Home Blog Page 1756

პოლიტ-ლუზერი ელისაშვილი რომ “დაგტროლავთ” თქვენ ოპოზიცია გქვიათ? – თაკო ჩარკვიანი

პოლიტ-ლუზერი ელისაშვილი რომ “დაგტროლავთ” თქვენ ოპოზიცია გქვიათ? “პროტესტანტი” ოპო ლიდერები “ლელოს” დადებას სად აპირებთ, ვის “ოფისში”?! – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

„დიახ ,უმძიმესი და უმნიშვნელოვანესი დღე, როცა მყისიერად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ და “კანონი და სამართლის” მომხრეები თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები გავრდით -რუსთაველზე გავედით რომ ხელისუფლებას დახმარება მოეთხოვა სხვა ქვეყნებისთვის. აი ზუსტად მაშინ იდიოტური ფრაზა რომ ისმოდა მელიას და ღარიბაშვილის ტროლთაგან: “ახლა პოლიტიკის დრო არ არისო” . აბა რისი დრო იყო, როცა ზუსტად ეს ბინძური კორუფციული პოლიტიკაა შვილებს რომ გვიხოცავს! და რისი დრო ოყო და რა ქენით ის მაინც გვითხარით?! პოლიტ-ლუზერი ელისაშვილი რომ “დაგტროლავთ” თქვენ ოპოზიცია გქვიათ ? ( ნუ უმცირეს გამონაკლისს- უმცირესს არ ვგულისხმობ)დიახ, ახლა უკიდეგანოდ აკივლებული და ტრაგედიის დროს ტროლ-ბოტებისგან დამფრთხალი ოპოზიცია კვლავ დუმდა!!!!!”გადაბრუნებული ურემის ” გამპროტესტებელი -“პროტესტანტი” ოპო ლიდერები “ლელოს” დადებას სად აპირებთ , ახლა სად აპირებთ ვის “ოფისში”????!!!!! ახალი რა მოიფიქრეთ კონფორმისტული და ფეიკ ბრძოლისთვის უფრო კომფორტული??!“ – წერს თაკო ჩარკვიანი.

https://www.facebook.com/tako.charkviani.14/posts/pfbid0e9v5vDA1rgCjyqxf7RuMbBRoD5qoLah6yohHUWxsjc2KuymhYoBPNFKZowD7jJiwl?ref=embed_post

“თუ ვინმეს ჰგონია, როცა კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ საქართველოში ევროები გადმოცვივდება, ეს ასე არ არის”- გურამ მაჭარაშვილი

თუკი ვინმეს ჰგონია, რომ როცა კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ საქართველოში ევროები გადმოცვივდება, ეს ასე არ არის – კანდიდატის სტატუსი ორმა ქვეყანამ მიიღო, მაგრამ იქ ევროები არ ცვივა და რაიმე სასწაული არ ხდება, – განაცხადა   ჟურნალისტებთან  საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა

მაჭარაშვილის თქმით, სტატუსის მიღება საბოლოო მიზნის მისაღწევად საჭიროა, მაგრამ ეს საქართველოსა და ქართველ ხალხს სავაჭრო საგნად არ უნდა ექცეს.

მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველო სტატუსის მინიჭებას იმსახურებს, ლიდერ ქვეყნად არის დასახელებული ასოცირებულ ტრიოში და ბევრი მიმართულებით ნატოს წევრ ქვეყნებსაც უსწრებს.

„იმედი გვაქვს სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ – წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს რუსეთის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნება და დავრწმუნდებით იმაში, რომ რუსეთის პროპაგანდას უწყობენ ხელს. სწორედ რუსეთის პროპაგანდაა: აი, ნახეთ, როგორ გჩაგრავს თქვენ დასავლეთი და არასამართლიანად გექცევათ.

თუკი სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით ისევე არასამართლიანად მიგვექცევიან როგორ არასამართლიანადაც შარშან მოგვექცნენ, საბოლოოდ დავრწმუნდებით, რომ რუსული პროპაგანდისკენ არის საქმე, ვიდრე მის საწინააღმდეგოდ”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ჰავაიზე ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა

ჰავაის მაუის კუნძულზე ტყის ხანძრებს მინიმუმ 36 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ინფორმაციას BBC-ი ოფიციალური პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ცხედრები ლაჰაინას დასახლების ტერიტორიაზე ხანძრის ქრობის და სამაშველო სამუშაოების დროს აღმოაჩინეს.

