Home Blog Page 1763

“ისრაელი კომპრომისზე არ წავა – სრული გამარჯვება გვაქვს მიზნად” – ბენიამინ ნეთანიაჰუ

გამარჯვებას კიდევ თვეები დასჭირდება, მაგრამ გადაწყვეტილი გვაქვს მას მივაღწიოთ. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნეთანიაჰუმ უარყო იდეა, რომ ისრაელს გამარჯვების მიღწევა არ შეუძლია, რომელიც, მისი თქმით, ისრაელის მედიაში ტრიალებს და აღნიშნა, რომ მთავრობა “კომპრომისზე არ წავა რამე ნაკლებზე, ვიდრე „ჰამასზე“ სრული გამარჯვება.”

“სრული გამარჯვება გვაქვს მიზნად – არა უბრალოდ დავარტყათ „ჰამასს“, არა უბრალოდ დავაზიანოთ „ჰამასი“, არა მორიგი რაუნდი „ჰამასთან“. „ჰამასზე“ სრული გამარჯვება.

სრული ძალით გავაგრძელებთ ბრძოლას, ვიდრე ჩვენს მიზნებს არ მივაღწევთ – ყველა მძევლის დაბრუნებას – და ვიმეორებ, მხოლოდ სამხედრო ზეწოლას შეუძლია მიგვიყვანოს მათ გათავისუფლებამდე, „ჰამასის“ განადგურებამდე, იმაში დარწმუნებამდე, რომ ღაზა ისრაელისთვის აღარასდროს შექმნის საფრთხეს. იქ არ იქნება არანაირი პარტია, რომელიც ტერორისთვის იძლევა განათლებას, ტერორს აფინანსებს, ჩვენს წინააღმდეგ ტერორისტებს აგზავნის,” – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, მანამდე ომის გაჩერება “ისრაელის უსაფრთხოებას თაობების განმავლობაში ავნებს,” და ისრაელის მტრებისთვის სისუსტის სიგნალს იქნება.

“რუსეთი არ გაჩერდება, უკრაინაში თუ მიზანს მიაღწევს, კვლავ თავს დაესხმება აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის ან ცენტრალური აზიის ქვეყნებს”

რუსეთი არ გაჩერდება, უკრაინაში თუ მიზანს მიაღწევს, კვლავ თავს დაესხმება აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის ან ცენტრალური აზიის ქვეყნებს, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.

„მოდით, გვახსოვდეს, რომ უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი სუვერენიტეტისთვის, არამედ იცავს ჩვენს დემოკრატიულ ღირებულებებსაც, ეს არ უნდა დავივიწყოთ. უკრაინაში მიმდინარე ომი უდიდესი სიმბოლური და ფსიქოლოგიური მნიშვნელობის ომია. პუტინი თუ გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს გაუგზავნის მკაფიო სიგნალს მთელ მსოფლიოს, მის ყველა მხარდამჭერს, გააძლიერონ თავიანთი ქმედებები, რომლებიც მიმართულია უშუალოდ დასავლური სამყაროს წინააღმდეგ“, – განაცხადა დუდამ.

მისი თქმით, კრემლს ევროპაში „ომისგან დაღლილობის“ იმედი აქვს.

„მოსკოვი დარწმუნებულია, რომ დრო მის გვერდითაა და ის იმედოვნებს, რომ დაღლილი დასავლეთი შეზღუდავს მებრძოლი უკრაინის მხარდაჭერას და უბიძგებს კიევს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისკენ, ამიტომ დასავლეთი უნდა მოემზადოს გრძელი მარშისთვის, რომელშიც ჩვენ ვიზრუნებთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, მხარს დავუჭერთ უკრაინას ბრძოლაში და დავეხმარებით მას აღადგინოს ქვეყანა აგრესორისგან ჩამორთმეული აქტივებითაც“, – აღნიშნა დუდამ.

მისივე თქმით, აშშ-ს მიერ უკრაინის რეკონსტრუქციისთვის გამოყოფილი 60 მილიარდი დოლარისა და ევროკავშირის მიერ 50 მილიარდი ევროს განბლოკვა გადამწყვეტი იქნება.

