Home Blog Page 1774

სლოვაკეთი დღეიდან უკრაინის საზღვართან სატვირთო მანქანების გადაადგილებას ისევ დაბლოკავს

სლოვაკეთი დღეიდან უკრაინის საზღვართან სატვირთო მანქანების გადაადგილებას ისევ დაბლოკავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სლოვაკეთის საგზაო ტრანსპორტის გაერთიანება UNAS-ი უკრაინის საზღვართან დაბლოკვას ადგილობრივი დროით 15:00 საათიდან განაახლებს. როგორც მედია წერს, სლოვაკეთის ტერიტორიაზე სატვირთო ტრანსპორტის შესვლა დაიბლოკება, მგზავრთა გადაადგილება კი არ შეიზღუდება.

მედიის ცნობით, სლოვაკეთის საგზაო ტრანსპორტის გაერთიანების მთავარი მოთხოვნა უკრაინელი გადამზიდავებისთვის სალიცენზიო ნებართვის აღდგენაა.

შეგახსენებთ, 6 ნოემბრიდან უკრაინის საზღვართან გადასასვლელ პუნქტებს ბლოკავენ პოლონელი გადამზიდავებიც. მათი მთავარი მოთხოვნა უკრაინული გადამზიდავებისთვის სალიცენზიო ნებართვის აღდგენაა. ამასთან, ევროკომისიამ განაცხადა, რომ უკრაინელი სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის სანებართვო სისტემის აღდგენას ეწინააღმდეგება.

“ჰამასმა” 7 ოქტომბერზე ისრაელის საპასუხო ნაბიჯი არასათანადოდ შეაფასა -ისრაელის თავდაცვის მინისტრი

GIF resized on https://ezgif.com/resize

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ 7 ოქტომბრის თავდასხმაზე ისრაელის საპასუხო ნაბიჯი არასათანადოდ შეაფასა.

„ძნელია დემოკრატიების ომებში ჩართვა, მაგრამ როგორც კი ომში ვართ, ბევრად ძლიერები ვართ, რადგან ვიბრძვით ჩვენი ღირებულებების დასაცავად“, – განაცხადა გალანტმა.

მისი თქმით, ისრაელი ტერორიზმის წინააღმდეგ თავისუფალი სამყაროს ფრონტზე იბრძვის.

„პირველ სახლში ხანძრის დროს საჭიროა მისი შეჩერება, რათა არ გავრცელდეს სოფელსა და ეკლესიაში. ისრაელი პირველ სახლს ჰგავს. ჩვენ ვიბრძვით თავისუფალი სამყაროს ფრონტზე ტერორიზმის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, პალესტინის მხარდამჭერი აქტივისტების მიერ მიწოდებულ დახმარებას გლობალური ტერორი იყენებს.

„ჰამასის“ პროპაგანდა გავლენას ახდენს უნივერსიტეტებსა და საპროტესტო აქციებზე და მიედინება ფული იმაში, რაც ააქტიურებს ტერორისტულ ქსელებს მთელს მსოფლიოში“, – აღნიშნა გალანტმა.

9 თვეში, სქესობრივი დანაშაულის 412 ფაქტი დაფიქსირდა – შსს

მიმდინარე წლის 9 თვეში, საქართველოში სქესობრივი დანაშაულის 412 ფაქტი დაფიქსირდა, მათგან 272 გახსნილია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ ინფორმაციაშია ასახული.

კერძოდ, უწყების ინფორმაციით, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, გაუპატიურების 154 შემთხვევა დარეგისტრირდა, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების – 54, პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების – 22, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის – 86, გარყვნილი ქმედების კი – 96.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, სქესობრივი დანაშაულის 396 შემთხვევა აღირიცხა, შესაბამისად, აღნიშნული დანაშაული 4.04%-ით გაიზარდა.

“რუსეთის გაჩერება უკრაინაშია აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთს შეუძლია, აშშ კონფლიქტში ჩაითრიოს” -ენტონი ბლინკენი

რუსეთის გაჩერება უკრაინაშია აუცილებელი, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „სიენენთან“ ინტერვიუში გააკეთა.

მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთს შეუძლია, აშშ უფრო ფართო კონფლიქტში ჩაითრიოს.

„ვფიქრობ, ერთადერთი ხალხი, ვინც ბედნიერი იქნება, თუ აშშ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შემცველ ფინანსურ პაკეტს კონგრესში კენჭს არ უყრის და არ დაამტკიცებს, მოსკოვში, თეირანსა და პეკინში ზის. ახლა დროა, ვიმოქმედოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რა მოხდება – პუტინი წინ წაიწევს დაუსჯელად და ჩვენ ვიცით, რომ ის უკრაინაში არ გაჩერდება და ის შესაძლოა, თავს დაესხას ნატო-ს წევრ ქვეყანას. ეს კი ჩვენ კონფლიქტში ჩართვას ნიშნავს, რადგანაც ჩვენ გვაქვს ნატო-ს წევრების წინაშე აღებული ვალდებულება“, – განაცხადა ბლინკენმა.

