Home Blog Page 1756

“თქვენი ბელადი სასჯელს იხდის ძალიან მძიმე დანაშაულებების გამო, რომელმაც ერთ დროს შეძრა მთელი ქვეყანა”

პატიმარ სააკაშვილს ეხებოდა კითხვა, რომ თითქოს იგი სასჯელს იხდის პიჯაკების საქმის გამო მხოლოდ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილი სასჯელს იხდის ძალიან მძიმე დანაშაულებების გამო, რომელმაც ერთ დროს შეძრა მთელი ქვეყანა.

„კითხვას სვამენ და შემდეგ გარბიან დარბაზიდან. რა ზრდილობაა ან საერთოდ რაზეა საუბარი და ეს ადამიანები გვეუბნებიან, რომ მათ სურთ პოლარიზაციის დასრულება, ევროპული მომავალი ჩვენი ქვეყნის.
რამდენჯერმე დაისვა შეკითხვა და მინდა განმარტება გავაკეთო ჩვენი საზოგადოებისთვის, თუმცა ამის თაობაზე არაერთხელ გვითქვამს. სააკაშვილთან დაკავშირებით, პატიმარ სააკაშვილს ეხებოდა კითხვა, რომ თითქოს იგი სასჯელს იხდის პიჯაკების საქმის გამო მხოლოდ. მე შევახსენებ ჩვენს ოპოზიციონერებს, თქვენი ბელადი სასჯელს იხდის ძალიან მძიმე დანაშაულებების გამო, რომელმაც ერთ დროს შეძრა მთელი ქვეყანა. ეს იყო გირგვლიანის მკვლელობის საქმე და ამ საქმეზე სააკაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელზეც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა მისი თანამონაწილეობა და მისი ჩართულობა. მეორე საქმეს შეგახსენებთ, ეს არის დეპუტატ ვალერი გელაშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი თავდასხმა, რომლის შედეგადაც ლამის კაცი მოკლეს ცემით. მესამე საქმე – ტელეკომპანია „იმედის” დარბევა და მითვისება, წართმევა, აღარ გავაგრძელებ და ბოლოს, სამარცხვინოდ შემოპარული, სამარცხვინოდ, კიდევ გაგიმეორებთ ყოველ დღე, თუ გნებავთ, სამარცხვინოდ შემოპარული კონტეინერით თქვენი ბელადი, არაჟანთან ერთად, სირცხვილია ამაზე რომ ვლაპარაკობთ, სირცხვილია. საზღვრის კვეთის საქმეზე, რომელზეც გრძელდება ძიება, ადამიანმა შეგნებულად საზღვარი გადმოკვეთა უკანონოდ. არ ეყო ელემენტარული ღირსება და ვაჟკაცობა, რომ წამოსულიყო, ეყიდა ბილეთი და ჩამოსულიყო, თუ მართლა აპირებდა რამეს, მაგრამ არა, ლაჩრულად შემოვიდა, ისე, როგორც მოიქცა ლაჩრულად აგვისტოს ომის დროს, მიწაზე გართხმული რომ ვნახეთ, გარბოდა, ასევე ლაჩრულად შემოიპარა, მზაკვრული გეგმით, რომ აქ მომხდარიყო სისხლისღვრა, გადატრიალება და თავისი ილუზიების, ასე ეგონა მას, ილუზიებში იყო, რომ დაბრუნდებოდა ხელისუფლებაში. ყველას კარგად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა უბედურებას დამართებდა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს. ეს არის რეალობა, თუ გინდათ ამ სიმართლეზე ისაუბროთ, ყოველთვის მზად ვარ, რომ ნებისმიერ კითხვას გავცე პასუხი.

ყოველგვარი თქვენი მავნებლური ქმედებები არის დასრულებული. თქვენ კიდევ ერთხელ დამარცხდით, დამარცხდით სიმართლესთან. თქვენ ნახეთ როგორი უღირსი კამპანია აწარმოეს, თითქოს მოწამლა ხელისუფლებამ რუსეთის დავალებით, აწამეს, მოკლეს და ა.შ. თქვენ გესმით რა ჩაიდინეთ საერთოდ? და ამის თაობაზე ზღვარგადასული კამპანია აწარმოეს მთელს მსოფლიოში, დაწყებული CNN-ით, დამთავრებული ათეულობით მედიასაშუალებით მთელს ევროპაში. მე პირადად მითხრეს ევროპელმა კოლეგებმა, მეგობრებმა, რომ შეწუხებულები არიან, მათი ოპოზიცია, სხვები, ვიღაცები, მათი ლობისტები, კორუმპირებული ლობისტების მეშვეობით, არ მოვერიდები ამის თქმას, კარგად ვიცით, რა მეთოდებით მართავდა სააკაშვილი და მისი ბანდა, ამ ცილისწამებებით და უსაფუძვლო ბრალდებებით. კიდევ ვიმეორებ, რომ ყველა ეს კამპანია აღმოჩნდა დროებითი. ხომ ვნახეთ, რომ ეს ყველაფერი იყო დროებითი და სტრასბურგის სასამართლომ ბეჭედი დაუსვა საბოლოოდ თქვენს ამ ბინძურ ტყუილებს და კამპანიას”, – განაცხადა პრემიერმა.

