Home Blog Page 1791

⚽”ეს ბურთი მე დავდგი სამტრედიის შესასვლელთან საკუთარი ხარჯით”- შორენა ამაღლობელი

“ეს ბურთი მე დავდგი სამტრედიის შესასვლელთან საკუთარი ხარჯით და ამით ჩემი კეთილგანწყობა გამოვხატე ჩემი ადგილის დედის-სამტრედიისა და იქ მცხოვრები, ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული, ადამიანების მიმართ”- წერს სოციალურ ქსელში სამტრედიაში მცხოვრები შორენა ამაღლობელი.

⚽ “მოგესალმებით ამ წერილს ვწერ მე, შორენა ამაღლობელი ქალაქ სამტრედიის შესასვლელთან ჩემ მიერ დადგმული ბურთის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს მინდა გამოვეხმაურო.

ეს ბურთი მე დავდგი სამტრედიის შესასვლელთან საკუთარი ხარჯით და ამით ჩემი კეთილგანწყობა გამოვხატე ჩემი ადგილის დედის-სამტრედიისა და იქ მცხოვრები, ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული, ადამიანების მიმართ. ბურთი არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ უყვართ და აფასებენ სამტრედიაში ფეხბურთს!

📌წლების წინ ეს პატარა ქალაქი ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული სპორტის ისტორიაში.
კარგია, რომ დღის თემა პატარა ქალაქში დადგმული ბურთი გახდა, რადგან ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს, რამდენად დიდი სპორტული ისტორია აქვს ჩემს მშობლიურ სამტრედიას!” – წერს შორენა ამაღლობელი სოციალურ ქსელში

ცნობისთვის, სამტრედიაში ბურთის ქანდაკება დაიდგა. მედიის ნაწილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ ქანდაკების დადგმა თბილისის მერის, კახა კალაძის მამის, კარლო კალაძის დაბადების დღეს მიეძღვნა.

სემეკი მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში მოქალაქეებმა სმს შეტყობინებების სახით მიიღეს შეთავაზება, შეტყობინებაში მითითებული ბმულის საშუალებით კომუნალური გადასახადების გადახდისას, გადახდილი თანხის 50%-ის უკან დაბრუნების (Cashback) შესახებ.

სემეკი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ აღნიშნული შეთავაზება, შესაძლოა, წარმოადგენდეს ინტერნეტ თაღლითობას და მოუწოდებს, მსგავსი სმს შეტყობინების მიღებისას არ ისარგებლონ მითითებული ბმულით და არ შეიყვანონ სააბონენტო თუ პირადი მონაცემები.

„კომუნალური მომსახურების (ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზი, წყალი) კომპანიებთან რაიმე ტიპის შეღავათთან დაკავშირებით შეთანხმება ან კომუნიკაცია არ განხორციელებულა.

მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა. მონაცემები გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში შესასწავლად“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჩვენ წინასწარ გვქონდა ინფორმაცია, რომ “მთავარ არხთან” დაკავშირებით კეზერაშვილი და ხაზარაძე ერთმანეთში დალაგდნენ, ეს დაადასტურა გიორგი გაბუნიამაც -კობახიძე

ჩვენ წინასწარ გვქონდა ინფორმაცია, რომ კეზერაშვილი და ხაზარაძე „მთავარ არხთან“ დაკავშირებით ერთმანეთში დალაგდნენ და ეს დაადასტურა გიორგი გაბუნიამ გამოსვლაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა. ჟურნალისტებმა კობახიძეს კითხვა დაუსვეს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, გიორგი გაბუნიას იმ განცხადებაზე, რომ ტელეკომპანია „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზია აღარ არის.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „მთავარი არხი“ ახლა მოემსახურება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და არა მხოლოდ პარტია „ნაცმოძრაობას“.

