Home Blog Page 1800

“მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, სახელმწიფო ქონების 2023 წლის პრივატიზაციის გეგმა 100,2%-ით შესრულდა” – ნინო ენუქიძე

მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, 2023 წელს პრივატიზებიდან სახელმწიფო ბიუჯეტმა 279 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის პრივატიზაციის გეგმა 100,2%-ით შეასრულა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ენუქიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მხოლოდ მეოთხე კვარტალში, ბიუჯეტში გადარიცხულმა თანხის მოცულობამ 98,295,953 ლარი შეადგინა, რაც მეოთხე კვარტლის პრივატიზების გეგმის 126,02% – ია.

„სააგენტომ, დაახლოებით, 3,000 აუქციონი ჩაატარა, ხოლო პრივატიზებული სახელმწიფო აქტივებიდან მოსალოდნელი ინვესტიციის ჯამურმა ოდენობამ 100 მლნ ლარი შეადგინა. არსებული შედეგი იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ჩაეშვა ეკონომიკურ ბრუნვაში“, – განაცხადა ნინო ენუქიძემ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, სახელმწიფო ქონების აქტიური პრივატიზაციის შედეგად, 2023 წელს ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ჯამში, 279,518,776 ლარის მობილიზება მოახდინა.

„ქონების ეროვნული სააგენტო მომავალ წელსაც აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს სხვადასხვა საინვესტიციოდ მიმზიდველ უძრავ ქონებას შესთავაზებს“, – აღნიშნა ნინო ენუქიძემ, რომლის კომენტარსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

“ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების ფორმულა ცნობილია” – ლავროვი

ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების ფორმულა ცნობილია და იგი 1967 წლის საზღვრებში დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნას გულისხმობს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„რუსეთის პოზიცია გაეროს უშიშროების საბჭოს, გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებებსა და არაბულ სამშვიდობო ინიციატივას ეფუძნება. ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების ფორმულა ცნობილია. იგი 1967 წლის საზღვრებში დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნას გულისხმობს, რომლის დედაქალაქი აღმოსავლეთ იერუსალიმშია და ისრაელთან მშვიდობიანად და უსაფრთხოდ თანაარსებობს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ლავროვმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო შუამავლები მხარეებს დიალოგის დამყარებაში უნდა დაეხმარონ, რადგან მოლაპარაკებების ალტერნატივად სისხლისღვრა რჩება.

„აუცილებელია ძალადობის მანკიერი წრის გაწყვეტა და იმ უსამართლობის აღმოფხვრა, რომელიც პალესტინელების რამდენიმე თაობას აწუხებს. ეს პალესტინა-ისრაელის დაპირისპირებაში და მთლიანად ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სტაბილიზაციის მიღწევის ერთადერთ გზას წარმოადგენს“, – აღნიშნა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მიუღებელია როგორც ტერაქტების გამართლება, ასევე მათზე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევით პასუხის გაცემა.

„ჩვენ პირველ რიგში ყურადღებას როგორც თავად პალესტინელების, ასევე ჩვენი რეგიონული პარტნიორების აზრზე გავამახვილებთ. საბოლოო ჯამში, დასახლების ნებისმიერმა ვარიანტმა პალესტინელების ლეგიტიმური უფლების რეალიზებას უნდა შეუწყოს ხელი, ანუ მათ საკუთარი სახელმწიფო ყველა ეროვნულ ტერიტორიაზე უნდა შექმნან, მათ შორის დასავლეთ ნაპირზე, აღმოსავლეთ იერუსალიმთან და ღაზას სექტორთან ერთად“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

როგორც გვქონდა განსაზღვრული, წერეთლის გამზირი იანვარში დასრულდება – კახა კალაძე

როგორც გვქონდა განსაზღვრული, წერეთლის გამზირი იანვარში დასრულდება. მოძრაობა შესაძლებელი იქნება ორმხრივად და პრობლემა მოიხსნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, გააგრძელებენ ქუჩების განახლებას და რეაბილიტაციას.

„მესმის, რომ ასეთ პროექტებს თან ახლავს დისკომფორტი გადაადგილების თვალსაზრისით, ხმაური, ტალახი და ა.შ. ციდან ჩამოფრენილები ხომ არ ვართ, ყველაფერი ვიცით და ვხვდებით, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია. მე ძალიან გამიხარდებოდა, რომ წინა მთავრობებს ეს ყველაფერი გაეკეთებინათ, ჩვენი საკეთებელი არ იყოს და ამხელა ტვირთი არ გვედოს ზურგზე, მაგრამ შემდეგი მერები რომ იქნებიან, მათ უფრო ნაკლები ექნებათ გასაკეთებელი. მართლა მეამაყება ის, რასაც ვაკეთებთ, ვშრომობთ და ამ შრომის შედეგს რომ ვხედავ, კმაყოფილ ადამიანს რომ ხედავ, მადლიერებას რომ გამოხატავენ, ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი.

რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ქუჩების განახლებას, რეაბილიტაციას. მომდევნო წელს რუსთაველის განახლება გვინდა დავიწყოთ, ოღონდ ჯერ გამზირზე არ არის საუბარი. ეს არის არსებული შენობა-ნაგებობების მოწესრიგება, გამაგრება, ფასადების განახლება თავისი მხატვრული მინათებებით, რადგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ცენტრალური გამზირია თავისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით. გვინდა ეს ყველაფერი მთლიანად მოვაწესრიგოთ და ბოლო ეტაპი იქნება თვითონ ქუჩის განახლება-მოწესრიგება“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

რუსებმა ხერსონი მართვადი ბომბებით 7-ჯერ დაბომბეს

რუსულმა ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ხერსონის ოლქი და ქალაქი ხერსონი რამდენჯერმე დაბომბეს, – ამის შესახებ სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქალაქ ხერსონს მართვადი ბომბებით 7-ჯერ დაარტყეს. დაიღუპა ერთი და დაშავდა 2 ადამიანი, ასევე დაზიანდა და განადგურდა ოლქის ინფრასტრუქტურა: საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სექტორი, ავტოფარეხები და ავტომობილები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, წუხელ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კრასნოდარისა და ტერიტორიის პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან უკრაინისკენ Shahed-136 ტიპის 8 დრონი გაუშვეს, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის და ზაპოროჟიეს ოლქების ტერიტორიაზე 7 დრონი ჩამოაგდეს.

ამასთან, წუხელ აფეთქებები დაფიქსირდა ანექსირებულ ყირიმში და ყირიმის ხიდზე მოძრაობა დაიკეტა. მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყირიმის ტერიტორიაზე ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – მიგრაციის ეფექტის შემცირების მიუხედავად, წმინდა სავალუტო შემოდინებები ნოემბერში ისევ გაიზარდა

ქვეყანაში წმინდა სავალუტო შემოდინებები ისეთი ძლიერი აღარაა და მცირდება, რასაც ისტორიული დინამიკის გათვალისწინებით, თიბისი კაპიტალი არა კლებად, არამედ ნორმალიზებად აფასებს. ამასთან, ბოლო თვეებში გაუმჯობესება აღინიშნება. თანაც, იმ ფონზე, რომ მიგრაციამ 2023 წელს პიკს უკვე მიაღწია და, როგორც ჩანს, სამომავლოდაც ეტაპობრივი შემცირების ტენდენცია გაგრძელდება. ასევე, დაბალი ინფლაცია უკვე ფაქტია. ეს კი, ეკონომიკის ზრდის ნორმალიზებასთან ერთად ნიშნავს, რომ ლარში გაყიდვებისა და მომგებიანობის, ხელფასების მატების უფრო ზომიერი ტემპია მოსალოდნელი.

თიბისი კაპიტალის შეფასებით, ნაკლებსავარაუდოა ლარის მკვეთრი გამყარება. ანალიტიკოსების უმრავლესობა, მომდევნო წლებში აშშ დოლართან მიმართებით უფრო მყარ ევროზე თანხმდება. საპროცენტო განაკვეთების კუთხით, ლარის და როგორც ჩანს, დოლარისა და ევროს შემთხვევაშიც, პიკური პერიოდები უკვე გადავლილია. საბაზო სცენარების გარდა, მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების მიღებისას შესაძლო სტრესული გარემოებების დადგომის ალბათობის მხედველობაში მიღებაც.

გაეცანით პუბლიკაციას სრულად ბმულზე.

(R)

ქართველი გვარდიელები თურქეთის რესპუბლიკაში გამართულ სამმხრივ სწავლებაში მონაწილეობდნენ

საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში ანკარაში ბუნებრივი სტიქიების დროს ძებნა-გადარჩენის სწავლება DAK-23 ჩატარდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთკვირიან ტაქტიკური დონის სწავლებაში საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედროები თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობდნენ.

სამმხრივი სწავლება შესაძლო სტიქიური კატასტროფების დროს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის ძებნა-გადარჩენის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის, კოორდინაციისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდას ისახავდა მიზნად.

