Home Blog Page 1781

,,არ გამკვირვებია, რომ გიორგი გახარია მივიდა ვაშაძესთან და ხაბეიშვილთან ერთად”- მდინარაძე

არ გამკვირვებია, რომ გიორგი გახარია მივიდა ვაშაძესთან და ხაბეიშვილთან ერთად. კი არ მივიდა, სულ მაგასთან ერთად არის, სულ მაგათთან ერთად ითხოვს ხან საქართველოს დასანქცირებას, იმ ადამიანების დასანქცირებას, ვისაც ამ ქვეყნის წინაშე დიდი დამსახურებები აქვს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის პირველ რიგში. რაც უფრო მეტი დამსახურება აქვს ადამიანს ქვეყნის წინაშე, მით უფრო მძლავრია მათი მცდელობის ხარისხი, რომ დასანქცირდეს ასეთი ადამიანი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, შეხვედრაზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას განიხილავდნენ, გიორგი გახარიაც მივიდა.

მამუკა მდინარაძის თქმით, გიორგი გახარია რომ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს, პარადოქსიც არ ჰქვია, ამას ჰქვია რაღაცის პიკი, რომელ რაღაცას ჩვეულებრივ, ისეთ სიტყვას ვერ დაარქმევ, რაც კამერის წინ ითქმება

მისივე თქმით, ეს არ არის დიდი მოულოდნელობა, რადგან „გახარიას პარტია არის ის ორგანიზაცია, რომელიც წინა არჩევნებზე ცდილობდა, რამენაირად 43%-ს ქვევით ჩამოსულიყო „ქართული ოცნების“ რეიტინგი და შესაბამისი საარჩევნო შედეგი.

„გახარიას პარტია არის ის პარტია, რომელიც მესიჯბოქსში ხშირად იყენებს სიტყვას – ნაცქოცური, ამ დროს „ნაცმოძრაობასთან“ საკრებულოში, სადაც შეუძლიათ, კოალიცია აქვთ დალაგებული. წარმოიდგინეთ, პარტიის წარმომადგენელი, რომელსაც იმ საკრებულოებში, სადაც წარმომადგენლები ჰყავს, კოალიცია აქვთ დალაგებული „ნაცმოძრაობასთან“ და „ნაცმოძრაობასთან“ წარმოსახვით კავშირზე ლაპარაკობენ ხოლმე „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში. ამას ხომ შუბლის ძარღვიც უნდა, გაწყვეტილი შუბლის ძარღვი ამას ვერ იზამს, გაგლეჯილი უნდა იყოს, არც არასდროს უნდა არსებულიყო ალბათ, რომ შენ კოალიცია გქონდეს ვიღაცასთან დალაგებული და იმასთან კონტაქტს „ქართულ ოცნებას“ აბრალებდე. ამიტომ, არ გამკვირვებია თქვენი ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია მივიდა ვაშაძესთან და ხაბეიშვილთან ერთად. კი არ მივიდა, სულ მაგასთან ერთად არის, სულ მაგათთან ერთად ითხოვს ხან საქართველოს დასანქცირებას, იმ ადამიანების დასანქცირებას, ვისაც ამ ქვეყნის წინაშე დიდი დამსახურებები აქვს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის პირველ რიგში. რაც უფრო მეტი დამსახურება აქვს ადამიანს ქვეყნის წინაშე, მით უფრო მძლავრია მათი მცდელობის ხარისხი, რომ დასანქცირდეს ასეთი ადამიანი. რაც უფრო ქართველი ხარ მენტალურად, მით უფრო გებრძვიან, რაც უფრო მეტად ცდილობ, რომ შენს ქვეყანაში მიიღებოდეს შენი ქვეყნის შესახებ გადაწყვეტილებები, მით უფრო გებრძვიან და გემუქრებიან სანქციებით. ამ შედეგებზე ზრუნავენ, მაგრამ ვერ მიაღწევენ, იმიტომ, რომ არ შეიძლება, რომელიმე თეორიულ გათვლაში, საქართველოში ქართველმა ხალხმა დაუშვას, რომ დაიჩაგროს ლიდერი იქნება თუ სხვა ნებისმიერი ადამიანი იმის გამო, რომ მას პრიორიტეტად აღებული ჰქონდა ეროვნული ინტერესი, მიუხედავად ათასგვარი სპეკულაციური დაბრალებისა, მას პრიორიტეტად ჰქონდა რეალური და ჭეშმარიტი ევროპელობა, მას პრიორიტეტად ჰქონდა აღებული ღირებულება. ამისთვის ვერ დავიჩაგრებით და ვერ დავისჯებით, ამის მცდელობები რა თქმა უნდა არის და ამ მცდელობაში თანამონაწილე, თქვენი ინფორმაციის თანახმად, აღმოჩნდა გიორგი გახარიაც. გიორგი გახარია რომ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს, პარადოქსიც არ ჰქვია, ამას ჰქვია რაღაცის პიკი, რომელ რაღაცას ჩვეულებრივ, ისეთ სიტყვას ვერ დაარქმევ, რაც კამერის წინ ითქმება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

