Home Blog Page 1798

დონეცკისა და ზაპორიჟიეს ოლქებში ,,ვაგნერელების” ლიკვიდაცია დაიწყო – უკრაინის უსაფრთხოება

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ბრძანებით, დონეცკისა და ზაპორიჟიეს ოლქების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე 25 ივნისს “ვაგნერელების” ლიკვიდაცია დაიწყო. “უკრაინის ფრონტზე “ვაგნერელების” მიმართ დამოკიდებულება ძირეულად შეიცვალა. დასავლური დაზვერვის შეფასებით, პრიგოჟინთან ერთად ბელარუსში ათასზე მეტი “ვაგნერელი” არ წავიდა, სხვები კი იძულებულნი არიან გააფორმონ კონტრაქტები თავდაცვის სამინისტროსთან. რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ბრძანებით, დონეცკისა და ზაპორიჟიეს ოლქების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე 25 ივნისს “ვაგნერელების” ლიკვიდაცია დაიწყო” – ნათქვამია ანგარიშში.

„თქვე ჟენია პრიგოჟინებო, პრორუსები კი არ ხართ „ტურებზე“ და „ფარჩაკებზე“ უარესი ხართ”- ალუდა ღუდუშაური

„ყველაფერს დავარქვათ თავის სახელი. ვინ ვართ ჩვენ და რას გვიწოდებენ ესენი – რომ ვართ პრორუსები და კიდევ ათასგვარ სისულელეს. ჩვენ ვართ ქართველები, ღირსებით, ისტორიით. სად ვართ ჩვენ? ჩვენ ვართ საქართველოსთან და ვატარებთ ქართველი ხალხის ინტერესებს. და ვინ ხართ თქვენ და ვის ინტერესებს ატარებთ – ეს მეც ძალიან კარგად ვიცი და ქართველმა ხალხმაც იცის“, აღნიშნა დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა პოლიტიკური დებატებისას. მან ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა – „თქვე ჟენია პრიგოჟინებო, პრორუსები კი არ ხართ „ტურებზე“ და „ფარჩაკებზე“ უარესი ხართ. ჩვენ კი არ ვაპირებთ არცერთი ნაბიჯის უკან გადადგმას. თქვენგან განსხვავებით ვართ სამართლიანი ხალხი და ვივლით წინ ქართველ ხალხთან ერთად. 11 წელი გელოდათ ქართველი ხალხი, რომ ბოდიშს მოუხდიდით, დღეს კი აღარავის სჭირდება თქვენი ბოდიში ჩვენ კი ვივლით წინ ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად,“ – განაცხადა დეპუტატმა.მან პრემიერ-მინისტრს წარმატებები უსურვა და მთავრობის წევრებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

,,10:0, პრემიერის სასარგებლოდ”- კობახიძე

ოპოზიცია ამ შემთხვევაშიც გაექცა დებატებს და ამას აქვს მარტივი მიზეზი – მათ სათქმელი არაფერი აქვთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ანგარიშს მოუსმინეს.

„ყველა წინა დებატები პრემიერ-მინისტრთან დასრულდა ანგარიშით 10:0, პრემიერის სასარგებლოდ. ამ შემთხვევაშიც მოლოდინი იგივე იყო და ეს მოლოდინი კიდევ ერთხელ გაუმართლდათ. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა რომ ეს დებატებიც დასრულდა ზუსტად ასეთივე ანგარიშით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამინდი მკვეთრად იცვლება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვა.

1 ივლისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

1 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დიდი ხნის გადაუჭრელი საკითხები შესაძლოა სწორედ დღეს მოაგვაროთ, მთავარია, საქმეების მსვლელობისას, გამორიცხოთ ყველა მოსალოდნელი არასასურველი ფაქტორი, რომელიც წარმატებაში შეგიშლით ხელს.

კურო

მცირე საჩუქარიც კი დიდ აღტაცებას გამოიწვევს თქვენში და პოზიტიური მუხტით აგავსებთ, ყველა საქმე წარმატებული და პერსპექტიული იქნება, გზა ხსნილია თქვენი შესაძლებლობებისთვის.

ტყუპები

შესაძლოა, თქვენს გეგმებში კორექტივების შეტანა გახდეს საჭირო, ფინანსურ საკითხებში გაუგებრობების გამო, მნიშვნელოვანი საქმეები, სჯობს, უკეთეს პერიოდამდე გადადოთ.

