Home Blog Page 1785

“ნიკა გვარამიას შეწყალება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე”- დავით არახამია

“ნიკა გვარამიას შეწყალება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე”- ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილის მიერ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებას უკრაინის რადას ფრაქციის, “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამია

“მინდა მადლობა გადავუხადო ქ-ონ პრეზიდენტს სწორი და გადამწყვეტი რეაგირებისთვის საქართველოს ევროინტეგრაციის საქმეში.
ნიკა გვარამიას შეწყალება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე.
ვულოცავ ნიკას თავისუფლებას. ვულოცავ მის ოჯახს ამ დიდ სიხარულს და ვულოცავ თავისუფალ მედიას დიდ გამარჯვებას,” – აცხადებს უკრაინის პარლამენტში მმართველი პარტიის – ხალხის მსახურის ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია.

“შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს სააკაშვილის გათავისუფლება” – გიორგი ვაშაძე

კარგია და მივესალმები ნიკა გვარამიას გათავისუფლებას. აქამდე რომ ყოფილიყო, გაცილებით უკეთესი იქნებოდა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ასევე შეწყალების მექანიზმით.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, ევროკავშირის შეფასებით, მხოლოდ სამი პუნქტია შესრულებული. ოლივერ ვარჰეი, რომელსაც აქებდა, ადიდებდა და ყველაზე მეტად ენდობოდა „ქართული ოცნება“, ამბობს, რომ მხოლოდ სამია შესრულებული, დანარჩენი – შესასრულებელი. ჩვენ უნდა მივაღწიოთ საქართველოს დერუსიფიკაციას, „ქართული ოცნების“  მხრიდან მოხდეს დეოკუპაცია და წინ წავიდეთ ევროპული განვითარებისკენ. პოლიტიკური პატიმრები ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩავაბაროთ საბჭოთა წარსულს, რომელსაც ასევე უნდა გავაყოლოთ „ქართული ოცნება“ თავისი კომუნისტური პარტიის მენტალობით, რომლითაც ის მართავს საქართველოს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

17 თვეში რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 9504 ბინა იყიდეს

ბოლო 17 თვეში რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 9504 ბინა იყიდეს.

როგორც სადეპუტატო კითხვის პასუხად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული პასუხიდან ირკვევა, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, 2022 წლის 1-ელი იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისთვის რუსეთის 5 000 ფედერაციის მოქალაქის საკუთრების უფლება 6 135 საცხოვრებელ ბინა/ერთეულზე დარეგისტრირდა.

2023 წლის 1-ელი იანვრიდან 5 ივნისამდე პერიოდისთვის,  რუსეთის 2 780 ფედერაციის მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 3 369 საცხოვრებელ ბინა/ერთეულზე.

businessinsider.ge

25 ივნისიდან გამოიდარებს – გარემოს ეროვნული სააგენტო

23 ივნისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 24 ივნისს მხოლოდ ცალკეულ რაიონში იწვიმებს, ხოლო 25-26 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში 23-24 ივნისს წვიმაა მოსალოდნელი, 25-26 ივნისს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

“უდანაშაულო ადამიანის შეწყალება არც გმირობაა და არც სამართალის აღდგენა – სამადლობელი არაფერია”- ზურაბ გურული

“ძალიან მძიმე გამოცდაა ციხე და მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ ციხეში ღირსეულად მოქცევაც და იქედან ისეთი ცხოვრებისეული სიბრძნის გამოტანაც, რომელსაც ვერცერთ სხვა გარემოებაში ვერ შეიძენ. ნიკამ ეს შეძლო”- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული, პრეზიდენტის მიერ ტელეკომპანია “მთავარის” დამფუძნებლის ნიკა გვარამიას გათავისუფლებას.

“აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი ციხიდან გათავისუფლდა.

ვულოცავ ყველას, მიუხედავად პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიებისა, ვისაც ამ ფაქტით გულწრფელი სიხარულის მიღება შეუძლია.

ვულოცავ ნიკა გვარამიას და მის ოჯახს!

ძალიან მძიმე გამოცდაა ციხე და მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ ციხეში ღირსეულად მოქცევაც და იქედან ისეთი ცხოვრებისეული სიბრძნის გამოტანაც, რომელსაც ვერცერთ სხვა გარემოებაში ვერ შეიძენ. ნიკამ ეს შეძლო.