სამინისტროს განცხადებით, სიმულაციური სცენარის მიხედვით სწავლებაში მიწისძვრის დროს ძებნა-გადარჩენის ოპერაციები გათამაშდა. სამხედროებს სამაშველო აღჭურვილობის გამოყენებით ნანგრევებიდან დაშავებულების გამოყვანა, სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტით დაშავებულის ევაკუაცია და ძაღლების დახმარებით ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნა-გადარჩენა მოუწიათ. სწავლება როტაციის მიხედვით ტარდება. მომავალ წელს DAK-23-ს აზერბაიჯანი უმასპინძლებს, შემდეგ კი – საქართველო.

თიბისი დაზღვევა ft. სტეფანე – საახალწლო ვიდეო

ახალი წლის შემოქმედებით ციებ-ცხელებას თიბისი დაზღვევაც უერთდება. კომპანია აგრძელებს იმის შეხსენებას, რომ სანერვიულო არაფერია და ახალი ვიდეო-რგოლით მსუბუქ საახალწლო განწყობას გვიქმნის.

 

თიბისი დაზღვევამ სტეფანესთან ერთად დაწერა სიმღერა, რომლის ტექსტიც ბრენდის საკომუნიკაციო მესიჯზე – “სანერვიულო არაფერია” – არის დაფუძნებული. კონცეფციაზე კრეატიულმა სააგენტო Holmes&Watson-მა იმუშავა, ხოლო კლიპის რეჟისორი გიორგი მეშველიანია. ვიდეოში მოთხრობილია იმაზე, თუ როგორ უნდა ეთამაშო ვარსკვლავებს და გაახარო შენი ჭია თუნდაც მარტომ.

 

თიბისი დაზღვევა არის ბრენდი, რომელიც ადამიანებს ცხოვრების შერგებაში ეხმარება.  წლის მიწურულს კი გვახსენებს, რომ სასწაულების ჯერია და სანერვიულო არაფერია.

 

 

ვიდეო

 

 

 

Client: TBC insurance

Creative Agency: Holmes&Watson

Creative Director: Nikusha Antadze

Art Director: Alexandre Tsitskishvili

Project Manager: Kote Chatidi

Music: Stephane

Lyrics: Stephane, Zura Jishkariani

Music Production – Nika Chokheli

Director: Giorgi Meshveliani
DOP: Rati Gogatishvili
Executive Producer: Tenny Baghashvili
1st AD: Tamar Shubitidze
1st AD assistant: Marita Gogitidze
Production Designers: Nisli Studio – Sofio Gulisashvili, Zura Kikvadze
Decorators: Ilia Roschin, Garik Martirosian, Shota Tsagareishvili, Daniel Kikvadze
Requisitor: Tatia Gulisashvili
Wardrobe Stylists: Ika Bobokhidze
Wardrobe Stylist Assistant: Elene Gabelaia
Focus Puller: Dato Chkhaidze

Gaffer: Tsotne Marsagishvili
Light & Grip: Davit Saghrishvili, Giorgi Gogichaishvili, Davit Samkharadze, Bidzina Chkhaidze, Misha Saganelidze, Zurab Narimanidze
Camera Department: Ninia Tsabadze, Shako Zubiashvili
Steadicam: Davit Odisharia
Set Manager: Beka Bekauri
Production Sound Mixer: Mariko Turmann Mikeladze
Technical Support: Jaga Grip
MUA: Renata, Mariam Bagramiani
Location Manager: Giorgi Kvintradze

Casting Manager: Nina Gogoladze
Casting Manager Assistant: Elene Phanjakidze
Main Cast: Stephane, Lasha Robakidze
Cast: Lasha Shatirishvili, Shota Ujmajuridze, Nanuka Nikolaishvili, Lile Tskitishvili, Ketevan Kvantaliani, Gio Nozadze, Isaak Tsatiashvili, Davit Tateshvili, Tiko Tughushi, Nukri Stephanovi, Keti Asatiani, Mariam Mumladze, Sophio Sulkhanishvili, Nika Chokuri, Irakli Mania, Lela Liparishvili, Davit Davitashvili, Atuli Menabdishvili, Naniko Gamkhitashvili, Shorena Gurgenidze, Levan Todua, Nino Pakeliani, Igo Chachanidze, Dato Qoqosadze, Saba Sartania, Katerina Galdavadze, Irina Kiknadze, Toma Taktakishvili

 

Post Production Team:

Editing: Giorgi Meshveliani
Color: Mindia Inasaridze
Music Recorded & Mixed at Leno Records by Gvaji

Sound Design: Gvaji

კიმ ჩენ ინმა სამხედროებს ომის მზადების დაჩქარება დაავალა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა სამხედროებს, საბრძოლო მასალის წარმოებისა და ატომური იარაღის სექტორს აშშ-ის „უპრეცედენტო კონფრონტაციული ქმედებების დასაპირისპირებლად“ ომის მზადების დაჩქარება დაავალა, – ინფორმაციას Reuters-ი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მმართველი პარტიის მთავარ შეხვედრაზე ახალი წლის პოლიტიკის მიმართულებებზე საუბრისას, კიმმა ასევე თქვა, რომ ფხენიანი გააფართოებს სტრატეგიულ თანამშრომლობას “ანტიიმპერიალისტურ დამოუკიდებელ” ქვეყნებთან.