,,მოსკოვი დეტალურად გააანალიზებს ამ ცნობას და სიტუაციას დააკვირდება”- პესკოვი

სომხეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო წვრთნების გამო რუსეთმა შეშფოთება გამოთქვა. კრემლის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, არსებულ ვითარებაში, ასეთი წვრთნების შესახებ ინფორმაცია შეშფოთების საგანია.

„მოსკოვი დეტალურად გააანალიზებს ამ ცნობას და სიტუაციას დააკვირდება“, – განაცხადა პესკოვმა.

ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების შესახებ განცხადება სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურ ვებგვერდზე დღეს გამოაქვეყნა. სამხედრო სწავლება სომხეთის ტერიტორიაზე 11 სექტემბერს დაიწყება და 20 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას -ჩინეთის ელჩი

ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს ორ მთავრობას შორის წარსულში გაფორმებულ არაერთ დოკუმენტშია აღნიშნული, – ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ჭოუ ციენმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ რატომ არ არის მკაფიო ჩანაწერი ჩინეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების შესახებ ორ ქვეყანას შორის ახლად გაფორმებულ სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტში.

„ვფიქრობ, ეს გამიზნულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს ორ მთავრობას შორის წარსულში გაფორმებულ არაერთ დოკუმენტშია აღნიშნული. აქვე ყურადღებას გავამახვილებდი იმაზე, თუ რატომ უჭერს მხარს საქართველო „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის“. აღნიშნული იმიტომ ხდება, რომ ინიციატივის უმნიშვნელოვანესი ნაწილი გაეროს წესდების პატივისცემაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩინეთი პატივს სცემს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სწორედ ამიტომაა საქართველო „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის“ წევრი. შესაბამისად, იმაზე საუბარი რომ იქ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მოხსენიებული არაა, გამიზნულად შეცდომაში შეყვანაა“, – განაცხადა ჭოუ ციენმა.

“მნიშვნელოვანია, საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში გაძლიერდეს და მეტად ეფექტური გახდეს საბიუჯეტო ოფისის მუშაობა”-ანდრია გვიდიანი

პარლამენტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ,,საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება” და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ერთობლივი ორგანიზებით, დაძმობილების პროექტის შუალედური ღონისძიება გაიმართა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო ოფისის მთავარმა ოპერაციულმა ოფიცერმა – მარკ ჰედლიმ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში – პაველ ჰერჩინსკიმ.

ღონისძიების სტუმრებს მიმართა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ახალმა ხელმძღვანელმა ანდრია გვიდიანმა. მან ყურადღება გაამახვილა ღონისძიების მნიშვნელობაზე საქართველოში საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების და საბიუჯეტო ოფისის განვითარებისთვის ევროპული საუკეთესო გამოცდილების გაზიარების კუთხით.

„პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ბიუჯეტის დაგეგმვის და მისი შესრულების ეფექტური ანალიზი. ამასთან, მნიშვნელოვანია საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში გაძლიერდეს და მეტად ეფექტური გახდეს საბიუჯეტო ოფისის მუშაობა. შესაბამისად, საბიუჯეტო ოფისის განვითარებისთვის ევროპული საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და მისი დანერგვა ჩვენი შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენს”,- განაცხადა ანდრია გვიდიანმა. საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა ევროკავშირის წარმომადგენლებს ეფექტური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებაზე ხაზგასმით აღინიშნა ბიუჯეტირებისა და ზედამხედველობის პროგრესი CESEE რეგიონში, რის შესახებაც ისაუბრა CESEE ქვეყნების ბიუჯეტის უფროს საჯარო მოხელეთა ქსელის ხელმძღვანელმა ბრაიან ფინმა.