უდანაშაულო ადამიანის შეწყალება არც გმირობაა და არც სამართალის აღდგენა, შესაბამისად, სამადლობელი არაფერია.

მადლობა საქართველოს მეგობარ უცხოელებს, რომლებმაც აიძულეს ქვეყნის დე-ფაქტო მმართველი და დაითანხმეს ამ აქტზე. რა პოლიტიკური გარიგებაც არ უნდა იდგეს ამის მიღმა, მაინც ვერ გადაწონის შვილებთან მამის დაბრუნების სიხარულს.

შესაბამისად, ეს უნდა უხაროდეს ყველა წესიერ ადამიანსაც.

ყველაფერ დანარჩენზე საუბარი ასეთ ეიფორიულ მომენტში ისეთივე უზნეობაა, როგორც ახლად გარდაცვლილ ადამიანზე აუგის თქმა.

გილოცავთ!”- წერს სოციალურ ქსელში ზურაბ გურული.

https://www.facebook.com/zurab.guruli/posts/pfbid02cydaMGcGTrEB96piPqfnyTe738NAav9SHqLrBEPy1fAVCYiPVAuEU7zTJ3m2qhfHl

“სიამოვნება მომანიჭა საქართველოდან მიღებულმა სიახლემ და თვალზე ცრემლი მომადგა…”

გუშინ სიამოვნება მომანიჭა საქართველოდან მიღებულმა სიახლემ და თვალზე ცრემლი მომადგა იმის წაკითხვისას, რომ ნიკა გვარამიამ საპატიმრო დატოვა, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებას.

მისი თქმით, საჭიროა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაც.

„დღეს უნდა გავიმეორო, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იცის, რომ მას საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება“, – წერს ევროპარლამენტარი.

 

“საქართველო ყაზახეთისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში” – ალიხან სმაილოვი

საქართველო ყაზახეთისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში, მეგობრობასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა სისტემატიურად ვითარდება ,-ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გასულ წელს 7-ჯერადად გაიზარდა სავაჭრო ბრუნვის მოცულობა და 600 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია და შეხვედრაზე მის შემდგომ გაზრდაზე შეთანხმდნენ.

„საქართველო ყაზახეთისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში. მეგობრობასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა სისტემატიურად ვითარდება. საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა ფართოა, ხოლო კავშირები – მჭიდრო.

გასული წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ყაზახეთს.

დღევანდელი შეხვედრების ფარგლებში განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის თემატური საკითხები და ახალი, პერსპექტიული პროექტები. უპირველეს ყოვლისა მიმოვიხილეთ მზარდი სავაჭრო ბრუნვა და სასაქონლო ნომენკლატურის გაფართოების პერსპექტივები.

გასულ წელს 7-ჯერადად გაიზარდა სავაჭრო ბრუნვის მოცულობა და 600 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. მისი შემდგომი გაზრდის მიზნით, შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად გამოვიყენებთ მთავრობათაშორისი კომისიის ფორმატს.

ბოლო 17 წლის განმავლობაში ქართველი ინვესტორების კაპიტალდაბანდება თითქმის 400 მილიონ დოლარს აღწევს. აქედან 100 მილიონზე მეტის ინვესტირება გასულ წელს განხორციელდა. ყაზახი მეწარმეების კაპიტალდაბანდება საქართველოს ეკონომიკაში 530 მილიონ დოლარს აღემატება”,- განაცხადა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა.

” ზუსტად ვიცი, მხოლოდ იმას გავაკეთებ, რაზედაც მე, ჩემი ცოლი და შვილები შევთანხმდებით, სხვანაირად არ მოხდება”- ნიკა გვარამია

“სხვათა შორის, ახლა მკითხეს, რას გააკეთებო, მაგრამ ზუსტად ვიცი, მხოლოდ იმას გავაკეთებ, რაზედაც მე, ჩემი ცოლი და შვილები შევთანხმდებით. არავითარ შემთხვევაში სხვანაირად არ მოხდება.” – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელმა და გენერალური დირექტორმა ნიკა გვარამიამ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ “ღამის მთავართან” განაცხადა.

“ამ პატიმრობის შემდეგ უკვე მივხვდი, საკმარისია ამ ადამიანების ხარჯზე თუნდაც ძალიან კარგი საქმეების კეთება. იმას არ ვამბობ რომ კარგ საქმეებს არ გავაკეთებ, მაგრამ მათი ნებართვის თანხმობა მჭირდება, მაინტერესებს ,

მათ გარეშე მე არაფერს გავაკეთებ, ეს გამორიცხულია. ” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

“გასულ წელს, შვიდჯერ გაიზარდა სავაჭრო ბრუნვის მოცულობა საქართველოსა და ყაზახეთს შორის”

ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე ისაუბრა.