”მან დააყენა სამხედრო ამოცანები სახალხო არმიისა და საბრძოლო მასალის ინდუსტრიის, ბირთვული იარაღისა და სამოქალაქო თავდაცვის სექტორებისთვის, რათა კიდევ უფრო დაჩქარდეს ომის მზადება”, – იუწყება სააგენტო KCNA.

კიმმა შეხვედრის დროს ახალი წლის ეკონომიკურ მიზნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალი წელი გადამწყვეტია ქვეყნის განვითარების ხუთწლიანი გეგმის შესასრულებლად.

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – მიგრაციის ეფექტის შემცირების მიუხედავად, წმინდა სავალუტო შემოდინებები ნოემბერში ისევ გაიზარდა

ქვეყანაში წმინდა სავალუტო შემოდინებები ისეთი ძლიერი აღარაა და მცირდება, რასაც ისტორიული დინამიკის გათვალისწინებით, თიბისი კაპიტალი არა კლებად, არამედ ნორმალიზებად აფასებს. ამასთან, ბოლო თვეებში გაუმჯობესება აღინიშნება. თანაც, იმ ფონზე, რომ მიგრაციამ 2023 წელს პიკს უკვე მიაღწია და, როგორც ჩანს, სამომავლოდაც ეტაპობრივი შემცირების ტენდენცია გაგრძელდება. ასევე, დაბალი ინფლაცია უკვე ფაქტია. ეს კი, ეკონომიკის ზრდის ნორმალიზებასთან ერთად ნიშნავს, რომ ლარში გაყიდვებისა და მომგებიანობის, ხელფასების მატების უფრო ზომიერი ტემპია მოსალოდნელი.

თიბისი კაპიტალის შეფასებით, ნაკლებსავარაუდოა ლარის მკვეთრი გამყარება. ანალიტიკოსების უმრავლესობა, მომდევნო წლებში აშშ დოლართან მიმართებით უფრო მყარ ევროზე თანხმდება. საპროცენტო განაკვეთების კუთხით, ლარის და როგორც ჩანს, დოლარისა და ევროს შემთხვევაშიც, პიკური პერიოდები უკვე გადავლილია. საბაზო სცენარების გარდა, მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების მიღებისას შესაძლო სტრესული გარემოებების დადგომის ალბათობის მხედველობაში მიღებაც.

გაეცანით პუბლიკაციას სრულად ბმულზე.

R

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი – დაშავდა

თურქეთში ჯაჭვური ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა და 57 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია TRT Haber-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა საქარიის პროვინციაში, „ჩრდილოეთ მარმარილოს“ გზატკეცილზე მოხდა და მასში 7 ავტომობილი იყო ჩართული, მათ შორის 3 ავტობუსი და სატვირთო მანქანა.

ტელეკომპანიის ცნობით, დაღუპულებს შორის არიან ბავშვები.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 8 დრონიდან 7 ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 8 დრონიდან 7 ჩამოაგდეს.

„საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა, საჰაერო ძალებისა და თავდაცვის ძალების მობილურმა სახანძრო ნაწილებმა დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადისა და ზაპოროჟიეს ოლქებში შვიდი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს“, – წერს უკრაინის საჰაერო ძალები „ტელეგრამის“ არხზე.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა დრონები რუსეთის ფედერაციის პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან გაუშვეს.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

28 დეკემბერს ქუთაისში +12 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5. ბათუმშიც წვიმს. დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც ნალექია მოსალოდნელი. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი. +11 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშია თოვლია მოსალოდნელი. დღისით 0 გრადუსი, ღამით კი -15 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით წვიმა და +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -7 გრადუსი. ახალციხეშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -9 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც მოსალოდნელი ნალექია წვიმის სახით. დღისით +7, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც წვიმაა მოსალოდნელი, სადაც დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -12 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გორში. დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურში თოვლიანი დღე და +3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -15 გრადუსი იქნება. ითოვებს ომალოშიც, სადაც დღისით +3, ღამით კი -16 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი დღე იქნება ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსია ნავარაუდევი. მოასლოდნელია ნალექი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღეა. დღისით +11 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც ნალექიანი დღეა. დღისით +11 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი დღე იქნება რუსთავშიც. დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია ნალექი.