კირჩხიბი

დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ უსიამოვნო საუბრებთან გასამკლავებლად, მაგრამ, საბოლოოდ, ყველაფერი დალაგდება. მალე, გაიგებთ, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და რა სტრატეგიით მოქმედებს.

ლომი

ნუ გადადგამთ დაუფიქრებელ ნაბიჯს, დღეს, სასიკეთო იქნება ფიზიკური აქტივობა, მხოლოდ ასე შეძლებთ შინაგან მღელვარებას გაუმკლავდეთ და შეცდომებს აარიდოთ თავი.

ქალწული

გარემოებებმა შესაძლოა, ცხოვრებაზე დაგაფიქროთ. სწორედ ახლა გაუჩნდება ყველას სურვილი მყუდროება დაგირღვიოთ, ამიტომ, ეცადეთ, გათიშოთ საკომუნიკაციო საშუალებები და საკუთარ თავთან განმარტოვდეთ.

სასწორი

ნუ აჰყვებით უიმედობას და ირწმუნეთ საკუთარი თავის, ირგვლივ მყოფი ადამიანების ყურადღება და თანადგომა უანგარო პატივისცემის გამოხატულებაა თქვენდამი და ამით უნდა იამაყოთ.

მორიელი

მოზღვავებული ძალების ფონზე ნუ შეეცდებით ბევრ საქმეს ერთდროულად შეეჭიდოთ, გააკეთეთ მთავარი და ძირითადი, წვრილმან და უმნიშვნელო საკითხებზე ნუ დაიხარჯებით, რათა მიიღოთ საუკეთესო შედეგები.

მშვილდოსანი

მოულოდნელი საფრთხის ალბათობაა გარემოებებიდან გამომდინარე, თუ სრულიად დარწმუნებული არ ხართ საკუთარ თავში, სჯობს, განმარტოვდეთ და შეხვედრებს მოერიდოთ. მოერიდეთ ასევე სარისკო ქმედებებს.

თხის რქა

იყავით ფხიზლად, იმოქმედეთ საღი გონებით ნებისმიერ საქმეში, იქნება ეს სამსახური თუ საოჯახო საკითხები, იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, აიმაღლეთ ენერგოტონუსი.

მერწყული

დიდი ალბათობით, ყველას ადვილად მოინადირებთ და თქვენი გავლენის ქვეშ მოაქცევთ, მოიფიქრეთ საინტერესო იდეები, გაერთეთ მეგობრებთან ერთად ბუნების წიაღში. სიფრთხილე გამოიჩინეთ ცხოველებთან.

თევზები

იყავით გაბედული და მეტი სითამამე გამოიჩინეთ არჩეულ მიზნებთან მიმავალ გზებზე. მალე დარწმუნდებით მიღწეული გადაწყვეტილებების სისწორეში, იმოქმედეთ, გადადგით უფრო მტკიცე ნაბიჯები.

,,პრემიერს დღეს ჰქონდა მარტო ერთი – „ნაცების“ გინების პროგრამა”- იაგო ხვიჩია

პრემიერს ჰქონდა მარტო ერთი პროგრამა, „ნაცების“ გინების პროგრამა, ნებისმიერი თემიდან ამისკენ გადადიოდა , – ასე აფასებს „გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლას.

იაგო ხვიჩიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დღეს პარლამენტში ძალიან ცოტა იჩხუბეს და წავიდნენ, თუმცა პრემიერს გემა „ბ“ არ ჰქონდა და მაინც მათზე ლაპარაკობდა.

„პარლამენტში ჩვენ კონსტრუქციულ ფორმატში ვიყავით, „ნაცები“ არ იყვნენ და გამოვიდა ისე, რომ პრემიერს ჰქონდა მარტო ერთი პროგრამა, „ნაცების“ გინების პროგრამა, ნებისმიერი თემიდან ამისკენ გადადიოდა. უცებ აღმოჩნდა, რომ „ნაცები“ არ იყვნენ და სკამებს აგინებდა.

