Home Blog Page 1779

16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მოემზადეთ პროდუქტიული და დატვირთული დღისთვის. ამ დღეს შეძლებთ, გაუმკლავდეთ ნებისმიერ რთულ საქმეს. კარიერული ზრდისთვის სასარგებლო იქნება კოლეგებთან მეტი კომუნიკაცია. თუ ინიციატივას გამოიჩენთ და თქვენს პროფესიონალიზმს გამოაჩენთ, საინტერესო შეთავაზებებს მიიღებთ.

კურო

ამ დღეს ვარსკვლავები გვირჩევენ, ოჯახური პრობლემები მოლაპარაკების გზით მოაგვაროთ და საყვარელ ადამიანებთან გულწრფელი იყოთ. უსმინეთ საკუთარ ინტიუიციას. გარშემო მყოფებმა შეიძლება რჩევა გთხოვონ: უარს ნუ ეტყვით – მალე თქვენც დაგჭირდებათ მათ დახმარება.

ტყუპები

არაჩვეულებრივი იდეები მოგდით თავში, რომლებიც მალე შეიძლება, წარმატებით განხორციელდება. თუმცა ნუ იქნებით გულახდილი იმ ადამიანებთან, რომლებსაც კარგად არ იცნობთ – არ არის გამორიცხული, ვინმემ თქვენი იდეები მიითვისოს. ხელსაყრელი დღეა გადადებული რთული ამოცანის გადასაჭრელად.

კირჩხიბი

ამ დღეს იყავით უფრო კომუნიკაბელური, გამოიჩინეთ ინტერესი ადამიანებისა და მოვლენების მიმართ. სიახლეები, რომლებსაც 16 იანვარს გაიგებთ, ან გაჩვენებთ, რომ თქვენი გადაწყვეტილება სწორი იყო, ან მიგახვედრებთ, თუ სად დაუშვით შეცდომა. იმოქმედეთ თქვენთვის კომფორტული ტემპით, ნუ ჩქარობთ და ნუ ეცდებით მეტის გაკეთებას.

ლომი

საუკეთესო გადაწყვეტილებები იქნება ის, რომელსაც საგულდაგულო განხილვის შემდეგ მიიღებთ. ამ დღეს აჩქარება არასწორ გათვლებამდე და შეცდომებამდე მიგიყვანთ. პასუხის გაცემამდე ორჯერ დაფიქრდი. პირად ურთიერთობებში ინიციატივა აიღეთ და თქვენს გრძნობებზე თამამად ისაუბრეთ.

ქალწული

ამ დღეს იყავით მოვლენების ცენტრში, გამოიჩინეთ ინტერესი ყველაფრის მიმართ, რაც თქვენ გარშემო ხდება. ასეთი პოზიცია წარმატებამდე მიგიყვანთ და საშუალებას მოგცემთ, ისარგებლოთ ყველა იმ შესაძლებლობით, რომელიც თქვენ წინ მალე გადაიშლება. თავს უკეთესად იგრძნობთ, თუ საკუთარ პოტენციალს გააცნობიერებთ.

სასწორი

უამრავი საქმე და საკითხი დაგიგროვდათ, რომლებიც დაუყოვნებლივ გადაწყვეტას მოითხოვს. გააკეთეთ ის კონკრეტული საქმე, რომელსაც მთელი ამ ხნის განმავლობაში სულ სამომავლოდ დებდით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიტუაცია გაუარესდება და მის გამოსასწორებლად გაცილებით მეტი დრო და ძალისხმევა დაგჭირდებათ. ისე კი დროა, გარკვეული ვალდებულებები და პასუხისმგებლობები სხვებსაც გადაუნაწილოთ.

მორიელი

დღე რთული და ემოციურად დაძაბულია. თუ შესაძლებელია, გადადეთ შეხვედრები და მოლაპარაკებები და იზრუნეთ საოჯახო საქმეებზე, რომლებიც ბევრი დაგიგროვდათ. თუ სამუშაო შეხვედრები გარდაუვალია, ეცადეთ,მ კომუნიკაციაში პოზიტიური იყოთ და არ იკამათოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში განწყობაც გაგიფუჭდებათ და კონფლიქტსაც ვერ აირიდებთ.

