Home Blog Page 1753

“მაშინ როცა ჩვენი გმირები თავს წირავდნენ, ყოფილი პრეზიდენტი გარბოდა, მიწაზე გართხმული მისი შეშინებული სახე ნახა მთელმა მსოფლიომ” – პრემიერი

საუბედუროდ, ამავე დღეს, სამწუხაროდ, ეს ჩვენი სირცხვილია ამავდროულად, რადგან ამავე დღეს, ამ გმირობის დღეს ასევე არნახული სიმხდალე აჩვენა ყოფილმა მთავარსარდალმა, ე.წ. მთავარსარდალმა. ამავე დღეს, 2008 წლის 11 აგვისტოს გახსოვთ გაქცეული სააკაშვილი თვითმფრინავის ხმის გამო. მას ყავდა ჩამოყვანილი აქ სტუმარი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და მაშინ როცა ჩვენი გირები აქ თავს წირავდნენ, ყოფილი პრეზიდენტი გარბოდა და მიწაზე გართხმული მისი შეშინებული სახე ნახა მთელმა მსოფლიომ. ეს რაზე მიგვითითებს მეგობრებო? ეს მიგვითითებს იმაზე, რომ ჩვენი ეს ლომი ბიჭები, რომ იტყვიან ლომების არმია იბრძოდა თავდადებით, თავგანწირვით და ამ ადროს სათავეში იდგა გამყიდველი, მოღალატე, შემარცხვენელი და მხდალი კაცი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების მემორიალთან განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გონიერებითა და თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა მოხერხდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ეს არის ხელისუფლების მთავარი მიზანი.

„საბედნიეროდ ქართველმა ხალხმა შესაბამისი დასკვნები გამოიტანა. რა თქმა უნდა, ეს ოკუპაცია მძიმე მემკვიდრეობაა. დღეს ჩვენი ძირძველი ტერიტორიების ძირითადი ნაწილი, ორივე რეგიონი ოუპირებულია დროებით, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, მაგრამ ჩვენ ჩვენი ჭკუით, გონიერებით, თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა მოვახერხოთ, უნდა აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. კიდევ ერთხელ დიდება ჩვენს გმირებს და ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე,”- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თიბისის განათლების პროგრამის პირველი ნაკადის შეჯამება

თიბისი ტექნოლოგიური განათლების პროგრამა, პირველი ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ, სექტემბრიდან, ახალი სტარტისთვის ემზადება.

ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება დღეს უამრავ ახალ პროფესიას აჩენს. შეიძლება ითქვას, რომ ტექნოლოგიებში გათვითცნობიერება, საქმიანობის ნებისმიერ სფეროში, წარმატების მიღწევის საწინდარია. სწორედ ამიტომ, თიბისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის, თანამედროვე პროფესიების შემსწავლელ, სრულად დაფინანსებულ, საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს.

თიბისის ტექნოლოგიური განათლების კურსები მაისში დაიწყო და 1000-ზე მეტი რეგისტრირებულიდან 600 ახალგაზრდა შეირჩა. მოლაპარაკე პროგრამების, ვებგვერდების და კომპიუტერული თამაშების შექმნის, მოკლე და გრძელვადიანი, კურსები მოსწავლეებმა აგვისტოში ფინალური შემოქმედებითი, პროექტების წარდგენით დაასრულეს.

„ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო მოსწავლეების ფინალური პრეზენტაციები. ამ პროექტებში, ერთი მხრივ ჩანდა ის გზა რომელიც მათ კურსების განმავლობაში გაიარეს, მეორე მხრივ კი მათი ინტერესები და ორიგინალური მიდგომები. ერთი შეხედვით, შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ტექნოლოგიები საუკეთესო ინსტრუმენტია ადამიანის შემოქმედებითი უნარების განსავითარებლად, საკუთარი ხედვისა და იდეების გასაზიარებლად. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი როდესაც მოსწავლეების ფინალურ პროექტებს გავეცანი“ – სანდრო ასათიანი, უნილაბის დირექტორი.

აღნიშნული პროგრამების განხორციელებით, თიბისის მიზანია, ხარისხიანი საბაზისო ცოდნა მისცეს უფროსკლასელებს შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის.

