,,უდანაშაულო პალესტინელის ტანჯვა არ შეიძლება გაგრძელდეს”- გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

35
spot_img

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორი და დასავლეთ სანაპირო პალესტინელებს ეკუთვნის.

კაიროში ეგვიპტელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ბერბოკმა აღნიშნა, რომ იგივე პოზიციას იზიარებს ეგვიპტეც.

მისი თქმით, პალესტინელები ამ ტერიტორიებიდან არ უნდა განდევნონ.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ომის დასრულების შემდეგ, ღაზის სექტორში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საერთაშორისო საზოგადოება იქნება.

“ისრაელის არმიამ მეტი უნდა გააკეთოს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. ამდენი უდანაშაულო პალესტინელის ტანჯვა არ შეიძლება გაგრძელდეს”, – ხაზგასმით აღნიშნა ბერბოკმა.