ამ დროის მონაცემებით, კუნძულ მაუიდან 11 400 ადამიანია ევაკუირებული. კიდევ ათასობით მოქალაქე კი ევაკუაციის მოლოდინშია.

როგორც ჰავაის ტრანსპორტის დეპარტამენტში განაცხადეს, კიდევ ორი ათასი ადამიანი კუნძულს პარასკევს დატოვებს.

კუნძულის ზოგიერთ რაინში შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება, არ მუშაობს მობილური ქსელები.

ჰავაის კუნძულ მაუიზე, ძლიერ ტყის ხანძარის  სამ მასშტაბურ კერას ებრძვიან.

“რუსული ოცნება“ 236 მილიონ ლარს ხარჯავს შტატგარეშე თანამშრომლებზე”- გიორგი კაპანაძე

„რუსული ოცნება“ 2023 წლის მხოლოდ პირველ 6 თვეში, 236 მილიონ ლარს ხარჯავს შტატგარეშე თანამშრომლებზე, რომელთა დიდი ნაწილი პარტიული ნიშნითაა შერჩეული. არადა, დახარჯული თანხის თუნდაც მცირე ნაწილით, ამ ყველაფრის მოგვარება შეიძლებოდა, რითაც თავიდან ავიცილებდით შოვის ტრაგედიის შედეგების ასეთ მასშტაბს, – აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმი გიორგი კაპანაძე.

მისივე თქმით, ეს ხელისუფლება ზრუნავს არა ხალხზე, არამედ, საკუთარ კეთილდღეობაზე,

„იმ ფონზე, როდესაც სამაშველო ვერტმფრენი არ გვყავს, მაშველებს არ აქვთ სპეციალური ფეხსაცმელი, რათა არ ჩაეფლონ ტალახში და არ დაამონტაჟეს ადრეული შეტყობინების სისტემა, „რუსული ოცნება“ 2023 წლის მხოლოდ პირველ 6 თვეში, 236 მილიონ ლარს ხარჯავს შტატგარეშე თანამშრომლებზე, რომელთა დიდი ნაწილი შერჩეულია პარტიული ნიშნით. არადა, დახარჯული თანხის თუნდაც მცირე ნაწილით, ამ ყველაფრის მოგვარება შეიძლებოდა და შესაბამისად, შოვის ტრაგედიის შედეგების ასეთ მასშტაბსაც ავიცილებდით თავიდან.

თუმცა, ეს ხელისუფლება ზრუნავს არა ხალხზე, არამედ, საკუთარ კეთილდღეობაზე, არა გაჭირვებაში მყოფ ადამიანებზე, არამედ, ტრაგედიის ადგილას მისულ „ბახილებიან” ჩინოვნიკზე, არა საქართველოზე, არამედ, რაჭის გუბერნატორზე, რომელიც აგდებით ესაუბრება დაზარალებულებს. ამიტომ, ხელისუფლება, რომელიც ხალხს ამცირებს, ბიუჯეტს იპარავს და ქვეყანა ჭაობისკენ მიჰყავს, ვერც მომავალში გაართმევს თავს მსგავს გამოწვევებს“, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

“რადიკალურ ოპოზიციას პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ფუნქციები 112-ის ფუნქციებში ერევა”

რადიკალურ ოპოზიციას პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ფუნქციები 112-ის ფუნქციებში ერევა – რამდენიც გაუჭირდებათ და კრიზისში აღმოჩნდებიან, უნდათ სასწრაფო დახმარების ფუნქცია პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ შეასრულოს, – ასე პასუხობს უმრავლესობის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებიც შოვის სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის წევრებს სხვა საპარლამენტო მექანიზმები გააჩნიათ, რომელთა გამოყენებით კითხვების დასმა შეუძლიათ.

მისივე თქმით, შოვის სტიქიასთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტად იმ პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ გაჩნდა, „ვისაც გაუქარწყლდა ნარატივი, რის შექმნასაც აპირებდნენ”.

„დადასტურდა მათ მიერ ტყუილი ინფორმაციის გავრცელება და კითხვები გაჩნდა პირიქით, თუ რატომ აკეთებდნენ ამას და დღემდე რატომ არიან ჩუმად.

საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს ე.წ. ადრეული გაფრთხილების სისტემები მუშაობს მაშინ, როცა მდინარის კალაპოტის შემცირება ან გაზრდა ხდება. ოფიციალურად დადასტურდა, რომ შოვში მსგავსი რამ არ დაფიქსირებულა – დადასტურდა მათ შორის სატელიტური გადაღებით.

რა თქმა უნდა, სამომავლოდ გარკვეული სისტემების გაუმჯობესება, გამოცდილების გაზიარება უნდა მოხდეს, მაგრამ შოვის ტრაგედია იყო ძალიან სწრაფად მომხდარი ბუნებრივი კატასტროფა და იმ ნარატივის შექმნა, რომ ხელისუფლებას რაიმეს გაკეთება შეეძლო და არ გააკეთა, არ დასტურდება.

დეზინფორმაციას ბოლო უნდა მოეღოს და ამის მარეგულირებელი კანონმდებლობა უნდა არსებობდეს. დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ გარკვეული რეგულაციები უნდა არსებობდეს, რათა მისი პრევენცია მოხდეს”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ვლადიმერ პუტინთან შესაძლო შეხვედრაზე გადაწყვეტილება მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა მიიღოს – მეთიუ მილერი

შშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, მეთიუ მილერის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შესაძლო შეხვედრაზე გადაწყვეტილება მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა მიიღოს.

შეხვედრის ინიციატივით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი გამოვიდა, რომელმაც ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი დუბაიში, კლიმატის საკითხებს მიძღვნილ კონფერენციაზე დაპატიჟა.

„ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, როდესაც საკითხი უკრაინის მომავლის განსაზღვრას ეხება. აქ, პირველ რიგში, გადაწყვეტილებას იღებს კიევი, და ეს ეხება ნებისმიერ პოტენციურ მოლაპარაკებას“, – განაცხადა მილერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე გააგებინა ყველას, რომ მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, სადაც ოფიციალური მოსკოვი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს ცნობს.

მზად ვიქნებით იმისთვის, რომ მევენახეებს არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს” – ოთარ შამუგია”

ჩვენ ყველანაირად მზად ვიქნებით იმისთვის, რომ მევენახეებს არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა. მან რთველი 2023-ის საორგანიზაციო საკითხებსა და სუბსიდირებაზე ისაუბრა.

„მთავრობამ მიიღო „2023 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ განკარგულება. ჩვენ ყველა მოსამზადებელი პროცესი გავლილი გვაქვს და თვის ბოლოს, 25 ან 26 აგვისტოს, გაიხსნება შტაბი, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. პროცესში ჩართული იქნება მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები.

ასევე მთავრობის განკარგულებით, განისაზღვრა სუბსიდიის ოდენობა, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძენზე 20 თეთრის ოდენობით. კერძოდ, ყველა ის საწარმო, რომელიც 100 ტონაზე მეტ ყურძენს ჩაიბარებს და გადაამუშავებს, მიიღებს სუბსიდიას 20 თეთრის ოდენობით იმ შემთხვევაში, თუ 1 კგ ყურძენზე გადაიხდის არანაკლებ 90 თეთრს.

ვფიქრობთ, რომ სუბსიდია ჯერ კიდევ საჭირო და მნიშვნელოვანია დარგისთვის, თუმცა წელს, ეს არის გაცილებით ნაკლები ოდენობის თანხა, ვიდრე ეს იყო თუნდაც შარშან და გასულ წლებში, როდესაც სუბსიდია 1 კგ-ზე 35 თეთრს შეადგენდა. შემცირების საშუალება ჩვენ მოგვცა სწორედ იმ გატარებულმა პოლიტიკამ, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ვახორციელებთ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის.

ჩვენ ყოველწლიურად ვაუმჯობესებთ ღვინის ხარისხს, იზრდება ღვინის ექსპორტი. შარშან გვქონდა დაახლოებით 30%-იანი ზრდა. წლევანდელი 7 თვის მონაცემებითაც ვინარჩუნებთ ზრდის დინამიკას, რამაც მოგვცა საშუალება, რომ გადაგვედგა ეს ნაბიჯი. ვფიქრობთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხელი შევუწყოთ მეწარმეებს უფრო მეტად იყვნენ წარმოდგენილი ყველა პრიორიტეტულ ბაზარზე და ჩვენი ღვინის ექსპორტი იყოს მზარდი.

