Home Blog Page 1766

ოპოზიციამ უნდა აჩვენოს სრული კონტრასტი „ქართულ ოცნებასთან“, თუ არ იქნება სრული კონტრასტი, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ძალიან გაგვიჭირდება -ხატია დეკანოიძე

სამომავლო ერთობასთან დაკავშირებით ჯერ განსაკუთრებული სიახლე არ არის. კონკრეტული თარიღის დასახელება არ შემიძლია, მაგრამ კონკრეტული კონტურები ძალიან მალე უნდა გამოიკვეთოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ უნდა აჩვენოს სრული კონტრასტი „ქართულ ოცნებასთან“ და თუ არ იქნება სრული კონტრასტი, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ოპოზიციას ძალიან გაუჭირდება.

„ჩვენ ვსაუბრობთ და ვისაუბრებთ ბიძინა ივანიშვილის დამარცხების ფორმულაზე, ხალხის ინტერესებსა და პოლიტიკურ კორუფციაზე, რაც საზოგადოებას რეალურად აწუხებს. ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი როგორც იყო, ისევე რჩება. ჩემი პოზიციაა, რომ ივანიშვილი არსად წასულა, ის იყო პოლიტიკაში და საჯაროდ გამოჩნდება ერთხელ, ორჯერ თუ სამჯერ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. უნდა ვიყოთ კონცენტრირებული იმაზე, რომ არჩევნებზე ეს ადამიანები – პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას ჩამოვაცილოთ, რაც კვლავ რჩება საფრთხედ საქართველოს სახელმწიფიებრიობისთვის, რადგან ქვეყანაში ოლიგარქიულ-კლეპტოკრატიული მმართველობაა. ოპოზიციამ უნდა აჩვენოს სრული კონტრასტი „ქართულ ოცნებასთან“, თუ არ იქნება სრული კონტრასტი, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ძალიან გაგვიჭირდება. ჩემი ინტერესია, ვესაუბრო და იმ ადამიანებთან ერთად ვიყო, ვინც არის ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ კონტრასტი“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

გახარიას განცხადებებზე რა გითხრათ, ალბათ მისი მთავარი საზრუნავი იქნება, როგორმე 5%-იანი ბარიერი გადალახოს -კახა კალაძე

რეალურად ვიცით, რომ გახარია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაშია და მათთან თანამშრომლობს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას შესახებ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, გახარიას ბოლოდროინდელი განცხადებები არის სპეკულაცია, რომელიც მხოლოდ იმას ემსახურება, რომ მისმა პარტიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახოს.

„არ ვიცი რამდენად სწორი იქნება კომენტარის გაკეთება იმაზე, გახარია რამდენჯერაც გამოვა და რაღაცას იტყვის. ალბათ მისი მთავარი საზრუნავი იქნება ის, რომ როგორმე 5%-იანი ბარიერი გადალახოს.

ეს ჩვეულებრივი სპეკულაციებია. რეალურად ჩვენ ვიცით, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაშია, მათთან თანამშრომლობს. ამის არაერთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, თუნდაც ის, რომ რეგიონებში კონკრეტული კოალიციები აქვს შექმნილი. ასე რომ, დღეს გახარია და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთია და შეიძლება მათ შორის განსხვავება ვერ იპოვოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“ქვეყანაში კვალიფიციური მუშახელის პრობლემაა” – კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ წერეთლის გამზირზე დათქმულ ვადაში – იანვრის ბოლოს საგზაო მოძრაობა სრულად აღდგება.

„მესმის, რომ მცირე დროა დარჩენილი, მაგრამ იანვრის ბოლოს მოძრაობა ორმხრივად აღდგება, ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. არაერთი განცხადება გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით, დათქმულ ვადებში დასრულდება მიმდინარე სამუშაოები“, – აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ქვეყანაში კვალიფიციური მუშახელისა ნაკლებობაა, რის გამოც, მასშტაბური პროექტების განხორციელებისას, მათი მხრიდან ნაკისრი ვალდებულებები ხშირად ირღვევა.

„სამწუხაროა, რომ კონტრაქტორმა კომპანიებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა და ეს მხოლოდ მერიას არ ეხება. ზოგადად, პრობლემაა კვალიფიციური მუშახელის. გარკვეული დრო დასჭირდება, რომ ამ მიმართულებით განვვითარდეთ. ასეთი მასშტაბის პროექტების განხორციელებისას კონტრაქტორ კომპანიებს ხშირად აქვთ ხარვეზები, პროცესში უამრავი ჯარიმა იწერება. ჩვენ ვითხოვთ უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ხარისხს და დათქმული ვადებში დაცვას“, – განაცხადა მერმა.

