Home Blog Page 1801

,,ევროკავშირი, იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე მთავარ კანდიდატად განიხილავს”- Financial Times

ევროკავშირი იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მარიო დრაგის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე მთავარ კანდიდატად განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი Financial Times-ი ავრცელებს.

გაზეთ Financial Times-ის თანამოსაუბრეების თქმით, მარიო დრაგის ნამდვილად აქვს შანსი გახდეს ევროპული საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარის, შარლ მიშელის მემკვიდრე.

გარდა ამისა, ევროკავშირში ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში ამ თანამდებობაზე სხვა კანდიდატებიც გამოჩნდებიან.

როგორც გაზეთი აღნიშნავს, ძნელია იმის პროგნოზირება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რადგან ეს ასევე დამოკიდებულია ევროპული არჩევნების შედეგებზე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე სხვა კანდიდატებს შორის არიან ესპანეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრები, პედრო სანჩესი და დანიის პრემიერი, მეტე ფრედერიკსენი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ევროპარლამენტში არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატზე ვერ შეთანხმდებიან, ევროპული საბჭოს თავმჯდომარე დროებით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი გახდება, ვინაიდან 2024 წლის ივლისიდან დეკემბრამდე ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა სწორედ უნგრეთი იქნება.

აზერბაიჯანში საფრანგეთის მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საფრანგეთის მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. ამის შესახებ საფრანგეთში აზერბაიჯანის ელჩმა, ლეილა აბდულაევამ განაცხადა.

აზერბაიჯანელი დიპლომატის თქმით, საფრანგეთის მოქალაქე, მარტინ რაიანი გასული წლის 4 დეკემბერს დააკავეს.

აზერბაიჯანის ელჩის განცხადებით, სასამართლომ დაკავებულს ოთხთვიანი პატიმრობა შეუფარდა და დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა აზერბაიჯანში საფრანგეთის საელჩოს.

აზერბაიჯანის მედია წერს, რომ შპს „მერკორამას“ გენერალური დირექტორის, მარტინ რაიანის მანიპულაციას საფრანგეთის საგარეო დაზვერვის მთავარი სამმართველოს აგენტი ახდენდა, რომელიც შემდეგ ბაქოდან გააძევეს.

ამასთან, გასული წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებებისა და დაკავებების შედეგად, აზერბაიჯანში გამოიკვეთა ფრანგული სადაზვერვო სამსახურების ფართო სადაზვერვო ქსელი, რომელიც მონაწილეობდა სხვადასხვა ოპერაციაში უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში, აზერბაიჯანსა და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ზოგიერთ ქვეყანაში.

,,უდანაშაულო პალესტინელის ტანჯვა არ შეიძლება გაგრძელდეს”- გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორი და დასავლეთ სანაპირო პალესტინელებს ეკუთვნის.

კაიროში ეგვიპტელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ბერბოკმა აღნიშნა, რომ იგივე პოზიციას იზიარებს ეგვიპტეც.

მისი თქმით, პალესტინელები ამ ტერიტორიებიდან არ უნდა განდევნონ.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ომის დასრულების შემდეგ, ღაზის სექტორში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საერთაშორისო საზოგადოება იქნება.

“ისრაელის არმიამ მეტი უნდა გააკეთოს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. ამდენი უდანაშაულო პალესტინელის ტანჯვა არ შეიძლება გაგრძელდეს”, – ხაზგასმით აღნიშნა ბერბოკმა.

მტერმა დასახულ მიზნებს ვერ მიაღწია-„ჰამასის“ ლიდერი

მტერმა დასახულ მიზნებს ვერ მიაღწია, – ამის შესახებ „ჰამასის“ ლიდერმა, ისმაილ ჰანიამ დოჰაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ისმაილ ჰანიამ განაცხადა, რომ ღაზაში მიმდინარე ომში ისრაელს სამი ძირითადი მიზანი აქვს: პალესტინის წინააღმდეგობის აღმოფხვრა, ანკლავში მყოფი ტყვეების გათავისუფლება და ღაზაში მყოფი პალესტინელების გადასახლება.

„ჰამასის“ ლიდერმა მუსლიმურ სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ პალესტინელებს იარაღი მიაწოდონ.

„ჩვენ ვხედავთ მსოფლიოს ქვეყნებს, რომლებიც ისრაელის ოკუპაციას იარაღით ამარაგებენ. დადგა დრო მუსლიმურმა სახელმწიფოებმა წინააღმდეგობას მხარი იარაღით დაუჭირონ, რადგან ეს მხოლოდ პალესტინელი ხალხის ბრძოლა არ არის“, – განაცხადა ჰანიამ.