წელს სუბსიდიის საერთო ბიუჯეტი განსაზღვრულია 50 მილიონის ოდენობით. ვფიქრობთ, რომ წლევანდელი მოსავალი შედარებით ნაკლები იქნება ვიდრე შარშან, ვინაიდან კლიმატურმა პირობებმა გავლენა იქონია ყურძნის რაოდენობასა და ხარისხზე.

რაც შეეხება ყურძენს, რომელსაც კერძო სექტორი ვერ ჩაიბარებს, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო საწარმო მიიღებს და გადაამუშავებს. ჩვენ ყველანაირად მზად ვიქნებით იმისთვის, რომ მევენახეებს არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

ასლან ბჟანიას მოსკოვში საავადმყოფოში გადაიყვანეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერს, ასლან ბჟანიას, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში “სამუშაო ვიზიტის” დროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნა, რის გამოც სამედიცინო დაწესებულებას მიმართა, – ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბჟანიას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და აუცილებელი გამოკვლევა უტარდება.

წინასწარი მონაცემებით, მას შარდკენჭოვანი დაავადება გაუმწვავდა

“ჩვენ გვაქვს საკმარისი, გონივრული მარაგები საწყობებში – ეს ეხება, როგორც ტანისამოს, ბოტს, ფეხსაცმელს, ცეცხლმედეგ ფორმას და სპეც-აღჭურვილობას”

ჩვენ გვაქვს ძალიან საკმარისი, გონივრული მარაგები საწყობებში – ეს ეხება, როგორც ტანისამოს, ბოტს, ფეხსაცმელს, ცეცხლმედეგ ფორმას, სპეც-აღჭურვილობას და ა.შ. დაწყებული მცირე ხელსაწყოთი, დამთავრებული მძიმე სპეც-აღჭურვილობით, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც კი დღის წესრიგში დგება სარეზერვო მარაგების გამოყენება, პარალელურ რეჟიმში შესყიდვებს ახორციელებენ, რათა მარაგების დონე ქვემოთ არ ჩამოვიდეს.

„ჩვენ სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, იმ ფორსმაჟორული სიტუაციიდან, რომელიც შეიძლება ნებისმიერ წუთს გახდეს საჭირო ჩვენი სამსახურის ჩართულობით. ჩვენ გვაქვს ძალიან საკმარისი, გონივრული მარაგები საწყობებში. ეს ეხება, როგორც ტანისამოს, ბოტს, ფეხსაცმელს, ცეცხლმედეგ ფორმას, სპეც-აღჭურვილობას და ა.შ. დაწყებული მცირე ხელსაწყოთი, დამთავრებული მძიმე სპეც-აღჭურვილობით, რომელიც საკმარისი რაოდენობა გაგვაჩნია. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გაგვაჩნია მარაგებში. როგორც კი დღის წესრიგში დგება ამ სარეზერვო მარაგების გამოყენება ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, პარალელურ რეჟიმში ვიწყებთ გადაუდებელი შესყიდვის მობილიზებას, რათა ის აუცილებელი მარაგების დონე ქვემოთ არ ჩამოვიდეს. აქედან გამომდინარე, ძალიან სწრაფად, ოპერატიულად ვახორციელებთ შესყიდვებს და ისევ და ისევ მარაგების შევსებას.

ყველას მინდა მოვუწოდო, ყველაზე კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, თუ ვინმეს კითხვა გაუჩნდება, შეუძლიათ დაგვირეკონ, შეგვეკითხონ და მიიღონ პასუხები. რატომ უნდა გააკეთონ წინასწარი დასკვნები და ჩათვალონ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, მეხანძრე-მაშველებს ბოტები არ აქვთ?! ეს ხომ არასერიოზული მიდგომაა. რაც ჩვენ ახლა ონში ვიმყოფებით 400 მეხანძრე-მაშველით, უკვე ორჯერ შევცვალეთ ტანისამოსი. რაც შეეხება ბოტებს, ჩვენ არა მარტო ჩვენს მეხანძრე-მაშველებს უზრუნველვყოფთ, არამედ იყო გარკვეული საჭიროებები და ჩვენ სხვა სამსახურებსაც მივაწოდეთ ეს საშუალებები. იმიტომ, რომ ჩვენ მატერიალური რეზერვების მარაგები გვაქვს“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

“სტიქიიდან მალევე სამაშველო ღონისძიებაში ჩაერთო 400 – მეხანძრე – მაშველი და პოლიციის 100-ზე მეტი თანამშრომელი”

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან დეტალურად ისაუბრა რაჭაში მომხდარი სტიქიის შედეგების აღმოფხვრისთვის მიმდინარე სამუშაოებისა და განვითარებული მოვლენების შესახებ.