„ერთგვარი თამაშია. წინასწარ გვქონდა ჩვენ ინფორმაცია, რომ კეზერაშვილი და ხაზარაძე „მთავარ არხთან“ დაკავშირებით ერთმანეთში დალაგდნენ. ანუ „მთავარი არხი“ მოემსახურება ახლა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და არა მხოლოდ პარტია „ნაცმოძრაობას“. ეს იქნება კეზერაშვილის ხაზიც და ხაზარაძის ხაზიც. ეს ინფორმაცია ჩვენ გვქონდა წინასწარ და ამის დადასტურება იყო საბოლოო ჯამში, გიორგი გაბუნიას გამოსვლა. ერთმანეთში დალაგდნენ. ნახავთ, ახლა როგორ გაგრძელდება სარედაქციო პოლიტიკა, დამატებით გამოიკვეთება „ლელოს“ ხაზი „მთავარი არხის“ სარედაქციო პოლიტიკაში. სხვათა შორის, ამაში ფინანსებიც არის ჩართული. ჩვენი ინფორმაციით, კეზერაშვილთან ერთად ხაზარაძეც დააფინანსებს არხს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

TESTERS DAY 2023 – 4 დღე საერთაშორისო ტექნოლოგიურ ღონისძიებამდე ინოვაციური, ინსპირაციული, დინამიური

9-10 სექტემბერს თიბისის მხარდაჭერით და GeoSTQB-ის ორგანიზებით, საქართველოში პროგრამული ტესტერთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ღონისძიება შერატონ მეტეხი პალასში გაიმართება. იქნება პანელური დისკუსიები, ვორფქშოფები, აუდიტორიის წინაშე წარდგებიან სპიკერები როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან.

 თიბისის ტექნოლოგიური გუნდიდან ტესტერთა დღეზე თათია სებისკევრაძე და ცოტნე აბურჯანია წარსდგებიან, რომლებიც ინოვაციურ და ინსპირაციულ ტრენდებზე და ტექნოლოგიურ გამოწვევებზე ისაუბრებენ.

თიბისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღის მხარდაჭერა, რადგან ტესტერთა დღის ღონისძიებაზე ხდება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რაც იზიდავს და აინტერესებს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს და უჩენს ამ პროფესიის დაუფლების სურვილის. ამავე კონფერენციაზე ტექ ტალანტებს აქვს საშუალება გაეცნონ ადგილობრივ ტექნოლოგიურ კომპანიებს და გამოხატონ ტესტირების ინჟინერიის მიმართულებით დასაქმების თუ გაცნობის სურვილი. ადგილზე თიბისიც ელოდება საკუთარ სტენდთან ჩვენს ტექ გუნდთან შემოერთების მსურველებს.” – ამბობს ალეკო ისკონიანი, თიბისის ხარისხის უზრუნველყოფისა და ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულების ხელმძღვანელი.

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მხარს უჭერს ტესტირების საერთაშორისო დღეს,  რადგან თიბისისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ტექ-კომუნის გაძლიერება და ამ მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

 ღონისძიებას, ასევე, მხარს უჭერენ Epam, Lineate, Space int., aPeople, Soft Fan და Women’s empowerment principles.

ღონისძიებაზე რეგისტრაციას და ბილეთების შეძენას შეძლებთ აქ: http://tkt.ge/TestersDay2023

10 სექტემბრის ვორკშოპის შერჩევა აუცილებელია წინასწარ შემდეგ ბმულზე: https://form.jotform.com/232066463957060

R

 

“მერწმუნეთ, ხალხი ხელისუფლებაში არასდროს დაგაბრუნებთ” – ირაკლი კობახიძე ოპოზიციას

გაუგებარია, როგორ უნდა განხორციელდეს საქართველოში ე.წ. დეპოლარიზაცია, როდესაც ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ახერხებს და ბუნებრივ კატასტროფებზეც კი პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ამგვარი დამოკიდებულებების პირობებში ე.წ. დეპოლარიზაციას განხორციელება არ უწერია.

„ევროკავშირის ერთ-ერთი რიგით პირველი მოთხოვნა არის დეპოლარიზაცია. ამ ფონზე ვნახეთ, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ტრაგედიებსაც კი ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებისთვის იყენებენ. გაუგებარია, როგორ უნდა განხორციელდეს საქართველოში ე.წ. დეპოლარიზაცია, როდესაც ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ახერხებს და ბუნებრივ კატასტროფებზეც კი პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს. ოპოზიციის რადიკალური ნაწილი და მათი მედიასაშუალებები დღემდე თავს ესხმიან არამხოლოდ მმართველ გუნდს, არამედ ჩვენს გმირ მაშველებსაც კი. რა თქმა უნდა, ოპოზიციის ამგვარი დამოკიდებულებების პირობებშიც კი ე.წ. დეპოლარიზაციას განხორციელება არ უწერია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს და აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა ევროპულ მოვლენად წარმოაჩინოს.