9 თვეში, საქართველოში 52 ადამიანი მოკლეს – შსს

მიმდინარე წლის 9 თვეში, საქართველოში 52 ადამიანი მოკლეს. ამასთან, დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის 5 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ ინფორმაციაშია ასახული.

კერძოდ, სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ქვეყანაში განზრახ მკვლელობის 27 და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის 25 ფაქტი დაფიქსირდა. მათგან უმეტესობა – 47 შემთხვევა გახსნილია. შსს-ს ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განზრახ მკვლელობის 8 შემთხვევით ნაკლები დაფიქსირდა, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობამ კი 4-ით მოიმატა.

დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წლის 9 თვეში, დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის 5 შემთხვევა დაფიქსირდა. გასულ წელს აღნიშნული დანაშაულის 3 ფაქტი აღირიცხა.

რაც შეეხება სიცოცხლის წინააღმდეგ სხვა დანაშაულებებს – უწყების ინფორმაციით, ამავე პერიოდში, მკვლელობის მცდელობის 44 ფაქტი გამოვლინდა, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის კი – 36.

ამასთან, დარეგისტრირდა თვითმკვლელობამდე მიყვანის 982 შემთხვევა და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის 141 ფაქტი.

“ისრაელმა მეტი უნდა გააკეთოს მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად” – ენტონი ბლინკენი

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელს მოუწოდებს, „ჰამასთან“ ომის დროს პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად მეტი გააკეთოს.

ბლინკენის თქმით, ისრაელმა დიდი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას და უზრუნველყოს, რომ ჰუმანიტარული დახმარება მიიღონ მათ, ვისაც სჭირდებათ.

„კრიტიკულად მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ სამხედრო ოპერაციები შექმნილია სამოქალაქო დაცვის ირგვლივ. ვფიქრობ, განზრახვა არსებობს. მაგრამ შედეგები ყოველთვის არ ვლინდება“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. ამასთან, ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის პოზიცია, რომელიც ისრაელის მიერ ცეცხლის შეწყვეტას არ ემხრობა.

„“ჰამასი“ ჯერ კიდევ ცოცხალი, ჯერ კიდევ უვნებელი და იმ განზრახვით არსებობს, რომ კიდევ, კიდევ და კიდევ გაიმეოროს 7 ოქტომბერი. ეს უბრალოდ გააგრძელებს პრობლემას“, – აღნიშნა ბლინკენმა.

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შანსები სულ უფრო მცირდება -კატარის პრემიერ-მინისტრი

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შანსები სულ უფრო მცირდება, – ამის შესახებ კატარის პრემიერ-მინისტრმა, შეიხმა მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანიმ დოჰას ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

„ისრაელის მიერ ღაზის დაბომბვა ავიწროებს ფანჯარას ახალი ზავისთვის“, – აღნიშნა ალ-ტანიმ.

კატარის პრემიერ-მინისტრის თქმით, კატარი გააგრძელებს ძალისხმევას, რათა ზეწოლა მოახდინოს ორივე მხარის მიერ ცეცხლის შეწყვეტისკენ.

ამასთან, კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, პალესტინის პრემიერ-მინისტრმა, მოჰამედ შტაიემ განაცხადა, რომ ისრაელს „არ უნდა მიეცეს უფლება, განაგრძოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა“ და მოითხოვა საერთაშორისო სანქციების დაწესება.

“ჯივიპი” განცხადებას ავრცელებს

ხვალ, 12 დეკემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპის ფარგლებში წყალმომარაგების ახალ მაგისტრალურ ქსელზე მასშტაბურ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე სრულად იცვლება 4.5 კმ წყალსადენისა და 2 კმ სიგრძის წყალარინების ქსელები.

„მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში წერეთლის გამზირზე ახლად მოწყობილი მაგისტრალური ქსელის, 2 კილომეტრამდე სიგრძის მონაკვეთის ექსპლუატაციაში გასაშვებად კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაერთებით სამუშაოებს ვანის ქუჩიდან შალიკაშვილის ხიდამდე, ერთდროულად 35 მონაკვეთზე შეასრულებენ. პარალელურად, ახალ ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდება და სახანძრო ჰიდრანტები მოეწყობა.

აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 12 დეკემბერს, დილის 10:00 საათიდან 13 დეკემბრის დღის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

დიდუბის რაიონში – წერეთლის, აღმაშენებლისა და თამარ მეფის გამზირების ნაწილს, გაფრინდაშვილის, წყალტუბოს, მირცხულავას, სამტრედიის, ბაქრაძის, აგლაძის, გუდაუთის, ხოშარაულის, ერისთავის, მაიაკოვსკის, პაიჭაძის, აბულაშვილის, ბაქრაძის, ვანის, კერესელიძის, კედიას, გვეტაძის, ფიფიას, ევდოშვილის, ქუთაისის, ბაგრატიონის, ქურდიანის, ცაბაძის, საირმის, კვინიტაძის, ლებანიძის, აბასთუმნისა და მიმდებარე ქუჩებს. გელოვანის, რობაქიძის, წინამძღვრიშვილის, ნინოშვილის, თევდორე მღვდლის ქუჩების ნაწილსა და თევდორე მღვდლის II ჩიხს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

„გირჩი“ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესი შეიცვალოს

„გირჩი“ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესი შეიცვალოს. შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან პოლიტიკური პარტიების ერთი პროცენტით დაფინანსების წესი უნდა შეიცვალოს და ის მიბმული გახდეს ბარიერის გადალახვაზე.

