,,უნდა ვიპოვოთ დიპლომატიური გზა ირანსა და “ჰეზბოლაზე” დიდი ზეწოლის განსახორციელებლად”- ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი

27
spot_img

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს განუცხადა, რომ ისრაელის სამხედროებმა „ჰამასთან“ ომი ბოლომდე უნდა მიიყვანონ, რათა უზრუნველყონ ისრაელის მძევლების დაბრუნება და მოქალაქეების უსაფრთხოება.

ისრაელ კაცის თქმით, მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ევაკუირებულნი იყვნენ ჩრდილოეთ ისრაელის ქალაქებიდან ისრაელის სამხედროებსა და “ჰეზბოლას” შორის საზღვრისპირა ბრძოლების გამო, ჯერ კიდევ ვერ დაბრუნდნენ სახლებში.

“ამიტომ გზა უნდა ვიპოვოთ. დიპლომატიური გზა უნდა ვიპოვოთ ირანსა და “ჰეზბოლაზე” დიდი ზეწოლის განსახორციელებლად. საქმე ის არის, რომ ახლა დიდი ზეწოლა მოვახდინოთ ხვალინდელი ომის თავიდან ასაცილებლად”, – აღნიშნა ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ისრაელ კაცის თქმით, მნიშვნელოვანია ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ “თავიდან ავიცილოთ ომი “ჰეზბოლასთან”, რომელიც, მისი თქმით, “გაანადგურებს ლიბანს”.