უკრაინულმა დრონებმა სანქტ-პეტერბურგში ნავთობბაზას დაარტყეს

სანქტ-პეტერბურგში 18 იანვრის ღამით უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცოპერაცია იყო, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ეს არის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოპერაცია თანამედროვე უკრაინული საშუალებების გამოყენებით. მონაცემთა შეგროვება გრძელდება, დადასტურებულია სამიზნეებზე დარტყმები“, – განაცხადა მედიასთან საუბარში წყარომ, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურების წარმომადგენელია.

კითხვაზე, პირველად შეუტიეს თუ არა უკრაინულმა დრონებმა ლენინგრადის ოლქს, წყარომ უპასუხა: „პირველად არა, მაგრამ არის განსხვავებები და მტერმა იგრძნო ისინი“.

18 იანვარს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სანქტ-პეტერბურგში უკრაინული დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ამასთან, „ტელეგრამ“ არხი Astra იუწყება, რომ დრონი სანქტ-პეტერბურგში, „პეტერბურგის ნავთობტერმინალის“ ტერიტორიაზე დაეცა და აფეთქდა.

პუტინს არ უნდა შევურიგდეთ, მის ბოროტებას წინ უნდა აღვუდგეთ -დევიდ კამერონი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი მისთვის ნომერ პირველ პრიორიტეტს წარმოადგენს.

„ერთი რამ, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია, იმის დემონსტრირებაა, რომ პუტინი არ იმარჯვებს“, – აღნიშნავს დევიდ კამერონი.

დიპლომატმა რუსეთის აგრესიის კონტექსტში მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები შეადარა იმ პერიოდს, რომელიც წინ უძღოდა მეორე მსოფლიო ომს.

„ეს ჩვენი თაობის გამოწვევაა. ეს იმას ჰგავს, რომ 1930-იანი წლების ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლიდერი იყო. ჩვენ პუტინს არ უნდა შევურიგდეთ. ჩვენ იმ ბოროტებას, რომელსაც მისი შეჭრა წარმოადგენს, წინ უნდა აღვუდგეთ“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გავა დრო და მომავალი თაობა, უკრაინის ომის შედეგების ფონზე, კიდევ უფრო მეტად დააფასებს ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას, რომელმაც მათ სამშობლო შეუნარჩუნა -დიმიტრი ხუნდაძე

ნამდვილად გვტკივა უკრაინელი ხალხის ტკივილი და გული გვწყდება, რომ ასეთი მფარველი მათ არ გამოუჩნდათ. დღეს უკრაინაში, ხალხს ქუჩაში სასაკლაოზე გასაგზავნად დასდევენ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე წერს.

მისი თქმით, გავა დრო და მომავალი თაობა უფრო დააფასებს ივანიშვილის ქველმოქმედებას, რომელიც უკრაინის ომის შედეგების ფონზე სამშობლო შეგვინარჩუნა.

„მიუხედავად რიგი ევროპარლამენტარების აგრესიული განცხადებებისა, ივანიშვილი ქველმოქმედებას აგრძელებს. პრაქტიკულად დაყადაღებული მისი ორი მილიარდი ქართველთა სიცოცხლის შენარჩუნებას ემსახურება. ეს ივანიშვილისეული ქველმოქმედების ფორმაა, რომელიც დღევანდელ არეულ მსოფლიოში მშვიდობის საფასურია და რომლის მსგავსი სხვა არ მახსენდება. ის მხოლოდ შინდლერის სიას შეიძლება შევადაროთ.

ნამდვილად გვტკივა უკრაინელი ხალხის ტკივილი და გული გვწყდება, რომ ასეთი მფარველი მათ არ გამოუჩნდათ. დღეს უკრაინაში, ხალხს ქუჩაში სასაკლაოზე გასაგზავნად დასდევენ.