მშვილდოსანი

კარგი დღეა ახალი ამბიციური პროექტების დასაწყებად. შეგიძლიათ, საქმეებს შემოქმედებითად მიუდგეთ და თამამად გამოიყენოთ არასტანდარტული მეთოდები – ამ გზით ნებისმიერ რთულ დავალებას სწრაფად გაართმევთ თავს. საკუთარი ჯანმრთელობაც არ დაივიწყოთ – მოერიდეთ გაციებას.

ხის რქა

ამ დღეს შესაძლოა, გავლენიანი ადამიანები დაინტერესდნენ თქვენი იდეებით, თუ ამ იდეებს ამ ადამიანებამდე მიიტანთ. თქვენი ძალისხმევის და ნიჭის წყალობით ძველი და რთული ამოცანის შესრულებას მოახერხებთ. ეცადეთ, კარგი განწყობა და მებრძოლი სული შეინარჩუნოთ.

მერწყული

ვარსკვლავები გირჩევენ, გულდასმით მოუსმინოთ სიახლეებს და ყურადღება მიაქციოთ იმას, რაც თქვენ გარშემო ხდება. ყველა ფაქტი, სანამ მათ შესახებ საჯაროდ ალაპარაკდებით, საგულდაგულოდ უნდა გადაამოწმოთ. ნუ მისცემთ რჩევას ადამიანებს, თუ ისინი ამას არ გთხოვენ. იფიქრეთ საკუთარ ცხოვრებისეულ პრიორიტეტებზე.

თევზები

აქტიური და ნაყოფიერი დღეა. სასარგებლო იქნება ახალი ინფორმაციების მოსმენა, საუბრებსა და შეხვედრებში მონაწილეობა. ახალი გამოცდილება გელით იმ ცვლილებებიდან, რომლებიც დღეს დაიწყება თქვენს ცხოვრებაში – ცვლილებები უკეთესობისკენ იქნება.

ჩემი მადლობა ეკუთვნის ყველას, ვინც, ნაცვლად ისტორიის გადაწერის მცდელობებისა, დაგვეხმარა, საქართველოს ისტორიის ახალი, ევროპული გვერდის წერა დაგვეწყო -მაკა ბოჭორიშვილი

დღეს ამ დარბაზში ბევრი ჩემთვის ძვირფასი კოლეგაა წარმოდგენილი, ვინც გასული წლიწად-ნახევრის განმავლობაში მტკიცედ და ხმამაღლა უჭერდა მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, მსურს, მადლობა გადაგიხადოთ  იმ წვლილისთვის, რაც თქვენი მხარდაჭერით შეიტანეთ ევროკავშირის გადაწყვეტილებაში, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის წევრი პარლამენტების ევროინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეების შეხვედრაზე განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, ამ უდავოდ ისტორიულმა გადაწყვეტილებამ მტკიცე საფუძველი ჩაუყარა ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ოცნების ასრულებას.

„ურთულესი გამოწვევების და ინტენსიური დეზინფორმაციული კამპანიების გამკლავების ფონზე, ამ ისტორიულ მომენტამდე მოსვლა არ იყო მარტივი. ჩემი მადლობა ეკუთვნის ყველას, ვინც, ნაცვლად ისტორიის გადაწერის მცდელობებისა, დაგვეხმარა, საქართველოს ისტორიის ახალი, ევროპული გვერდის წერა დაგვეწყო. არ ვართ გულუბრყვილოები და კარგად ვაცნობიერებთ, რამდენად რთული გზა გვაქვს გასავლელი, რომ საბოლოო მიზნამდე მივიდეთ და ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი გავხდეთ. თუმცა დღეს უფრო დიდი იმედით და სიძლიერით შეგვიძლია წინ სიარული, ვინაიდან საერთო მიზნის მისაღწევად ერთიანი ძალისხმევით ვივლით. საერთო მიზანი კი უფრო დიდი, ძლიერი და უკეთესი ევროპაა. მე იმედი მაქვს, ევროკავშირის ბელგიის თავმჯდომარეობა თავის წვლილს შეიტანს ამ პროცესში და საქართველო შეძლებს, კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ჩინეთმა და შვეიცარიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას პარტნიორობის გაღრმავების მიზნით -Reuters

ჩინეთმა და შვეიცარიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას პარტნიორობის გაღრმავების მიზნით.

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

შვეიცარიაში ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის პრემიერ-მინისტრი, ლი ციასნი შვეიცარიის პრეზიდენტს, ვიოლა ამერდს შეხვდა.