„ჩვენი კურსები განსხვავებული ინტერესების მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს მათთვის საინტერესო მიმართულება შეარჩიონ. პროგრამებზე მიღებული ცოდნით მათ უკვე შეუძლიათ მარტივი პროგრამების შექმნა და პრაქტიკაში მუშაობა. ამ თვეების განმავლობაში გამოიკვეთა ის სურვილები და საჭიროებები, რაც ერთის მხრივ, ჩვენი ახალგაზრდებისთვისაა საინტერესო და მეორეს მხრივ, როგორც დღეს ასევე მომავალში, გარდაუვალი იქნება დასაქმების ბაზარზე. სწორედ ამის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ სექტემბრიდან უფრო მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი კურსები შევთავაზოთ უფროსკლასელებს“ – ალექსანდრე მაყაშვილი, თიბისის სტრატეგიული პროექტების ლიდერი.

თიბისის განათლების პროექტი ხორციელდება ჯეოლაბის, უნილაბის, ექსპლორიუმის, USAID-ისა და PH International-ის პარტნიორობით. პროგრამა სრულად ფინანსდება თიბისის მიერ.

სექტემბრიდან, თიბისის ტექნოლოგიური განათლების კურსებზე მიღება კვლავ  განახლდება. შემოდგომიდან თიბისი, მოსწავლეებს, არსებულთან ერთად ახალი მიმართულებების, უფრო მრავალფეროვან და მოცულობით კურსებს შესთავაზებს.

R

“ჩინეთი შენელებული მოქმედების ბომბია” – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ჩინეთი, ეკონომიკური პრობლემების გამო, შენელებული მოქმედების ბომბია.

„ჩინეთს უჭირს. მათ გარკვეული პრობლემები აქვთ. ეს არ არის კარგი, რადგან როდესაც ცუდ ადამიანებს პრობლემები აქვთ, ისინი ცუდ საქმეებს აკეთებენ”, – აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, არ სურს ჩინეთს ზიანი მიაყენოს და ქვეყანასთან რაციონალური ურთიერთობა სურს.

ცნობისათვის, ორი დღის წინ, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ჩინეთში, ტექნოლოგიების სფეროში ინვესტირებას ზღუდავს. აშშ-ის ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოების საკითხი დაასახელეს. ჩინეთმა ეს ნაბიჯი დაგმო და განაცხადა, რომ სერიოზულად შეშფოთებულია და იტოვებს უფლებას, საპასუხო ზომები მიიღოს.

“რუსეთისგან განსხვავებით, აფრიკაში ინვესტიციების ჩადება გვსურს” – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის გავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევა ისეთ ადგილებში, როგორიცაა აფრიკა – სადაც მოსკოვთან კავშირები საბჭოთა ეპოქიდან იწყება – გამოწვევად რჩება.

“რუსეთისგან განსხვავებით, აფრიკაში ინვესტიციების ჩადება გვსურს, რაც სარგებელს მოუტანს მათაც და ჩვენც, რადგან რუსეთის ყველაზე დიდი ინვესტიცია აფრიკაში “ვაგნერის” დაჯგუფებაა. ეს არის ინვესტიცია აფრიკის დაუცველობაში”, – აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დაბნეული ხართ, რადგან რაღაც საკითხთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მოგდით. ნებისმიერ შემთხვევაში, ეცადეთ, სამოქმედო გეგმა თავად შეადგინოთ და დამოუკიდებლად იმოქმედოთ. თუ წარმატებას მიაღწევთ, გარშემო მყოფთა თვალში დამატებით ქულებს და ნდობას მოიპოვებთ.

კურო

შესაძლოა, ძალიან მაცდური შეთავაზება მიიღოთ, მაგრამ მაშინვე ნუ დათანხმდებით! სავარაუდოდ, ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს. გირჩევთ, ამ დღეს განსაკუთრებულად ფრთხილი და ყურადღებიანი იყოთ, გახსოვდეთ: ყველაფერი ოქრო არ არის, რაც ბრწყინავს.

ტყუპები

დღის განმავლობაში თქვენი გეგმები შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს. სავარაუდოდ ამაში თავად ხართ დამნაშავე, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ყველაფერი თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდა. ასეა თუ ისე, სწრაფად ცვალებად გარემოებებთან შეგუება უნდა შეძლოთ. ნუ გაგიკვირდებათ, თუ თითქმის მოგვარებული საქმე მოულოდნელად ჩაიშლება.

კირჩხიბი

მოდუნებული ხართ და სამუშაო განწყობის შექმნა გიჭირთ.თქვენს სხეულს შესვენება სჭირდება და ამას არ უნდა შეეწინააღმდეგოთ. დროა, წუთშესვენება აიღოთ, დაწყებული საქმის დასრულებას მომდევნო დღეებში შეძლებთ.