“ჩინურ კომპანიებს არ აქვთ პრობლემა, ჩაერთონ ანაკლიის პორტის მშენებლობაში ან სხვა პროექტებში”-ჩინეთის ელჩი საქართველოში

ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის მიმართ გვაქვს ინტერესი, ჩინურ კომპანიებს არ აქვთ პრობლემა, ჩაერთონ ანაკლიის პორტის მშენებლობაში ან სხვა პროექტებში, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა კონფერენციის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ზოგადად რომ ვთქვათ, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის, „სარტყელისა და გზის“ და „შუა დერეფნის“ მიმართ ჩვენ, ჩინეთის კომპანიებსა და ჩინურ საწარმოებს გვაქვს ინტერესები. ჩვენ თუ გვაქვს კარგი პირობები, ჩინურ კომპანიებს არ აქვთ პრობლემა, ჩაერთონ ანაკლიის პორტის მშენებლობაში ან სხვა პროექტებში“, – განაცხადა ჭოუ ციენმა.

საქართველოში ჩინეთის საელჩოს ორგანიზებით, თბილისში იმართება კონფერენცია თემაზე – „ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივის ათი წლისთავი, ჩინეთის გზა მოდერნიზაციისკენ, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობები“.

“ჩინეთი და საქართველო დამოუკიდებელი ქვეყნები არიან- ჩვენ გვაქვს უფლება, გავაკეთოთ არჩევანი, ვინ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი”-ჭოუ ციენი

ჩინეთი და საქართველო, ორივე, დამოუკიდებელი ქვეყნები არიან. ჩვენ გვაქვს უფლება, გავაკეთოთ არჩევანი, ვინ არის ჩვენი პარტნიორი, ვინ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჩინეთსა და ევროკავშირს ასევე აქვთ სტრატეგიული პარტნიორობა.

„ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ჩინეთსა და ევროკავშირის გარეშე შუა დერეფანში წარმატებას ვერ მივაღწევთ. რატომ? იმიტომ, რომ შუა დერეფანში მნიშვნელოვანია ლოგისტიკა ჩინეთსა და ევროკავშირს შორის. ეს არის საწარმოო ძალა და ის საქონელი, რასაც ჩინეთი აწარმოებს, ასევე სამომხმარებლო სივრცე ევროკავშირში. ეს ნიშნავს, რომ ჩინეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერის გარეშე შუა დერეფანში წარმატება არ იქნება. მაქვს ინფორმაცია, რომ ევროკავშირი შუა დერეფანში ძალიან აქტიურია და ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა ჩინეთ-ევროკავშირის თანამშრომლობისთვის. ეს პრობლემა არ არის საქართველოსთვის, შესაძლოა, პირიქით“, – განაცხადა საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა.

“ნაციონალური მოძრაობა“ გამოჯანმრთელების გზას ადგას, რადგან ჩვენ ბევრი რამ გადავაფასეთ”- დავით ხაჯიშვილი

სამწუხაროა ჩვენი ზოგიერთი მხარდაჭერის შეფასება. არ ვიტყვი, რომ ეს კარგია, ის პროცესები, რაც იყო, ნაწილობრივ დამაზიანებელი იყო, როცა ჩვენი ცალკეული ლიდერები თუ პარტიის წევრები პირდაპირ პარტიაზე გადავიდნენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით ხაჯიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვინც კრიტიკულად აფასებს ამა თუ იმ პროცესს, რამდენიმე თვეში თავიანთ პოზიციას გადააფასებენ.