2024 წელს მთელს მსოფლიოში სიცოცხლის ფასი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან სიკვდილი მეტად გაიაფდა. ჩვენს ქვეყანას გონიერება დააზღვევს და არა ვიწრო პარტიული ინტერესები, რასაც დესტრუქციული ოპოზიცია აკეთებს. არც საზოგადოებას აქვს პოლიტიკური კეკლუცის დრო. უკრაინის მაგალითმა ბევრი რამ დაგვანახა. უკრაინა დღეს მსოფლიო ეგოიზმს ეწირება.

გავა დრო და მომავალი თაობა, უკრაინის ომის შედეგების ფონზე, კიდევ უფრო მეტად დააფასებს ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას, რომელმაც მათ სამშობლო შეუნარჩუნა“, – წერს ხუნდაძე.

“მამუკა ხაზარაძემ ჩემი ვიდეო მიჭრა-მოჭრა და იმის „ერთი ადგილიც“ არ ეყო, ის ბოლომდე განეთავსებინა”

კახა კალაძის შეფასებით, საზოგადოებამ კარგად იცის, თუ ვინ არის პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და როგორი წარსული აქვს. დედაქალაქის მერმა ხაზარაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ გუშინდელ ვიდეოსა და განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომლის თანახმადაც, „ლელოს“ ლიდერი თბილისის მერს სასამართლოში უჩივის.

„ხაზარაძის პიროვნება მაგაშიც იკვეთება, თუ რა ადამიანია და როგორი წარსულის მქონე პიროვნებაა. ჩემი ვიდეო განათავსა და „ერთი ადგილიც“ არ ჰქონდა, ის ბოლომდე დაედო. მიჭრა-მოჭრა და ისეთი ვიდეო გამოაქვეყნა. ყველამ ხომ კარგად იცის, რომელი ვიდეოა? აღნიშნულ ვიდეოში ვსაუბრობ, რა კარგი საქმეები კეთდებოდა, ასევე, იმ პრობლემებზე, გულისტკივილსა და მძიმე ფაქტებზე, რომლებიც მაშინ ხდებოდა. ვიდეოს მეორე ნაწილი მოჭრა და მხოლოდ პირველი განათავსა. აქ იკვეთება ყველაფერი და საზოგადოება კარგად ხედავს, თუ ვინ არის მამუკა ხაზარაძე“, – განაცხადა კალაძემ.

„ოცნებასაც“ გამოვიყენებთ და „ნაცებსაც“, სადაც ამის შესაძლებლობა გვექნება” – ანა ბუჩუკური

„ოცნებასაც“ გამოვიყენებთ და „ნაცებსაც“ სადაც ამის შესაძლებლობა გვექნება, რომ ხალხის ინტერესები გავატაროთ – პოლიტიკოსს, რომელსაც არ ესმის, რომ მუნიციპალურ დონეზე კოალიცია არ იქმნება, ან უვიცია, ან მატყუარა ან სასარგებლო იდიოტი,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ მუნიციპალიტეტებში გახარიას გუნდს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიცია აქვს.

ბუჩუკური აცხადებს, რომ როგორც „ოცნება“, ასევე „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებას ატყუებს.

„ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ არის პოლიტიკოსი და იმდენი არ ესმის, რომ მუნიციპალურ დონეზე კოალიცია არ იქმნება, ან უვიცია, ცოტა მეტი უნდა წაიკითხოს და ისე გამოვიდეს ეკრანზე იქნება თუ პარლამენტში, ან მატყუარაა ან სასარგებლო იდიოტი. რაც შეეხება გამოყენებას, „ოცნებასაც“ გამოვიყენებთ, „ნაცებსაც“, ყველგან სადაც ამის შესაძლებლობა გვექნება, რომ ხალხის ინტერესები გავატაროთ. მაგალითად, რამდენიმე მუნიციპალიტეტში “ოცნების“ წარდგენილ ბიუჯეტს დაუჭირა მხარი და რა ეს ნიშნავს, რომ „ოცნებასთან“ გვაქვს კოალიცია?! საზოგადოებას ატყუებენ პოლიტიკოსები, ერთი მხრივ „ოცნება“, მეორე მხრივ „ნაცმოძრაობა“. კოლექტიური “ოცნება” და კოლექტიური “ნაცმოძრაობა” ცდილობს საზოგადოების მოტყუებას, ზოგიერთს მართლა არ ესმის კოალიციის მნიშვნელობა, დარწმუნებული ვარ, უვიცები არიან, მაგრამ ზოგიერთი ამას აკეთებს მავნებლურად. გამოვიდა ახლა აქეთ მხარეს, „გირჩმა“ გაიმეორა იგივე, რასაც „ოცნება“ ამბობს, იქით „ნაცმოძრაობა“ გამოვიდა და მათი ინტერესები რომ ერთმანეთს ემთხვევა, ეს პირველად არ გამოჩენილა. ცოტა მეტი წაიკითხონ ან მოეშვან მავნებლობას. ჩვენი გუნდი გამოიყენებს „ოცნებასაც“, „ნაცმოძრაობასაც“ და ნებისმიერს იქ, სადაც ამის შესაძლებლობა გვექნება, რომ ვემსახუროთ ხალხის ინტერესებს, ეს იქნება ბიუჯეტის დამტკიცება თუ სხვა ნებისმიერი საკითხი. ბევრჯერ მაქვს ნათქვამი და გავიმეორებ, რომ ერთი მხრივ, „ოცნება“ და მეორე მხრივ, „ნაცმოძრაობა“ არის წითელი ხაზი, აქედან გამომდინარეობს ჩვენი მიზანი და სხვებსაც იმის ნაცვლად, რომ კოლექტიურ “ოცნებად” და კოლექტიურ “ნაცებად” ჩამოყალიბდნენ, ვურჩევდით იდენტობა შეინარჩუნონ, გაძლიერდნენ თავად, რომ „ოცნებამ” და „ნაცებმა” ჯამში 50 პროცენტზე მეტი არ აიღონ, ყველამ ერთად ამ მნიშვნელოვან მიზანს მივაღწიოთ. შეხედეთ საზოგადოებრივ განწყობებს, ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ქართველი ხალხის ძირითადი ნაწილისთვის მიუღებელია „ნაცმოძრაობა” და შემდეგ მას მოსდევს „ოცნება”. საზოგადოების დაკვეთა მარტივია, ეს ჩაკეტილი წრე უნდა გაირღვეს. „ნაცმოძრაობასთან“ და “ოცნებასთან” ჩვენი პოზიცია არ გადაიხედება, რაც შეეხება დანარჩენ კონფიგურაციას, არჩევნების შედეგებმა უნდა განსაზღვროს, რა კონფიგურაცია იქნება იქნება”, – განაცხადა ბუჩუკურმა.

კითხვაზე, თუ შედეგები არ აღმოჩნდა მათი მიზნის შესაბამისი, (რომლის თანახმად, “ოცნებამ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” 50 პროცენტზე მეტი არ უნდა აიღოს), რა გეგმა აქვს გახარიას გუნდს და ვისთან შეკრავენ კოალიციას? – ბუჩუკური პასუხობს: „მსჯელობა, ბადრიჯანს რომ ფრთები ჰქონდეს მერცხალი იქნებოდა, უბრალოდ არასერიოზულია“.

„ნაციონალური მოძრაობა“ წერეთლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წერეთლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.

დღეს, გენერალურ პროკურატურასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იურისტმა, ლაშა ტყეშელაძემ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ბრიფინგი გამართეს და წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით პროკურატურას წერილობით მიმართეს.

„კახი კალაძის კორუფციული სქემები არის სისხლის სამართლის დანაშაული. როდესაც წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იწყებოდა, მან ათეულობით მილიონიანი ხელშეკრულება გაუფორმა „ქართული ოცნების“ გარდაბნის საკრებულოს წევრს. ვხედავთ, რომ ეს თანხა არის მითვისებული, გაფლანგული და მოპარული. დღეს, როდესაც კალაძეს არ ეყო აღნიშნული თანხების მოპარვა, უკვე ააგო ახალი კორუფციული სქემა და „ქართული ოცნების“ შემომწირველებს, ბერა ივანიშვილის მეგობარს გაუფორმა 17 მილიონიანი ხელშეკრულება, ეს არის კორუფცია, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, პროკურატურამ ეს ადამიანები უნდა დაიბაროს და გამოძიება დაიწყოს“, – განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