დუდამ აღნიშნა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების კონტექსტში პასუხი ძალიან ნათელია: უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ თავიანთი მომავალი, სხვა გარე აქტორებმა ეს არ უნდა გააკეთონ უკრაინის სახელით.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ომი დასრულდება მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინის ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან გავა.

„ნებისმიერი სხვა გამოსავალი რუსეთის გამარჯვებას ნიშნავს. გთხოვთ, გახსოვდეთ ეს: რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაზე – აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის, ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნები შეიძლება, გახდეს რუსეთის შემდეგი მსხვერპლი. რუსეთი თუ ამ ომში მოიგებს, ის თავს დაესხმება შემდეგ ქვეყნებს. ეს რუსული იმპერიალიზმისთვისაა დამახასიათებელი: ისინი ისევ და ისევ თავს დაესხმებიან სხვადასხვა ქვეყნებს“, – განაცხადა დუდამ.

მისი თქმით, უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი და დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს უკრაინელი მეგობრების დასახმარებლად.

„ეს არის ჩვენი ვალდებულება და იმედი მაქვს, რომ ამას გავაკეთებთ ყოველდღე, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს“ – განაცხადა დუდამ.

“აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული ორმხრივი კავშირების გაძლიერებაზე” – პრემიერი ისრაელის პრეზიდენტთან შეხვედრაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტთან ისააკ ჰერცოგთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

პრემიერის თქმით, აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული ორმხრივი კავშირების გაძლიერებაზე.

„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან, რომლის დროსაც აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული ორმხრივი კავშირების გაძლიერებაზე, ისევე როგორც ყოვლისმომცველი თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელობაზე. იმედს გამოვთქვამ, რომ მშვიდობა და სტაბილურობა დაისადგურებს ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს მიღმა“, – აღნიშნავს მთავრობის მეთაური.

“ინფორმაცია, თითქოს ნეონატალური ასაკის ინტენსიური მკურნალობა 70%-ით ფინანსდება და მოქალაქეს 30%-იანი თანადაფინანსების გადახდა უწევს, სიმართლეს არ შეესაბამება”

ინფორმაცია, თითქოს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნეონატალური ასაკის ინტენსიური მკურნალობა მხოლოდ 70%-ით ფინანსდება და მოქალაქეს 30%-იანი თანადაფინანსების გადახდა უწევს, არ შეესაბამება სიმართლეს, – ამის შესახებ აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

„ცალკეული მედიასაშუალებისა და ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნეონატალური ასაკის ინტენსიური მკურნალობა მხოლოდ 70%-ით ფინანსდება და მოქალაქეს 30%-იანი თანადაფინანსების გადახდა უწევს, არ შეესაბამება სიმართლეს და სახელმწიფო პროგრამის მიზანმიმართულ დისკდრედიტაციას ემსახურება.

მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სერვისებთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებისას ორგნიზაციებმა გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და უზრუნველყონ ინფორმაციის გადამოწმება.

საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ნეონატალური ასაკის ინტენსიური მოვლა/მკურნალობა, სახელმწიფოს მიერ ფინანსდება სრულად და არ საჭიროებს თანაგადახდას, ისევე როგორც მშობიარობა და საკეისრო კვეთა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები, მიმართულია მოქალაქეთა ინტერესების დასაცავად და ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე ფინანსურ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს“,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

“არჩევნებზე, რა თქმა უნდა, არ ვნერვიულობთ, თუმცა, ვემზადებით, რომ მივიღოთ მაქსიმალური შედეგი”- პრემიერი

ჩვენ არჩევნებზე, რა თქმა უნდა, არ ვნერვიულობთ. თუმცა, რა თქმა უნდა ვემზადებით, რომ მივიღოთ მაქსიმალური შედეგი – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მისთვის არ არის საინტერესო ოპოზციის, მით უმეტეს ასეთ მდგომარეობაში მყოფი ოპოზციის მცდელობები.