„როგორც მოგეხსენებათ, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ცდილობს ნებისმიერი მოვლენა სარკისებურად წარმოაჩინოს. ყველას გახსოვთ, როგორ ატყუებდნენ ისინი მოსახლეობას და ამერიკულ კანონს რუსულ კანონს უწოდებდნენ. ახლა ისინი ცდილობენ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა ევროპულ მოვლენად წარმოაჩინონ. ქართული საზოგადოება არის ტრადიციული ევროპული ღირებულებების მატარებელი საზოგადოება და მერწმუნეთ კონსტიტუციის უხეშ დარღვევას ევროპულ მოვლენად ვერაფრით იყიდით. როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, კონსტიტუციაზე ძალადობა მისი ერთ-ერთი უმთავრესი შტრიხი იყო. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, „გახარიები“, „ ჯაფარიძის გირჩი“ და სხვები დღეს, ოპოზიციის რიგებიდან ამ ხელწერით მოქმედებთ. ქართულმა საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის და მერწმუნეთ, კონსტიტუციაზე მოძალადე პოლიტიკოსებს ხელისუფლებაში ხალხი აღარასდროს დაგაბრუნებთ“, – განაცხადა კობახიძემ.

“ბიძინა ივანიშვილის „სამეფო კარის თამაშები“ ჩვენთვის საინტერესო არ არის” – ხაბეიშვილი

იმპიჩმენტის საკითხი არ გვაინტერესებს და ამაში არანაირ მონაწილეობას არ მივიღებთ – ბიძინა ივანიშვილის “სამეფო კარის თამაშები” არ არის ჩვენთვის საინტერესო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იმპიჩმენტის საკითხი ივანიშვილის თამაშია, ხოლო თუ ზურაბიშვილი ქვეყნის ევროპულ მომავალზე ფიქრობს, მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს.

„სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი არის მოგონილი ივანიშვილის და რუსული პარტიის. ვფიქრობთ, ორივე მხარე რუსული თამაშის შემადგენელი ნაწილია. ეს საკითხი არ აინტერესებს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას, მათ აინტერესებთ შოვის ტრაგედიაზე პასუხი; რა ეშველებათ მევენახეებს, რომელთა მოსავალი დაისეტყვა; რა ეშველება თხილის ფასს; სოციალურ – ეკონომიკურ პრობლემებს და ამაზე პასუხის ნაცვლად, გვაჩეჩებენ თემას, რომელიც არ აინტერესებს დედამიწის ზურგზე არავის, გარდა ივანიშვილ-კობახიძე- ღარიბაშვილის ბანდ-ფორმირებისა. ეს საკითხი ჩვენ არ გვაინტერესებს, ეს არის ივანიშვილის რუსული თამაში, თითქოს ზურაბიშვილი როგორი კეთილი და კარგია. თუ ასეთია, ასე უყვარს ქვეყანა, ევროპულ მომავალზე ფიქრობს, მაშინ მის ხელთ არსებული ინსტრუმენტი უნდა გამოიყენოს და სააკაშვილი უნდა გაათავისუფლოს, ამას არ აკეთებს. ამიტომ ჩვენ ეს საკითხი არ გვაინტერესებს და ყველამ კარგად უნდა იცოდეს, ამაში არანაირ მონაწილეობას არ მივიღებთ.

ბიძინა ივანიშვილის თამაშში მონაწილეობას არ ვაპირებ და ცალსახად შემიძლია გითხრათ, ეს საკითხი არ აინტერესებს საქართველოს მოქალაქეებს. ბიძინა ივანიშვილის “სამეფო კარის თამაშები” არ არის ჩვენთვის საინტერესო თემა. პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების თემას რაც შეეხება, ვალდებულიც კი არის პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციას და საქართველოს ევროპულ მომავალს უნდა იცავდეს და ამ ევროპული მომავლის შემაფერხებლად რომ არის ქცეული სააკაშვილის ტყვეობა, რომ უზრუნველყოს სააკაშვილის თავისუფლება. ის ამას არ აკეთებს და მონაწილეობას იღებს ივანიშვილის თამაშებში. ჩვენ არ გვაინტერესებს ივანიშვილის და კობახიძის დაგეგმილი თამაშები, რომელზეც შემდეგ მედია სივრცეში მიმდინარეობს საუბარი, ნაცვლად იმ თემებისა, რომელიც მოქალაქეებს აინტერესებთ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