“დღეს ქვეყანას უსაფრთხოების არავითარი გარანტიები არ გააჩნია” – პრემიერი

ყველა გონიერი და პატრიოტი ხელისუფალი მოიქცეოდა ასე – გამოიჩენდა სტრატეგიულ მოთმინებას და გონიერებას, რომ ქვეყნისთვის აერიდებინა დამანგრეველი მორიგი ომი და ოკუპაცია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ყოველწლიური მოხსნებისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, გაუგებარია ეს აჟიოტაჟი, რაც უკრაინაში მიმდინარე ომთან და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკასთან დაკავშირებით არის.

„გაუგებარია ეს აჟიოტაჟი, თუმცა, სხვა თემა რომ არ დარჩენიათ, რაღაცაზე ხომ უნდა ეხმაურათ. შემდეგ გარედან ვიღაცები დაიხმარეს და არაფრისგან აჟიოტაჟი შექმნეს. მე რაიმე ახალი გითხარით, რაც არ იცით? დღეს ქვეყანას უსაფრთხოების არავითარი გარანტიები არ გააჩნია, ნულია. ჩვენ გვეკუთვნის და განვკარგავთ ჩვენი ქვეყნის ბედს და მათ შორის უსაფრთხოებასაც, ყოველგვარი გარანტიების გარეშე. დღეს, რაც ვიცით, ერთადერთი, გარანტიების მიმცემი ორგანიზაცია არის ნატო, რომლის წევრი არ ვართ და არც ევროკავშირის წევრი არ ვართ ჯერჯერობით. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რაც არის, ეს არის ქვეყნის შიგნით არსებული უცხო ქვეყნის საოკუპაციო ჯარები. მეგობრებო, ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია. ეს არის დიდი გამოწვევა. ამ ვითარებაში მთავრობამ რა უნდა გააკეთოს, მითუმეტეს იმ ფონზე, რაც უკრაინაში ხდება. მთელი ტერიტორიის დაახლოებით 20% მთლიანად მიწასთან გასწორებული და ოკუპირებულია. ომი არ ჩერდება. ყველა გონიერი და პატრიოტი ხელისუფალი მოიქცეოდა ისე, რომ გამოიჩინოს სტრატეგიული მოთმინებაც და გონიერება, რათა ქვეყანას აარიდოს დამანგრეველი მორიგი ომი და ოკუპაცია. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ვირჩევთ სტრატეგიული მოთმინების გზას და პოლიტიკას, რომელსაც თანმიმდევრულად მივყვებით. ნახეთ, რომ ბოლო 10 წელია, ამ პრაგმატულ, ინტერესებზე გათვლილმა პოლიტიკამ კონკრეტული შედეგები მოიტანა. ერთადერთი შემთხვევა ჩვენი მმართველობის დროს, როდესაც ქვეყანას არ ჰქონია ომი და არავითარი სერიოზული კონფლიქტი. ამას ხომ უნდა გაფრთხილება, შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტად გამყარება? მოახლოებულ ნატო-ს სამიტზე საქართველო წარმოდგენილი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრის სახით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

“ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოიხადოს ყოველ დღე ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანებისთვის”

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბოდიში უნდა მოიხადონ ყოველ დღე ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანებისთვის, არაერთი ბინძური სტატია შეუკვეთეს მთელს ევროპაში, მათ შორის იმ ქვეყნებში, სადაც ხდებოდა სწორედაც სანქციების დარღვევა, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საკუთარი ქვეყნის მტრობა და მავნებლობაა, როცა ყოველგვარი ფაქტების და საფუძვლის გარეშე, საკუთარ ქვეყანას ბრალს სდებენ, ცილს სწამებენ, რომ თურმე აქ ხდება სანქციების გვერდის ავლა და საქართველო გადაქცეულია, „შავ ხვრელად”.

