პუტინს არ უნდა შევურიგდეთ, მის ბოროტებას წინ უნდა აღვუდგეთ -დევიდ კამერონი

15
spot_img

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი მისთვის ნომერ პირველ პრიორიტეტს წარმოადგენს.

„ერთი რამ, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია, იმის დემონსტრირებაა, რომ პუტინი არ იმარჯვებს“, – აღნიშნავს დევიდ კამერონი.

დიპლომატმა რუსეთის აგრესიის კონტექსტში მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები შეადარა იმ პერიოდს, რომელიც წინ უძღოდა მეორე მსოფლიო ომს.

„ეს ჩვენი თაობის გამოწვევაა. ეს იმას ჰგავს, რომ 1930-იანი წლების ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლიდერი იყო. ჩვენ პუტინს არ უნდა შევურიგდეთ. ჩვენ იმ ბოროტებას, რომელსაც მისი შეჭრა წარმოადგენს, წინ უნდა აღვუდგეთ“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.