსტად 9 წლის წინ საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა. ამ თავისთავად ისტორიულმა მოვლენამ სათავე დაუდო სხვა მიღწევებს, თანმიმდევრულ სვლას ევროკავშირში საქართველოს საბოლოო ინტეგრაციისკენ.

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ შესაძლებლობა მისცა ჩვენს მეწარმეებს, პროდუქცია ევროკავშირში ყოველგვარი ბარიერების გარეშე გაიტანონ. ვაჭრობის მუდმივად მზარდ დინამიკას ხელშესახები შედეგები მოაქვს ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის.

ჩვენი მოქალაქეებისთვის ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული პასპორტით ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რაც უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმებამ მოიტანა.

გასული წლის 3 მარტს ხელი მოვაწერე ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადს.

ამ პროცესის გაგრძელება იყო ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება; პირველად ჩვენს ისტორიაში, ევროპამ საჯაროდ და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.

მანამდე, ხანგრძლივი სტაგნაციის შემდეგ, 10 წელზე ნაკლებ დროში მიღწეული ეს მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლებისა და საზოგადოების უდიდესი ნაწილის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.

მჯერა, რომ ეს პროცესი წლის ბოლოს ამ ძალისხმევის დამსახურებული აღიარებით, კანდიდატის სტატუსის მონიჭებით გაგრძელდება, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გადამწყვეტი ეტაპის დასაწყისად იქცევა”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

“ჩამოერთვას ლექციების წაკითხვის უფლება”-მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ლევან ბერძენიშვილზე

ლევან ბერძენიშვილს უნდა აეკრძალოს და ჩამოერთვას სასწავლო დაწესებულებებში ლექციების წაკითხვის უფლება და “მოიკვეთოს ვითარცა ასოი დამპალი და განიგდოს გარეთ”, – ამის შესახებ, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ განაცხადა.

მისი თქმით, “ბერძენიშვილი ბოროტად იყენებს თავის საეთერო დროს და აუდიტორიას, თავისი გამრუდებული გონებით ტვინს ურეცხავს”.

“როგორც ჩანს, ლევან ბერძენიშვილმა არ იკმარა ჩვენი დიდი მეფის – ერეკლე ||-ს შეურაცხყოფა და მისი ისტორიული ღვაწლის დაკნინება ქვეყნის წინაშე, ამჯერად იგი გადავიდა წმინდანების შეურაცხყოფაზე, რითაც ის კიდევ ერთხელ შეეხო ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის რელიგიურ გრძნობებს! ეს პიროვნება, ბოროტად იყენებს თავის საეთერო დროს და აუდიტორიას, თავისი გამრუდებული გონებით ტვინს ურეცხავს, წამლავს მომავალ თაობებს! მას უნდა აეკრძალოს და ჩამოერთვას სასწავლო დაწესებულებებში ლექციების წაკითხვის უფლება და “მოიკვეთოს ვითარცა ასოი დამპალი და განიგდოს გარეთ!” – აცხადებს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი.

თბილისის მერია ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამას სრულად, 120 ათასი ლარით დააფინანსებს

თბილისის მერია ღვიძლის გადანერგვის საჭიროების მქონე პირებისთვის ტრანსპლანტაციას სრულად, 120 ათასი ლარით დააფინანსებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივით თბილისის მერია უერთდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამა სახელმწიფოს მხრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, 100%-ით დაფინანსდება.

„დედაქალაქის მერიაში  ჯანდაცვის მიმართულებით უამრავი პროგრამა ფინანსდება.  ერთ-ერთი მთავარია ღვიძლის გადანერგვის პროგრამა, რომელსაც ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური 2018 წლიდან ახორციელებს. პროგრამის დაწყებისას, ღვიძლის გადანერგვის საჭიროების მქონე მოქალაქე მუნიციპალიტეტის მხრიდან, მომსახურებისთვის განსაზღვრული ტარიფის 50%-ით ფინანსდებოდა. მოგვიანებით, დაფინანსება 10 ათასი ლარით გაიზარდა და 70 ათასი ლარი შეადგინა. თუ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ღირდა 120 000 ლარი, დედაქალაქის მერია თბილისში მცხოვრებ ადამიანებს აფინანსებდა 70 000 ლარით. იგივე პროგრამა ხორციელდებოდა ბათუმში. რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ პრემიერის გადაწყვეტილება აღნიშნული პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც მისასალმებელია. დაფინანსების ოდენობა სახელმწიფოს მხრიდან განისაზღვრა 100%-ით. ჩვენ პრემიერის გადაწყვტილებას მივესალმებით და, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას ვუერთდებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან შევა ძალაში.

„დედაქალაქის მერიაც 100%-ით, ანუ სრულად დააფინანსებს ტრანსპლანტაციის პროგრამას, რათა აღნიშნული საჭიროების მქონე ადამიანების მიმართ მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა გამოვხატოთ. აქამდე თუ მხოლოდ 70%-ით ფინანსდებოდა და დანარჩენი თანხების მოძიება თვითონ ამ ადამიანებს უწევდათ, ამიერიდან ეს პრობლემა მთლიანად მოიხსნება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის მოსარგებლეები არიან თბილისის მუნიციპალიტეტში ბოლო ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის მომენტისთვის თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები. მათ შორის ისეთი პირები, რომლებსაც ამ ერთი წლის განმავლობაში შეუწყდათ და კვლავ განუახლდათ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია, თუმცა წყვეტის პერიოდში, რეგისტრაცია სხვა მუნიციპალიტეტში არ გაუვლიათ.

მშვიდობის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

დედაქალაქში არსებულ მშვიდობის ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, რეაბილიტაციის საჭიროება ხიდის მარცხენა სანაპიროს ბურჯის ზედაპირის ბეტონის დაზიანებამ განაპირობა.