„მე მინდა შევუტრიალო ეს კითხვა ჩვენს უპასუხისმგებლო, მავნებელ ოპოზიციას. თქვენ გახსოვთ, რომ ერთ წელზე მეტია სწორედ მავნებელი ოპოზიცია, ეს არის მავნებლობა, როცა ყოველგვარი ფაქტების გარეშე, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, საკუთარ ქვეყანას ბრალს სდებ, ცილს სწამებ, რომ თურმე აქ ხდება სანქციების გვერდის ავლა და საქართველო გადაქცეულია, როგორც ისინი იტყოდნენ, „შავ ხვრელად” და აშ.., ამას ჰქვია საკუთარი ქვეყნის მტრობა და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლობა. აი, ამას სჩადიოდნენ ეს ადამიანები. დღეს რომ აღარ არიან და ვერ მოისმენენ სიმართლეს. სიმართლის მოსმენა უჭირთ, ისე არიან გაუბედურებულები, კიდევ გავიმეორებ. ამიტომ,

ბოდიში უნდა მოიხადონ ყოველ დღე ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანებისთვის. არაერთი ბინძური სტატია შეუკვეთეს მათ და მათმა ლობისტებმა მთელს ევროპაში, მათ შორის იმ ქვეყნებში, სადაც ხდებოდა სწორედაც სანქციების დარღვევა.

მე არ მინდა შეგნებულად ჩამოვთვალო. ამ სიტუაციაში მე არ ვთვლი მიზანშეწონილად, რომ ჩამოვთვალო ის ქვეყნები. იმ ქვეყნებში ხდებოდა სანქციების დარღვევა, ჩვენ აქეთ დავეხმარეთ, 1300 შემთხვევა გამოვუვლინეთ, ამაზე ღიად არ ვსაუბრობდით შეგნებულად, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და აი ეს მავნებელი ოპოზიცია აგრძელებდა მტრულ საქმიანობას და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ უკვეთავდა ათეულობით სტატიას ყოველკვირა, ევროპის თითქმის ყველა დედაქალაქში, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს ჩვენ სანქციების გვერდის ავლის მთავარი ცენტრი გავხდით, ჰაბი გავხდით და აშ.. ნული ფაქტი, მეგობრებო, არც ერთი ფაქტი არ იქნა წარმოდგენილი. ამას გეუბნებით მე, როგორც მთავრობის მეთაური და ამას ამბობს ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი. თქვენ გახსოვთ, თვეების წინ გამოვიდა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, სადაც მკაფიოდ და ხმამაღლა ითქვა შემდეგი, რომ ქართული საფინანსო ინსტიტუტები, მთელი ფინანსური სისტემა მუშაობს ეფექტურად და არ ხდება სანქციების გვერდის ავლა და დარღვევა. ამაზე მკაფიო განცხადება არ ვიცი რა შეიძლება ყოფილიყო. ახლა ჩამოვიდა ბატონი ო ბრაიენი და სხვა ბატონები, სალივანი და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი. მათაც მკაფიოდ, კიდევ ერთხელ საჯაროდ განმარტეს, რომ ისინი მადლიერნი არიან ჩვენთან თანამშრომლობით, ჩვენ შევთანხმდით, ძალიან ბევრი ღია საუბარი გვქონდა. ვისაუბრეთ რისკებზეც, მათ შორის შევთანხმდით კიდევ რა თქმა უნდა, ამ თანამშრომლობის გაგრძელებაზე და საჯაროდ თქვეს, რომ კითხვები არ არსებობს და მთავრობას აქვს შექმნილი მონიტორინგის და კონტროლის ეფექტური სისტემა. ჩვენ ვართ კეთილსინდისიერი პარტნიორები და ვიცავთ ჩვენს წესებს. რასაც ვამბობთ, იმას ვასრულებთ ჩვენი საქმით და ქმედებით”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6131 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6131 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6131 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6177 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0046 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8342 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8591 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0249 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“შემატყობინეს, ჩვენი ოპოზიცია გაიქცა პარლამენტის დარბაზიდან, რომ ბატონ „ქურქუმალ ვაითს“ მიეხმარონ” – პრემიერი

შემატყობინეს, რომ ჩვენი ოპოზიცია გაიქცა პარლამენტის დარბაზიდან, რომ ბატონ „ქურქუმალ ვაითს“ მიეხმარონ – სამწუხარო და საწყენია, რომ ოპოზიცია კითხვებზე პასუხების მოსასმენად დარბაზში აღარ დაგვხვდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა.

მისი თქმით, იტოვებს უფლებას, რომ ოპოზიციის „ზოგიერთ აბსურდულ კითხვასა და შეურაცხყოფას“ არ უპასუხოს.