“დღეს რომ არჩევნები იყოს ქართული ოცნება მინიმუმ 60 პროცენტს აიღებდა. ჩვენ არჩევნებზე, რა თქმა უნდა არ ვნერვიულობთ. თუმცა, რა თქმა უნდა ვემზადებით, რომ მივიღოთ მაქსიმალური შედეგი. რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას ისევ, ჩვენს ხალხს რომ გაგრძელდეს ეს მშვიდობა, სტაბილურობა და სწრაფი ეკონომიკური განვითარება.

რაც შეეხება ჩვენს ხელმოცარულ ოპოზიციას და მათ ასე ვთქვათ უსუსურ მცდელობას რომ რაღაცა ახალი შესთავაზონ საზოგადოებას, ჩვენ კარგად ვიცით რომ ეს ყველაფერი არის სიცრუე, ეს არის ტყუილი და ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს და მათ კარგად იციან ვის რა წარსული აქვს, კარგად იციან, რომ არავითარი მესამე ძალა არ არსებობს ქვეყანაში. არსებობს ჩვენი პოლიტიკური ძალის და საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მოწინააღმდეგე ძალა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ან ახალი ნაციონალური მოძრაობის, როგორიც არის მაგალითად ხაზარაძის გაერთიანება ან სხვების, სხვა ლუზერების, რომლებიც ცდილობენ რომ გაერთიანდნენ და ამით გადალახონ 5 პროცენტიანი ბარიერი. ჩემთვის ნამდვილად არ არის საინტერესო ოპოზიციის მით უმეტეს ასეთ მდგომარეობაში მყოფი ოპოზციის მცდელობები. მთავარი ჩემთვის არის ის რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურიბა და განვითარება,-” განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“დედაქალაქის ბიუჯეტს, გამზირის რეაბილიტაცია ზუსტად იგივე თანხა უჯდება რაც თავიდანვე იყო გათვალისწინებული” – ვლადიმერ ბოჟაძე

თბილისის საკრებულოს წვერი ვლადიმერ ბოჟაძე წერეთლის გამზირის ირგვლივ გავრცელებულ პოლიტიკურ განცხადებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „დედაქალაქის ბიუჯეტს, გამზირის რეაბილიტაცია ზუსტად იგივე თანხა უჯდება რაც თავიდანვე იყო გათვალისწინებული, არცერთი თეთრით მეტი და თუ ჯარიმების თანხას გავითვალისწინებთ, შეიძლება უფრო ნაკლებიც“

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, შეწყვეტილია ხელშეკრულება, მოძიებულია ახალი 4 კომპანია და სამუშაოები დადგენილ ვადაში ჩატარდება.

„თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო… თუმცა, როგორც ჩანს ნაწილი ოპოზიციონერების თავში წყალი იანვარში ჩადგა, აბა სხვა რას უნდა მივაწეროთ ის სამარცხვინო აჟიოტაჟი რაც წერეთლის გამზირთან დაკავშირებით ატეხეს? გასაგებია რომ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონი არ წაგიკითხავთ, არც ტენდერის პირობები და არც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება, მაგრამ ჯერ რომ ობიექტის ჩაბარების ვადა ანუ, 1 თებერვალი არ დამდგარა, არც ეგ არ იცით? თუ კალენდარიც არ გაქვთ? დედაქალაქის ბიუჯეტს, გამზირის რეაბილიტაცია ზუსტად იგივე თანხა უჯდება რაც თავიდანვე იყო გათვალისწინებული, არცერთი თეთრით მეტი და თუ ჯარიმების თანხას გავითვალისწინებთ, შეიძლება უფრო ნაკლებიც კი! არსებული რეალობიდან გამომდინარე, როცა შეწყვეტილია ხელშეკრულება, მოძიებულია ახალი 4 კომპანია და სამუშაოები დადგენილ ვადაში ჩატარდება, თქვენ რას აპროტესტებთ? უპასუხისმგებლო კომპანიებთან ხელშეკრულების გაწყვეტას? ტენდერით დადგენილ ვადებში და პირობებში წერეთლის გამზირის განახლებას? კანონი წაიკითხეთ, ტენდერის პირობებიც და ჩამოყალიბდით რას ითხოვთ ან რას აპროტესტებთ. რაც შეეხება კახა კალაძეს, რაც მას საქართველოსთვის და თბილისისთვის აქვს გაკეთებული, იმის მემილიონედს რომ გააკეთებთ, მერე აღარ გექნებათ ტყუილის და დეზინფორმაციის გავრცელების სურვილი!” – წერს ბოჟაძე facebook – ზე.