ლომი

შეგიძლიათ გარისკოთ, თუ ამის საჭიროებას გრძნობთ, მაგრამ ეს რისკი კარგად გააზრებული უნდა იყოს. ამ დღეს იღბალი ფრთხილ და წინდახედულ ლომებს გაუღიმებს. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე – ვარჯიში და დაბალანსებული დიეტა ისაა, რაც ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ.

ქალწული

ეს დღე უდიდეს შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ. უზარმაზარი ენერგიისა და კომუნიკაბელურობის წყალობით, თითქმის ნებისმიერ სფეროში წარმატების შანსი გაქვთ. მთავარია, ყველა საქმის ერთდროულად მოგვარება არ სცადოთ. თქვენი წარმატების საიდუმლო მარტივია – ათობით საქმიდან ყველაზე პერსპექტიული უნდა აირჩიოთ და ბოლომდე მიიყვანოთ.

სასწორი

რისკისა და თავგადასავლების მოყვარულ სასწორებს ვულოცავთ – ეს თქვენი დღეა! რა თქმა უნდა, ნებისმიერი სარისკო ნაბიჯი კარგად უნდა გათვალოთ, მაგრამ ყველა ფაქტორს არცერთი თეორია არ ითვალისწინებს. თუ მოქმედება გადაწყვიტეთ, უნდა იმოქმედოთ. ეს დღე რისკის გარეშეც არაპროგნოზირებადი იქნება.

მორიელი

მორიელის საქმეებში გარდამტეხი მომენტია! ძალიან მალე თქვენთვის ახალი გზები და შესაძლებლობები გაიხსნება, თუმცა ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რისკისთვის მზად ხართ. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ისეთ დიდ ცვლილებებზე იფიქროთ, როგორიც ახალი სამუშაო ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლაა. ექსპერიმენტების ნუ გეშინიათ, რადგან დრო გადის და ცხოვრება ერთ ადგილზე არ დგას!

მშვილდოსანი

შეიძლება მოულოდნელად საოცნებო შანსი მოგეცეთ, რომელსაც დიდი ხანია ელით და ამისი წყალობით, ძველი გეგმები განახორციელოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ – ბედნიერი შანსი ხელიდან რომ არ გაუშვათ, ყურადღებით უსმინეთ ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება.

თხის რქა

გეგმები შეიცვალა, ამიტომ დღის განმავლობაში ისეთი საქმეების კეთება მოგიწევთ, რომლებშიც კარგად ვერ ერკვევით. ასეა თუ ისე, მოგიწევთ გადაჭრათ საკითხები, რომლებიც თქვენს კომპეტენციას სცილდება. ეს კონკრეტული ამბავი თქვენს ცხოვრებაში ხალისს და მრავალფეროვნებას შემოიტანს, თუმცა მომავალში ასეთ სიურპრიზებს უნდა მოერიდოთ.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა კარიერული წინსვლისა და განვითარებისთვის. უფრო მეტიც, თუ სამოქმედო გეგმა გაქვთ, შეგიძლიათ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყოთ. შესაძლოა, მოულოდნელად თქვენი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის შანსი მოგეცეთ.

თევზები

შესაძლოა, ერთი ნაბიჯის უკან გადადგმა მოგიწიოთ, რათა შექმნილი ვითარება შეაფასოთ და წინ ორი ნაბიჯი გადადგათ. თუნდაც ეს ვიღაცას უკან დახევად მოეჩვენოს, ჯობს ცოტა ხნით უკან დაიხიოთ, ვიდრე წლების მანძილზე დაკეტილ კართან აკაკუნოთ. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ კონტრშეტევისა და წინსვლისთვის კიდევ ბევრი შესაძლებლობა გექნებათ!

ნორვეგიაში წყალდიდობის გამო მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო

ნორვეგიაში წყალდიდობის გამო მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. მედიის ცნობით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქვეყანაში მდინარეების ადიდებამ უმაღლეს დონეს მიაღწია.

ოფიციალური პირების განცხადებით, სამხრეთ ნორვეგიაში 4 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

წყალდიდობის გამო, გადაიკეტა ქვეყნის მთავარი გზები, ხოლო სამხრეთ ნორვეგიის დიდ ნაწილებში შეჩერდა სარკინიგზო მიმოსვლა.

წყალდიდობა შტორმ „ჰანსის“ მიერ გამოწვეულმა ძლიერმა წვიმამ განაპირობა, რომელმაც მანამდე შვედეთი დააზარალა.

