Home Blog Page 1772

„სტუმარმასპინძლობა საქართველოში მთავარი კერძია“ – Madrid Fusión

მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტრო კონგრესის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე  Madrid Fusión-ის Facebook გვერდი საქართველოს  შესახებ მორიგ პოსტს აქვეყნებს.

„საქართველო Madrid Fusion-ის სტუმარი ქვეყანაა. ეს არის ტრადიციისა და შემოქმედების შერწყმა, საქართველო არის ქვეყანა, სადაც სტუმარმასპინძლობა მთავარი კერძია“.

საქართველო  Madrid Fusión 2024-ზე, 29-31 იანვარს,  სტუმრის სტატუსით წარდგება.

საერთაშორისო კონგრესზე,  საქართველოს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს.

სტუმრის სტატუსის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით თემატური სცენები დაეთმობა, რომლის ფარგლებშიც მთავარ სცენაზე  ქართული კერძების მასტერკლასები და სამი სახის ღვინის დეგუსტაცია გაიმართება.

 Madrid Fusión-ზე ქართულ სამზარეულოს  ქართველი შეფმზარეული დავით ნარიმანაშვილი წარადგენს.

მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტის ვაკანსიებზე მიღება გამოცხადდა – ხელფასი 1862-დან 3325 ლარამდეა

სატრანსპორტო რეფორმა ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა, რომელიც მრავალი კომპონენტისგან შედგება და მისი მნიშვნელოვანი ნაწილია აღსრულება. თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ გამოაცხადა მიღება მონიტორინგის სამსახურის პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის სპეციალისტის ვაკანსიებზე, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„მათ, ვისაც აქვს დასაქმების სურვილი და სურს გახდეს მერიის სატრანსპორტო რეფორმის მონაწილე, შეუძლია მიმართოს თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს.

შესაბამისი გასაუბრებისა და სტაჟირების გავლის შემდეგ, კანდიდატს შესაძლებლობა ექნება დასაქმდეს მონიტორინგის სამსახურში. მოცემულ ვაკანსიაზე თანამდებობრივი სარგო კატეგორიების მიხედვით 1862-დან 3325 ლარამდეა“, – აღნიშნა მერმა.

“გუშინ ვხალისობდი ოპოზიციის ისტერიკაზე, ეს მიუთითებს მათ რეალურ მდგომარეობას” – კახა კალაძე

დღეს ისეთი პროპაგანდა მიდის, რომ ეს სამუშაოები აღმშენებლობა, განვითარება ერთგვარ დანაშაულად უნდათ აქციონ. ვინ არიან ესენი? ვინ ხმაურობს ყველაზე მეტს, ესენი არიან ხელმოცარული ე.წ. პოლიტიკოსები, რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ ცხოვრებაში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ცხადია, სამუშაოების დროს არის დისკომფორტი, გამოწვევები, გადაადგილების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია სამუშაოების წარმოება.