“ჩინეთთან ყველა ევროპული სახელმწიფო,მთლიანად ევროკავშირი დაინტერესებულია, რომ მოხდეს გაღრმავება ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების, ამიტომ, ჩვენი ინტერესია, რომ ჩვენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე ვიფიქროთ”

ჩინეთთან ყველა ევროპული სახელმწიფო, მათ შორის ევროკავშირი დაინტერესებულია, რომ მოხდეს გაღრმავება ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების, ამიტომ, ჩვენი ინტერესია, რომ ჩვენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე ვიფიქროთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დავოსის ფორუმის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა, სადაც განხილული იყო როგორც პოლიტიკური საკითხები, ასევე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი.

„გუშინ საღამოს მონაწილეობა მივიღეთ ვახშამზე, რომელიც მიეძღვნა ევროპის მომავალს და ევროპის მომავალში რა თქმა უნდა, იგულისხმება საქართველოც, ვინაიდან, ჩვენ ვართ უკვე კანდიდატი ქვეყანა და მე მათ წარვუდგინე ჩემი ხედვა. საქართველოს დაეთმო განსაკუთრებული ადგილი. ამ დახურული ვახშამის ფორმატში ყველამ ერთხმად აღიარა ის წინსვლა და პროგრესი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ და ყველასგან კიდევ ერთხელ მივიღეთ მილოცვები. ეს იყო ძირითადი კონტექსტი წლევანდელი დავოსის ფორუმზე.

ჩვენ ასევე მოვისმინეთ შეფასებები მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი ეკონომისტების, ექსპერტების მხრიდან. წელს მოსალოდნელია, რომ მსოფლიოს ეკონომიკა გაიზრდება 3 პროცენტით. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ჩინეთის ეკონომიკის სწრაფ ზრდას, რომელსაც ასევე ექნება გადამდები ეფექტი სხვა დანარჩენ რეგიონებზე და მთლიანად მსოფლიო ეკონომიკაზე. ჩინეთთან ჩვენ გვაქვს ძალიან წარმატებული ურთიერთობა, გასულ წელს მე ვიყავი ჩინეთში და ჩვენ სტრატეგიულ დონეზე ავიყვანეთ ჩვენი პარტნიორობა. ჩინეთთან ყველა ევროპული სახელმწიფო, მთლიანად  ევროკავშირი დაინტერესებულია, რომ მოხდეს გაღრმავება ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების, ამიტომ, ჩვენი ინტერესია, რომ ჩვენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე ვიფიქროთ. კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. დავძლიოთ ის სირთულეები, რომელიც ჯერ კიდევ არის, იქნებაეს სიღარიბე თუ უმუშევრობა კიდევ უფრო მეტად უნდა შევამციროთ. მეტი სწრაფი განვითარება სჭირდება ჩვენს ქვეყანას. რა თქმა უნდა, მშვიდობა და სტაბილურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. შარშან, მოგეხსენებათ, იყო რეკორდული წელიწადი ამ მხრივაც და ამ ტემპს სჭირდება შენარჩუნება.

მე ასევე მქონდა შეხვედრა ისრაელის პრეზიდენტთან, რომელსაც ვესაუბრე ვრცლად ამ სიტუაციაზე და მანაც გაგვიზიარა უახლესი ინფორმაცია, რაც შეეხება რეგიონში არსებულ ვითარებას. მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები სხვადასხვა მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან და ხელმძღვანელებთან და ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს ექნება გაგრძელება, სჭირდება მიყოლა ამ საკითხებს. ჩვენ შევთანხმდით კონკრეტულ თარიღებზე, როდესაც მოხდება მათი სტუმრობა საქართველოში, რომ მოხდეს ახალი ინვესტიციების განხორციელება ჩვენს ქვეყანაში.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნის მონაწილეობა დღევანდელ პანელზეც, სადაც დიდი დრო დავუთმეთ შუა დერეფნის განვითარებას. შუა დერეფნის განვითარებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს, ვინაიდან ჩვენ ვართ კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის, უმოკლესი დამაკავშირებელი გზა ვართ ჩვენ და რა თქმა უნდა, მე კიდევ ერთხელ აღვნიშნე იმ დიდი პროექტების შესახებ, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ, იქნება ეს ანაკლიის პორტის პროექტი, აეროპორტი, თუ სხვა მიმდინარე მსხვილი პროექტები, ისევე, როგორც შავი ზღვის კაბელის პროექტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დაკავშირებადობის თვალსაზრისით”, – განაცხადა პრემიერმა.