ხელმოწერილი დეკლარაცია მოიცავს ერთობლივი კვლევის დასრულებას ორ ქვეყანას შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესამუშავებლად.

“ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი შესაძლო მოლაპარაკებების დასაწყებად”, – განაცხადეს შვეიცარიის მთავრობაში.

ჩინეთი შვეიცარიის მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის შემდეგ. ორმა ქვეყანამ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას 2013 წელს მოაწერა ხელი.

თუმცა, მისი განახლების მცდელობები შეფერხდა ჩინეთში ადამიანის უფლებების შესახებ შემაშფოთებელი ცნობების ფონზე. შვეიცარიისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის დიალოგი მიმდინარე წელს განახლდება და ადამიანის უფლებებსაც მოიცავს.

„ჰუსიტების“ მიერ ნასროლი ბალისტიკური რაკეტა ამერიკულ სავაჭრო ხომალდს მოხვდა

იემენელი „ჰუსიტების“ მიერ ნასროლი ბალისტიკური რაკეტა ამერიკულ სავაჭრო ხომალდს მოხვდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

როგორც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო სარდლობაში განმარტავენ, ინციდენტის შედეგად ხომალდს მნიშვნელოვანი დაზიანება არ მიუღია.

“მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავმა გადამზიდავმა, რომელიც ეკუთვნის და მართავს აშშ-ში დაფუძნებული კომპანია Eagle Bulk, უმნიშვნელო დაზიანება მიიღო და განაგრძობს სვლას”, – აცხადებს ცენტრალური სარდლობა. მათივე ცნობით, ბორტზე მყოფი პირები არ დაშავებულან.

ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა საზღვაო უსაფრთხოების სააგენტო „ამბრიმ“ ინფორმაცია გაავრცელა, რომ „ჰუსიტებმა“ სამი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, თუმცა ორ მათგანს ზღვამდე არ მიუღწევია.

მე ვარ მომხრე ფართო გაერთიანების, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის -ნიკა გვარამია

მომხრე ფართო გაერთიანების, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის – მზად ვარ ყველანაირი დათმობისთვის ერთობის მიღწევის მიზნით, მათ შორის, ცალმხრივი დათმობისთვისაც, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მიზნების მისაღწევად ყველასთან ისაუბრებს.

“ბევრმა მედიამ დამირეკა სამომავლო პოლიტიკურ კონფიგურაციებთან დაკავშირებით. ინტერვიუსთვის ხელმისაწვდომი არ ვარ და ამიტომ აქ დავწერ:

მე ვარ მომხრე ფართო გაერთიანების, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის. 5%-ანი ბარიერის დაძლევა, ათკაციანი, გინდაც ოცკაციანი საპარლამენტო ფრაქცია, სრულიად უინტერესოა ჩემთვის. პირადად მე, მზად ვარ ყველანაირი დათმობისთვის ერთობის მიღწევის მიზნით, მათ შორის, ცალმხრივი დათმობისთვისაც, სხვას თუ კომპრომისებისთვის გამბედაობა, კეთილგონიერება და პირადზე მაღლა საერთო ინტერესის დაყენების პრობლემა ექნება.

მე მაინტერესებს ცვლილებები და სიახლეები. თანამდებობებიც მქონია და გავლენაც. ამისთვის პოლიტიკაში მობრუნება ნამდვილად არ მჭირდება..

პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ ერთად შევცვალოთ.

პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ დემოკრატია და თავისუფლება ერთხელ და სამუდამოდ და შეუქცევადად მოვიპოვოთ.

პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ ქვეყნის მართვაში გზა გავუხსნათ ახალ ხალხს და პოლიტიკურ ელიტაში თაობათა ცვლა მაქსიმალურად დაჩქარდეს.

პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ არ იყოს შურისძიება.

პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ ეს საჭირო მგონია აქ და ახლა.

პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ საერთო ბრძოლა გავაძლიერო.

შეკითხვაზე “ამ მიზნების მისაღწევად ვის ველაპარაკები ან დაველაპარაკები”, გპასუხობთ:

ყ ვ ე ლ ა ს “,- წერს გვარამია.