„ახლა პარტია სწორ გზას ადგას, გამოჯანმრთელების გზას, რადგან ჩვენ ბევრი რამე გადავაფასეთ, შევისწავლეთ და უკვე ვძლიერდებით იმ დონემდე, რომ, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, „ქართული ოცნების“ დამარცხება შეგვიძლია. დარწმუნებული ვარ, ვინც კრიტიკულად აფასებს ამა თუ იმ პროცესს, რამდენიმე თვეში თავიანთ პოზიციას გადააფასებენ. დავსუსტდით და ახლა ვძლიერდებით. ყველა გამოცდილ კადრს, ვინც ქართულ პოლიტიკაშია და ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი აქვს გაკეთებული, რა თქმა უნდა, ჩვენს რიგებში ველოდებით. მათ შეცდომები აღიარეს და შემდეგ დაუბრუნდნენ პარტიას. ჩვენ მეორე შანსის გვჯერა და ჩვენს თანამებრძოლებს მეორე შანსს ვაძლევთ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის სტატუსს, 2016 წელს პარტიიდან ბოკერია გავიდა და დღეს ვხედავთ, რომ განულებული არიან. ეს აღწერა სააკაშვილმა და ეს ფაქტია. ვინც მასთან ერთად გავიდა, მათ შეცდომები გადააფასეს“, – განაცხადა ხაჯიშვილმა.

„გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ საარჩევნო გაერთიანებას ქმნიან

„გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ საარჩევნო გაერთიანებას ქმნიან. ამის შესახებ ინფორმაციას ორივე პარტიის პრესსამსახურები ავრცელებენ.

„ჩვენ გვაერთიანებს:

– ნულოვანი თანამშრომლობა რუსულ რეჟიმთან;

– მომავლის მკაფიო ხედვა;

– მოტივაცია, შევცვალოთ საბჭოთა, ერთპარტიული სისტემა თანამედროვე, დასავლური ტიპის, კოალიციური მმართველობით.

ჩვენ ვქმნით ნორმალურ არჩევანს საქართველოს მოქალაქეებისთვის“, – ნათქვამია პარტიების პრესსამსახურების ინფორმაციაში.

“ვერც იაზრებთ, რატომ ხართ იქ, სადაც ხართ – მერწმუნეთ, ასე იქნებით მანამ, სანამ სწორ ანალიზს არ გააკეთებთ”-კახა კალაძე ოპოზიციას

თბილისის საკრებულოში წარდგენილი განაშენიანების რეგულირების გეგმის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟი პოლიტიკური ნარატივია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია მიზანმიმართულად ცდილობს აღნიშნული მიმართულების დისკრედიცატიას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

„ე.წ. ოპოზიცია ახორციელებს კამპანიას, თითქოს მშენებლობა და განვითარება ერთგვარი დანაშაულია. თან ამას ამბობენ ადამიანები, რომელთა დამსახურებაა ყველა ის უბედურება, რაც კი ქალაქს დაემართა. დედაქალაქის განვითარება განაშენიანების რეგულირების გენერალური გეგმის მიხედვით ხდება. შესაბამისად, გენერალური გეგმის ერთ-ერთი კომპონენტი ქალაქის ცენტრში არსებული სივრცეებია, რომლებიც ცარიელია და უნდა განვითარდეს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს, ყველა პროექტთან დაკავშირებით, რომელიც საკრებულოში იყო წარდგენილი, რა მოთხოვნები და ვალდებულებებია გაწერილი, მაგრამ ეს არავის აინტერესებს. მხოლოდ პოლიტიკური ნარატივია, რომ მშენებლობა ცუდია, დანაშაულია და ა.შ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თმით, დედაქალაქის ხელისუფლება ბიზნესის წარმომადგენლებს პარტიული კუთვნილების მიხედვით არ არჩევს.