„მოქმედი კანონით, პარტია ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას იღებს პარლამენტის ბოლო არჩევნებში პირველი 50 000 ნამდვილი ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული ხმისთვის 15 ლარის, ხოლო, თითოეული შემდგომი ნამდვილი ხმისთვის – 5 ლარის ოდენობით. აღნიშნული დაფინანსების წესი არ იცვლება, თუ პარტია გადალახავს 5% ბარიერს ზუსტად იმდენ დაფინანსებას მიიღებს რამდენიც მოქმედი წესით არის განსაზღვრული. თუ ვერ გადალახავს, მაშინ სახელმწიფო ბიუჯეტში დაიზოგება თანხა. ხოლო, თუ პარტია გაერთიანდა სხვა პარტიასთან და გაერთიანების შედეგად გადალახეს ბარიერი, დაფინანსების ამ წესის გათვალისწინებით, პარტია, რომელიც აქამდე ერთი პროცენტის გადალახვისთვის მიიღებდა პირველი 50 000 ნამდვილი ხმისთვის 15 ლარს, მიიღებს 5 ლარს, ამიტომ, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ამ შემთხვევაშიც შემცირდება”, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

გულწრფელად ვესაუბრე ვიქტორ ორბანს, ნათელია, რომ საუბარი ჩვენს ევროპულ საქმეებზე იყო -ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არგენტინის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს „გულწრფელად ესაუბრა“.

„ინაუგურაციის ფარგლებში, რამდენადაც ეს შესაძლო იყო, გულწრფელად ვესაუბრე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანს და ნათელია, რომ ეს საუბარი ჩვენს ევროპულ საქმეებზე იყო“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ არგენტინაში ვიზიტით მყოფი ზელენსკი ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, რომელმაც პარასკევს პარიზში ვიქტორ ორბანს უმასპინძლა.

შეგახსენებთ, უნგრეთის პრეზიდენტი ვიქტორ ორბანი უკრაინასთან ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების დაწყებას ეწინააღმდეგება. ორბანი აცხადებს, რომ 14-15 დეკემბერს დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერს.

ბრიუსელში დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი გაიმართება, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც დაესწრება

ბრიუსელში დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი გაიმართება, რომელშიც ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ხუთი ქვეყნის – სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის – საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას.

ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ შეხვედრას, რომელიც საგარეო საქმეთა საბჭოს დასრულების შემდეგ დაიწყება, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი გაუძღვება. მასში მონაწილეობას მიიღებს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეიც.

„მინისტრები გაცვლიან მოსაზრებებს აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ, მიმოიხილავენ მის მიღწევებს და გამოავლენენ კონკრეტულ რეკომენდაციებს პოლიტიკის მომავლისთვის. შეხვედრაზე მინისტრები განიხილავენ თუ როგორ შეუძლია აღმოსავლეთ პარტნიორობას გააგრძელოს წევრი ქვეყნებისა და პარტნიორი ქვეყნების საჭიროებების დაკმაყოფილება, რა უნდა იყოს ერთობლივი მუშაობის ძირითადი პრიორიტეტები 2024 წელს, როგორ უნდა დაჩქარდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელება და როგორ გაიზარდოს თანამშრომლობა ისეთ რეგიონებთან, როგორიცაა ცენტრალური აზია და დასავლეთ ბალკანეთი და სინერგია სხვა რეგიონულ პოლიტიკასთან, როგორიცაა შავი ზღვის სინერგია. მინისტრები მიზნად დაისახავენ გააძლიერონ ვალდებულება 2024 წლის კონკრეტულ მიღწევებზე, განსაკუთრებით რეგიონული როუმინგის, საგზაო უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის სფეროში“, – აღნიშნულია ევროკავშირის ინფორმაციაში.

მინისტრებს სიტყვით მიმართავს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი.

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ კიევის მიმართულებით გაშვებული 8 რაკეტა გაანადგურ

გამთენიისას უკრაინის დედაქალაქ კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა, რის შემდეგაც საჰაერო განგაში გამოცხადდა, – ინფორაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციასა და უკრაინის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, კიევზე რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა შენობები. მედია წერს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კიევის თავზე გაანადგურა მტრის რვა რაკეტა და 18 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, რაკეტის ფრაგმენტები ჩამოვარდა დარნიცკისა და გოლოსევსკის რაიონებში. მისივე თქმით, ფრაგმენტებმა საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დააზიანა.

ამასთან, ღამის განმავლობაში ავდეევკის მიმართულებით 82 სამხედრო შეტაკება დაფიქსირდა. ბახმუტის მიმართულებით თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს მტრის 11 შეტევა დონეცკის ოლქის გრიგორიევკას, ბოგდანოვკას, ივანოვსკის, კლეშჩეევკასა და ანდრეევკას რაიონებში.