მისი თქმით, შეტყობინების შემოსვლისთანავე, როგორც თბილისიდან ასევე ქუთაისიდან, მობილიზდა ვერტმფრენები, თუმცა მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქუთაისში, განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფ მორეაგირე ჯგუფთან ერთად მობილიზებული ვერტმფრენი ვერ ჩაერთო.

„როგორც თბილისიდან, ასევე ქუთაისიდან, მობილიზდა ვერტმფრენები. მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქუთაისში, განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფ მორეაგირე ჯგუფთან ერთად მობილიზებული ვერტმფრენი ვერ ჩაერთო. სამაშველო ღონისძიებაში თბილისიდან გაემგზავრა სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. სამ საათზე ნაკლებ დროში, პირველი ვერტმფრენი უკვე სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას. სტიქიის ზონაში გაემგზავრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი და მინისტრის მოადგილე, შემთხვევის ადგილზე გავემგზავრეთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი პირები. სამაშველო ღონისძიებებში ჩართული ვერტმფრენი სტიქიის ზონაში, „სანსეტ შოვის“ მიმდებარე მოედანზე, საკმაოდ რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში დაფრინდა და უშუალოდ დამეწყრილ ტერიტორიაზე მოყოლილი 70 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა“, – აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.

როგორც თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, სტიქიის პირველივე ღამესვე, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სითბური დრონები, ხოლო სამძებრო ღონისძიებებში ავიაციის ჩართულობა, რელიეფიდან და სტიქიის არეალში განლაგებული საკომუნიკაციო ანძების გათვალისწინებით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო.

„ვერტმფრენისა და სითბური დრონების საშუალებით დათვალიერდა სტიქიის ზონის მიმდებარე პერიმეტრი, პარალელურად პოლიციის თანამშრომლების და მეხანძრე-მაშველების მიერ შეირჩა უსაფრთხო ადგილები, სადაც დამეწყრილი ტერიტორიებიდან ხდებოდა მოქალაქეების გამოყვანა და მობილიზება. ამავდროულად ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა საგანგებო თათბირი, შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი და ამოქმედდა დამატებით ცხელი ხაზი, დაკარგული პირების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირების მიზნით. აქვე, კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ ღამის განმავლობაში მუშაობდა სითბური დრონები, ხოლო სამძებრო ღონისძიებებში ავიაციის ჩართულობა, რელიეფიდან და სტიქიის არეალში განლაგებული საკომუნიკაციო ანძების გათვალისწინებით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

“სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი პრაქტიკულად უცვლელია” – სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი

მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი პრაქტიკულად უცვლელია – კვლავ ვლინდება კოგნიტიური დეფიციტი, ატაქსია, ჰიპესთეზია, ძალის დიფუზური დაქვეითება,- ამ ის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექსპერტთა ჯგუფის მიერ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მართვის შესახებ „ვივამედის“ მიერ მიწოდებული დოკუმენტების შეფასებაშია აღნიშნული.

როგორც დასკვნაში წერია, პაციენტს აქვს გამოხატული მიკროციტარული ანემია, რომელიც ღრმავდება და კლინიკის მიერ იმართება სისხლის და მისი პროდუქტების ინფუზიებით.

რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვას კლინიკაში, შეფასების თანახმად, ამ მხრივ, სახალხო დამცველის ექიმთა ჯგუფს განსაკუთრებული შენიშვნები არ აქვს.

„საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოწვეულმა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა შეისწავლა და გააანალიზა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მართვის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ მიერ მოწოდებული დოკუმენტები და წარმოადგენს შემდეგ შეფასებას:

პაციენტის ნევროლოგიური სტატუსი პრაქტიკულად უცვლელია და შეედარება სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ ექიმთა ჯგუფის წინა ჩანაწერებს – კვლავ ვლინდება კოგნიტიური დეფიციტი, ატაქსია, ჰიპესთეზია, ძალის დიფუზური დაქვეითება.

გამოხატულია მიკროციტარული ანემია, რომელიც ღრმავდება და კლინიკის მიერ იმართება სისხლის და მისი პროდუქტების ინფუზიებით. თუ გავითვალისწინებთ 2023 წლის 22-23 მაისის მონაცემებს, ჰემატოკრიტი იყო 22%, რეტიკულოციტები 0,5% (5‰), რაც მიუთითებს, რომ რეტიკულოციების პროდუქციის ინდექსი 0,1 და მაღალი ალბათობით ნიშნავს ძვლის ტვინის არაადეკვატურ პასუხს. ექსპერტთა ჯგუფი ფიქრობს, რომ ასეთი მონაცემები მომატებული ფერიტინის და ნორმალური რკინის ფონზე ქრონიკული დაავადების (ამ შემთხვევაში პროტეინდეფიციტური მალნუტრიციის – შიმშილის) მიმანიშნებელია. ამაზე მეტყველებს ჰიპოპროტეინემიაც და ჰიპოფიბრინოგენემიაც;

კვების დეფიციტის გამოხატულებაა ელექტროლიტური დისბალანსიც;

რაც შეეხება მართვას კლინიკაში, ამ მხრივ განსაკუთრებული შენიშვნები სახალხო დამცველის ექიმთა ჯგუფს არ აქვს. გრძელდება სიმპტომური მკურნალობა, რაც მათი მხრიდან პრაგმატულ მიდგომას წარმოადგენს;

პაციენტის მდგომარეობას მკურნალი ექიმები აფასებენ სტაბილურად, საყურადღებოდ, საშუალო სიმძიმედ (მხოლოდ ერთ ჩანაწერში (31.05.2023) ფიგურირებს, რომ მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება );

ასევე, საგულისხმოა, რომ 2023 წლის 14 ივლისის შემდგომ აღინიშნება ლეიკოციტების შემცირება (ლეიკოპენია), რაც შეიძლება იყოს ასევე, ძვლის ტვინის სუპრესიის შედეგი და თუ ეს ტენდენცია ნარჩუნდება და არ არის დათვლის ტექნიკური პრობლემა, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ძვლის ტვინის სუპრესია ამჟამად უფრო მკვეთრად არის გამოხატული, ვიდრე მანამდე იყო, რაც მთლიანობაში მდგომარეობის გაუარესების ნიშანია. ლეიკოპენიის ალტერნატიული პრობლემა ასევე, შეიძლება იყოს ვიტამინ B12 და ფოლიუმის დეფიციტი, როგორც მალნუტრიციის შედეგი, რაც ამ თვალსაზრისით მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს; შესაძლოა, სხვა ალტერნატიული მიზეზებიც იყოს, მაგ. ვირუსული ინფექცია.

ექსპერტთა ჯგუფს მიაჩნია, რომ საერთო ჯამში, ნარჩუნდება თანდათანობითი ნელი დინამიკა გაუარესებისკენ, რაც, სამწუხაროდ, სავსებით ლოგიკურია ჯგუფის მიერ გაკეთებული წინამდებარე დასკვნების კონტექსტში.

აქვე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ სახალხო დამცველის მანდატის გათვალისწინებით, ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის მიზანი, შექმნის დღიდანვე, არის პაციენტისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების მონიტორინგი. ჯგუფი არ ერთვებოდა და არ ერთვება პაციენტის მკურნალობის უშუალო პროცესში.

ექიმთა ჯგუფი გააგრძელებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის პროცესის მონიტორინგს და პერიოდულად, 2-4 თვის შუალედებით განაგრძობს პაციენტთან ვიზიტებს, ასევე, სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლას. ცხადია, გადაუდებელი აუცილებლობის მდგომარეობაში, ვიზიტი განხორციელდება არაგეგმურადაც.

ექიმთა ჯგუფის მორიგი ვიზიტი პაციენტ მიხეილ სააკაშვილთან იგეგმება სექტემბრის თვეში. სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები: გიორგი გრიგოლია; გიორგი კაჭარავა; თენგიზ წულაძე; ნინო ზავრაშვილი; აიდა გოზალოვა“,- ნათქვამია დასკვნაში.