„საქართველო ყაზახეთისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში. მეგობრობასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა სისტემატურად ვითარდება. საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა ფართოა, ხოლო კავშირები – მჭიდრო. გასული წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ყაზახეთს. დღევანდელი შეხვედრების ფარგლებში განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის თემატური საკითხები და ახალი პერსპექტიული პროექტები. მიმოვიხილეთ მზარდი სავაჭრო ბრუნვა და ნომენკლატურის გაფართოების პერსპექტივები. გასულ წელს შვიდჯერ გაიზარდა სავაჭრო ბრუნვის მოცულობა და 600 მილიონ დოლარს გადააჭარბა, ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. მისი შემდგომი გაზრდის მიზნით, შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად გამოვიყენებთ მთავრობათაშორისი კომისიის ფორმატს. ბოლო 17 წლის განმავლობაში ქართველი ინვესტორების კაპიტალდაბანდება თითქმის 400 მილიონ დოლარს აღწევს, აქედან 100 მილიონზე მეტის ინვესტირება გასულ წელს განხორციელდა. ყაზახი ინვესტორების კაპიტალდაბანდება საქართველოს ეკონომიკაში 530 მილიონ დოლარს აღემატება. მოლაპარაკებების დროს მოხდა პოზიციების თანხვედრა იმაზე, რომ საქართველოსა და ყაზახეთს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეეძლოს ევროპასა და აზიას შორის ტრანზიტის კუთხით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანსკასპიურ სატრანზიტო და სატრანსპორტო მარშრუტს“, – განაცხადა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა.

“საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ ყველა შემაფერხებელი ბარიერი იყოს მოხსნილი” – პრემიერი

განვიხილეთ დაგეგმილი პროექტები, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახეთის პრემიერ მინისტრ ალიხან სმაილოვთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა „შუა დერეფანზე” და აღნიშნა, რომ „შუა დერეფანი” უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი, მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის.

„ასევე განვიხილეთ დაგეგმილი პროექტები, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას. მე აქვე მინდა შევეხო „შუა კორიდორის” საკითხს, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო და არის. გასული წლის ნოემბერში ჩვენ გავაფორმეთ სამმხრივი მემორანდუმი. ამ პროექტში ჩართული ვართ აზერბაიჯანთან ერთად, საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ ყველა შემაფერხებელი ბარიერი იყოს მოხსნილი და „შუა დერეფანი” გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი, მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, ჩინეთისთვის, ზოგადად აზიის ქვეყნებისთვის, რომ მეტი ტვირთი წამოვიდეს ამ მარშუტის მეშვეობით „შუა კორიდორში”. ჩვენ გვაქვს კონკრეტული საგზაო რუკა, რომელზეც უკვე შევთანხმდით ყაზახეთთან, ესაა 5 წლიანი გეგმა დაახლოებით, 2027 წლამდე ჩვენ ზუსტად ვიცით, რა უნდა გააკეთოს საქართველომ, აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა თავის მხრივ. ჩვენ ახლა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ რკინიგზის მოდერნიზაციის მიმართულებით, რომელიც ძალიან მალე დასრულდება და გააორმაგებს გამტარუნარიანობას ჩვენი რკინიგზის. ჩვენ ასევე გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი პროექტები დაგეგმილი ამ მიმართულებით, ვმუშაობთ ასევე ახალი პორტის მშენებლობაზე. მე ბატონ პრემიერ-მინისტრს პირადად ვაცნობე, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა, ააშენოს ახალი პორტი, ღრმაწყლოვანი ანაკლიის პორტი და სამუშაოები დაიწყება წელს, შემოდგომაზე, ოქტომბერში დაახლოებით, მთავრობა იქნება მეპატრონე, 51% იქნება საქართველო მთავრობის და დანარჩენ 49%-ზე ჩვენ ვაპირებთ, გავმართოთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები,”- განაცხადა პრემიერმა.

