2030 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში სამი კონტინენტის ექვს ქვეყანაში ჩატარდება, – ინფორმაციას The Athletic-ი FIFA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
2030 წლის მსოფლიო თასის ძირითადი მასპინძლები ესპანეთი, პორტუგალია და მაროკო იქნებიან. პირველი მუნდიალის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად კი ტურნირის პირველ სამ მატჩს ურუგვაი, არგენტინა და პარაგვაი მიიღებენ.
ეს იქნება ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში, როდესაც მუნდიალი ერთდროულად გაიმართება სამ კონტინენტზე. ექვსივე მასპინძელ ქვეყანას გათამაშების საგზური ავტომატურად, საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ექნება.