საქართველო და რუსეთ-უკრაინის ომი – ზურაბ მარშანია

საქართველო და რუსეთ-უკრაინის ომი – ზურაბ მარშანია

(დიპლომატ-პოლიტოლოგის მოსაზრება)

არც თუ ისე შორეულ წარსულში ხშირად ისმოდა საქართველოში გარკვეული ტიპის, კარგად გასაგები წარმომავლობის, სრულიად გაუაზრებელი და ძალიან სახიფათო ტიპის განცხადებები: „ომი უკრაინას ეხება და ჩვენ არაფერ შუაში არა ვართ“, „დასავლეთსა და უკრაინელებს საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევა სურთ“ და ა.შ.

რა მიზეზებით იყო განპირობებული ზემოთაღნიშნული და ქვეყნისათვის მავნე ასეთი ნარატივების გამოჩენა ნაკლებად საინტერესოდ მეჩვენება იმიტომ, რომ საბედნიეროდ დღეს საქართველოს ხელისუფლება და მისი ერთგული მხარდამჭერები ასე აღარ ლაპარაკობენ.
მოდით ამჯერად მხოლოდ იმის ანალიზით შემოვიფარგლოთ მართლა ეხება თუ არა საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომი და რა მოგვიტანა ჩვენ მოძმე უკრაინაში მიმდინარე ამ არნახულმა ტრაგედიამ.

დავიწყებ ნეგატივიდან:
• იმის მიუხედავად, რომ უამრავი ქართველი მოხალისე იბრძვის ამ ომში უკრაინის მხარეზე, რუსეთის უკრაინაში აგრესიის შედეგად საკმაოდ გაგვიფუჭდა დიპლომატიური ურთიერთობები უკრაინასთან, რითაც კარგა ბლომად წყალი ვასხით პუტინის წისქვილზე.

• პუტინის რეჟიმის არნახული აგრესიულობის ფონზე საქართველოში შეიქმნა იმის განცდა (რამდენად საფუძვლიანია თუ უსაფუძვლო ეს განცდა ქვემოდ ვილაპარაკებთ), რომ არსებითად გაიზარდა, ახალი რუსული სამხედრო აგრესიის საფრთხე.

• გაჩნდა ევროკავშირთან და აშშ-თან ურთიერთობების გაუარესების რეალური რისკი.

რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე კი პოზიტიური ის იყო რომ:

• საქართველომ არ დაარღვია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დაწესებული სანქციები და არ დაუშვა ჩვენი ტერიტორიის გამოყენებით რუსეთში აკრძალული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტვირთების მიწოდება.

• რუსეთ უკრაინის ომმა შეუქცევადად გააძლიერა ქართული საზოგადოების პასიონარული, პოლიტიკურად განსაკუთრებით აქტიური ნაწილისა და არა მარტო მათი პროევროპულ/პროდასავლური ორიენტაცია.

• საქართველომ (როგორც ხელისუფლების ისე ოპოზიციის ძალისხმევით) მოახერხა დასავლეთთან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მეგობრობის დაკარგვის საფრთხის თავიდან აცილება.

• სწორედ ყოველივე ზემოთაღნიშნულის ლოგიკურ გაგრძელებად უნდა მივიჩნიოთ საქართველოს ხელისუფლების პროევროპული ვექტორის საკმაოდ მოულოდნელი გაძლიერება და ამასთან ერთად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებული პოლიტიკური პოლარიზაციის შესამჩნევი შესუსტება საქართველოში.

• არანაირ ეჭვს არ იწვევს ისიც, რომ რუსეთის უკრაინაში აგრესიის შედეგად შეცვლილი პოლიტიკური რეალიების გარეშე კარგა ხნით ვერ მივიღებდით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

შეიძლება ითქვას, რომ იმ შემთხვევაში თუ სწორ დასკვნებს გამოვიტანთ რუსეთ-უკრაინის ომიდან, ვფიქრობ, რომ რეალურად მოვახერხებთ თავიდან ავიცილოთ ახალი რუსული აგრესია და პუტინის გავლენის სფეროს ჭაობში ჩათრევა, აქოთებულ რუსულ ჭაობში შემდგომი დახრჩობის პერსპექტივით.

შევეცდები ვუპასუხო თუ რატომ მგონია ასე.