“რიკოთის უღელტეხილის რეაბილიტაცია დარღვევებით მიმდინარეობს” – ირაკლი კუპრაძე

მზად ვართ, ჩვენ თავად ჩავერთოთ მონიტორინგის შესაძლებლობებში, თავად გავწიოთ შესაბამისი კურაცია ამ პროცესისა, თუ ამაზე მზაობა იქნება – წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ წერილობით მივმართავთ ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს, რომლის დაფინანსება და ფინანსური რესურსები არის გადახდილი რიკოთის უღელტეხილის მშენებლობაში, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რიკოთის უღელტეხილის რეაბილიტაცია დარღვევებით მიმდინარეობს.

„საქართველო „ქართული ოცნების“ პირობებში ცხოვრობს ტრაგედიებიდან ტრაგედიებამდე. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლებამ შექმნა მთავარი ეროვნული ტრაგედია, რაც გამოიხატება იმაში, რომ მძიმე მოვლენების შემდეგ, ამ ქვეყანაში არაფერი იცვლება უკეთესობისკენ, ვერ იხვეწება სახელმწიფო უწყებები, არ არსებობს რეაგირების სწორი მექანიზმები და რაც მთავარია, პრევენცია იმ მძიმე მოვლენებისა, კატაკლიზმებისა, რომელიც შეიძლება ჩვენს ქვეყანაში მოხდეს და ასეთი ლოკაციების შესახებ ჩვენ არა ერთი ინფორმაცია გვაქვს. „ლელოს“ ცალსახად გადაწყვეტილება მიღებული აქვს, რომ არ დაელოდება ხელისუფლების ქმედით ნაბიჯებს, რისი მოლოდინიც და იმედიც არც პოლიტიკურ სპექტრში, არც საზოგადოებაში არ არსებობს და ჩვენ პერიოდულად დავიწყებთ შემოწმებას ყველა იმ მნიშვნელოვანი ხარვეზის, პრობლემის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დგას.

პირველ რიგში, გვინდა გამოვეხმაუროთ რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე მშენებლობას, რომელიც შესაძლებელია და სავარაუდოა, რომ იქცევა ერთ-ერთ მძიმე საკითხად ქვეყნის განვითარებისა და ადამიანების სიცოცხლის უსაფრთხოების საკითხად. რა იგულისხმება ამ ყველაფერში? ჩვენ ვხედავთ, რომ რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე მშენებლობები მრავალი დარღვევით მიმდინარეობს. ჩვენ ვხედავთ, რომ საერთაშორისო პარტნიორების და დონორების ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაღებული რესურსები იხარჯება არარაციონალურად. იხარჯება ყოველგვარი კონტროლისა და მონიტორინგის გარეშე. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ვერ მართავს პროცესს და იძულებულია ყოველ საღამოს 19:00 საათზე გადაკეტოს რიკოთის უღელტეხილი, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ შეუძლებელია რისკების კონტროლი და ადამიანების სიცოცხლის დაზღვევა, რომლებიც გადაადგილდებიან რიკოთის უღელტეხილზე. ათიათასობით ადამიანი ყოველდღიურად გადის საფრთხის შემცველ მონაკვეთს რიკოთზე, რაც უნდა იქცეს საზოგადოების მხრიდან და მათ შორის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან მყისიერი მონიტორინგის გადაწყვეტილება მიღებული. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მზად ვართ, ჩვენ თავად ჩავერთოთ მონიტორინგის შესაძლებლობებში, თავად გავწიოთ შესაბამისი კურაცია ამ პროცესისა, თუ ამაზე მზაობა იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ წერილობით მივმართავთ ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს, რომლის დაფინანსება და ფინანსური რესურსები არის გადახდილი რიკოთის უღელტეხილის მშენებლობაში და მოვითხოვთ ადამიანების სიცოცხლის დაზღვევას შესაბამისი კვალიფიციური დასკვნებით. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ამ ქვეყნის ავტორიტეტული გეოლოგები, უსაფრთხოების სპეციალისტები ღიად საუბრობენ მძიმე დარღვევებზე რიკოთის მშენებლობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კუპრაძემ.