პოლონეთში დააკავეს ბელარუსის მოქალაქე, რომელიც ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი.
ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
დაკავებულს ბრალი ოფიციალურად უკვე წაუყენეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბელარუსის მოქალაქე უშიშროების სამსახურს პოლონეთში არსებული ბელორუსული დიასპორის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.
დაკავებულს წინასწარი 3-თვიანი პატიმრობა შეეფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბელარუსის მოქალაქე ქალს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.