„რაც შეეხება ზოგადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ჩვენ ავიღეთ უდიდესი პასუხისმგებლობა თბილისისა და თბილისელების წინაშე. ჩვენ ვართ ის გუნდი, მთავრობა, ადამიანები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. 2017 წელს, როდესაც მე თბილისის მოსახლეობის უმრავლესობა მენდო, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რა თქმა უნდა, ხალხს მოლოდინი ჰქონდა და აქვს, რომ ჩვენ განვახორციელებთ პროექტებს, რეფორმებს, მაგრამ არა ისე, როგორც წინა ხელისუფლების დროს აკეთებდნენ – მივიდოდნენ რაღაც ფასადურად, ზედაპირულად გააკეთებდნენ, გახსნიდნენ და ქულებს იწერდნენ – არამედ ფუნდამენტურად, საფუძვლიანად, რომ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს ათეულ წლებს გაუძლოს პროექტებმა, რომელსაც ვახორციელებთ. ცხადია, ამ სამუშაოების დროს არის დისკომფორტი, გამოწვევები, გადაადგილების , საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია სამუშაოების წარმოება. თუ არ გადათახარე, ხომ ვერ შეცვლი იმ ჟანგიან და გაუბედურებულ მილებს, საიდანაც წერეთლის გამზირის მოსახლეობა იღებდა წყალს, რატომ არავინ არ საუბრობს ამაზე, რა მდგომარეობაში იყო კომუნიკაცია და რა პირობებში უწევდა მოსახლეობას ცხოვრება. ყველაზე კარგად იცის ადგილობრივმა მოსახლეობამ, რა მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს. ჩვენ ვართ ადამიანები, ვინც ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ამხელა მასშტაბური სამუშაოები ვაწარმოოთ და ეს არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული მიმართულებით, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა ავიღოთ, პარკები, სკვერები რაც კეთდება ამ ქალაქში, სად იყვნენ წინა მთავრობები, წინა მერებიც ხომ იყვნენ გაეკეთებინათ – დღეს ნაკლები გვექნებოდა გასაკეთებელი ამ მიმართულებით. დღეს ისეთი პროპაგანდა მიდის, რომ ეს სამუშაოები აღმშენებლობა, განვითარება ერთგვარ დანაშაულად უნდათ აქციონ. ვინ არიან ესენი? ვინ ხმაურობს ყველაზე მეტს, ესენი არიან ხელმოცარული ე.წ. პოლიტიკოსები, რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ ცხოვრებაში.

გუშინ მთელი დღე ვაკვირდებოდი და ვხალისობდი მათ ისტერიკაზე. ეს მიუთითებს მათ რეალურ მდგომარეობას, მიუთითებს იმას, სად იმყოფებიან, სადაც იმყოფებით ახლა არ ვიკადრებ, ტელევიზიებია, მთავრობის სხდომაა და არ ვიტყვი იმ სიტყვას, სადაც იმყოფებით, მაგრამ დარჩებით მანდ, ეს არის თქვენი ბუნებრივი ადგილი. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოება კიდევ გაგცემთ შესაბამის პასუხს, რადგან თქვენ ხართ უსამშობლო ადამიანები, რომლებსაც ინტერესი არ აქვთ ქვეყნის განვითარების. ინტერესი არ აქვთ, რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს შენარჩუნებული და მოხდეს ეკონომიკური განვითარება. ამის თქმის საფუძველს მაძლევს თქვენი ბინძური განცხადებები, რასაც კადრულობდით რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, რა განცხადებებს აკეთებდით. როგორ შეიძლება პოლიტიკოსმა, რომლესაც შენი ქვეყანა გიყვარს და ხალხს პატივს სცემ, გააკეთო ის განცხადებები რასაც თქვენ კადრულობდით, მაგრამ საბედნიეროდ ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს და აფასებს. გუშინ რომ ვაკეთებდით ანალიზს, ვინ აქტიურობდა ყველაზე მეტად და ვის ჰქონდა ისტერიკა, ეს იყო კოლექტიური სანაცეთი და ხანდაზმული თაღლითების წარმომადგენლები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“ჩვენ რომ მოგვიწიოს მუშაობა, მე, ჩემს მოადგილეებს, თანამშრომლებს, წერეთელზე საგზაო სამუშოები იანვრის ბოლოს უნდა დამთავრდეს და ეს პირობა აუცილებლად შესრულდება”

წერეთელზე სამუშაოები დავიწყეთ აპრილის ბოლოს და მოსახლეობაა შევპირდით, რომ იანვრის ბოლოს საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად იქნებოდა აღდგენილი, სამუშაოები მასშტაბურია, ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ გზის მოფრეზვით, ახალი გზის დაგებით, მინდა, რომ ფუნდამენტურად განვახორციელოთ ცვლილებები ყველა იმ პროექტში, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურით შევდივართ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ განაცხადა.

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კალაძემ აღნიშნა, რომ წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა იანვრის ბოლოს აღდგება.