„შემატყობინეს, რომ ჩვენი ოპოზიცია გაიქცა პარლამენტის დარბაზიდან, რომ ბატონ “ქურქუმალ ვაითს” მიეხმარონ, როგორც იგი თავის თავს უწოდებს. სამწუხარო და საწყენია, რომ დღეს არ გვყავს წარმოდგენილი ოპოზიცია, რომელმაც ბევრი კითხვა დამისვა და კითხვებზე პასუხების მოსასმენად დარბაზში აღარ დაგვხვდა. შესაბამისად, ვიტოვებ უფლებას, რომ მათ აბსურდულ კითხვებს და შეურაცხყოფას არ ვუპასუხო. საზოგადოებისთვის მაინც შეიძლება მოვახდინო მათ რამდენიმე გამონათქვამზე რეაგირება, რათა არ დარჩეს განცდა, რომ რაიმე კითხვას გავურბივართ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა პარლამენტში, პრემიერის მოხსენებისა და კითხვების დასმის შემდეგ ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ „რუსი პრემიერის მოსმენას არ აპირებენ“. დეპუტატების განცხადებით, წავლენ კასპში, სადაც, მათი თქმით, „რუსული ოცნების“ მხრიდან ორგანიზებულ ბიუროკრატიული ბანდიტებს ჰქონდათ მცდელობა, რომ ჩაშალონ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის შეხვედრა პენსიონერებთან“.

“ბლექ სი არენამ მასშტაბური ორწლიანი კამპანია დაიწყო” – პრემიერი

მინდა კულტურის მიმართულებით აღვნიშნო, რომ ჩვენ დავიწყეთ კამპანია Starring Georgia – ამის თაობაზე გახსოვთ რომ თავიდან იყო, რომ გარკვეული კრიტიკა გამოითქვა, რომ რატომ აკეთებენ, მაშინ როცა თვითონ აკეთებდნენ გაუაზრებელ კონცერტებს,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

პრემიერის თქმით, ბლექ სი არენამ დაიწყო მასშტაბური ორწლიანი კამპანია, ამისთვის სავარაუდო ბიუჯეტი არის 70 მილიონი ლარი.

“ჩვენ დავიწყეთ შემდეგნაირად: ბლექ სი არენამ დაიწყო მასშტაბური ორწლიანი კამპანია, ამისთვის ჩვენი სავარაუდო ბიუჯეტი არის 70 მილიონი ლარი, მაგრამ აქვე მინდა ახლა ჩაშლილად მოგახსენოთ: წელს დაახლოებით 28 მილიონ ლარამდე დაიხარჯება, ამ ღონისძიებებზე ველოდებით 100 000-მდე სტუმარს, ბილეთები მინდა აღვნიშნო, რომ რეკორდული სისწრაფით გაიყიდა და აქაც ჩანს, რომ ეს სწორი პროგრამა იყო და არსებობს საზოგადოებაში ამაზე კონსენსუსი და პოზიტიური მოლოდინები არსებობს. შემოსავლები რაც მიღებულია, დღეის მდგომარეობით, 17 მილიონი ლარი არის მიღებული შემოსავლების სახით, ამას გარდა 4.5 მილიონი ლარი არის სპონსორობით მიღებული შემოსავლები და წლის ბოლომდე ველოდებით 150 მილიონი ლარის ფარგლებში შემოსავალს.

ეს იყო კონკრეტული, კარგად გააზრებული, გათვლილი პროგრამა. ამას ჩვენ გავაგრძელებთ, ჩვენს ახალგაზრდებს და არამხოლოდ ახალგაზრდებს, ყველას შევთავაზებთ ძალიან ბევრ სიურპრიზს, მათ შორის 2024-შიც და საქართველო უნდა გახდეს მუდმივად აი ასეთი დონის, საერთაშორისო დონის სპორტის, კულტურის ღონისძიებების, შეკრების ადგილი. ჩვენ გვაქვს ამისთვის ყველაფერი, ყველა პირობა, რომ ვუმასპინძლოთ საერთაშორისო დონის ღონისძიებებს.

აი ეს გახლავთ ყველა ის ძირითადი მიღწევები, ამის თაობაზე თქვენ გამოგეგზავნათ დეტალური ანგარიში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“მივემართებით კასპში, რადგან პოლიტიკური ეპიცენტრი ახლა არის სწორედ იქ და არ ვაპირებთ, მოვუსმინოთ პრემიერს”

ჩვენ მივემართებით კასპში, რადგან პოლიტიკური ეპიცენტრი ახლა არის სწორედ იქ და არ ვაპირებთ, მოვუსმინოთ რუს პრემიერს, რომელიც მორიგ ჯერზე ვამხილეთ ქვეყნის ღალატში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, „რუსული ოცნების“ მხრიდან ორგანიზებული ბიუროკრატიული ბანდიტები იყვნენ მიქსეული პენსიონერებთან და ჰქონდათ მცდელობა, რომ ჩაშალონ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის და ლიდერების შეხვედრა პენსიონერებთან.