“არავითარი მესამე ძალა არ არსებობს, არსებობს ჩვენი, საბოლოო ჯამში კი, ქვეყნის მოწინააღმდეგე ძალა, „ნაცმოძრაობა“ ან ახალი „ნაცმოძრაობა”

ნამდვილად არ არის საინტერესო ოპოზიციის, მით უმეტეს, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ოპოზიციის მცდელობები, ჩვენთვის მთავარია, ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ხელმოცარული ოპოზიციის უსუსური მცდელობა, რაღაც ახალი შესთავაზონ საზოგადოებას, არის სიცრუე.

„ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, ხალხმა იცის, ვის რა წარსული აქვს. კარგად იციან, რომ არავითარი მესამე ძალა არ არსებობს დღეს ქვეყანაში. არსებობს ჩვენი პოლიტიკური ძალის, საბოლოო ჯამში კი, ჩვენი ქვეყნის და ხალხის მოწინააღმდეგე ძალა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ან ახალი „ნაცმოძრაობის“, როგორიცაა მაგალითად ხაზარაძის გაერთიანება, ან სხვა პატარა ლუზერების. ისინი ცდილობენ, გაერთიანდნენ და ამით გადალახონ 5-პროცენტიანი ბარიერი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, როგორ ემზადება „ქართული ოცნება“ მომავალი არჩევნებისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა: „დღეს რომ არჩევნები იყოს, „ქართული ოცნება“ სულ მცირე 60 პროცენტს აიღებდა. ჩვენ არჩევნებზე არ ვნერვიულობთ, თუმცა ვემზადებით, რომ მივიღოთ მაქსიმალური შედეგი, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, რათა გაგრძელდეს მშვიდობა, სტაბილურობა და სწრაფი ეკონომიკური განვითარება“.

“მივიღე მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვან პანელურ დისკუსიებში” – პრემიერი

პირველ რიგში, მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ ყველას აქ ჩამობრძანებისთვის და აქტიურად გაშუქებისთვის დავოსის მოვლენების. წლევანდელი წელიც, მე ვფიქრობ, იყო საკმაოდ საინტერესო. მე მივიღე მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვან პანელურ დისკუსიებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე გუშინ მას ჰქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა და მიიღო მონაწილეობა დახურულ დიალოგში, რომელიც გაიმართა ევროკომისიის პრეზიდენტის, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენის მონაწილეობით და ხელმძღვანელობით, ასევე დავოსის პრეზიდენტის ბორგე ბრენდეს მოდერაციით.

„მთავარი საკითხი შეეხებოდა ბალკანეთის ქვეყნების ევროინტეგრაციას, ამ პროცესს ზოგადად, რაც უკავშირდება ბალკანეთის ქვეყნების გაერთიანებას ევროკავშირში, ასევე ჩვენს ინტეგრაციას ევროკავშირში. ჩემთან ერთად ამ პანელში მიიღო მონაწილეობა, ამ დახურულ ფორმატში მიიღო მონაწილეობა მოლდოვეთის პრემიერ-მინისტრმა და ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადე ყველა ევროპელ ლიდერს, იმიტომ, რომ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროპელი ლიდერები, პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, როგორც უკვე აღვნიშნე, ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი. მე მას მადლობა გადავუხადე ჩვენი ქვეყნის სახელით და მათ ყველას მადლობა გადავუხადე, იმიტომ, რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი ყველამ ერთად მივიღეთ დეკემბერში, კანდიდატის სტატუსის სახით.

