გერმანია საემიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს
გერმანია საემიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს. ოფიციალურმა ბერლინმა უკვე დაიწყო სხვადასხვა ქვეყანასთან მოლაპარაკებები ხელშეკრულების გასაფორმებლად. გერმანია ითხოვს კონტროლს მიგრანტთან ნაკადის შესაჩერებლად და აგრეთვე დაჩქარებული წესით დეპორტაციაზე თანამშრომლობას.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ “საქართველოსა და მოლდოვას განსაკუთრებული პრიორიტეტი აქვთ, რადგან გერმანიაში თავშესაფრის მომთხოვნთა ათ პროცენტზე მეტი მხოლოდ ამ ორი ქვეყნის მოქალაქეებზე მოდის”.
5 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ამ დღეს თქვენთვის რჩევის მოცემას აზრი არ აქვს, მაინც ისე გააკეთებთ, როგორც თავად გსურთ, თუმცა კონფლიქტისთვის განწყობილი არ ხართ და ნებისმიერ უთანხმოებას მშვიდად გადალახავთ.
კურო
ყველაფერში, რაც ფულს და გრძნობებს ეხება, სიტუაციას განაგებთ. მთავარია, შინაგანი წონასწორობა შეინარჩუნოთ და ნებისმიერ საქმეს თქვენთვის ხელსაყრელი შედეგით დაასრულებთ. შეგიძლიათ უფროსს ხელფასის გაზრდაზეც კი დაელაპარაკოთ – მთავარია, ნაკლები ემოცია და მეტი დამაჯერებელი არგუმენტი მოიმარაგოთ.
ტყუპები
ამ დღეს შეიძლება ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ და ეს ძალიან პოზიტიური და სასიამოვნო ყურადღება იქნება. ბედი გაძლევთ იდეალურ შანსს, რომ თქვენი ძველი გეგმები განახორციელოთ! დროა, დიდი ხნის უნახავი მეგობარი მოინახულოთ, რომელსაც ახლა თქვენი მორალური მხარდაჭერა სჭირდება.
კირჩხიბი
ამ დღეს ვიღაც აუცილებლად ეცდება თქვენით მანიპულირებას, თანაც ამას იმდენად მოხერხებულად გააკეთებს, რომ შეიძლება ვერც შენიშნოთ, როგორ აღმოჩნდით მისი გავლენის ქვეშ. თუ არ გსურთ, რომ მთელი დღე სხვის დაკრულზე იცეკვოთ, გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში სიტყვა „არა“ უფრო ხშირად უნდა გამოიყენოთ.
ლომი
ამ დღეს აღმოაჩენთ კავშირს ფაქტებსა და მოვლენებს შორის, რომლებიც ადრე შემთხვევითი გეგონათ. ეს საშუალებას მოგცემთ, სამომავლო გეგმებში მცირე კორექტივები შეიტანოთ.
საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება, მაგრამ ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ. გირჩევთ, უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ. მოერიდეთ ნაჩქარევ შესყიდვებს და ფული დაუფიქრებლად არ დახარჯოთ.
ქალწული
ცდილობთ, რომ რაღაც საჭირო და სასარგებლო გააკეთოთ და ამ საქმიანობაში ოჯახის წევრებიც ჩართოთ. ახლობელი ადამიანები თქვენს ამ ინიციატივას თუ აღფრთოვანებით არა, ზედმეტი წუწუნის გარეშე შეხვდებიან.
სასწორი
ამ დღეს საქმეებს ადვილად გაუმკლავდებით. თქვენმა თვითორგანიზების უნარმა შესაძლოა არა მხოლოდ გარშემომყოფები, არამედ თავადაც გაგაოცოთ. მშვენიერი დღეა თქვენი ჩანაფიქრის განხორციელებისთვის, რაშიც ვარსკვლავებიც დაგეხმარებიან.
მორიელი
ამ დღეს დარწმუნდებით, რომ ცხოვრება თამაში არ არის და არც გარშემო მყოფები აპირებენ თქვენი მორჩილი თოჯინის როლი ასრულონ. თუ ადამიანებით მანიპულირების სურვილს ვერ ერევით, გირჩევთ, ის რომელიმე კომპიუტერულ თამაშში გამოიყენოთ. ხელსაყრელი დღეა ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად.
მშვილდოსანი
ეს დღე დადებითი, შემოქმედებითი ენერგიით აგავსებთ! თქვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება სიბრძნითა და წონასწორობით გამოირჩევა. შესაძლოა, მატერიალურ მხარდაჭერასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები მოაგვაროთ და ახალი პროექტის განხორციელებისთვის თანხა მიიღოთ.
