ყირგიზეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

35
spot_img

ყირგიზეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი. ამის შესახებ ინფორმაციას ყირგიზეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„17 იანვარს, სასწავლო ფრენის დროს ყირგიზეთის საჰაერო თავდაცვის ძალების ვერტმფრენმა ავარიული მძიმე დაშვება განახორციელა. არის მსხვერპლი“, – ნათქვამია ყირგიზეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სამხედრო ვერტმფრენი ბიშკეკის ჩრდილო-დასავლეთით ჩამოვარდა.

წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 1 და დაშავდა 7 ადამიანი.