ამას გარდა, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ გაგვეზიარებინა უახლესი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. რა თქმა უნდა, ის ძლიერი, იქნება ეს ეკონომიკური ზრდა, განვითარება, ჩვენი გეგმები, ჩვენი ხედვა, ზოგადად, რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს, ამ თემებზეც, ბუნებრივია, იყო საუბარი. ასევე საინტერესო იყო, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ფორმით შევეხეთ კრიზისების საკითხს. როგორც მოგეხსენებათ, დღეს მსოფლიო წესრიგი იცვლება და ჯერ კიდევ ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, თუ საბოლოო ჯამში როგორი მსოფლიო წესრიგი უნდა ჩამოყალიბდეს და როგორი იქნება საბოლოო კონფიგურაცია, როგორ მოეწყობა თანამედროვე მსოფლიო, ვინაიდან ჩვენ დღეს ვუყურებთ, რომ სახელმწიფოები პატივს აღარ სცემენ საერთაშორისო წესრიგს, უხეშად ხდება ხელყოფა სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიების, მიმდინარეობს ომები და ა.შ. რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო ასევე უკრაინის კრიზისს, რომელსაც აქვს პირდაპირი გავლენა, არა მხოლოდ ევროპის უსაფრთხოებაზე, არამედ მთელი მსოფლიოს წესრიგზე. მნიშვნელოვანი დრო დაეთმო ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს, ისრაელში განვითარებული მოვლენები, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველასთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო. ჩვენი ინტერესია, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს ომი, ეს კონფლიქტი და საბოლოოდ დამყარდეს, აღდგეს მშვიდობა და სტაბილურობა”, – განაცხადა პრემიერმა.

“თქვენ საქმის რეალური გადაწყვეტა არ გინდათ” – თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციას

ამჟამად მოძიებულია ოთხი კომპანია, რომელიც იღებს ვალდებულებას დაასრულოს წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია. დიახ, ეს საშვილთაშვილო პროექტი დათქმულ ვადებში დასრულდება და რადიკალურად განწყობილი, დესტრუქციაზე ორიენტირებული ძალების ხმამაღალი, მაგრამ მაინც თავდახრილი ყვირილი – „საქმე არ კეთდება” არაფრისმომცემია, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

მეგრელიშვილის თქმით, ოპოზიციას საქმის რეალური გადაწყვეტა არ აწყობს და მათი მიზანი დედაქალაქის გამართული ინფრასტრუქტურა და ამ ქვეყნის კეთილდღეობა არ არის.

„თბილისის მერიას წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის სამი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული:* NAT230001040 ტენდერით – შპს “ერ ტე დეს” ცაბაძის ქუჩიდან გვეტაძის ქუჩამდე მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირებისა და მშენებლობის სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა (ღირებულება 9 017 950 ლარი);
* NAT230001041 ტენდერით – შპს “მილენიუმ ბილდერს გრუპს” გვეტაძის ქუჩიდან სამტრედიის ქუჩამდე მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირებისა და მშენებლობის სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა (ღირებულება 13 028 880 ლარი);
* NAT230001042 ტენდერით – შპს “მილენიუმ ბილდერს გრუპს” სამტრედიის ქუჩიდან დიდუბის ხიდამდე მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირებისა და მშენებლობის სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა (ღირებულება 9 201 870 ლარი).თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულებები 15 იანვარს შეწყდა.
კერძოდ, კახა კალაძემ საკუთარი ბრძანებით შეწყვიტა ხელშეკრულებები გამარჯვებულ კონტრაქტორ კომპანიასთან (შპს „ერ ტე დესთან” (ს/ნ: 406102550), ასევე შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპთან” (ს/ნ: 400118047), რომლებსაც ჩაბარებული ჰქონდათ წერეთლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რადგან ინსპექტირების აქტებით დადასტურდა, რომ რიგ შემთხვევებში სამუშაოები არ წარმოებდა და წარმოდგენილ გეგმა-გრაფიკთან მიმართებაში ჩამორჩენა შეინიშნებოდა.
თბილისის მერის გადაწყვეტილებით, კომპანიებს სოლიდური სანქციები დაეკისრა. კერძოდ, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, კონტრაქტორებს სრულად ჩამოერთვათ საბანკო გარანტიები:
* შპს “ერ ტე დეს” – 225 ათას ლარზე მეტი;
* შპს “მილენიუმ ბილდერს გრუპს” – 555 ათას ლარზე მეტი.
ამჟამად მოძიებულია ოთხი კომპანია, რომელიც იღებს ვალდებულებას დაასრულოს წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია.
დიახ, ეს საშვილთაშვილო პროექტი დათქმულ ვადებში დასრულდება და
რადიკალურად განწყობილი, დესტრუქციაზე ორიენტირებული ძალების ხმამაღალი, მაგრამ მაინც თავდახრილი ყვირილი- “საქმე არ კეთდება” არაფრისმომცემია.
მინაწერი: ეს დიდი საქმე გაკეთდება, დათქმულ ვადაშიც ჩაბარდება და თუ თქვენ, მავანნო მართლა დედაქალაქზე შეგტკივათ გული ამ დრომდე რატომ დუმდით?!
გეთქვათ თუ რამე ისე არ კეთდებოდა
იქნებ თქვენს აზრს იზიარებდა და გისმენდათ კახი.
მაგრამ არა, თქვენ საქმის რეალური გადაწყვეტა არ გინდათ, სიმართლე თუ გინდათ არ გაწყობთ, თქვენი მიზანი დედაქალაქის გამართული ინფრასტრუქტურა და ამ ქვეყნის კეთილდღეობა არ არის.“ – წერს თამთა მეგრელიშვილი.

