ჩინეთმა და შვეიცარიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას პარტნიორობის გაღრმავების მიზნით -Reuters

45
spot_img

ჩინეთმა და შვეიცარიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას პარტნიორობის გაღრმავების მიზნით.

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

შვეიცარიაში ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის პრემიერ-მინისტრი, ლი ციასნი შვეიცარიის პრეზიდენტს, ვიოლა ამერდს შეხვდა.

ხელმოწერილი დეკლარაცია მოიცავს ერთობლივი კვლევის დასრულებას ორ ქვეყანას შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესამუშავებლად.

“ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი შესაძლო მოლაპარაკებების დასაწყებად”, – განაცხადეს შვეიცარიის მთავრობაში.

ჩინეთი შვეიცარიის მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის შემდეგ. ორმა ქვეყანამ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას 2013 წელს მოაწერა ხელი.

თუმცა, მისი განახლების მცდელობები შეფერხდა ჩინეთში ადამიანის უფლებების შესახებ შემაშფოთებელი ცნობების ფონზე. შვეიცარიისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის დიალოგი მიმდინარე წელს განახლდება და ადამიანის უფლებებსაც მოიცავს.