“კონკრეტული დაჯგუფება მართლმადიდებლობის წინააღმდეგ იბრძვის, ისინი ხელმოცარულები არიან” – ირაკლი ზარქუა

არის კონკრეტული დაჯგუფება, დავარქმევდი სექტანტებს, რომლებიც მართლმადიდებლობის წინააღმდეგ იბრძვიან, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„მათ ჰგონიათ, რომ მართლმადიდებლობა დემოკრატიის განვითარების მუხრუჭია. ხელმოცარულები არიან, როგორც აქამდე დამარცხდნენ ქართველ ხალხთან, ქართულ ეკლესიასთან, ზუსტად ასე იქნება, რადგან სანამ იქნება ქართველი ერი – იქნება ქართული ეკლესია“, – აღნიშნა ზარქუამ.

შობის დღესასწაულის თარიღთან დაკავშირებით დისკუსია გრძელდება. ამჯერად, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელთა საბჭოს თავმჯდომარემ ისაუბრა. ზაზა ბიბილაშვილიც მიიჩნევს, რომ შობა საქართველოში 7 იანვრის ნაცვლად, 25 დეკემბრის უნდა აღინიშნოს.

“დანით დაჭრა მძინარე მდგომარეობაში” – ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები

ვარკეთილში, ქმრის, გიორგი კავლელაშვილის მიერ 27 წლის ცოლის, ქეთევან ედიბერიძის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც ახალგაზრდა ცოლ-ქმრის მეზობლები აცხადებენ, კავლელაშვილმა ცოლს დაზიანებები მძინარე მდგომარეობაში მიაყენა. შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა მათი 4 თვის ბავშვი და ასევე, კავლელაშვილის მამაც.

„დიდი ხანია, აქ ცხოვრობენ. ცოლი, ქმარი, 4 თვის შვილი და ბიჭის მამა ცხოვრობდნენ ერთად. ახლოს არ ვიცნობდი, ეს მეორე ცოლია, ორსული როცა იყო, ეზოში ერთად სეირნობდნენ ხოლმე. ერთი ორი წელი იქნება, რაც ცოლად მოიყვანა. ამ დროს სოფელში, თუ არ ვცდები, დმანისის რაიონში იყვნენ და როგორც გავიგე, გუშინ საღამოს ჩამოვიდნენ, ბავშვი აცრაზე უნდა წაეყვანათ, ამიტომ ჩამოსულან. ეს ბიჭი ჩვენ თვალწინ გაიზარდა, აქამდე ცუდი არასდროს გაგვიგია. მეზობელმა მითხრა, გოგლამ ცოლი მოკლაო. ზოგი ამბობს, ნასვამი არ იყოო, შემთხვევის დროს სახლში მამა ყოფილა, ეძინა და არაფერი გაუგიაო, გამთენიას მომხდარა. მეზობლებმა თქვეს, დანით დაჭრა მძინარე მდგომარეობაშიო, ბავშვიც სახლში იყოო“,- აცხადებს მეზობელი.

ქეთევან ედიბერიძე „ინგოროყვას“ კლინიკაში, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობებით გარდაიცვალა. დაჭრილია გიორგი კავლელაშვილიც, მან მომხდარის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა.

„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკას, რელიგიას, სპორტს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს და ყველაფერი პოლიტიკა ჰგონია”- მათიკაშვილი

უკვე ძალიან დიდი ხანია „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკას, რელიგიას, სპორტს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს და ყველაფერი პოლიტიკა ჰგონია, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში შფოთი და არეულობა იყოს.

„ეს ორგანიზაცია [„ნაციონალური მოძრაობა“] ძალიან დიდი ხანია ჩამოცილებულია პოლიტიკური დღის წესრიგიდან და ხმამაღალი, სპეკულაციური განცხადებებით ცდილობს, რომ ისევ დღის წესრიგში დარჩეს. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში შფოთი და არეულობა იყოს, ამიტომაც ეს პარტია, მისი გამხმოვანებელი პირები, ცდილობენ მოძებნონ გარკვეული მიზეზები, რაც საზოგადოებაში კვლავ განხეთქილებას შეიტანს“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

შობის დღესასწაულის თარიღთან დაკავშირებით დისკუსია გრძელდება. ამჯერად, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელთა საბჭოს თავმჯდომარემ ისაუბრა. ზაზა ბიბილაშვილიც მიიჩნევს, რომ შობა საქართველოში 7 იანვრის ნაცვლად, 25 დეკემბრის უნდა აღინიშნოს.

“ჯერ კიდევ არ ჩანს ოპოზიციის სტრატეგიის კონტურები, როგორ წარდგებიან არჩევნებზე” – თეონა აქუბარდია

ჯერ კიდევ არ ჩანს ოპოზიციის სტრატეგიის კონტურები, როგორ წარდგებიან 2024 წლის გარდამტეხ არჩევნებზე. საუბარია არა პარტიულ პროგრამებზე, არამედ საერთო ხედვაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

აქუბარდიას თქმით, 5-პროცენტიანი ბარიერის არსებობა მნიშვნელოვანი გამოწვევაა და ოპოზიციაში კონსულტაციები დროულად უნდა დაიწყოს.