1. 21-ე საუკუნის ოციან წლებში რუსეთ უკრაინის ომმა ააღორძინა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის სამხედრო დოქტრინები, რომელთა მიხედვითაც მცირე სახელმწიფოებს (მესამე მხარის დახმარების პირობებში) ხელეწიფებათ მასზე განუზომლად ძლიერი სახელმწიფოსათვის დიდი სამხედრო წინააღმდეგობის გაწევა და გარკვეულწილად მაინც (შორეულ პერსპექტივაში) გამარჯვებაც კი (1918 წლის რუსეთ-ფინეთის ომი, 1920 წლის რუსეთ-პოლონეთის ომი, 1939-1940, 1941-1944 წლების სსრკ-ფინეთის ომები, 1948-1951 წლის საფრანგეთ-ვიეტნამის ომი, 1958-1962 წლის საფრანგეთ-ალჟირის ომი, 1964-1975 წლები აშშ-ვიეტნამის ომი, 1978-1989 წლების სსრკ-ავღანეთის ომი).

2. მაშასადამე, ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ტოტალურად კაპიტულანტურ კურსს არ დაადგება რუსეთთან ურთიერთობებში და თუ ქართველი ერი თავად არ გაუღებს კარს და ყვავილებით არ მიეგებება რუს ოკუპანტებს თბილისში (რასაც მე კატეგორიულად გამოვრიცხავ), ხოლო საქართველო აშშ-ს დახმარებით თანმიმდევრულად გააგრძელებს საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ხარისხი არა თუ დაბლა დაიწევს, არამედ მნიშვნელოვნად უფრო მაღალ დონეს მიაღწევს.

3. მოსწონთ თუ არა ეს ყველა ჯურის (მათ შორის ქართველ) პაციფისტებს და უბრალოდ ლაჩრებს, ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც აგრესიულ და ვერაგ მტერს ესაზღვრება იძულებულია თავად დაიცვას იარაღით ხელში საკუთარი ქვეყნისა და თავისი ოჯახის წევრების სიცოცხლე, უსაფრთხოება და თავისუფლება.

4. არცერთი ქვეყანა არ იომებს არასოდეს ჩვენთვის. პირიქით, თუ მართლა ჩაგვყლაპა რუსეთმა, ის გვაიძულებს რუსეთის ინტერესებისათვის გვაომოს და გაგვწყვიტოს კიდეც, ისე როგორც ნაძირალა სტალინმა წაასხა 1941-1945 წლებში სასაკლაოზე ნახევარი მილიონი ქართველი, რომელთაგანაც 300000 ბრძოლის ველზე დაეცა რუსულ/ბოლშევიკური სისხლიანი იმპერიისათვის და არა საქართველოსათვის.

5. ჩვენი სამშობლოს დაცვა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების მოვალეობაა და მეტი არავისი.

6. ცხადია ისიც, რომ როდესაც ცივილიზებული მსოფლიო დაინახავს თავისი ქვეყნის გადასარჩენად მებრძოლ საქართველოს, სამხედრო-ეკონომიკური დახმარებაც არ დააყოვნებს, ზუსტად ისე როგორც უკრაინაში მოხდა.

7. რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად (მიუხედავად იმისა მალე დაზავდებიან მოწინააღმდეგეები თუ გვიან), უკრაინის თავგანწირვისა და რუსეთისათვის უდიდესი ზიანის მიყენების გამო, საქართველოს შანსები შეინარჩუნოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და მოახერხოს პერსპექტივაში საერთო ევროპულ ოჯახში დაბრუნება მნიშვნელოვნად გაიზარდა .

8. რუსეთ უკრაინის ომმა რუსეთსაც ბევრი ასწავლა. პუტინის რუსეთის ლიდერშიფში იდიოტებთან ერთად ჭკვიანებიც არიან. არ შეიძლება ისინი არ ფიქრობდნენ იმაზე, თუ რას მიიღებენ ისინი საქართველოში ახალი შემოჭრითა და თბილისის აღებით. ვფიქრობ, რომ მათი აზრი ცალსახა იქნება – კარგს არაფერს.

9. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე თუ საქართველო „დენთს ყოველთვის მშრალად შეინახავს“ რუსეთი ბევრს იფიქრებს საქართველოში შემოჭრის აუცილებლობის მიზანშეწონილობაზე და დიდი ალბათობით თავსაც შეიკავებს ახალი ომის გაჩაღებისაგან.

10. მოდით დავუჯეროთ ქართველებმა რომაელებს, რომელთაც ასე უთქვამთ ბრძნულად: „Si vis pacem para bellum” (თუ მშვიდობა გსურს, ემზადე ომისათვის).

ზურაბ მარშანია

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ, 26 თებერვალს გამოცხადდება

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ, 26 თებერვალს გამოცხადდება. სწორედ ამ დრომდე გადაიდო დღევანდელი სასამართლო პროცესი, სადაც დაცვის მხარის მოწმეები უნდა დაეკითხათ.