„არის ნარატივი, რომ კონკრეტული სამშენებლო კომპანიები პარტია „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან და როგორ შეიძლება, მისმა მხარდამჭერებმა აღნიშნული პროექტები განახორციელონ. ეს „ნაცური“ ნარატივი, უფრო სწორად, ლიბერალიზმით შენიღბული ფაშიზმია, რომელიც, სამწუხაროდ, ქვეყანაში გვაქვს. საბა ბუაძის ლოგიკით, უნდა გავუშვათ ჩვენი შესაბამისი სამსახურები მამუკა ხაზარაძესთან, რომელსაც დიდი ბიზნესი აქვს ამ მიმართულებით და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიების განაშენიანებას კანონიერად ახორციელებს, უნდა ჩამოვართვათ ყველაფერი. ეს არის საბა ბუაძისეული აზროვნება. არ იფიქროთ, დანარჩენებს მასზე მეტი გონებრივი შესაძლებლობა ჰქონდეს. ყველა ერთნაირია. როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, ეს დამოკიდებულება ჰქონდათ. ვერც იაზრებთ, რატომ ხართ იქ, სადაც ხართ. მერწმუნეთ, ასე იქნებით, ვიდრე სწორ ანალიზს არ გააკეთებთ, თუ რა უბედურება მოუტანეთ ხალხს. დღეს კი იმყოფებით ოპოზიციაში და საზოგადოებას აჩვენებთ, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, სამშენებლო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს.

„ჩვენ არ და ვერ გავაჩერებთ ქალაქის აღმშენებლობას, მაგრამ ამას არ გავაკეთებთ ისე, როგორც აკეთებდით თქვენ. საუკეთესო მაგალითი იმისა, როგორ არ უნდა მოექცე საკუთარ ქალაქს, არის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია. ასეთი ბევრი მაგალითი არსებობს. თქვენ მიერ გასხვისებული სკვერების, სპორტული მოედნების გამოსყიდვა მუნიციპალიტეტს უზარმაზარი თანხები უჯდება. ის, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ორნიშნა რიცხვით იყო, ამაში სამშენებლო სექტორს დიდი როლი აქვს, ზუსტად ამას ებრძვიან ისინი. საკრებულოს იმ წევრებს კი, რომლებმაც წარდგენილ პროექტებს მხარი დაუჭირეს, დიდი მადლობა, მინდა, გადავუხადო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მოგესალმებით პარიზიდან, საფრანგეთის პრეზიდენტთან ძალიან სასარგებლო საუბარი მქონდა – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. ზურაბიშვილისა და მაკრონის განცხადების ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„მოგესალმებით პარიზიდან. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტთან მქონდა ძალიან სასარგებლო საუბარი ჩვენს ევროპულ კანდიდატურაზე“, – განაცხადა სალომე ზურბიშვილმა.

„სლოვაკეთი, საპარლამენტო არჩვნების შემდეგ, შეიძლება რუსეთის კიდევ ერთი ევროპელი მოკავშირე გახდეს” – უცხოური პრესა

„სლოვაკეთი, საპარლამენტო არჩვნების შემდეგ, შეიძლება რუსეთის კიდევ ერთი ევროპელი მოკავშირე გახდეს, – ნათქვამია ბრიტანული გაზეთის „გარდიანის“ (The Guardian) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „სლოვაკეთი – რუსეთის სავარაუდო მოკავშირე ევროპაში: არჩევნებში, შესაძლოა, ვიქტორ ორბანის მომხრე რობერტ ფიცომ გაიმარჯვოს“ (ავტორი – ჯონ კამფნერი). გამოკითხვების მიხედვით, 30 სექტემბერს დაგეგმილი არჩევნების წინ რეიტინგით ლიდერობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი რობერ ფიცო, რომელიც აქებს მოსკოვის პოლიტიკას და უნგრეთის პრემიერს ვიქტორ ორბანს ბაძავს.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

სლოვაკეთს ევროკავშირი სერიოზულად არ უყურებს, მაგრამ ამ ქვეყანას სინამდვილეში დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ამას ბრიუსელი უყურებს. სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გავლენას მოახდენს არამხოლოდ სლოვაკეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

თუ გამოკითხვებს დავუჯერებთ, არჩევნებში მემარცხენე-ცენტრისტული პარტიის SMER-ის („კურსი – სოციალ-დემოკრატია“) გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის მმართველობაში რობერტ ფიცო დაბრუნდება – სწორედ ის პოლიტიკოსი, რომლისთვისაც უნგრელი „ალტერნატიული მემარჯვენეების“ ლიდერი ვიქტორ ორბანი სამაგალითო და მისაბაძ პოლიტიკოსს წარმოადგენს. მოკლედ, სულ მალე ევროკავშირისა და ნატოს შიგნით შეიძლება „სიმშვიდის კიდევ ერთი დამრღვევი“ გაჩნდეს.