„ჩვენ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შს მინისტრისგან, რომ აღდგეს კანონიერება, დაისაჯონ მოძალადეები და აღკვეთონ უკანონობა. ჩვენც მივემართებით კასპში, რადგან პოლიტიკური ეპიცენტრი ახლა არის სწორედ იქ და არ ვაპირებთ, მოვუსმინოთ რუს პრემიერს, რომელიც მორიგ ჯერზე ვამხილეთ ქვეყნის ღალატში. ის და ივანიშვილის ბანდიტოკრატიული რეჟიმი ართმევს ჩვენს ქვეყანას ევროპულ მიმავალს, ხოლო ჩვენი ქვეყნის ერთადერთი ეროვნული ინტერესი არის დღეს ევროპული ინტერესი. ჩვენი ქვეყნის ერთადერთი მნიშვნელოვანი საქმე, რომ არ ემსახურებოდეს დღეს ჩვენი ხელისუფლება რუსულ საქმეს, იქნებოდა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია, მაგრამ ქვეყნის ევროპული მომავლის ნგრევისთვის ყველაფერს აკეთებს რუსი ღარიბაშვილი და ივანიშვილის რუსული რეჟიმი“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

გოგა ხაინდრავა ნიკა გვარამიასთვის CPJ-ის პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდოს გადაცემას ეხმაურება

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ეხმიანება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ახლახან შეწყალებული ნიკა გვარამიას დაჯილდოების ფაქტს.

“ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) “მთავარი არხის” დამფუძნებელს ნიკა გვარამიას პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდოს გადასცემს. საინტერესოა ნიკამ უკვე მოუშარდა საბანკეტო ღვინოში საგანგებოდ, თუ ეს დაჯილდოების ცერემონიალის წინ მოხდება?

პრესა თუ დაესწრება?”, – წერს ხაინდრავა.

“საპარლამენტო უმრავლესობაში ვინც კი მაღალი თანამდებობის პირია, აშშ-ის საელჩოში არ მივედით” – ირაკლი კობახიძე

ეს ადამიანი პენსიაზე გადის და მასთან პოლემიკაში შესვლა არ მინდა, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კითხვას აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებაზე, რომ კობახიძემ ძალადობის წახალისების თაობაზე ბრალდებების დროს უნდა დაასახელოს, ვის გულისხმობს.

ამასთან, კითხვაზე, რატომ არ იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები გუშინ, ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, კობახიძემ განმარტა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა სოლიდარობა გამოუცხადეს იმ დეპუტატებს, რომელთაც ჯერ მოსაწვევი მიიღეს, შემდეგ კი უთხრეს, რომ ღონისძიებაზე არ მისულიყვნენ.

„პარლამენტიდან უმრავლესობაში ვინც კი მაღალი თანამდებობის პირია, არცერთი მივედით, ამას კონკრეტული მიზეზი ჰქონდა – ჩვენ მცირე სოლიდარობა გამოვხატეთ დეპუტატების მიმართ, რომელთაც გამოუგზავნეს მოსაწვევი, შემდეგ კი უთხრეს, რომ ჯობდა, არ მისულიყვნენ. მე არ დავაკონკრეტებ. ასეთი იყო სამი ადამიანი, ვისაც ჩვენი ინფორმაციით, შეცდომით გამოუგზავნეს მოწვევა და შემდეგ უთხრეს, რომ არ მისულიყვნენ. ეს რბილად რომ ვთქვათ, არასწორი დამოკიდებულებაა. ასეთ დროს, ჩვენი მხრიდან ვალდებულება იყო, რომ სოლიდარობა გამოგვეხატა. ეს არის და ეს. პატივს ვცემთ საელჩოს, მაგრამ, როდესაც კონკრეტული ჩინოსნების გამო უხეში შეცდომების დაშვება ხდება, რეაგირება გვჭირდება. მომავალ წელს რომ გაიმართება ამერიკის შეერთებულ შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ყველა მიწვეული დეპუტატი მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ წელს, ასეთი უხეში შეცდომა იყო და ამას ჩვენი მხრიდან რეაგირება ჰქონდა. დეპუტატები იყვნენ, მაგრამ რამდენიმე ლიდერი საპარლამენტო უმრავლესობიდან მისული არ იყო სოლიდარობის ნიშნად. გვქონდა კონსულტაცია და დეპუტატები უნდა მისულიყვნენ. რეაგირება სჭირდება კონკრეტული ჩინოსნის არასწორ ქმედებას, მაგრამ ჩვენ გამოვხატავთ პატივისცემას ამერიკელი ხალხის მიმართ, ამერიკის დამოუკიდებლობის დღის მიმართ, აქედან გამომდინარე, საელჩოში დეპუტატების მისვლა ამის გამოხატულება იყო“,- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ძალადობა მიუღებელია და თუ კობახიძე ბრალდებებზე საუბარს აპირებს, „უნდა აღნიშნოს მაინც ვისზე საუბრობს“. დეგნანის შეფასება ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას მოჰყვა, როდესაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ თქვა, რომ „კონკრეტულმა ელჩმა ძალადობა წაახალისა“.