ადვოკატებმა სხდომაზე განაცხადეს, რომ დასაკითხ პირთა სიაში არსებული მოწმეები მოხსნეს და მათ აღარ დაკითხავენ. შესაბამისად, შემდეგ სასამართლო პროცესზე მხარეები დასკვნით სიტყვებს იტყვიან. ადვოკატებთან კონსულტაციის შემდეგ, საბოლოო სიტყვით სარგებლობის გადაწყვეტილება მიიღო გრიგორიადისმაც.

„დაცვის მხარის მიერ მოწმეები მხოლოდ მოიხსნა, რადგან ისინი მხოლოდ იმ ფაქტს აფიქსირებდნენ, რომ ლაზარე გრიგორიადისი ნამდვილად იმყოფებოდა 8-9 მარტის აქციებზე. ამ ფაქტთან დაკავშირებით დაცვის მხარეც არ დავობს, რომ ნამდვილად იმყოფებოდა აქციებზე, თუმცა, ჩვენ ვდავობთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის მიერ იქნა ნასროლი „მოლოტოვის კოქტეილი“. დროისა და რესურსის დაზოგვის მიზნით, დაცვის მხარემ, ლაზარესთან შეთანხმებით, მოწმეების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.

დღევანდელი კონსულტაციის შემდეგ, გრიგორიადისმა გადაწყვეტილება მიიღო და თქვა, საბოლოო სიტყვის უფლებით ვისარგებლებო. მომდევნო სხდომაზე დადგება განაჩენი, მოსამართლემაც განმარტა, ყველაფერს ერთ სხდომაში მოვასწრებთო. განაჩენის დადგენისთანავე, თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა და ალბათ, დადგება, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს.

გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი თავიდანვე გვქონდა. ახლაც, რა თქმა უნდა, გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი გვაქვს, ერთადერთი ბერკეტი, რაც გვრჩება, საქართველოს პრეზიდენტისთვის მიმართვაა“, – განაცხადა ბითაძემ.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.

ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

“Bild-ის სტატია რუსეთსა და ალიანსს შორის ომის შესახებ სწავლების სცენარია” – ნატო

ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის დირექტორმა, იანის სარტსმა განაცხადა, რომ გერმანული გამოცემა Bild-ის მასალა იმის შესახებ, რომ ნატო რუსეთთან ომისთვის ემზადება, ეფუძნება დოკუმენტს, რომელიც სასწავლო სცენარს წარმოადგენს.

სარტსმა აღნიშნა, რომ Bild-მა მოიპოვა საწვრთნელი სცენარი, რომელიც ყოველთვის გამოგონილი სიტუაციაა.

“სცენარები ადრე სრულიად გამოგონილი იყო არარსებული ქვეყნებითა და გეოგრაფიული რეგიონებით. ახლა უფრო მიზანშეწონილია გამოვიყენოთ არსებული ქვეყნები და რეგიონები”, – აღნიშნა ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის დირექტორმა.

ისრაელში ტერორისტული აქტის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 17 ადამიანი

ისრაელის ქალაქ რაანანაში ტერორისტული აქტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ეჭვმიტანილმა ტერორისტული აქტის დროს ერთი ადამიანი დანით დაჭრა, სამი სხვადასხვა ავტომობილი გაიტაცა და ხალხს დაეჯახა.

პოლიციის მეთაურმა, ავი ბიტონმა განაცხადა, რომ დაკავებულია ორი პალესტინელი, რომელიც ჰებრონის რაიონიდან არიან და ისრაელში ორივე მათგანი არალეგალურად იმყოფებოდა.

„ეს ძალიან მძიმე ტერორისტული თავდასხმა იყო“, – განაცხადა ბიტონმა.