“მიშას განცხადება პოლიტიკაში დაბრუნებაზე და გვარამიას ციხიდან გამოშვება ერთმანეთთანაა კავშირში”

მიშას განცხადება პოლიტიკაში დაბრუნებაზე და გვარამიას ციხიდან გამოშვება ერთმანეთთანაა კავშირში, – ასე ეხმაურება “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე, პოლიტოლოგი ვაჟა შუბითიძე სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხს.

“ნაცების” ჩამოშლა-გაბითურებამ “ოცნება” ძალიან შეაფიქრიანა-ხალხს კი უნდა ამათი გაქრობა, მაგრამ ოცნებას რაა? ბოლო ორ არჩევნებში “ოცნებას” ხალხი ძირითადად იმიტომ უჭერდა მხარს, რომ “ნაცები” არ დაბრუნებულიყვნენ ხელისუფლებაში. თუ “ნაცები” გაქრებიან, “ოცნებას” მხარს საკუთარი წევრების გარდა აღარავინ დაუჭერს. ჰოდა, მიშაც უნდა “დაბრუნდეს” და გვარამიაც გამოვიდეს, რომ “ნაცები” კვლავ გაძლიერდნენ და ბუად იქცნენ ისევ.

დასავლეთიც კმაყოფილი დარჩება, რუსებიც და “ოცნება-ნაცებიც”. ერთადერთი ჩვენ ვიქნებით ისევ უკმაყოფილო. დანარჩენი ყველაფერი ამომრჩევლის დასაბოლებლად გამართული სპექტაკლია. სალომე ამას მარტო ვერ გაბედავდა…” – წერს ვაჟა შუბითიძე.

ცნობისათვის, პრეზიდენტმა ნიკა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა. მან საპატიმრო გუშინვე დატოვა.

“გვარამიას გათავისუფლების შემდეგ დიდია საფრთხე ოპოზიციის ლიდერებზე ახალი იერიში მიიტანონ”

ნიკა გვარამიას გათავისუფლების შემდეგ დიდია საფრთხე ახალი იერიში მიიტანონ ოპოზიციის ლიდერებზე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა გვარამიას გათავისუფლება არის არა ვინმეს დამარცხება, არამედ საქართველოს წარმატება ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

„ნიკა გვარამიას გათავისუფლების შემდეგ დიდია საფრთხე ახალი იერიში მიიტანონ ოპოზიციის ლიდერებზე. რადგან ქვეყანაში „ქართული ოცნების“ სახით კვლავ გვყავს ძალა და ხელისუფლება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და პირად მარცხად აღიქვამს პროგრესს ამ გზაზე, დიდია რისკი ახალი იერიში განახორციელონ საქართველოს წინააღმდეგ და მათთვის მთავარი ცოცხალი სამიზნე იქნება ყველა ჭეშმარიტი ოპოზიციონერი ლიდერი. ნიკა გვარამიას გათავისუფლება არის არა ვინმეს დამარცხება, არამედ საქართველოს წარმატება ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მე მიკვირს, როგორ შეიძლება ევროპული ინტეგრაციის გზაზე პროგრესის გამო რომელიმე საქართველოს ნამდვილი პატრიოტი იყოს გაბრაზებული და გავეშებული. მაგრამ რადგან ქვეყანაში „ქართული ოცნების“ სახით კვლავ გვყავს ძალა და ხელისუფლება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და პირად მარცხად აღიქვამს პროგრესს ამ გზაზე, დიდია რისკი ახალი იერიში განახორციელონ საქართველოს წინააღმდეგ და მათთვის მთავარი ცოცხალი სამიზნე იქნება ყველა ჭეშმარიტი ოპოზიციონერი ლიდერი რათა მომავალში დასავლეთთან სავაჭროდ ახალი ტყვეები აიყვანონ. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ამ ფონზე განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არის მიხეილ სააკაშვილი, მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ამას არათუ ვვარაუდობ, არამედ ეს ჩანაფიქრი და გეგმა უკვე აქვს ხელისუფლებას და დღეიდანვე დაიწყება მისი ეტაპობრივი განხორციელება. ახლა მკითხავთ, რა არის გამოსავალი. გამოსავალია კოორდინაციაში, საერთო ძალისხმევაში და ამის მაგალითი არა მხოლოდ 7-8 მარტი, არამედ თუნდაც გუშინდელი ნიკა გვარამიას გათავისუფლებაა, როცა ყველამ ერთად საერთო ძალისხმევით შევძელით ეს. ძალა ერთობაშია და არა ურთიერთდაპირისპირებასა და კინკლაობაში!“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგიაა აღმაშენებელი“ ავრცელებს.