“თუ უკრაინის დახმარება გვსურს, ეს ევროკავშირის ბიუჯეტის მიღმა და ყოველწლიურ საფუძველზე უნდა გავაკეთოთ”

თუ უკრაინის დახმარება გვსურს, ეს ევროკავშირის ბიუჯეტის მიღმა და ყოველწლიურ საფუძველზე უნდა გავაკეთოთ, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

“მათ სურთ უკრაინას ფული 4 წლით მისცენ მაშინ, როდესაც ევროპულ არჩევნებამდე სულ რაღაც 5 თვე რჩება. მათ არსებითად სურთ ხალხს ჩამოართვან უფლება მიიღონ გადაწყვეტილებები მომავალზე. როგორი ანტიდემოკრატიული პოზიციაა! უნგრეთი არ ეთანხმება ამას. თუ ჩვენ გვინდა უკრაინის დახმარება, მოდით გავაკეთოთ ეს ევროკავშირის ბიუჯეტის მიღმა და ყოველწლიურ საფუძველზე! ეს არის ერთადერთი დემოკრატიული პოზიცია არჩევნებამდე სულ რაღაც 5 თვით ადრე”, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

“საქართველოში ბოლშევიზმი ახალი ენერგიით ცდილობს ფრთების გაშლას, არ გამოუვათ” -ირაკლი კობახიძე

საქართველოში ბოლშევიზმი ახალი ენერგიით ცდილობს ფრთების გაშლას, რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვათ, ბოლშევიზმი არ არის ის, რაც დამახასიათებელია ჩვენი ეროვნული სულისკვეთებისთვის – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნატა ფერაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „სამების ტაძარი საქართველოში კორუფციის მთავარი ტაძარია“.

მისი თქმით, ვერავითარი გასაქანი ბოლშევიზმს ვერ ექნება და ნებისმიერ ასეთ ფაქტზე საჭიროა საზოგადოების სწორი რეაგირება.

„ასეთი უხეში ფორმით ბოლშევიზმი გვახსოვს საუკუნის წინანდელი პერიოდიდან და გვეგონა, რომ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. თუმცა, ვხედავთ, რომ საქართველოში ბოლშევიზმი ახალი ენერგიით ცდილობს საკუთარი ფრთების გაშლას. რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვათ, ბოლშევიზმი არ არის ის, რაც დამახასიათებელია ჩვენი ეროვნული სულისკვეთებისთვის, აქედან გამომდინარე, ვერავითარი გასაქანი ბოლშევიზმს ვერ ექნება, შესაბამისად საჭიროა საზოგადოების სწორი რეაგირება ნებისმიერ ასეთ ფაქტზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.