„დავიწყეთ მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ეს გამზირი არსებობს, ამ მასშტაბის სამუშაოები არ ჩატარებულა. თუმცა ამ სამუშაოების პროცესში იყო პრობლემები, ეს არახალია, რადგან კომპანიები ძალიან ხშირად ვერ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს. ამჯერადაც გვქონდა ასეთი ფაქტი და მოგვიწია, დავმშვიდობებოდით იმ ორ კომპანიას, რომლებიც მუშაობდნენ. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოები იანვრის ბოლოს უნდა იყოს დასრულებული. ეს კომპანიები ვერ ეტეოდნენ ვადებში, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოგვმართეს ამ კომპანიებმა ვადის გადაწევაზე, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. აქ არ არის საუბარი საბოლოო ვადის გადაწევაზე, იანვარი ძალაში იყო ყოველთვის, შიდა ვადებზეა საუბარი. უკვე ვხედავდით, რომ არის პრობლემები ვადებზე, ხარისხზეც იყო პრობლემები, თუმცა ამის გამოსწორება პროცესში ხდება. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დავემშვიდობოთ ამ კომპანიებს, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია, აღნიშნული პროექტი დასრულდეს იანვარში და მოძრაობა აღდგეს. ახლა მიმდინარეობს კომპანიების შერჩევა. მთლად რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, მე, ჩემს მოადგილეებს, ჩვენს თანამშრომლებს, წერეთელზე საგზაო სამუშოები იანვრის ბოლოს უნდა იყოს დამთავრებული. ეს პირობა აუცილებლად შესრულდება“, – განაცხადა კალაძემ.

ყირგიზეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

ყირგიზეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი. ამის შესახებ ინფორმაციას ყირგიზეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„17 იანვარს, სასწავლო ფრენის დროს ყირგიზეთის საჰაერო თავდაცვის ძალების ვერტმფრენმა ავარიული მძიმე დაშვება განახორციელა. არის მსხვერპლი“, – ნათქვამია ყირგიზეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სამხედრო ვერტმფრენი ბიშკეკის ჩრდილო-დასავლეთით ჩამოვარდა.

წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 1 და დაშავდა 7 ადამიანი.

“არ უნდა დავუშვათ რუსეთს გამარჯვება, რადგან მაშინ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ევროპისა და მთელი რუსეთის მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოება”

საფრანგეთის პრეზიდენტი თებერვალში უკრაინაში უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების დასასრულებლად ჩავა. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაკრონის თქმით, საფრანგეთი აქტიურად თანამშრომლობს კიევთან ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიის შეთანხმებაზე, რომელსაც მხარეები სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მოაწერენ ხელს.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, შეთანხმების მიხედვით, უკრაინას საბრძოლო მასალას, მათ შორის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს მიაწოდებს.

„ჩვენ გვჭირდება ძლიერი ევროპა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, გავუმკლავდეთ ახალ დისბალანსებს. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი რისკი არის რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში. ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ და არ უნდა დავუშვათ რუსეთს გამარჯვება, რადგან მაშინ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ევროპისა და მთელი რუსეთის მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოება. რუსეთისთვის გამარჯვების მიცემა, იმის აღიარებაა, რომ საერთაშორისო წესრიგის წესები, როგორც ჩვენ განვსაზღვრეთ, შეიძლება, აღარ იყოს დაცული. ჩვენ ვაპირებთ გაცილებით მეტი აღჭურვილობის მიწოდებას, რათა დავეხმაროთ უკრაინას იმით, რაც მას სჭირდება თავისი ცის დასაცავად“, – განაცხადა მაკრონმა პრესკონფერენციაზე.

“ბიძინა ქართულ ციხეში ნაწამები კაცების ქონების გადმოფორმებით არ გამდიდრებულა! შენსავით” – ხაინდრავა მამუკა ხაზარაძეს

ბიძინა ქართულ ციხეში ნაწამები კაცების ქონების გადმოფორმებით არ გამდიდრებულა! შენსავით, – ამის შესახებ კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტვიტერის გვერდზე წერს, რითაც მამუკა ხაზარაძეს მიმართავსა.