კახეთის რეგიონში დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება შეუფერხებლად მიმდინარეობს

5 სექტემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო ღვინის საწარმოს შპს „მოსავლის მართვის კომპანიის“ მიერ გადამუშავებულია 1050 ტონა დაზიანებული ყურძენი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება დღეს 5 ლოკაციაზე, შემდეგ მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს: თელავი (2 ლოკაცია), სიღნაღი, ყვარელი და გურჯაანი.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2 სექტემბერს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა. წინასწარი მონაცემებით, სეტყვისგან დაზიანებულია 3500 ჰექტარზე მეტი ფართობი.

სამინისტროს ცნობით, დაზიანებული ყურძნის სახელმწიფო საწარმოში ჩაბარება 3 სექტემბერს, სტიქიის მეორე დღესვე დაიწყო. მევენახეები შპს “მოსავლის მართვის კომპანიას” დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად აბარებენ.

„რთველი 2023 წლის ფარგლებში, ჯამში გადამუშავებულია 16 ათასამდე ტონა ყურძენი. აქედან, 8 ათას ტონამდე რქაწითელი, 5 ათას ტონამდე საფერავი და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. მიმდინარე წელს აქტიურობით გამოირჩევა კერძო სექტორი. ყურძნის მოსავლის გადამუშავების მზადყოფნის მოთხოვნით, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 220 ღვინის საწარმო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა

პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა. წესისამებრ, შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი. პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულებს პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.

„ჩვენს ქვეყანას მიმდინარე წლის 3 აგვისტოს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს. ჩვენთვის ყველაზე საყვარელ და სამოთხესთან გაიგივებულ კუთხეში უდიდესი სტიქია მოხდა, რომელმაც ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე წაიღო, მათ შორის, ბავშვების და ქალების. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს, აქ ალბათ, სიტყვები ზედმეტია და გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ გარდაცვლილების ხსოვნას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყება.

დღევანდელ სესიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს დავით სერგეენკოსა და ქეთევან დუმბაძეს უფლებამოსილებას შეუწყვეტენ. ასევე, დაგეგმილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა.

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – ტრადიციული ტურიზმის მეტი და მიგრაციის ეფექტის ნაკლები ზეგავლენა

ივლისის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 5.5%-ით განისაზღვრა. ამ ეტაპზე, ეკონომიკური აქტივობის შედარებით ნორმალიზების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი საექსპორტო კატეგორიაში საერთაშორისო სასაქონლო ფასების შემცირებაა. მიგრაციის ეფექტს რაც შეეხება, თიბისი კაპიტალის შეფასებით, ზეგავლენა – წელსაც პოზიტიური, თუმცა გასულ წელთან შედარებითგაცილებით ნაკლები იქნება.

გრძელდება ტრადიციული ტურიზმის აღდგენა. ბელარუსიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან ვიზიტორების გარეშე, მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში წლიურმა მატებამ 63% შეადგინა და ძირითადი წილი თურქეთსა და ევროკავშირზე მოდიოდა.

სავალუტო შემოდინებების ძირითადი წყაროების, იმპორტის, საკრედიტო აქტივობისა და ბიუჯეტის დეფიციტის საპროგნოზო პარამეტრების გათვალისწინებით, 2023 წლისათვის ეკონომიკის ზრდის თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარი დაახლოებით 7%-ს შეადგენს.

გაეცანით პუბლიკაციას შემდეგ ბმულზე.

R

 

ესპანეთში ძლიერი ქარიშხლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაკარგულებიც

ესპანეთში ძლიერი ქარიშხლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაკარგულებიც. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მაშველებმა სამი მამაკაცის ცხედარი იპოვეს ტოლედოს პროვინციაში, მადრიდის სამხრეთით.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, ეძებენ მამაკაცს, რომელიც მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად მადრიდის რეგიონში მოგზაურობდა. მათი მანქანა მდინარე ალბერშეს წყალმა წაიღო, თუმცა დაკარგული მამაკაცის ოჯახის წევრებმა ავტომობილიდან გადმოსვლა შეძლეს. დაკარგულად ითვლება კიდევ ორი ​​ადამიანი.