ჩემდა გასაკვირად „ნაცებმა“ დღეს ძალიან ცოტა იჩხუბეს, მერე წავიდნენ. პრემიერი მოვიდა, იწყებს ლანძღვა-გინების კორიანტელს. რამდენიმე ადამიანი ვისხედით იქ და არ გვეხებოდა ეს საუბარი, მაგრამ ჩვენკენ იხედებოდა პრემიერი, რადგან მეორე მხარეს ხელისუფლება იჯდა. არ არსებობდა გეგმა „ბ“, რომელიც იმ დროისთვის იმუშავებდა, როცა „ნაცები“ არ არიან დარბაზში. ამიტომაც ვამბობთ, რომ პოლიტიკაშიც ამ თვალსაზრისით „ნაცები“ პრობლემები არიან, ჯობია დაშლილები იყვნენ. დღეს პრემიერს გამოუვიდა არაადეკვატური გამოსვლა, გინება იმ ხალხის, ვინც იქ საერთოდ არ იყო და მათი გინება საერთოდ არაფერ შუაში არ იყო. „თქვენ ამას შვრებოდით, იმას შვრებოდით“ და არცერთი არ ზის იქ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიას განმარტებით, მომავალ კვირაში „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში ყოფნა მნიშვნელოვანია, რადგან ხელისუფლება თავდაცვის კოდექსის ძალადობრივად გატანას აპირებს.

„შემდეგ კვირას „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში ყოფნა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან როგორც კულუარულად გვეუბნებიან, თავდაცვის კოდექსი გააქვთ განსახილველად, ფიქრობენ, რომ დანიშნონ რიგგარეშე სხდომები და სასწრაფო წესით, ძალადობრივად გაიტანონ თავდაცვის კოდექსი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

“თქვენ დაასამარეთ ყველაფერი ევროპული ამ სახელმწიფოში”- თალაკვაძე

“თქვენ დაასამარეთ ყველაფერი ევროპული ამ სახელმწიფოში და ხალხს ატყუებდით, რომ რეფორმების გამო შეიძლებოდა, ვიღაც მოგეკლათ და სიკვდილის ექსპორტიორები ყოფილიყავით… ამას ამართლებდით და ამას აკეთებდით დასავლეთის სახელით”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ამბობს და წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავს. ოპოზიციის წარმომადგენლებს მან შეკითხვაც დაუსვა: ახლა მინდა დავუსვა შეკითხვა, აი აქ ყველაზე ხმამაღლა რომ საუბრობდნენ, იმ ოპოზიციონერებს. რომელს არ ეთანხმებით აქედან? ანუ, რომელი არ მოგწონთ, მშვიდობა და უსაფრთხოება არ მოგწონთ, თუ მსოფლიო ბანკის მონაცემებს არ ეთანხმებით ეკონომიკურ ზრდაზე? თუ თქვენ დარბაზიდან რომ გაიპარეთ და მოსმენა რომ აღარ გინდათ პასუხების, მაგ ნაწილში არანაირი დისკომფორტი არ გაქვთ. დემოკრატიას არ ეთანხმებით თუ რას აკეთებთ? ამ საკითხებიდან უბრალოდ თქვით, რომელს არ ეთანხმებით. ვერ იტყვით, იმიტომ რომ, იცით, რომ ეს არის ფარისევლობა, რაზეც თქვენ აქ საუბრობდით, – თქვა თალაკვაძემ.

„მალე ვიქნებით [ხელისუფლებაში] და გნახავთ ქვეყნიდან გაქცეულებს“- ვაშაძე

ევროპარლამენტარები მტრები არიან, ამერიკის ელჩი მტერია, ევროკავშირის ელჩი მტერია, ოლაფ შოლცის პარტიაზე ამბობთ, რომ ლიბერალური ფაშისტებია არიანო – მოყვარე ვინ არის, გეკითხებით? ვინა რის თქვენი პარტნიორი, ვისთან ერთად აპირებთ ევროპაში შესვლას?, – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მმართველ პარტიას პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოველწლიური მოხსენებით სიტყვით გამოვიდა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს ღირსეული ადამიანი, ერის გამაერთიანებელი და არა ერის დამქსაქსველი.

ამასთან ვაშაძის განცხადებით, საქართველოში კატასტროფული დემოგრაფიული მაჩვენებლებია.

მისივე თქმით, ამაში დამნაშავე ხელისუფლებაა.

„პრემიერ-მინისტრის დღევანდელი გამოსვლა შეიძლება შევაფასოთ სამი კონკრეტული შეფასებით: რეალობას აცდენილი, ტყუილებით და სიცრუით გაჯერებული, სიძულვილის ენით გაჯერებული. საქართველოს მოქალაქეები დაინახავდნენ სკამზე ზრუნვას, როგორ შეინარჩუნოს თანამდებობა და სკამი.