Летняя фаза проекта “Активная жизнь – моя стихия” завершилась

Летняя фаза проекта “Активная жизнь – моя стихия”, который осуществляет молодежный медиасоюз, которая при содействии Государственной службы по делам ветеранов и Министерства обороны Грузии, проходила в адаптированном полевом лагере Боржоми – завершилась. В проекте участвовали около 200 человек из разных регионов Грузии – ветераны войны, военнослужащие, получившие ранения во время службы в международных миротворческих миссиях, и лица с ограниченными возможностями (ОВЗ) – получивших ранения. После чемпионатов по рафтингу и стрельбе из лука, состоялись соревнования по зиплаину и пейнтболу на первенство Грузии.

Соревнования по зиплайну оказались довольно увлекательными м впечатляющими особенно для тех, кто впервые спускался на стальном роллере. Многие даже преодолели и побели страх перед высотой.

Что касается чемпионата по пейнтболлу – этот вид спорта пользуется большой популярностью среди участников проекта и спрос на него довольно большой.

Команды из разных муниципалитетов Грузии, участвующие в чемпионате, не покладая сил боролись за победу, однако первенство никому не уступила команда из Кутаиси, которая в напряженной борьбе одержала победу. В итоге переходящий кубок еще один год остался в Кутаиси. Победителям чемпионата были вручены переходящие кубки, дипломы и медали.

Генеральным спонсором  мероприятий была “Платформа инициатива”, а спонсорами “Сокар” и “Кутаиский международный университет”.

Проект способствует имплементации 30-ой статьи Конвенции ООН июня 2006 года о защите прав лиц с ограниченными возможностями (ОВЗ).

 

„შვედეთს იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ ნატოს წევრი გახდება“ – Frankfurter Allgemeine Zeitung

„რეჯეფ ერდოღანი ძალიან ეჭვობს, რომ შვედეთი მალე გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. სტოკჰოლმის ნატოურ პერსპექტივას ხელს უშლის აგრეთვე ამასწინანდელი ინციდენტიც, როცა შვედეთის დედაქალაქში გამართულ მიტინგზე ისლამის წმინდა წიგნი – ყურანი საჯაროდ დაწვეს. ამ ფაქტმა თურქეთის მმართველ წრეებში და საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია“, – ნათქვამია გერმანული გაზეთის „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „შვედეთს იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ ნატოს წევრი გახდება“. ამასთან, როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ანკარის ვეტო ერთადერთი დაბრკოლება არ არის: თურქეთის პრეზიდენტს უნგრეთის პრემიერ-მინისტრიც ეთანხმება – ორივე შეთანხმებულად მოქმედებს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვილნიუსის სამიტამდე სულ ორიოდე კვირაღა დარჩა, მაგრამ „ჯერ კიდევ არ არის ოფიციალურად გარკვეული, უარს იტყვის თუ არა თურქეთის ნატოს ახალ წევრად შვედეთის მიღებაზე. „ფრანკფურტერ ალგემაინეს“ ინფორმაციით, გერმანიის კანცლერისა და თურქეთის პრეზიდენტის სატელეფონო საუბრის დროს რეჯეფ ერდოღანს თურმე უთქვამს – „სტოკჰოლმს იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ ანკარა ნატოში შვედეთის წევრად მიღებას დაეთანხმება“.

ცნობისათვის: შვედეთმა და ფინეთმა 2022 წლის მაისში ერთად წარადგინეს განაცხადი ნატოში წევრად მიღების მიღების მიზნით, რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის ფონზე. ფინეთმა მოახერხა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანში 31-ე წევრად იქნა მიღებული, შევედეთს კი დღემდე არ მიუღია თანხმობა თურქეთისგან და უნგრეთისგან. თურქეთის ლიდერი რეჯეფ ერდოღანი იმიტომ ბლოკავს შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას, რომ სტოკჰოლმი არ იჩენს შესაბამის სიმკაცრეს „ტერორისტული ორგანიზაციის“ – ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK – Partiya Karkerên Kurdistan) მიმართ.

რეჯეფ ერდოღანის პრესსამსახურმა დაადასტურა გერმანიისა და თურქეთის ლიდერების სატელეფონო მოლაპარაკება: თურქეთის პრეზიდენტმა მხარი დაიჭირა შვედეთის მთავრობის მიერ გადადგმულ ზოგიერთ სწორ ნაბიჯს, მაგრამ, იმავდროულად, შეუწყნარებელია, რომ „სტოკჰოლმი მხარს უჭერს დემონსტრაციების ჩატარებას, რომლის მეშვეობითაც ტერორისტული პროპაგანდა ვრცელდება“.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, თავის მხრივ, იმედოვნებს, რომ თურქეთი შვედეთის განაცხადზე დადებულ ვეტოს ალიანსის ვილნიუსის სამიტის გამართვამდე მოხსნის. მან ეს ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან კარგია კალასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ნატოსაკენ მიმავალ გზაზე თურქეთის ვეტო შვედეთისთვის ერთადერთი დაბრკოლება არ არის – შვედეთის ალიანსში მიღებას მხარს არ უჭერს არც უნგრეთი, – აღნიშნავს „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი“, – უნგრეთის პარლამენტის დღის წესრიგში, რომელშიც შემოდგომამდე განსახილველი საკითხებია შეტანილი, შვედეთის ნატოში მიღების რატიფიცირების საკითხი არ ჩანს.

„უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, როგორც ჩანს, ნატოს ჩრდილოურ გაფართოებას თავის თურქ მეგობართან კოორდინირებას, რომელთანაც ახლო ურთიერთობები აქვთ. სხვათა შორის, უნრეთმა მხოლოდ მაშინ განაცხადა ფინეთის ნატოში მიღებაზე თანხმობა, როცა თურქეთმა ვეტო მოხსნა, 2023 წლის მარტში.

მაგრამ სკანდინავიური სახელმწიფოს ალიანში შესვლას ამ ბოლო დღეებში კიდევ ერთი ახალი დაბრკოლება გაუჩნდა – სტოკჰოლმში ყურანის საჯაროდ დაწვა, რაც შვედებმა მუსლიმანებისათვის ძალიან მნიშვნელოვან რელიგიურ დღესასწაულს (რამადანის შემდეგ) – ყურბან-ბაირამს დაამთხვიეს. შვედეთის ტელეარხის SVT-ის მიერ ნაჩვენებ კადრებში ასახულია პიროვნება, რომელიც პოლიციის ბარიერის მიღმა დგას და ცეცხლს უკიდებს „წმინდა წიგნს“. აქციამ მშვიდად ჩაიარა, არავის პროტესტი არ გამოუხატავს, მხოლოდ ერთმა გაისროლა პატარა კენჭივით ქვა და ეგ იყო“, – წერს Frankfurter Allgemeine.

მართალია, სტოკჰოლმის პოლიციამ მოგვიანებით პროტესტის ორგანიზატორი დააკავა და იგი ერთაშორისო შუღლის გაღვივებასა და ქალაქის ქუჩებში კოცონების გაჩაღების კანონმდებლობის დარღვევაში დაადანაშაულა. ამავე დროს სტოკჰოლმის სასამართლოს დადგენილებით, შვედეთის მოქალაქეებს აქვთ მსგავსი აქციების მოწყობის უფლება.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაკან ფიდანმა უკვე დაგმო სტოკჰოლმში მომხდარი აქცია და მას „საძაგელი ქმედება“ უწოდა: „ასეთი ფაქტების წაქეზება, რასაც შვედები აკეთებენ, იმას ნიშნავს, რომ ისინი დამნაშავენი არიან“, – ციტირებს თურქ მინისტრს Frankfurter Allgemeine და აღნიშნავს, რომ რადგან მსგავსი ფაქტები ადრეც მომხდარა და შვედეთი შეჩერებას არ აპირებს, სწორედ ამიტომ სტოკჰოლმის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა შორეული ხდება.

წყარო

თურქეთის დამოკიდებულება შვედეთის ნატოში წევრობის მიმართ

თურქეთის ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომპანიის TRT-ის (Turkish Radio and Television Corporation) ვებ-გვერდზე რუბრიკით „აქტუალური თემის ანალიზი“, გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „თურქეთის დამოკიდებულება შვედეთის ნატოში წევრობის მიმართ“ (ავტორი – მურათ იეთილთაში, პროფესორი, ანალიტიკური ცენტრის SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევების დირექტორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მცდელობის შემდეგ, ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც არ არიან ნატოს წევრები და ისტორიულად ნეიტრალურები იყვნენ, დიდი რისკის წინაშე დადგნენ. რუსეთთან გეოგრაფიული სიახლოვის გამო, ფინეთმა და შვედეთმა მიმართეს ნატოს და მოითხოვეს დაჩქარებული წესით წევრობის პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ ფინეთი, რომელმაც მოახერხა თურქეთის წუხილის შემსუბუქება, გაწევრიანდა. რაც შეეხება შვედეთს, თურქეთი კვლავ ელოდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ანტიტერორისტული კანონის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, რომელიც პირველი ივნისიდან შევიდა ძალაში. თურქეთი დაჟინებით მოითხოვს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ნატოს შიგნითაც გაგრძელდეს, როგორც ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე.

