,,უკრაინის კონტრშეტევის ადრეულმა ეტაპმა არ გაამართლა მოლოდინები”- CNN

85
spot_img

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევის ადრეულმა ეტაპმა მოლოდინი არ გაამართლა, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ უკრაინისათვის დახმარების გაწევას გააგრძელებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„ჩვენ მუდმივ კავშირზე ვართ, როგორც ვთქვი, ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან“, – განუცხადა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს.

„ჩვენ ვაგრძელებთ იმას, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, რომ დავეხმაროთ მათ კონტრშეტევაში, იქნება ეს წვრთნებით ან დამატებითი შესაძლებლობების მიწოდებით და რა თქმა უნდა, რჩევებითა და ინფორმაციის გაზიარებით. ჩვენ ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას მაშინ, როდესაც ისინი მუშაობენ ამ შეტევით ოპერაციებზე, მაგრამ სად მიდიან და რამდენად სწრაფად მიდიან, ეს ნამდვილად მათი გადასაწყვეტია“, – აღნიშნა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.

კონტრშეტევასთან დაკავშირებით ჯონ კირბიმ აღიარა, რომ უკრაინულმა ძალებმა „მიაღწიეს გარკვეულ პროგრესს და ისინი [უკრაინელები] თავად საუბრობდნენ იმაზე, რომ ეს არ არის იმდენად დიდი, რამდენადაც მათ სურდათ, მაგრამ კვლავ, ჩვენ ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ მათ ჰქონდეთ ის, რაც მათ სჭირდებათ და გავაგრძელებთ ამის გაკეთებას“.

22 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კონტრშეტევის ფარგლებში წინსვლა იმაზე ნელა მიმდინარეობს, ვიდრე სასურველი იქნებოდა.