„დავიწყეთ მშვიდობის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები. რეაბილიტაციის საჭიროება განაპირობა ხიდის მარცხენა სანაპიროს ბურჯის ზედაპირის ბეტონის დაზიანებამ, რაც საჭიროებს აღდგენას. რეაბილიტირდება სავალ ნაწილზე არსებული დეფორმირებული კიბეები. დასაჭიმია საკიდები დაკიდებულ ხიდზე, რაც იწვევს არათანაბარ დატვირთვას. ხიდის საკიდების ერთგვაროვნად დაჭიმვის მიზნით, მოეწყობა შესაბამისი კონსტრუქციები და ჩაუტარდება რეაბილიტაცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, რეაბილიტაციის პროცესში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხიდი ჩაიკეტება.

„სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოების მიზნით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩაიკეტება ხიდი. გადაადგილების შეზღუდვის ვადის შესახებ მოსახლეობას დამატებით ეცნობება. აღნიშნული ხიდით ბევრი ადამიანი სარგებლობს. ამიტომ, აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების გათვალისწინება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის ღირებულება 1 400 000 ლარს შეადგენს, სარეაბილიტაციო სამუშაოები კი მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.

„ხიდის სიგრძე 200 მეტრამდეა. სამუშაოების ფარგლებში, განათებები მთლიანად შეიცვლება, რადგან დაზიანებულია. პროექტის ღირებულება შეადგენს 1 400 000 ლარს, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას კი მიმდინარე წლის აგვისტოში ვფიქრობთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

В Центре учащихся и молодежи “Гантиади” состоялся турнир по дзюдо имени Ильи Бабуцидзе

В Центре учащихся и молодежи “Гантиади” состоялся четвертый республиканский турнир по дзюдо имени Ильи Бабуцидзе, погибшего во время российско-грузинской войны 2008 года. В соревнованиях принимали участие представители клубов дзюдо из Тбилиси и регионов Грузии, родившиеся в 2009-2020 годах парни и родившиеся в 2009-2020-2011 годах девочки. Всего в соревнованиях участвовали 250 подростков.

 

Победителям турнира были вручены дипломы, медали и кубки, учрежденные Государственной службой по делам ветеранов. Спортсменам-призерам турнира награды вручил представитель Самгорского района Департамента регионального управления Государственной службы по делам ветеранов Коба Диасамидзе. На мероприятии присутствовали почетные гости и родители героя ройсско-грузинской войны 2008 года Ильи Бабуцидзе.

 

Центр учащихся и молодежи “Гантиади” функционирует с 2016 года. Он служит содействию и поддержке внедрению здорового образа жизни среди молодых поколений. Для достижения этой цели Центр перманентно проводит городские и районные турниры и разные мероприятия.

 

Илья Бабуцидзе по происхождению был из села Ачабети. Родился 25 марта 1982 года в Цхинвали. После окончания девятого класса продолжил учиться в кадетском корпусе, затем успешно окончил пограничную академию имени Хмельницка в Украине и в разное время защищал границы Грузии в Мта-Тушети и Лагодехи. С мая 2008 года был начальником связи (J6) 41-го батальона в IV бригаде. Погиб 9 августа 2008 года в Цхинвали, во время боевых действий. Исходя из своих служебных обязанностей Илья должен был оставаться в тылу, однако когда узнал о грузинской части, оказавшейся во вражеском окружении в строящемся институте в Цхинвали, которая просила о помощи, оставил свой пост и вместе с группой из десяти человек отправился на помощь к ним. Он спас соратников, но сам погиб от снайперской пули. Старший лейтенант Илья Бабуцидзе награжден орденов Вахтанга Горгасали I степени, а также орденом “За воинскую отвагу”.

 

პირველი ოქტომბრიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება დამატებით რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება

ზონალურ-საათობრივი პარკირება პირველი ოქტომბრიდან დამატებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ზონალურ-საათობრივი პარკირება უფასოა ადგილობრივი მცხოვრებლების, შშმ პირების, ელექტრომობილების მფლობელებისა და  A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის.

„ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ავამოქმედეთ და გვინდა, ეტაპობრივად ყველა რაიონში, ყველა ქუჩაზე დაინერგოს. ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალებში პარკირება უფასოა წინასწარ რეგისტრირებული ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, შშმ პირებისთვის, ელექტროავტომობილის მფლობელებისა და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის. სხვა შემთხვევაში, სტანდარტული ტარიფის ღირებულება უცვლელია და შეადგენს ერთ ლარს ერთი საათის განმავლობაში. ასევე, შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს შეუძლია, დღე-ღამის განმავლობაში, ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე პირველი 15 წუთით ისარგებლოს უფასოდ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პირველი ოქტომბრიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება შემდეგ ქუჩებზე ამოქმედდება: ჩუღურეთის რაიონში – ივანე  ჯავახიშვილის ქუჩა, ზაარბრიუკენის მოედანი, ნინოშვილისა და უზნაძის ქუჩები და მიმდებარე ტერიტორია; მთაწმინდის რაიონში – ლაპიაშვილის ქუჩა, ჭოველიძისა და ჯანაშიას ქუჩები და მიმდებარე ტერიტორია; ვაკის რაიონში – კუს ტბის ასახვევის მიმდებარე ტერიტორია.

ამასთან, თბილისის მერის განხადებით, ადგილობრივი მცხოვრებლები ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალებში უფასო პარკირებისთვის რეგისტრაციის გავლას და სხვა საჭირო ინფორმაციის მიღებას საინფორმაციო ჯიხურებში პირველი სექტემბრიდან შეძლებენ.