(…)

უკრაინას, რომელიც 2000-იანი წლებიდან არის ევროპასა და რუსეთს შორის გავლენის პოლიტიკური და ეკონომიკური კონფლიქტის ადგილი, დასავლეთთან დაახლოებისთვის მაღალი ფასის გადახდა მოუწია. შეჭრამდე რუსეთმა მოითხოვა ნატოს გაფართოების შეწყვეტა და იმის გარანტია, რომ უკრაინა არ შეუერთდებოდა ალიანსს. რუსული მოთხოვნების მიზანი, რაც უკრაინის ეროვნული სუვერენიტეტის კომპრომეტირებას ნიშნავდა, იყო რუსეთში შეჭრისთვის საფუძვლის ჩაყრა და არა გამოსავლის პოვნა. ამ ვითარების პირობებში, ნატოში არ მყოფმა ქვეყნებმა, როგორიცაა ფინეთი და შვედეთი, გაწევრიანებაზე განაცხადეს, რათა მსგავსი საფრთხე არ შექმნოდათ.

რუსეთის გეგმები უკრაინაში შეჭრა და ანექსია მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის გარეშე ჩაიშალა რამდენიმე განსხვავებული მიზეზის გამო. უკრაინის არმია, რომელმაც სერიოზული რესტრუქტურიზაცია განიცადა 2014 წელს ყირიმში შეჭრის შემდეგ, 2022 წელს გაცილებით ძლიერი იყო. ამერიკულმა დაზვერვამ წინასწარ გააფრთხილა შეჭრა და რუსეთს უეცარი დარბევა შეუშალა. ზელენსკის ხელმძღვანელობამ, რომელმაც უარი თქვა ქვეყნის დატოვებაზე, ასევე გადამწყვეტი როლი ითამაშა. ის ფაქტი, რომ რუსული არმია ბევრად უფრო მოუმზადებელი და არაეფექტური იყო, ვიდრე ეგონათ, რუსეთისთვის სწრაფი წარმატება შეუძლებელი გახდა. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, ამ სურათს რომ შეხედეს, დაინახეს, რომ რუსეთი სამხედრო სფეროში არ იყო ისეთი ძლიერი, როგორც მათ ეგონათ, მაგრამ გაჩნდა შეშფოთება, რომ რუსეთმა შესაძლოა ომი გაავრცელოს აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთში, განსაკუთრებით ოკუპაციის პირველ თვეებში.

უკრაინის ომის კონტექსტში ის ფაქტი, რომ ფინეთმა და შვედეთმა შეცვალეს უსაფრთხოების კონცეფციები და მიატოვეს ნეიტრალური პოზიცია, ისტორიული მნიშვნელობა აქვს ყოველმხრივ. თუმცა, თურქეთი დიდი ხანია გამოხატავს, რომ უკიდურესად არასასიამოვნოა ნატოს მრავალი ქვეყნის პირდაპირი და არაპირდაპირი მხარდაჭერა PKK-ის სირიის ფრთის YPG-სთვის. თურქეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეზღუდოს და შეწყვიტოს აშშ-ისა და ზოგიერთი მოკავშირის მხარდაჭერა განსაკუთრებით YPG-ს მიმართ.

ფინეთი, რომელიც სწრაფად ასრულებს სამმხრივი (თურქეთი-ფინეთი-შვედეთი) შეთანხმების მოთხოვნებს, ანკარამ განსხვავებული დამოკიდებულება დაამყარა ნელა მოძრავი შვედეთის მიმართ. პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის ბოლო განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ თურქეთი არ იჩქარებს ამ საკითხზე სწრაფი ნაბიჯების გადადგმას ივლისში ვილნიუსის სამიტამდე.

თურქეთი, როგორც ქვეყანა, რომელსაც წარსულში არ გაუპროტესტებია არც საქართველოს და არც უკრაინის გაწევრიანება, მხარს უჭერს ნატოს ღია კარის პოლიტიკას. თურქეთი აპროტესტებს შვედეთის მსგავსი ქვეყნების დამოკიდებულებას, რომლებიც უგულებელყოფენ სხვა ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად. ცნობილია, რომ ეს დამოკიდებულება მხოლოდ შვედეთისთვის არ არის დამახასიათებელი და ისეთი ქვეყნები, როგორიცაა აშშ, გერმანია და საფრანგეთი, ხანდახან არ აფასებენ თურქეთის შეშფოთებას ტერორიზმთან დაკავშირებით. იმ გარემოში, სადაც ნატო ცდილობს განაახლოს საკუთარი თავი გლობალურ დონეზე, თურქეთისთვის სრულიად ლეგიტიმური და გონივრული პოლიტიკაა ტერორიზმის დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხად დაყენების მცდელობა. თუმცა, შვედეთის ნაკლებობამ ამ საკითხთან დაკავშირებით გავლენა მოახდინა ნატოს გაფართოების მოსალოდნელ პროცესზე. შედეგად, ნატოს მიერ შვედეთის წევრად მიღება შესაძლებელია მხოლოდ თურქეთის თანხმობით.

წყარო