„ერთპარტიული სიით არავინ გადის და ეს სწორია. 5-პროცენტიანი ბარიერის არსებობა მნიშვნელოვანი გამოწვევაა და თუ გამსხვილება არ მოხდება, ეს „ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობას მისცემს, გადაუნაწილებელი მანდატები თავის ყულაბაში წაიღოს და უმრავლესობა შეინარჩუნოს. ამიტომ კონსულტაციები დროზეა დასაწყები, რათა არ იყოს შესაძლებლობა, პარტიები ხუთი პროცენტის მიღმა დარჩნენ და ეს ხელისუფლებისთვის სასარგებლო არ აღმოჩნდეს. პოლიტიკიდან გასვლას არ ვაპირებ, თუმცა კონსულტაციები ჯერ არ მქონია. როცა შინაარსი გამოჩნდება, მათ შორის გარკვეული ხედვა, აქედან დაიწყება კონსულტაციები.

ვფიქრობ, ოპოზიციაში შინაარსის დეფიციტი არის და შინაარსი უნდა უკავშირდებოდეს მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხებს, ასევე იმ ფორმას, რამაც უნდა მისცეს რწმენა, რომ ოპოზიციას არჩევნების მოგება შეუძლია. ეს ნამდვილად შესაძლებელია, მაგრამ პარტიული საქმიანობის მთავარი შინაარსი უნდა იყოს, როგორ და რა ფორმით მოხდება მიზიდულობის ცენტრის შექმნა“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6878 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6878 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6878 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6879 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9405 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9408 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0003 ლარი შეადგინა.

“ნოემბერში აშშ-დან და ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები გაიზარდა, ხოლო რუსეთიდან – შემცირდა” – ეროვნული ბანკი

ნოემბერში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 43.8%-ით დაიკლო და 292.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 0.5%-ით, 31.3 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, წლიურად ფულადი გზავნილების შემცირებას საბაზო ეფექტი და რუსეთიდან ფულადი გზავნილების კლება განაპირობებს.

„ნოემბერში რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები წლიურად 76%-ით, 75 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. თუმცა მაღალი ტემპით, 41.6%-ით ზრდას განაგრძობს აშშ-დან გადმორიცხული ფულადი სახსრები. ასევე, რეგიონის ქვეყნებიდან, ყაზახეთიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები მნიშვნელოვნად, 71.3%-ით გაიზარდა. კვლავ მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ევროკავშირის ქვეყნებიდან, იტალიიდან და გერმანიიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების ზრდას. ნოემბერში, რეგიონის ქვეყნებიდან, ყირგიზეთიდან და აზერბაიჯანიდან გადმორიცხულმა თანხებმა დაიკლო, შესაბამისად, 85.7%-ით და 17.7%-ით. აღსანიშნავია, რომ უკრაინიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები, წინა წლის მინიმალურ დონესთან შედარებით, გაზრდილია. ნოემბერში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (38.2%), რუსეთი (25.7%) და აშშ (13.9%) წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

პოლონეთში ბელარუსის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი

პოლონეთში დააკავეს ბელარუსის მოქალაქე, რომელიც ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი.

ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

დაკავებულს ბრალი  ოფიციალურად უკვე წაუყენეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბელარუსის მოქალაქე უშიშროების სამსახურს პოლონეთში არსებული ბელორუსული დიასპორის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.

დაკავებულს წინასწარი 3-თვიანი პატიმრობა შეეფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბელარუსის მოქალაქე ქალს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ახალი წლის გასატარებლად ევროპის 20 საუკეთესო ქალაქს შორის თბილისმა მე-5 ადგილი დაიკავა

ახალი წლის გასატარებლად ევროპის 20 საუკეთესო ქალაქს შორის, თბილისმა მე-5 ადგილი დაიკავა, – ამის შესახებ European Best Destinations-ი სტატიას აქვეყნებს.

საქართველოს დედაქალაქი ისეთ ქალაქებს უსწრებს, როგორებიცაა – პრაღა, ედინბურგი, დუბროვნიკი, ბრიუსელი.

„გაატარეთ ახალ წელი თბილისში, ევროპის ერთ-ერთ ტრენდულ და კოსმოპოლიტურ ქალაქში“ – წერია სტატიაში.

გამოცემის თანახმად, დედაქალაქის არქიტექტურას მრავალფეროვანი საახალწლო განათებები კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის. უცხოურმა გამოცემამ თბილისში მოწყობილი საშობაო ბაზრობაც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზად მორთულ ადგილად დაასახელა.