როგორც კი რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, სლოვაკეთმა მხარი კიევს დაუჭირა და პრაქტიკულად ყველანირად ეხმარებოდა. სწორედ ბრატისლავამ მისცა კიევს უანგაროდ საბჭოური ავიაგამანდგურებლები. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მიმდინარე წლის მაისამდე პარტია „დემოკრატების“ წარმომადგენელი – ედუარდ ჰეგერი იყო, ამჟამად კი მთავრობას ლიუდვიგ ოდორი ხელმძღვანელობს. თუ რობერტ ფიცო გახდება პრემიერ-მინისტრი, სლოვაკეთის კურსი 180 გრადუსით შებრუნდება, რუსეთის სასარგებლოდ.

ქვეყანა, რომელშიც სულ ხუთი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, დღეისათვის დასავლეთისა და რუსეთის  პოლიტიკური პროპაგანდის ერთგვარ პოლიგონს წარმოადგენს, რომელშიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიც არიან ჩაბმულნი, რაც ტავის მხრივ, საზოგადოებრივ აზრზე გავლენას ახდენს. მაგალითად, გამოკითხვების შედეგები მოწმობს, რომ სლოვაკეთის მოსახლეობის მხოლოდ 40% თვლის, რომ უკრაინასთან ომში რუსეთი მთავარ პასუხისმგებელს წარმოადგენს.

როცა 1993 წელს ყოფილი ჩეხოსლოვაკია ჩეხეთად და სლოვაკეთად გაიყო, ბრატისლავას კურსი დასავლეთში ეჭვს ბადებდა. სლოვაკეთი ნატოში და ევროკავშირში, სხვებთან შედარებით, საკმაოდ გვიან მიიღეს. ყველას ეგონა, რომ ქვეყანა უკვე დამშვიდდა და სრულად იქნა ინტეგრირებული დასავლეთთან. მაგრამ გამოჩდა რობერტ ფიცო, რომელმაც პოპულისტური ლოზუნგების ქადაგება დაიწყო. იგი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ორჯერ გახდა – 2006-2010 და 2012-2018 წლებში. იმ პერიოდებში რობერტ ფიცო დასავლეთს კი აკრიტიკებდა, მაგრამ არ არღვევდა საერთაშორისო პოლიტიკაში შექმნილ ბალანსს.

მაგრამ რაც სემდეგ მოხდა, მთელი სლოვაკეთი შეარყია: ახალგაზრდა ჯურნალისტმა იან კუციაკმა კორუფციის ფაქტების გამოკვლევა დაიწყო, რომელთანაც რობერტ ფიცოს მთავრობას ჰქონდა გარკვეული კავშირი. 2018 წლის თებერვალში კი დაქირავებულმა პირებმა ჟურნალისტი იან კუციაკი და მისი საცოლე, არქეოლოგი მარტინა კუშნიროვა დახოცეს. მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლების ფონზე რობერტ ფიცოს მთავრობა იძულებული გახდა რომ გადამდგარიყო.

2019 წელს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ქვეყნის მეთაური იურისტი ზუზანა ჩაპუტოვა გახდა. ჩატარდა საპარლამენტო არჩევნებიც, ჩამოყალიბდა ახალი მთავრობა, მაგრამ… როგორც კი  ხელისუფლება მუშაობას შეუდგა, პანდემია დაიწყო, რასაც თანამდევი პრობლემები მოჰყვა. სლოვაკეთში ოთხ წელიწადში ოთხი პრემიერი შეიცვალა. დღეს ქვეყანა ერთ ადგილს ტკეპნის.

ასეთი სიტუაცია რობერტ ფიცოსათვის სიგნალი გამოდგა, რომ იგი დიდ პოლიტიკაში საოცრად სწრაფად დაბრუნებულიყო. იგი ბაზავს ვიქტორ ორბანს, სულ უფრო მარჯვენა მხარეს იხრება, გმობს „უკრაინელ ფაშისტებს“ და აკრიტიკებს ხელისუფლებას კიევისათვის იარაღის მიწოდების გამო. ახლახანს რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა „აშშ-ის აგენტია“. ფიცო მხარს უჭერს დონალდ ტრამპს და სოციალურ ქსელში აქტიურობს – ანტიდასავლური პოზიციის გამოხატვის სახით. ამ ყველაფერმა პრეზიდენტის ფიალა აავსო და მან განაცხადა, რომ ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია „ყელში ამოუვიდა“ და უარს ამბობს მეორე ვადით არჩევნებში მონაწილეობაზე.