გასულ კვირას ესპანეთში ძლიერი ქარი, წვიმა და სეტყვა დაფიქსირდა. კატალონიის მუნიციპალიტეტში წყალდიდობის საფრთხის გამო 10 ათასამდე მცხოვრებს რამდენიმე საათით სახლების დატოვება აეკრძალა.

5 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სირთულეების მიუხედავად, საკმაოდ წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. პრინციპული ადამიანი ხართ, მაგრამ თუ საჭიროა, დათმობებზე წასვლა შეგიძლიათ. შესაძლებლობა გექნებათ საინტერესო ნაცნობობა გააბათ.

ფინანსების თვალსაზრისით, წარმატებული დღეა. მოგებიანი გარიგებები და სასიამოვნო სიურპრიზები განწყობას აგიმაღლებთ.

კურო

ამ დღეს ნებისმიერ საქმეში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. პირველ რიგში, ეს მათ ეხება, ვინც ახალ ადამიანებთან იწყებს თანამშრომლობას. სავარაუდოდ, ეს ურთიერთობა იმედებს გაგიცრუებთ და უამრავ პრობლემას მოგიტანთ. თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, დაძაბულ მოლაპარაკებებში შეიძლება გაიმარჯვოთ.

პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა.

ტყუპები

ენერგიისა და შეუპოვრობის წყალობით წარმატებას მიაღწევთ იქ, სადაც სხვებმა ვერ შეძლეს. თავში საინტერესო იდეა მოგივათ, რომელსაც მალე განახორციელებთ. ბრწყინვალე ინტუიცია მოგებიანი გარიგებების დადებაში დაგეხმარებათ. საშუალება გექნებათ, რომ შინაურ ადამიანს დაეხმაროთ, რომელიც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა.

კირჩხიბი

მიზნის მისაღწევად სიმტკიცის და შეუპოვრობის გამოჩენა მოგიწევთ. ზოგი კირჩხიბი იძულებული იქნება, საკუთარი თავისუფლება და დამოუკიდებლობა დაიცვას და ისე იმოქმედოს, როგორც საჭიროდ მიაჩნია. გირჩევთ უსარგებლო საუბრებზე და ვიღაცის დრო არ დაკარგოთ – თქვენი ძალისხმევის შედეგები ყველაფერზე მეტყველებს.

ექსპერიმენტებისთვის ხელსაყრელი დღეა. თუ გინდათ რამე ახალი მოსინჯოთ, ნუ გადადებთ – ახლა ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან და წარმატებას მიაღწევთ.

ლომი

ეს დღე ბევრ საინტერესო შესაძლებლობას გთავაზობთ. შეეცადეთ, საკუთარი მიზნები და პრიორიტეტები განსაზღვროთ და მთელი ყურადღება იმაზე გადაიტანოთ, რაც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. გამოცდილი ადამიანების რჩევები საქმეში დაგეხმარებათ.

ხელსაყრელი დღეა მეგობრებთან ურთიერთობისთვის, ამიტომ შეგიძლიათ წვეულება მოაწყოთ და ახლობელი ადამიანები დაპატიჟოთ. მარტოხელა ლომებისთვის არ არის გამორიცხული რომანტიკული ნაცნობობა, რომელსაც სურვილის შემთხვევაში სასიამოვნო გაგრძელება ექნება.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი მოლაპარაკების წარმოებისთვის – ამ დღეს შეგიძლიათ ნებისმიერი ადამიანი დაარწმუნოთ. გავლენიანი ადამიანების ნდობას და პატივისცემას მოიპოვებთ, რაც სამომავლოდ ძალიან დაგეხმარებათ. ეცადეთ, თქვენი გადაწყვეტილება კარგად გააზრებული იყოს, რადგან მისი შედეგები დიდხანს გაგყვებათ.

სასწორი

ამ დღეს ყველაზე მეტად ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას უნდა მოერიდოთ. რეალობისა და სასურველის ერთმანეთისგან გარჩევა გიჭირთ. თუ ეჭვი გეპარებათ და არ იცით, რა გააკეთოთ, რჩევისთვის იმ ადამიანს უნდა მიმართოთ, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობით. შესაძლოა, ინტუიციამ გიღალატოთ, ამიტომ ყოველი ნაბიჯი საგულდაგულოდ უნდა დაგეგმოთ.