“ჩვენი ხმა ისმის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად და ჩვენ ვართ ამ დისკუსიის მონაწილეები” – მაკა ბოჭორიშვილი

ის, რომ ჩვენ ვმონაწილეობთ ისეთ შეხვედრებში, როგორიც დღეს არის, სწორედ ამის დასტურია, რომ ჩვენი ხმა ისმის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად და ჩვენ ვართ ამ დისკუსიის მონაწილეები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ის, რომ ჩვენ ვმონაწილეობთ ისეთ შეხვედრებში, როგორიც დღეს არის, სწორედ ამის დასტურია, რომ ჩვენი ხმა ისმის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად და ჩვენ ვართ ამ დისკუსიის მონაწილეები. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მონაწილეობა მივიღოთ მსგავს შეხვედრებში, ვინაიდან თუ რაიმე გვაქვს სათქმელი, გავუზიაროთ მათ ჩვენი მოსაზრებები, ხედვები, ევროკავშირის, ჩვენს მომავალთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, ვიყოთ ამ დისკუსიების ნაწილი. ასევე, თქვენ ალბათ გახსოვთ, იყო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივით დიდი კონფერენცია ბერლინში, რომელიც სწორედ ევროკავშირის მომავალს, რეფორმებს მიეძღვნა და საქართველო იყო მოწვეული ამ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. ასე რომ ეს პროცესი არის დაწყებული, ვართ ამ პროცესის ნაწილი და რა თქმა უნდა, ჩვენ ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რომ ჩვენი სიტყვა და სათქმელი ვთქვათ ამ ფორმატებში“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ბელგიაშია. იგი ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

“ოპოზიციის დღევანდელი კაკაფონია მიმართულია იქითკენ, რომ რეკომენდაციების შესრულების პროცესი წინმსწრებად დააზიანონ” – ირაკლი ქადაგიშვილი

ჩვენს ძვირფასს ოპოზიციას საშუალება არ მიეცემა, რომ რეკომენდაციების შესრულების პროცესის ტორპედირება მოახდინოს, როგორც ამას კანდიდატის სტატუსის მონიჭების დროს აკეთებდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციას სურს, რომ პროცესი დააზიანოს.

„მათი დღევანდელი კაკაფონია მიმართულია იქითკენ, რომ ის პროცესი წინმსწრებად დააზიანონ, რაც ამ წლის განმავლობაში წარიმართება. როგორც უნდა წარიმართოს რეკომენდაციების შესრულების პროცესი, ეს მთავრობის გეგმით არის გაწერილი, რაც შეთანხმებულია ევროკომისიასთან და პროცესი სწორედ ამ გეგმის შესაბამისად წარიმართება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

“მე ვარ მომხრე ფართო გაერთიანების, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის”- ნიკა გვარამია

მომხრე ფართო გაერთიანების, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის – მზად ვარ ყველანაირი დათმობისთვის ერთობის მიღწევის მიზნით, მათ შორის, ცალმხრივი დათმობისთვისაც, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მიზნების მისაღწევად ყველასთან ისაუბრებს.

“ბევრმა მედიამ დამირეკა სამომავლო პოლიტიკურ კონფიგურაციებთან დაკავშირებით. ინტერვიუსთვის ხელმისაწვდომი არ ვარ და ამიტომ აქ დავწერ:

მე ვარ მომხრე ფართო გაერთიანების, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის. 5%-ანი ბარიერის დაძლევა, ათკაციანი, გინდაც ოცკაციანი საპარლამენტო ფრაქცია, სრულიად უინტერესოა ჩემთვის. პირადად მე, მზად ვარ ყველანაირი დათმობისთვის ერთობის მიღწევის მიზნით, მათ შორის, ცალმხრივი დათმობისთვისაც, სხვას თუ კომპრომისებისთვის გამბედაობა, კეთილგონიერება და პირადზე მაღლა საერთო ინტერესის დაყენების პრობლემა ექნება.

მე მაინტერესებს ცვლილებები და სიახლეები. თანამდებობებიც მქონია და გავლენაც. ამისთვის პოლიტიკაში მობრუნება ნამდვილად არ მჭირდება..

პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ ერთად შევცვალოთ.

პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ დემოკრატია და თავისუფლება ერთხელ და სამუდამოდ და შეუქცევადად მოვიპოვოთ.

პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ ქვეყნის მართვაში გზა გავუხსნათ ახალ ხალხს და პოლიტიკურ ელიტაში თაობათა ცვლა მაქსიმალურად დაჩქარდეს.

პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ არ იყოს შურისძიება.

პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ ეს საჭირო მგონია აქ და ახლა.

პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ საერთო ბრძოლა გავაძლიერო.

შეკითხვაზე “ამ მიზნების მისაღწევად ვის ველაპარაკები ან დაველაპარაკები”, გპასუხობთ:

ყ ვ ე ლ ა ს “,- წერს გვარამია.