საქართველოს ისტორიაში ყველაზე დაბალი შობადობის მაჩვენებელია. ქვეყანაში ფიზიკურად ხალხი არ არის. ქვეყანაში ბავშვები აღარ იბადებიან, ამას ემატება მიგრაციის მაჩვენებელი. 2022 წელს საქართველო დატოვა საქართველოს 100 ათასმა მოქალაქემ. რატომ დატოვა ამ ხალხმა საქართველო? იმიტომ რომ სამუშაო ადგილები შექმენით? იმიტომ რომ ეკონომიკა წინ წავიდა? იმიტომ რომ ქვეყანაში კარგი ცხოვრებაა?- სიღარიბისა და გაჭირვების გამო დატოვა. ამაში დამნაშავე ხართ თქვენ!

ჯენტრიფიკაცია – თუ გაგიგიათ ასეთი სიტყვა? ჯენტრიფიკაცია ნიშნავს შეძლებული მოქალაქეების გადმოსვლას, რაც იქიდან ძველი, ხელმოკლე ოჯახების გადასახლებას იწვევს. საქართველოში ჯენტრიფიკაცია კი არა რუსეთიფიკაციაა. იმიტომ რომ 65 ათასი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, დასახლდა და 100 ათასი საქართველოს მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან.

თქვენ ბოდიში უნდა მოუხადოთ საქართველოს, როცა ქვეყანაში დემოგრაფიული კატასტროფაა. თქვენ ბოდიში უნდა მოუხადოთ იმ ასობით ათასს ემიგრანტს, რომლებიც საქართველოდან გავიდნენ, იმიტომ რომ აქ ლუკმა-პური ვერ იშოვეს. თქვენ ბოდიში უნდა მოუხადოთ საქართველოს მცოცავი ოკუპაციისთვის. თქვენი ხელისუფლების ყოფნის პერიოდში 3-ჯერ მეტ ტერიტორიებს დაეპატრონა ოკუპანტი, ვიდრე სოხუმის ტერიტორიაა და ეს არის მშვიდობა?“,- განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძემ ევროინტეგრაციაზე და 12-პუნქტიანი გეგმაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ საბოტაჟს ახორციელებთ იმით, რომ არ რეფორმებს არ ახორციელებს.

„ხომ ამბობდით, რომ ვარჰეია ყველაზე კარგი კაცი ევროპაში. რა გითხრათ ვარჰეიმ? 12-პუნქტიდან , მხოლოდ 3 გაქვთ შესრულებულიო. ახლა მე გეკითხებით, თქვენ რომ ტყუილებს აგრძელებთ, არის თუ არა ეს საქართველოს ევროპული პერსპექტივის საბოტაჟი? პირდაპირ საბოტაჟს ახორციელებთ იმით, რომ არ ასრულებთ რეფორმებს. პირდაპირი საბოტაჟია ის ანტიდასავლური კამპანია, რომელსაც თქვენ ახორციელებთ. საქართველოს ევროატლანტიკური ალიანსში გაწევრიანების პირდაპირი საბოტაჟია ის განცხადებები, რომ თურმე ნატომ დაიწყო უკრაინაში ომი და ნატოს გამო მოხდა ეს ყველაფერი.

ევროპარლამენტარები მტრები არიან, ამერიკის ელჩი მტერია, ევროკავშირის ელჩი მტერია, ოლაფ შოლცის პარტიაზე ამბობთ, რომ ლიბერალური ფაშისტებია არიანო – მოყვარე ვინ არის, გეკითხებით? ვინა რის თქვენი პარტნიორი, ვისთან ერთად აპირებთ ევროპაში შესვლას? როდესაც 27 ქვეყნის წარმომადგენლობა შეიკრიბება, ერთი სიტყვა ვინ უნდა დაასველოს? ასეთი ადამიანი არ არის. დიახ, ევროინტეგრაციის საბოტაჟი ხართ თქვენ , „ქართული ოცნება“.

ჩვენ, რომ ხელისუფლებაში რომ ვიყოთ ეს ყველაფერი შესრულებული იქნებოდა“,- განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის ამ განცხადებას პარლამენტში უმრავლესობის მხრიდან ხმაური და შეძახილები მოჰყვა, რასაც ვაშაძემ ასე უპასუხა:

„მალე ვიქნებით [ხელისუფლებაში] და გნახავთ ქვეყნიდან გაქცეულებს“.