თხის რქა
ნებისმიერ წვრილმანს ზედმეტად ემოციურად აღიქვამთ და ენერგიას უმნიშვნელო საკითხებზე ხარჯავთ. ამის გამო, შესაძლოა, უამრავი შესაძლებლობა დაკარგოთ, რომელსაც ეს დღე გულუხვად გთავაზობთ. წარმატების გასაღები მარტივია – წვრილმანები დაივიწყეთ და მთელი ყურადღება მნიშვნელოვანი საკითხებისკენ მიმართეთ.
მერწყული
ბედი თითქმის ყველა შესაძლებლობას გთავაზობთ, რომ სოციალურ იერარქიაში ერთი საფეხურით მაინც აიწიოთ. პიროვნული მომხიბვლელობის წყალობით ნებისმიერი სიტუაციიდან შეგიძლიათ სარგებელი მიიღოთ და ყველაზე უიმედო საქმეც კი თქვენთვის სასარგებლოდ შეამოატრიალოთ. ამ დღეს ასაკით უფროსი ადამის ცხოვრებისეული გამოცდილება ძალიან დაგეხმარებათ.
თევზები
სახლში საკმაოდ ჰარმონიული და პოზიტიური ატმოსფეროა, რაც იმის დამსახურებაა, რომ კონფლიქტებისა და გაუგებრობების ადრეულ ეტაპზე აღმოფხვრა შეგიძლიათ. თუ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში პრობლემები მაინც დაგრჩათ, ეს დღ შესანიშნავია გულწრფელი საუბრისა და ვითარების გამოსასწორებლად.
2030 წელს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 3 კონტინენტის 6 ქვეყანაში გაიმართება
2030 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში სამი კონტინენტის ექვს ქვეყანაში ჩატარდება, – ინფორმაციას The Athletic-ი FIFA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
2030 წლის მსოფლიო თასის ძირითადი მასპინძლები ესპანეთი, პორტუგალია და მაროკო იქნებიან. პირველი მუნდიალის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად კი ტურნირის პირველ სამ მატჩს ურუგვაი, არგენტინა და პარაგვაი მიიღებენ.
ეს იქნება ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში, როდესაც მუნდიალი ერთდროულად გაიმართება სამ კონტინენტზე. ექვსივე მასპინძელ ქვეყანას გათამაშების საგზური ავტომატურად, საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ექნება.
მე ვამაყობ, რომ ვიყავი ზურაბ ადეიშვილის და ნიკა გვარამიას მოადგილე – მაია კოპალეიშვილი
“მე ვამაყობ მაგით, რომ ვიყავი ადეიშვილის და გვარამიას მოადგილე”– განუცხადა საკონსტიტუციო სასამართლოში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა მაია კოპალეიშვილმა “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, როდესაც ირაკლი კობახიძემ მას უთხრა, რომ ყოფილი ხელისუფლების დროს, ის ზურაბ ადეიშვილისა და ნიკა გვარამიას მოადგილედ მუშაობდა.
“ეს არ არის ადეიშვილის, არც გვარამიას სასამართლო, ვისი მოადგილეც იყავით წლების განმავლობაში, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო და პატივი ეცით“.– განუცხადა კობახიძემ კოპალეიშვილს.
,,სახეზეა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა”- ომბუდსმენი
სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი პროექტით სახეზეა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვას დროებითი კონსტრუქციების, მაგალითად, კარვის, გამოყენებით.
ობუდსმენი მიიჩნევს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების ამგვარი “ინტენსიური შეზღუდვა შესაძლებელია გამართლდეს მხოლოდ მნიშვნელოვანი, წონადი ინტერესის დაცვის საჭიროებით”, რაც წარმოდგენილი კანონპროექტით არ იკვეთება.
„ცვლილებებით აიკრძალება შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეების მიერ დროებითი კონსტრუქციების მოწყობა 5 შესაძლო საფუძვლით, რაც სახალხო დამცველის აზრით, არ არის საკმარისი, პროექტით წარმოდგენილი შეზღუდვების დასაწესებლად.
სახალხო დამცველის განცხადებით, მოქმედი ნორმები უკვე ითვალისწინებს ასეთი საფრთხეების შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირების შესაძლებლობას და ამ კუთხით დამატებითი აკრძალვების დაწესების საჭიროება არ არსებობს. მითუმეტეს, რომ კანონპროექტი ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
,,დღეს საინტერესო სცენარი იდგმება ორ ეკრანზე, ამის რეჟისორი არის ირაკლი კობახიძე”- ოთარ ზურაბიშვილი
დღეს საინტერესო სცენარი იდგმება ორ ეკრანზე, ამის რეჟისორი არის ირაკლი კობახიძე , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ძამამ, ოთარ ზურაბიშვილმა „პლიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვას და იმპიჩმენტთან დაკავშირებულ პროცესებს გამოეხმაურა.
როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, „ფარდის უკან“ ბიძინა ივანიშვილი დგას.
„ინგლისელები ამბობენ: Behind the curtain – „ფარდის უკან“ , თქვენც კარგად იცით და მეც კარგად ვიცი, ვინ დგას“, – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა და წამყვანის დამაზუსტებელ კითხვაზე, ბიძინა ივანიშვილი? – ზურაბიშვილმა უპასუხა: „ალბათ, ბიძინა ივანიშვილი“.
ოთარ ზურაბიშვილის განცხადებით, სცენარი დღეს „ორ ეკრანზე“ არის მიმართული და განმარტა, რას გულისხმობს აღნიშნულში.
„ეს სცენარი არის ორ ეკრანზე: ერთი შიდა ეკრანი, რომ მოსახლეობის ყურადღება მიიპყროს და თქვას, რომ საქართველოში არაფერი არ ხდება. არ არის გარდამტეხი და სერიოზული თარიღები. არაფერი არ ხდება და მთავარი საკითხი არის პრეზიდენტის იმპიჩმენტი. აქეთ იყურეთ და სხვაგან არ გაიხედოთ: ჩვენ რას ვამზადებთ ან არ ვამზადებთ, ჩვენ მივიჩოჩებთ რუსეთისკენ თუ არ მივიჩოჩებთ. ეს არის პირველი ეკრანი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მან ისაუბრა საქართველოს იმიჯზე საერთაშორისო კონტექსტშიც და აღნიშნა, რომ საერთაშორისო კუთხით ქვეყნის იმიჯი ძალიან დაზიანებულია.
„მეორე ეკრანია, საერთაშორისო ეკრანი, სადაც საქართველოს იმიჯი ძალიან დაზიანებულია. როცა ევროპის მთავრობებში გადაწყვეტილებაა მისაღები კანდიდატის სტატუსზე, ხელისუფლება აჩვენებს, რომ ვინც არის ევროპის მთავარი მომხრე, რომელმაც ძალიან კარგად და ნათლად აჩვენა, რა ნაბიჯები გადადგა ევროპისკენ, რომელიც ნამდვილი დიპლომატია და რომელსაც მარტო განათლება კი არა კონტაქტები აქვს, მომზადებულია, არის შეზღუდული და აბრალებენ იმას, რაც მისი მთავარი მოვალეობაა“, – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.
რესპუბლიკელი კონგრესმენი პალატის სპიკერად ტრამპს წარადგენს – The Guardian
ტეხასელმა რესპუბლიკელმა ტროი ნელსმა, რომელიც აშშ-ის ექსპრეზიდენტს დონალდ ტრამპს მისი „ცხოვრების საუკეთესო პრეზიდენტს” უწოდებს, აცხადებს, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტზე კევინ მაკარტის შემცვლელად ტრამპს დაასახელებს. ამის შესახებ The Guardian წერს. „ამ კვირაში, როდესაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ხელახლა შეიკრიბება, ჩემი პირველი სამუშაო იქნება დონალდ ჯეი ტრამპის წარდგენა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერად. პრეზიდენტ ტრამპს, ჩემი ცხოვრების უდიდეს პრეზიდენტს, აქვს დადასტურებული, რომ ამერიკას პირველ ადგილზე დააყენებს და „სახლს“ კვლავ დიდებულს გახდის“, – განაცხადა ტეხასელმა რესპუბლიკელმა. როგორც სტატიაშია აღნიშნული, მიუხედავად 91 სისხლის სამართლის ბრალდებისა (საარჩევნო დივერსიისთვის, საიდუმლო ინფორმაციის შენახვისა და ფულის გადახდისათვის) და სამოქალაქო მუქარისა და ცილისწამებისა სასამართლო პროცესზე ნიუ-იორკში, ტრამპი აშკარად ლიდერია რესპუბლიკელების საპრეზიდენტო პრაიმერში. ცნობისთვის, კევინ მაკარტი აშშ-ის პალატის სპიკერის პოსტიდან მემარჯვენე რესპუბლიკელებმა გადააყენეს. გადაწყვეტილებას მხარი 216-მა კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო 210 წინააღმდეგი იყო. ეს აშშ-ის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ქვედა პალატის სპიკერი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შეგახსენებთ, რომ კევინ მაკარტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხზე მოკვლევის დაწყების ინიციატორი იყო.
,, კაცი კაცია და ქალი – ქალი, არ უნდა დაგვაძალონ, ვირწმუნოთ, რომ ადამიანებს შეუძლიათ, აირჩიონ ნებისმიერი სქესი”- სუნაკი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ კაცი კაცია, ქალი – ქალი და ადამიანები არ უნდა აიძულონ დაიჯერონ, რომ მათ შეუძლიათ იყვნენ ნებისმიერი სქესის, რომელიც სურთ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Independent-ი ავრცელებს.
კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას რიში სუნაკმა აღნიშნა, რომ კაცი კაცია, ხოლო ქალი – ქალი და ეს უბრალოდ საღი აზრია.
“მშობლებისთვის საკამათო არ უნდა იყოს იმის ცოდნა, თუ რას ასწავლიან მათ შვილებს სკოლაში ურთიერთობების შესახებ. პაციენტებმა უნდა იცოდნენ, როდის საუბრობენ საავადმყოფოებში მამაკაცებზე ან ქალებზე. ჩვენ არ უნდა გვაიძულონ იმის დაჯერება, რომ ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ ნებისმიერი სექსის, როგორიც უნდათ. მათ [ეს] არ შეუძლიათ. კაცი კაცია და ქალი – ქალი და ეს უბრალოდ საღი აზრია”, – დასძინა მან.
„ძალიან აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ გვქონდეს უფრო მეტი ავიამიმოსვლა სხვადასხვა ქვეყნასთან”- დავითაშვილი
ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, 2022 წელს, პანდემიამდელ ანუ 2019 წელთან შედარებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელმა 85%, ხოლო რეისების აღდგენის მაჩვენებელმა 88% შეადგინა.
„2023 წლის საპროგნოზო მონაცემების თანახმად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი წელს მგზავრების რეკორდულ ოდენობას – 1.5 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურება. ასევე მოსალოდნელია, რომ 2023 წლის განმავლობაში რეკორდულად ბევრ მგზავრს მოემსახურება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიც, რომლის მგზავრთნაკადის ოდენობა 750,000-ს მიაღწევს. აღსანიშნია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს მემილიონე მგზავრს უმასპინძლა, რაც, ერთი წლის ჭრილში, პირველი პრეცედენტია ქუთაისის აეროპორტისთვის“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ვიცე-პრემიერმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ასევე ხაზი გაუსვა მთავრობის რამდენიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, დაგეგმილია თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტის განხორციელება, ასევე 50 000 მგზავრზე გათვლილი ახალი სამგზავრო ტერმინალისა და სანავიგაციო კოშკურის მშენებლობა თელავის აეროპორტში, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, 3.5 კმ. სიგრძის, ფართო ასაფრენ-დასაფრენი ზოლი აშენდება, რომელიც ნებისმიერი ზომის საჰაერო ხომალდს მოემსახურება.
„ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ გვქონდეს უფრო მეტი ავიამიმოსვლა სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის, ვიმუშავეთ ჩინეთთან მეტი პირდაპირი ავიარეისების საკითხებზე და შედეგად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია China Southern Airlines საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენების სიხშირეს ზრდის ურუმჩი – თბილისი – ურუმჩის საჰაერო ხაზზე. იმედი გვაქვს, რომ ჩინეთის სხვადასხვა ქალაქებთანაც გვექნება დაკავშირებადობა“ – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, ასევე აღსანიშნავია ინდური ავიაკომპანია „ინდიგოს“ შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში, რომელმაც საქართველოსა და ინდოეთს შორის ფრენების შესრულება მიმდინარე წლის 8 აგვისტოს დაიწყო. ამ დროისთვის, ნიუ დელისა და თბილისს შორის რეგულარული ფრენები კვირაში 3 სიხშირით ხორციელდება.
,,მათ მარტივ კითხვებზე პასუხების გაცემას ვერ გაუძლეს”- ანრი ოხანაშვილი
დღეს ალბათ პირველი პრეცედენტი მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიაში, როდესაც პრეზიდენტის წარმომადგენლები გაიქცნენ სხდომის დარბაზიდან, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოში განუცხადა.
მისივე თქმით, მათ მარტივ კითხვებზე პასუხების გაცემას ვერ გაუძლეს.
„აბსურდია მათი უსუსური მსჯელობა, რომ დააკნინონ კონკრეტული საკითხები. ოფიციალური ვიზიტით პრეზიდენტი რომ ჩადის სხვა ქვეყანაში, ეს ოფიციალური ვიზიტი იყო თუ არა, დასჭირდათ დრო, რა უნდა ეპასუხათ. ბოლოს ისეთ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, რომ გაიქცნენ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დარბაზიდან, თუმცა ვერ ასცდებიან ამ პასუხისმგებლობას. ხვალ მოუწევთ ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემა ან უნდა თქვან, რომ უბრალოდ პასუხი არ აქვთ“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების განხილვა ხვალ 11:00 საათზე გაგრძელდება.