მოსალოდნელია მენეჯმენტისგან პრეტენზიები. ჩვეულებრივზე მეტად გაკრიტიკებენ, მაგრამ ეს ნერვიულობისა მიზეზი არ არის – საღამომდე საშუალება მოგეცემათ, რომ საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოთ.

მორიელი

ამ დღეს ყველაზე რთულ და დახლართულ საქმეებსაც კი ადვილად და დიდი ძალისხმევის გარეშე უმკლავდებით. შეხვედრები და მოლაპარაკებები კარგად ჩაივლის და შეიძლება ახალი მოკავშირეები იპოვოთ.

პირად ურთიერთობებში შესაძლებელია სასიკეთო ცვლილებები – პროვნული თვისებების წყალობით ადამიანებს ადვილად ხიბლავთ. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზები და საჩუქრები, ასევე კარგი სიახლეები გელით.

მშვილდოსანი

ძალიან ხელსაყრელი დღეა. მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად საკმარისია, მოვლენათა ხელსაყრელი განვითარებით ისარგებლოთ და საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდეთ. გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობა სასარგებლო იქნება – მნიშვნელოვანი ინფორმაციის გარდა, მათ მხარდაჭერასაც მიიღებთ.

საღამოს ფინანსური შემოსავალი გელით. შეგიძლიათ მოგებიანი გარგება დადოთ ან სასურველი ნივთი შეიძინოთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა სასიამოვნო ემოციებით აგავსებთ.

თხის რქა

ვარსკვლავები გირჩევენ, დასვენების დღე მოიწყოთ, აურზაურს გაერიდოთ და საკუთარ თავზე იზრუნოთ. როგორც არ უნდა ეცადოთ, ამ დღეს სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ, ამიტომ მოდუნდით და გაანებივრეთ თავი იმით, რისთვისაც დრო არასოდეს გყოფნიდათ. შეგიძლიათ საკუთარ თავს ჩვეულებრივზე მეტი ფულიც დაახარჯოთ. ეცადეთ, საღამო ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად გაატაროთ.

მერწყული

ეცადეთ, მტკიცედ და პრინციპულად იმოქმედოთ. შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ თანამოაზრეთა გუნდი შეკრიბოთ. შეთავაზება, რომელსაც ცნობისმოყვარეობის გამო დათანხმდით, მოგებიანი აღმოჩნდება.

გირჩევთ, მოძველებული და უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლდეთ და ახალი ნივთები შეიძინოთ. ოჯახური სირთულეების დაძლევას თქვენი შეუპოვრობითა და ადამიანების დარწმუნების უნარის დახმარებით დაძლევთ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა თანამოაზრეებთან შეხვედრისა და საერთო გეგმების განხილვისთვის. გაითვალისწინეთ, რომ კონკრეტულ ქმედებებზე გადასვლა ჯერ ნაადრევია. მოსალოდნელია უთანხმოება ხელმძღვანელობასთან, თუმცა თქვენი დიპლომატიური თვისებების წყალობით დაპირისპირებას თავს აარიდებთ.

მოულოდნელი შემოსავალი გელით, მაგრამ ფულის დახარჯვას ნუ იჩქარებთ – ის მალე გამოგადგებათ. ნივთებსა და დოკუმენტებს უნდა გაუფრთხილდეთ – არსებობს მცირე, მაგრამ უსიამოვნო დანაკარგის საფრთხე.

ჯოზეფ ბორელი საქართველოს 7-8 სექტემბერს ეწვევა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს 7-8 სექტემბერს ეწვევა, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, ქვეყანაში ბორელის პირველი ოფიციალური ვიზიტი ამჟამინდელი უფლებამოსილებებით საშუალებას მისცემს, განიხილოს პროგრესი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ასევე, გაცვალოს აზრები უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებზე.

ვიზიტის ფარგლებში უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

ბორელი ასევე შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს.

„ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტი ასევე გამოიყენებს შესაძლებლობას, შეხვდეს პარლამენტში მყოფი ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს და გამართოს დისკუსია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ვიზიტის დროს აღნიშნავს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნის 15 წელს საქართველოში, რაც ასახავს ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ. ის მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ორგანიზებულ აქტივობაში ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ“, – ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.