„რატომ არის საქართველო კვლავ ღარიბი ქვეყანა?, – მამუკა ხაზარაძე. იმიტომ რომ შენ, ბადრი ჯაფარიძე და თქვენნაირი მევახშეები მდიდრდებოდით ქართველი ხალხის გაჭირვების ხარჯზე! ბიძინა ქართულ ციხეში ნაწამები კაცების ქონების გადმოფორმებით არ გამდიდრებულა! შენსავით”“, – წერს გოგა ხაინდრავა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

17 იანვარს ქუთაისში +10 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4. ბათუმშიც იწვიმებს. დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი. +10 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვლია ნავარაუდები. დღისით -1 გრადუსი იქნება, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში ნალექიანი დღე და +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი. ახალციხეში თოვლია მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -6 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში თოვს. დღისით +6 იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც ანალოგოური ამინდია ნავარაუდები. დღისით 0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -8 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში თოვს. დღე -1 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით -1, ღამით კი -11 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით მზიანი ამინდი და +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +12 გრადუსი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

რუსთავში დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია უნალექო დღე.

ბორის ნადეჟდინმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატურის წარდგენისთვის ხელმოწერების შეგროვება თბილისშიც დაიწყო

ბორის ნადეჟდინმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატურის წარდგენისთვის თბილისში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად რუსი პოლიტიკოსი ავრცელებს.

„შეგიძლიათ ხელმოწერა თბილისში დატოვოთ. ჩვენ ვაფართოვებთ ჩვენს გეოგრაფიას და თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს. მოიწვიეთ თქვენი ნაცნობები და მეგობრები – საქართველოში შეგროვება გაიხსნა! თან წაიღეთ თქვენი შიდა რუსული პასპორტი. გელოდებით!“ – წერს ბორის ნადეჟდინი „ტელეგრამის“ არხზე.

რეგისტრაციისთვის ნადეჟდინს 100 ათასი ხელმოწერა სჭირდება. გუშინ, მან განაცხადა, რომ ჯერჯერობით 11 ათასზე ცოტათი მეტი ხელმოწერა შეაგროვა.

ცნობისთვის, ბორის ნადეჟდინი კანდიდატად პარტია „სამოქალაქო ინიციატივამ“ წარადგინა. ყოფილი დეპუტატი აცხადებს, რომ იგი უკრაინაში ომს ეწინააღმდეგება და პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში მის დასრულებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს გაიმართება.

გერმანია უკრაინის სამხედრო დახმარებას თითქმის გააორმაგებს

გერმანია 2024 წელს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის ადრე დაგეგმილი 4 მილიარდი ევროს ნაცვლად 7 მილიარდ ევროზე მეტს გამოყოფს, – „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის მთავრობის პრესსამსახურმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გაავრცელა.

გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის, შტეფენ ჰებესტრეიტის თქმით, გერმანიისა და შეერთებული შტატების ლიდერებმა საუბრის დროს ხაზი გაუსვეს უკრაინისთვის შემდგომი ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერის აღმოჩენის აუცილებლობას, რადგან ის აგრძელებს თავის დაცვას რუსული აგრესიისგან.

გავრცელებული ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს შოლცმა და ბაიდენმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებაც განიხილეს.

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ირაკლი ღარიბაშვილი კლაუს შვაბის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დავოსის ეკონომიკური ფორუმის მონაწილე ლიდერებსა და წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად, ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის, პროფესორ კლაუს შვაბისა და მისი მეუღლის, ჰილდე შვაბის მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრო.

მიღება ეკონომიკური ფორუმის მონაწილე ლიდერებისა და წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელების პატივსაცემად ტრადიციულად დავოსში გაიმართა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.