,,უმთავრესი ამოცანა დღეს არის სწორედ ის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა”- სუბარი

ომი უკრაინაში არ არის მხოლოდ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, არამედ ეს არის უზარმაზარი გამოწვევები, რომელიც ცვლის მთლიანად მსოფლიო დღის წესრიგს და როგორ სამყაროში ვიცხოვრებთ ხვალ, ზეგ, ან სამი წლის შემდეგ, არავის შეუძლია ამის წინასწარმეტყველება, -განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს.

დეპუტატის თქმით, ასეთ დროს უმნიშვნელოვანესი ამოცანა იმ ქვეყნის ხელისუფლებისთვის, რომელიც გეოპოლიტიკურად ყველაზე რთულ სივრცეში ცხოვრობს, არის როგორმე შეინარჩუნოს მშვიდობა.

„ამაზე დიდი ამოცანა დღეს საქართველოს არ აქვს და ამას სჭირდება ყველაზე დიდი ძალისხმევა. პრემიერმა ისაუბრა ეკონომიკურ ზრდაზე, განსახორციელებელ თუ მიმდინარე სოციალურ თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც მართლა შთამბეჭდავი ციფრებია, მაგრამ ეს ყველაფერი დარჩება წარსულში, როგორც კი პირველი ტყვია გავარდება. ტყვია გავარდება და უკვე სხვა სამყაროში ვიწყებთ ცხოვრებას, სადაც სხვა წესები მოქმედებს, რომელიც ჩვენ აღარ გვემორჩილება და ვეღარ ვმართავთ. ამიტომ უმთავრესი ამოცანა დღეს არის სწორედ ის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა“, – განაცხადა სუბარმა.

,,უკრაინის კონტრშეტევის ადრეულმა ეტაპმა არ გაამართლა მოლოდინები”- CNN

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევის ადრეულმა ეტაპმა მოლოდინი არ გაამართლა, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ უკრაინისათვის დახმარების გაწევას გააგრძელებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„ჩვენ მუდმივ კავშირზე ვართ, როგორც ვთქვი, ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან“, – განუცხადა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს.

„ჩვენ ვაგრძელებთ იმას, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, რომ დავეხმაროთ მათ კონტრშეტევაში, იქნება ეს წვრთნებით ან დამატებითი შესაძლებლობების მიწოდებით და რა თქმა უნდა, რჩევებითა და ინფორმაციის გაზიარებით. ჩვენ ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას მაშინ, როდესაც ისინი მუშაობენ ამ შეტევით ოპერაციებზე, მაგრამ სად მიდიან და რამდენად სწრაფად მიდიან, ეს ნამდვილად მათი გადასაწყვეტია“, – აღნიშნა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.

კონტრშეტევასთან დაკავშირებით ჯონ კირბიმ აღიარა, რომ უკრაინულმა ძალებმა „მიაღწიეს გარკვეულ პროგრესს და ისინი [უკრაინელები] თავად საუბრობდნენ იმაზე, რომ ეს არ არის იმდენად დიდი, რამდენადაც მათ სურდათ, მაგრამ კვლავ, ჩვენ ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ მათ ჰქონდეთ ის, რაც მათ სჭირდებათ და გავაგრძელებთ ამის გაკეთებას“.

22 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კონტრშეტევის ფარგლებში წინსვლა იმაზე ნელა მიმდინარეობს, ვიდრე სასურველი იქნებოდა.

ვერ და ვერ მოინელა ნაცსექტამ, ახალგაზრდა ადამიანების წარმატება – გიორგი გამსახურდა

„ვერ და ვერ მოინელა ნაცსექტამ,ა ხალგაზრდა ადამიანების წარმატება. ირაკლის შვილს რომ არ გადაწვდნენ სექტა და მათი სატელიტები, არ შეუძლიათ. ეგრე ბიძია მარტო თქვენი ბოლშევიკი წინაპრები იქცეოდნენ. შვილებს გაეშვით თქვე ნაძირლებო. თუ ვინმემ ისწავლა ბიუჯეტის ხარჯზე, ვიცით, მაგრამ ჩუმად ვართ“. – წერს ტვიტერზე გიორგი გამსახურდია.

 

შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის გამართვის თაობაზე მიმართა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 3 ივლისს 11:00 სთ-დან რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე მიმართა.

რიგგარეშე სესიაზე განსახილველი სავარაუდო საკითხებია:

• „საქართველოს საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები,

• „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი მე-3 მოსმენით,

• „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილება მე-3 მოსმენით,

• „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილება მე-3 მოსმენით,

• „თავდაცვის კოდექსი“ მე-2 მოსმენით.