თურქეთის მალათიის პროვინციაში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთის მალათიის პროვინციაში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიწისძვრის ეპიცენტრი იეშილიურტის რაიონში, 7 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია მიწისძვრის შედეგად რაიმე ზიანის ან პრობლემის გამოსავლენად.

ზაპოროჟიეში, ერთ-ერთ სასტუმროზე რუსი სამხედროების იერიშის შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა ცხრა ადამიანი

რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროზე. როგორც უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, საჰაერო თავდასხმის შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო დაშავდა ცხრა.

დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

მედიის ცნობით, დაზიანებულია სამედიცინო, საგანმანათლებლო დაწესებულებები და ორი მაღალსართულიანი კორპუსი, თუმცა ამ ტერიტორიაზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

გეოლოგების განცხადებით, მდინარე ტებენეს ხეობაში საფრთხის დონე დაბალია

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავას ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარედ, მდინარე ტებენეს ხეობაში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

გეოლოგებმა და ჰიდროლოგებმა მდინარის ხეობაში გავრცელებული მეწყრული უბანი და დაგუბებაზე არსებული ვითარება შეისწავლეს. სპეციალისტების განცხადებით, მდინარე ტებენეს ხეობაში საფრთხის დონე დაბალია. მიზეზებთან დაკავშირებულ შესაბამის დასკვნას გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში გაავრცელებს.

რაც შეეხება ტობავარჩხილის ტბისკენ მისასვლელ გზას, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების შეფასების საფუძველზე შესაბამისი დასკვნა მომზადდება და გავრცელდება.

“ბაიდენი კატასტროფაა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ჯოჯოხეთისკენ მიჰყავს”- ტრამპი

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ აშშ-ის მოქმედ ლიდერს ქვეყანა ჯოჯოხეთისკენ მიჰყავს.

„ვფიქრობ, რომ თაღლითი ჯო ბაიდენი არა მხოლოდ სულელი და არაკომპეტენტურია, მე მჯერა, რომ ის გაგიჟდა თავისი საშინელი და ქვეყნისთვის საშიში პოლიტიკითა [გარემოსდაცვითი, ღია საზღვრები] და იუსტიციის დეპარტამენტისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს იარაღად გამოყენებით. ის კატასტროფაა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ჯოჯოხეთისკენ მიჰყავს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინაში სულ მცირე 1166 ბავშვია დაკარგული

უკრაინის ომბუდსმენის ოფისის პრესსამსახურის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეიჭრა, ქვეყანაში სულ მცირე 1166 ბავშვი დაიკარგა.

„ბავშვთა ძებნის სახელმწიფო პორტალის „ომის ბავშვების“ მონაცემებით, 2023 წლის 10 აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინაში დაკარგულად მიიჩნევა 1166 ბავშვი, ნაპოვნია 15925 ბავშვი“, – აცხადებენ პრესსამსახურში.

როგორც უკრაინული მედია წერს, 9 აგვისტოს მდგომარეობით, ომის დაწყებიდან რუსებმა უკრაინაში 499 ბავშვი მოკლეს და 1095 დაჭრეს.

“აქვს თუ არა უკრაინას საკმარისი რაოდენობის იარაღი, რომ შეცვალოს ომში ბალანსი?”- პოლონეთის პრეზიდენტი

პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა მიიჩნევს, რომ უკრაინული ძალების განკარგულებაში არსებული იარაღის რაოდენობის გათვალისწინებით, უკრაინას არ შეუძლია ომში ბალანსის შეცვლა. ამის შესახებ მან გაზეთ The Washington Post-თან ინტერვიუში ისაუბრა.

დუდამ აღნიშნა, რომ პარტნიორების წყალობით უკრაინას ახლა ბევრად უფრო თანამედროვე სამხედრო პოტენციალი აქვს, ვიდრე რუსეთს, თუმცა, მისი თქმით, ეს საკმარისი არ არის.

„კითხვა შემდეგია: აქვს თუ არა უკრაინას საკმარისი რაოდენობის იარაღი, რომ შეცვალოს ომში ბალანსი? პასუხი ალბათ უარყოფითია. მათ ალბათ არ აქვთ საკმარისი იარაღი. ჩვენ ეს ვიცით, რადგან ახლა ისინი არ არიან იმ მდგომარეობაში, რომ განახორციელონ ძალიან გადამწყვეტი კონტრშეტევა რუსი სამხედროების წინააღმდეგ. მოკლედ, მათ მეტი დახმარება სჭირდებათ“, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.