„მივმართავთ თბილისის მერს, კახი კალაძეს, უახლოეს დღეებში ტარდება საკრებულოს სხდომა, მოვუწოდებთ მას, მოვიდეს და პასუხი გასცეს არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ კითხვებს, რომელიც მის მიმართ არსებობს, არამედ თბილისელების კითხვას წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, მათ შორის დიღმის ჭალებთან, ვარკეთილის ჭერთან, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. კიდევ ძალიან ბევრი კორუფციული დანაშაულის გახსენება შეიძლება. იმის მაგივრად, რომ პათეტიკური კომენტარები გააკეთოს და ხალხს შეურაცხყოფა მიაყენოს, მას აქვს პასუხისმგებლობა, კონკრეტულ ბრალდებებს გასცეს პასუხი, თუმცა, რა თქმა უნდა, ეჭვი გვეპარება, რომ მას გამბედაობა ეყოფა, რომ მოვიდეს და პასუხი გასცეს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

“მომავალშიც არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ საქართველო იყოს ერთი მხრივ სანდო პარტნიორი, როგორც აქამდე და მეორე მხრივ, იყოს ხიდი, კავშირი ორ კონტინენტს შორის”

მომავალშიც არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ საქართველო იყოს ერთი მხრივ სანდო პარტნიორი, როგორც აქამდე და მეორეს მხრივ, იყოს ხიდი, კავშირი ორ კონტინენტს შორის, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დავოსში ჟურნალისტებს განუცხადა.

„პანელური დისკუსია, რომელშიც პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას, იქნება ძირითადად ფოკუსირებული რეგიონულ თემატიკაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ევროპისა და აზიის დაკავშირება. იცით, რომ საქართველო არის გეოგრაფიული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი. საქართველო როგორც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მატარებელი ქვეყანა უნდა იყოს ეფექტური, შედეგიანი იმისთვის, რომ ეს კავშირები განვითარდეს. არაერთხელ ვსაუბრობდით „შუა დერეფნის“ მნიშვნელობაზე, განვითარებაზე. ესეც არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მომავალშიც არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ საქართველო იყოს ერთი მხრივ სანდო პარტნიორი, როგორც აქამდე და მეორე მხრივ, იყოს ხიდი, კავშირი ორ კონტინენტს შორის“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

სექსუალური სიამოვნება ღვთის საჩუქარია, რომელსაც ძირს უთხრის პორნოგრაფია, კათოლიკეებმა პორნოგრაფიას თავი უნდა აარიდონ -რომის პაპი

პორნოგრაფია ძირს უთხრის სექსუალურ სიამოვნებას, – ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა.

„სექსუალური სიამოვნება ღვთის საჩუქარია, რომელსაც ძირს უთხრის პორნოგრაფია: ეს არის კმაყოფილება ურთიერთობის გარეშე, რომელსაც შეუძლია დამოკიდებულების წარმოქმნა“, – ამბობს ფრანცისკე.

პონტიფიკოსის განცხადებით, კათოლიკეებმა თავი უნდა აარიდონ პორნოგრაფიას.

ფრანცისკემ ასევე აღნიშნა, რომ ადამიანურ სიამოვნებებს შორის ყველაზე ძლიერი სექსუალური სიამოვნებაა, რომელიც ყველა გრძნობას მოიცავს.

არნოლდ შვარცენეგერი მიუნხენის აეროპორტში დააკავეს

ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი და კალიფორნიის შტატის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი მიუნხენის აეროპორტში დააკავეს.

ამის შესახებ Deutche Welle წერს.

შვარცენეგერის დაკავების მიზეზი ის გახდა, რომ მან საბაჟო დეკლარაციაში ძვირად ღირებული საათი არ მიუთითა. ამის გამო ცნობილ მსახიობს რამდენიმე საათი საბაჟოს შენობაში ყოფნა მოუწია. შემდეგ მან 35 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა გადაიხადა და საათია დაუბრუნეს.

შვარცენეგერი მიუნხენიდან ავსტრიის კურორტ კიცბუელში მიდიოდა, სადაც კლიმატური სამიტი იხსნება. ამ ღონისძიების ფარგლებში აუქციონი ჩატარდება, სადაც შვარცენეგერი საკუთარი საათის გაყიდვას აპირებს. მიღებული შემოსავალი კი კლიმტის დაცვის ღონისძიებებს მოხმარდება.

საათი შვეიცარიულმა კომპანიამ Audemars Piguet-მა სპეციალურად მსახიობისთვის დაამზადა. შვარცენეგერის თქმით, ის დაახლოებით 20 ათასი ევრო ღირს. ამასთანავე, Piguet-ის საათების სტანდარტული მოდელების ფასი, როგორც წესი, 60 ათას ევროს და მეტს შეადგენს.