გამოკითხვების შედეგების თანახმად, რობერ ფიცოს პარტია სლოვაკეთში ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს. მე შევხვდი პარტია „სმერ“-ის ლიდერს ლიუბოშ ბლახას, რომელიც დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარე კონფლიქტს კულტურების გავლენის ამსახველ ომად განიხილავს. „ჩვენ რუსეთ-უკრაინის ომს აშშ-ის ომადაც განვიხილავთ, რომელსაც ვაშინგტონი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მიწაზე აწარმოებს. დემოკრატია ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არ არის. საქმე ეხება იმას, რომ რუსეთი თავის კულტურულ და ეროვნულ იდენტურობას იცავს [თავის ისტორიულ ტერიტორიაზე], იმ ლიბერალური სიგიჟისაგან, რომლითაც დასავლეთია შეპყრობილი“, – ამბობს პარტიის ლიდერი.

რა თქმა უნდა, სლოვაკეთში მიმდინარე საარცევნო კამპანიამ შედეგად საბოლოო მომენტში შეიძლება სიურპრიზიც მოიტანოს და ყველაზე პოპულარული პარტია ქვეყნის მმართველი არ გახდეს, თუმცა უდაო ის ფაქტი, რომ რობერტ ფიცო „ფერფლისგან აღსდგა“, მსხვილი პოლიტიკური მოთამაშე გახდა და ის პოლიტიკა, რომელსაც მისი პარტია ატარებს, ისევ მოდაშია. ეს ყველაფერი იმას მოწმობს, რომ ევროპის შუაგულში ლიბერალური დემოკრატიის მიმართ რწმენა საკმაოდ შერყეულია.

წყარო

29 აგვისტოს დედაქალაქში მოსულმა ნალექმა 300-მდე მისამართზე ინფრასტრუქტურა დააზიანა

29 აგვისტოს მოსულმა უხვმა ნალექმა 300-მდე ობიექტი და ინფრასტრუქტურა დააზიანა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„29 აგვისტოს მოსულმა უხვმა ნალექმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა თბილისის ინფრასტრუქტურას. მთელი ღამის განმავლობაში მოქალაქეების მხრიდან შემოდიოდა ინფორმაცია ცხელ ხაზზე. საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ გამგეობებისა და საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები.

სტიქიის შედეგად დაზიანდა სახურავები, სადარბაზოები, შლამით გადაივსო სანიაღვრე და წყალარინების ქსელები, ასევე, დაზიანდა გრუნტის დამჭერი კედლები, განსაკუთრებით ნაძალადევის რაიონში. რამდენიმე კერძო სახლიდან, მათი ავარიულობის გამო, გავიყვანეთ ადგილობრივი მცხოვრებლები.

29 აგვისტოს 21 საათიდან 30 აგვისტოს დღის ბოლომდე, უამინდობასთან დაკავშირებით, რაიონულ გამგეობებს მერიის ცხელი ხაზიდან გადაეცათ 600-ზე მეტი შეტყობინება. მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა დაზიანებული საცხოვრებელი ობიექტები და მასთან დაკავშირებული დაზიანებული ინფრასტრუქტურა აღრიცხეს, რომელიც, დაახლოებით, 300-მდეა.

რაიონების მიხედვით, დაზიანებული ობიექტები განაწილდა შემდეგნაირად:

1. გლდანი – 136
2. ნაძალადევი – 114
3. საბურთალო – 92
4. ვაკე – 78
5. სამგორი – 65
6. დიდუბე – 49
7. ისანი – 30
8. მთაწმინდა – 24
9. კრწანისი – 19
10. ჩუღურეთი – 19

დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად გამოყოფილია შესაბამისი თანხები. უკვე დაწყებულია და უახლოეს პერიოდში განხორციელდება სტიქიით გამოწვეული ზიანის აღმოფხვრა“,- აღნიშნა კალაძემ.